დასრულდა 16-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ეტაპი, რომელიც ახალი სისტემით პირველად ჩატარდა. ახალი სისტემა გულისხმობს 14, 16 და 18-წლამდელთა ჩემპიონატების 3 ლიგად ჩატარებას (თუკი გუნდების რაოდენობა საკმარისი იქნება), რომელთაგან A ყველაზე ძლიერი იქნება (და ქვეყნის ჩემპიონს გამოავლენს), B-ს რიგითობით მომდევნო სტატუსი ექნება და C იქნება ყველაზე დაბალი რანგის, რომელში მონაწილეობაც გუნდებს ნებაყოფლობით, საკვალიფიკაციოს გავლის გარეშე შეეძლებათ.

16-წლამდელთა ჩემპიონატში დარეგისტრირებული გუნდების რაოდებონობა 47-ს შეადგენს, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ გაკეთდეს სამივე – A, B და C ლიგები. შესაბამისად, მიმდინარე საკვალიფიკაციო ტურნირის მიზანი გუნდების სრულად კლასიფიკაციაა, რათა მოწინავეებმა A ლიგა შეავსონ, დაწესებული რაოდენობის მომდევნო გუნდებმა B ლიგაში იასპარეზონ, ხოლო B-ს მიღმა დარჩენილებმა C ლიგაში დაიდონ ბინა.

შეგახსენებთ, რომ 16-წლამდელთა ჩემპიონატის A ლიგაში (ისევე, როგორც სხვა ასაკებში) 14 გუნდია, საიდანაც 4 ადგილი კვოტირებით რეგიონის გუნდებს – ქუთაისს, რუსთავს, თელავს და ფოთს ერგოთ. დარჩენილი 10 საგზური საკვალიფიკაციო ტურნირის შედეგად უნდა გამოვლინდეს. გათამაშების ფორმატის თანახმად, A ლიგის საგზური პირდაპირ მიიღო 12 ჯგუფის საუკეთესო 8 პირველადგილოსანმა. დარჩენილი 2 საგზურისთვის 4 დანარჩენი პირველადგილოსანი და 4-იც საუკეთესო მეორეადგილოსანი იბრძოლებს.

8 გუნდი პლეი-ოფის სისტემით 2 საუკეთესოს გამოავლენს, რომლებიც A ლიგის საგზურებს მიიღებენ. პლეი-ოფში სერიები 2-მატჩიანი იქნება. პლეი-ოფის ფინალში გასული გუნდები, რაკიღა საგზურებს მოიპოვებენ, ერთმანეთს აღარ შეერკინებიან.

ასე და ამგვარად, A ლიგის საგზურები ჯგუფური ეტაპის საუკეთესო 8 პირველადგილოსანმა მიიღო. ესენი არიან: ჰიუნდაი 1, ორბი 1, ზაზა 1, ბრუკლინი 1, დინამო, თბილისი ბასკეტი 1, ოვერტაიმი 1, ვინგსი 1. დავაზუსტებთ, რომ A ლიგის საგზური ერგო C ჯგუფის გამარჯვებულ ბათუმს, რომელმაც საკუთარი სტრატეგიული მიზეზებით უარი თქვა უმაღლესში ასპარეზობაზე და მისი ადგილი რიგით მომდევნო პირველადგილოსან ორბი 1-ს ერგო. ბათუმი პლეი-ოფში ითამაშებს და თუკი ფინალში გავა, A ლიგის საგზურს ნახევარფინალში მისგან ძლეულ გუნდს დაუთმობს.

დებულების თანახმად, 10 საუკეთსო გუნდს მიღმა (A ლიგის საგზურების გარეშე) დარჩენილი რიგითობით 24 საუკეთესო გუნდი (11-34 ადგილებზე გასულები) 16-წლამდელთა ჩემპიონატის B ლიგაში იასპარეზებს, ხოლო დანარჩენები (35-47 ადგილები) C ლიგაში ითამაშებენ.

წაროგიდგენთ A ლიგის დარჩენილი 2 საგზურისთვის გასამართი პლეი-ოფის კალენდარს:

GBF

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე