საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი პიერ დე კუბერტენის მედლით დაჯილდოვდა.

ამასთან დაკავშირებით, IOC-ის პრეზიდენტის, თომას ბახის მიერ ლოზანიდან გამოგზავნილ მისალოც წერილში ნათქვამია:

„ძვირფასო ბატონო ბერიშვილო. დიდი სიამოვნებით გაცნობებთ, რომ IOC-ის აღმასრულებელმა საბჭომ დღეს თქვენ დაგაჯილდოვათ პიერ დე კუბერტენის მედლით ოლიმპიური მოძრაობის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის. გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩემს ოფისს დაჯილდოების ცერემონიის თარიღთან დაკავშირებით. ნება მიბოძეთ, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და გულწრფელად მოგილოცოთ ეს ჯილდო. პატივისცემით, თომას ბახი.“

თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის ფუძემდებლის, ფრანგი ბარონის, პიერ დე კუბერტენის სახელობის მედალი IOC-მა 1997 წელს დააწესა. ეს არის მნიშვნელოვანი სპეციალური ჯილდო, რომლითაც აღინიშნება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანების მიერ ოლიმპიური მოძრაობისა და ოლიმპიური სულისკვეთების პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

დღემდე ეს მედალი ასამდე ლაურეატს გადაეცა, მათ შორის - ხუან ანტონიო სამარანჩს (IOC-ის ყოფილი პრეზიდენტი), ემანუელ ზატოპეკს (მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონი მძლეოსნობაში), ჰენრი კისინჯერს (აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი), რენიე III გრიმალდის (მონაკოს ყოფილი მმართველი პრინცი), კურტ ფულგერს (შვეიცარიის ყოფილი პრეზიდენტი), ჯოვანი ანელის (ფიატის ყოფილი პრეზიდენტი), ჟოაო აველანჟს (ფიფა-ს ყოფილი პრეზიდენტი) და სხვებს.

ელგუჯა ბერიშვილი ქართველთაგან პირველია, ვისაც პიერ დე კუბერტენის მედალი მიენიჭა.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

მალხაზ ჯობავა
გილოცავთ ბატონო ელგუჯა ამ დიდ აღიარებას, მეამაყებით რომ ებიაჩემის მოგვარე ბრძანდებით. ოღონდ ბებიაჩემი მეგრელი ბერიშვილი იყო (ბერისკუა).
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..