თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საკალათბურთო აკადემია გაიხსნა. თსუ ყოველთვის გამოირჩეოდა კალათბურთისადმი განსაკუთრებული ყურადღებითა და მხარდაჭერით, ჩვენს ქვეყანაშიც სპორტის ამ სახეობის პირველი გუნდიც სწორედ სახელმწიფო უნივერსიტეტში – 1922 წელს ჩამოყალიბდა, რის შემდეგაც თსუ აქტიურად განაგრძობს საკალათბურთო აქტივობას.

დღეს უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის დარბაზში საკალათბურთო აკადემიის გახსნა საზოგადოებას თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ მიულოცა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის პრიორიტეტი ყოველთვის იყო და იქნება ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ამ საქმეში სპორტი, კონკრეტულად კი, კალათბურთი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

როგორც აღვნიშნეთ, თსუ-ში კალათბურთს ყოველთვის მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობოდა, თუმცა ამიერიდან სპორტის ამ სახეობისადმი მიდგომა უწინდელზე მეტად ცენტრალიზებული, მოწესრიგებული და თანამედროვე გახდება. უნივერსიტეტის საკალათბურთო აკადემია თანამედროვე ინვენტარით იქნება აღჭურვილი, სადაც ბავშვებს 6 წლის ასაკიდან მიიღებენ და მათ გამოცდილი სპეციალისტები კალათბურთის საფუძვლებს შეასწავლიან.

თსუ-ს ისედაც ჰყავს ყველა ასაკობრივი გუნდი, რომლებიც საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებში თამაშობენ, თუმცა მათი რიცხვი და მოთამაშეთა დონე პირობების გაუმჯობესების პარალელურად გაიზრდება. დღევანდელ პრეზენტაციაზე აკადემიის მომავალ გეგმებსა და კალათბურთის მნიშვნელობაზე თსუ-ს კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ხარჯავანიძემ ისაუბრა. ღონისძიებას დაესწრნენ თსუ-ს კანცლერი ლაშა საღინაძე, უნივერსიტეტის სუპერლიგის გუნდის წევრები, ეროვნული ნაკრების მოთამაშეები, საკალათბურთო საზოგადოების წარმომადგენლები, თსუ-ს ფუტსალელები, ახალგაზრდა სპორტსმენები და მათი მშობლები.

თსუ-ს საკალათბურთო აკადემია უნივერსიტეტის მე-2 და მაღლივ კორპუსებში 3 დარბაზს მოიცავს და პირველ ეტაპზე 400-ამდე მსურველზე იქნება გათვლილი. სამომავლოდ, ქვეყანაში საკალათბურთო აქტივობის გაფართოებისა და სპორტის ამ სახეობის მზარდი პოპულარობის პირობებში მათი რაოდენობა გაიზრდება. აკადემიის სახით, თსუ-ს სუპერლიგის გუნდს მყარი დასაყრდენი ეყოლება, საიდანაც სამომავლოდ სრულფასოვან შევსებას მიიღებს.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მიესალმება ქვეყანაში საკალათბურთო სკოლების გახსნას, მით უფრო, თუ ისინი სუპერლიგის გუნდების ვერტიკალში შეიქმნება და მათი სახით საქართველოში მსხვილი, გამართულად მომუშავე საკალათბურთო კლუბები და საზოგადოებები ჩამოყალიბდება. დიდი დრო არ გასულა, რაც ანალოგიური საკალათბურთო აკადემია სუპერლიგის კლუბ “დელტას” ბაზაზე, ქალაქ გურჯაანში გაიხსნა, რითაც რეგიონში კალათბურთის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშემწყობი ნაბიჯი გადაიდგა.

GBF

Nika
კარგი ამბავია, ყოჩაღ თსუ. იქნებ ფედერაციამ მეტი უნივერსიტეტი ჩართოს სუპერლიგაში, რასაც ავტომატურად სტუდენტი გულშემატკივარი მოყვება და რაღაცას დაემსგავსება თამაშები
Georgian
წარმატებები თსუ-ს! კარგი იქნება თუ სხვა დიდი უნივერსიტეტებიც ჩაერთვებიან კალათბურთის განვითარებაში.
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე