გორში "ა" ლიგის ფინალური სერიის მესამე მატჩი გაიმართა, რომელიც მასპინძელი "ივერიონის" გამარჯვებით – 86:68 დასრულდა და ტყიბულის "ორბის" სუპერლიგაში გადასვლის პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. შეგახსენებთ, რომ სერიის პირველი და მეორე შეხვედრა, რომლებიც ტყიბულში 4 და 5 აპრილს გაიმართა, მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა და იმერულ კლუბს სუპერლიგამდე 1 ნაბიჯი აკლდა.

გორელები მეტოქეს იოლად რომ არაფერს დაანებებდნენ, ისედაც ცნობილი იყო და ეს თამაშის მსვლელობამაც დაადასტურა. დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა გუნდმა პირველივე წუთებიდან ჩამოიტოვა "ორბი" და თამაშის ბოლომდე ახლოს აღარ მიუშვია. საწყისი პერიოდი გორელებმა 31:15 მოიგეს და ტემპი არც შემდეგ დააგდეს. დიდ შესვენებამდე "ივერიონმა" ლიდერობა 23 ქულამდე გაზარდა და, ფაქტობრივად, გამარჯვებულის ვინაობაც გაარკვია.

თუკი მოგების ამბიცია და რესურსი ჰქონდა, "ორბს" მესამე პერიოდში უნდა ეყოჩაღა, თუმცა აღნიშნული მეოთხედიც მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა და თამაშის დარჩენილი მონაკვეთი ფორმალობად იქცა. საბოლოოდ გორელებმა 18 ქულით იმარჯვეს და სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს – 1:2.

გამარჯვებულთაგან 30 ქულით, 9 პასით, 7 მოხსნითა და 5 ჩაჭრით საუკეთესო იყო ჯერმეინ ჰედი. 17 ქულა და 8 მოხსნა ჯაილენ ჰასლემმა მიითვალა. ლუკა გიორგაძემ შეხვედრა 18 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა. "ორბში" 19 ქულით ბომბარდირი გახდა დემარკუს ეიდი. ნიკა ლოლიშვილმა 11 ქულა მიითვალა.

"ა" ლიგის ფინალური სერიის მე-4 მატჩს ისევ გორი, 11 აპრილს, 18:00 საათზე უმასპინძლებს.

GBF

ზურ
წარმატება გორელებს:)))
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე