ოცწლამდელთა გამარჯვებას გუნდის მთავარი მწვრთნელი ბოსნიიდან გამოეხმაურა
2006 წლის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყელაზე მნიშვნელოვან გამარჯვებას გუნდის მთავარი მწვრთნელი დავით უსტიაშვილი ბოსნიიდან ეხმაურება. კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტზე მისი მცირე ინტერვიუ გამოქვეყნდა...

- მიზნად თავიდანვე მაქსიმუმი დავისახეთ - ყველას გვსურდა ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს ბიჭებს. ისინი გმირები არიან. ძალიან ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ, რომელიც A დივიზიონში გადასვლას იმსახურებდა.

- თქვენმა გუნდმა 6-ქულიანი ჩამორჩენა ბოლო 3 წუთში გააბათილა და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვა. რას ფიქრობდით ბოლო წუთებში და რა უთხარით ბიჭებს?

- როცა ჩეხეთი 70:64 დაწინაურდა, ცხადია, წუთშესვენება ავიღე და ბიჭებს ვუთხარი: 3 წუთი ძალიან დიდი დროა. კალათბურთში ამ დროში ბევრის მოსწრება შეიძლება, მით უმეტეს, 6-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა. გუნდის წევრებს ვთხოვე, არ იჩქაროთ, დრო საკმარისია და გააკეთეთ ის, რაც გევალებათ-მეთქი.

ერთადერთი მკაცრი დირექტივა, რაც მივეცი, ის იყო, რომ ჯარიმა არ აეღოთ, რამეთუ 4 გუნდური ფოლი გვქონდა და მეტოქე ყოველ პერსონალურს საჯარიმოდან ესროდა.

- გადამწყვეტ მომენტში თორნიკე შენგელიამ ლიდერის ფუნქცია გაამართლა...

- ჩეხეთი მთელს ტურნირზე ყველაზე ტანმაღალი გუნდი იყო. ბოლო მეოთხედში მათმა ცენტრმა, 215-სანტიმეტრიანმა ანდრეი ბალვინმა მეხუთე პერსონალური მიიღო. ამ ფაქტმა საქმე შეგვიმსუბუქა, შენგელია უფრო თამამად შედიოდა სამწამიანში და მისი შემჩერებელი არავინ იყო.

საბედნიეროდ, თორნიკემ ძალიან საჭირო ბურთები ჩააგდო, მისი წყალობით ბოლო წუთებში უპირატესობა მოვიპოვეთ. შენგელია არის ნამდვილი პროფესიონალი და ჩემი აზრით, ამ ტურნირის საუკეთესო მოთამაშე უნდა გახდეს.

არ მიყვარს ვინმეს გამორჩევა, რადგან მიმაჩნია, რომ კალათბურთი გუნდური თამაშია. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ თორნიკე შენგელიამ ჩვენს წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მას კარგად აუბეს მხარი გუნდის დანარჩენმა წევრებმა.

- სხვათა შორის, ბოლო 5 წელიწადში საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებებმა მეორედ მოიპოვეს A დიზივიონის საგზური და ორივეჯერ მთავარი მწვრთნელი თქვენ იყავით...

- ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ხელმძღვანელობით ნაკრებმა ელიტის საგზური მოიპოვა. 2006 წელს, როცა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ, ნაკრებში ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე და ძლიერი კალათბურთელები თამაშობდნენ. როგორც ხედავთ, ახლაც კარგი თაობა გვყავს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე