საქართველოს 7-კაცა ნაკრები 2023 წლის ოფიციალური ტურნირებისთვის მზადების აქტიურ ფაზას იწყებს. ბესიკ ხამაშურიძემ და გია ლაბაძემ სააღდგომო პაუზით (დიდ 10-სა და პირველ ლიგაში) ისარგებლეს და კანდიდატები მარტყოფში 4 დღით შეკრიბეს.

ჩვენი 7-კაცა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის გარდა, 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირსაც ითამაშებს (25-27 ივნისს პოლონეთში, კრაკოვი). გუნდის კანდიდატები კვირაში ორი დღე აქამდეც ვარჯიშობდნენ, 4-დღიანი შეკრება კი მეორედ გაიარეს.

"ვისაგებლეთ იმით, რომ არასათამაშო კვირაა და კანდიდატები 4 დღით შევკრიბეთ. გაფართოებულ სიაში 25 კაცამდეა, თუმცა მათგან 3 ‘შავ ლომთან’ ერთად ურუგვაიშია, რამდენიმეს ტრავმა აწუხებს და მარტყოფში 17 ბიჭი გვყავს. რადგან პლეი-ოფები ჯერ არ დამთავრებულა და მოთამაშეთა ნაწილს თამაში უწევს, უკონტაქტო ვარჯიშები გვაქვს. მოთამაშეებს ვაცნობთ სათამაშო სტრუქტურას, ვხვეწთ ფიზიკურ, ტაქტიკურ და ტექნიკურ დეტალებს" – ამბობს მთავარი მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე და განაგრძობს:

"შარშან, ფაქტობრივად, ახალი გუნდი ვიყავით, მოსამზადებლად საკმარისი დრო არ გვქონდა და მიზნამდე 1 ნაბიჯი ორჯერ დაგვაკლდა. ირლანდიასთან უბრალოდ ვერ ვირწმუნეთ, რომ გამარჯვება შეგვეძლო და თამაში ბოლო წამებზე დავთმეთ. ურუგვაისთან ფინალში ვითამაშეთ მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირში ჩილეში. ისეთი გუნდები ჩამოვიტოვეთ, რომ საკუთარი შესაძლებლობების ვირწმუნეთ. ამიტომ ვეცდებით, რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე და მაქსიმუმს გავიღებთ ოლიმპიადის საგზურის მოსაპოვებლად".

რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპი ივნისის დასაწყისში გაიმართება. მანამდე 7-კაცა, 15 მაისს, საფრანგეთში გაემგზავრება და 1 კვირაში ორ მოსამზადებელ ტურნირს ითამაშებს პარიზსა და ტურში.

7-კაცას შეკრებაზე არიან:

სერგი ჩხაიძე (ყოჩები), ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), ლევან ნარიმანიძე (ხარები), ირაკლი სიმსივე (აია), გიორგი ჯობავა (ხვამლი), გიორგი გელაშვილი (არმია), გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი), თემურ კოხოძე (აია), გიორგი ჭუაძე (აკადემია), საბა დათიაშვილი (აკადემია), გაგა ქევხიშვილი (ლელო), ბაქარ ზედგინიძე (ხარები), ლაშა კაკაურიძე (ხვამლი), საბა კურტანიძე (ხვამლი), ბექა გელხვიძე (ლელო), გიორგი კურტანიძე (ლელო), არჩილ აბესაძე (ლელო).

Rugby.ge

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა