ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

შავი ლომი | განსხვავებული გამოცდილება "სელკნემთან"

შავი ლომი | განსხვავებული გამოცდილება "სელკნემთან"

"შავმა ლომმა" მატჩის მიწურულს გატანილი ლელოთი ჩილეს "სელკნემს" 33:30 სძლია და სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ერთი კვირის წინანდელი მატჩისგან განსხვავებით (არგენტინულ "დოგოსთან" 75:19), ეს შეხვედრა დაძაბული გამოდგა. ლევან მაისაშვილის შეგირდებმა პირველ ტაიმში შეძლეს უპირატესობის მოპოვება, მაგრამ ჩილელებმა ბოლომდე იბრძოლეს და 18-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ, 20 უპასუხო ქულა აიღეს. ამ დროს "შავი ლომი" კაცნაკლული იყო, თუმცა ხასიათი გამოავლინა და ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი გამარჯვება იზეიმა.

ქართველები სრულ უპირატესობას ფლობდნენ შერკინებაში და მოლში. გუნდი კარგად გამოიყურებოდა ხელდახელ შეტევებშიც, მაგრამ თამაში ცოტა მოუწია. ერთის მხრივ ამის მიზეზი მსაჯის სასტვენი იყო, რომელმაც ორივე გუნდი ძალიან ბევრჯერ დააჯარიმა. მეორეს მხრივ მეტოქე, რადგან ეპიზოდების გარდა, ბურთს უმეტესად მეტოქე აკონტროლებდა.

"სელკნამს" თამაში სისწრაფეზე ჰქონდა აგებული. ისინი დერეფნიდანაც კი, ბურთს თამაშში სწრაფად აბრუნებდნენ და არეული დაცვისთვის შეტევას ცდილობდნენ. საწყის წუთებში მეტოქემ შეძლო ჩვენი წნეხში მოქცევა და ორჯერ გამოიმუშავა დასარტყმელი ჯარიმა, საიდანაც ერთი 3 ქულად იქცა. "შავმა ლომმა" მატჩის განახლებისთანავე უპასუხა. მეტოქე ზედიზედ ორჯერ დაჯარიმდა, მოლით ორივეჯერ დიდი მანძილი მოვიგეთ, ბოლოს ბურთი ხაზზე გავიდა, დემე თაფლაძემ კარის წინ შეუტია, ბოჭვის მიუხედავად ფეხზე დარჩა და ოვალი თენგიზ პერანიძეს გადააწოდა, რომელმაც ლელოში ოთარ ლაშხი შეუშვა და გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახა.

მალე "სელკნემმა" კონტრშეტევაზე დაგვიჭირა, რასაც ჩვენი შეცდომებიც მოყვა და აშკარა ლელოსგან თაფლაძის ბოჭვამ გვიხსნა. ჩილელებმა იერიშები გააგრძელეს და მე-15 წუთზე სანდრო მამამთავრიშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 5 წუთში ცენტრში გაიჭრა ხაზი, მიყოლამაც არ დააგვიანა და სამხრეთელები კვლავ 3 ქულით დაწინაურდნენ. წინა ეპიზოდის მსგავსად, გაშვებულმა ქულებმა "შავი ლომი" გამოაფხიზლა. ის რამდენჯერმე ეწვია მეტოქის 22-ს, 28-ე წუთზე მოლის შემდეგ მერაბ შარიქაძემ შეუტია, ლაშხმა ხაზი გაჭრა და ლელოში ბურთი გიორგი ბაბუნაშვილს შეაყოლა, რომელმაც გარდასახვა თავადვე შეასრულა.

როგორც კი "შავმა ლომმა" დაცვასა და შეტევაში სათამაშო აგრესიას უმატა, ბურთიც მოიპოვა და ლელოც გაიტანა. 34-ე წუთზე შეტევა კარგად გაიშალა და ლაშხი ამჯერად მარცხენა ფრთაზე გაიქცა, წითელ ზონაში საქმეში მორკინალები ჩაერთვნენ და მიხეილ ბაბუნაშვილმა თანაგუნდელების დახმარებით ლელო გაიტანა. გიორგიმ გარდასახა. შესვენებამდე მიხეილ ბაბუნაშვილს მსაჯმა ყვითელი ბარათი აჩვენა, აკა ტაბუცაძე კი ფეხით შეცურებულ ბურთს ვერ დაეწია – 21:10.

მეორე ტაიმი ქართველების შეტევებით დაიწყო. აკა ტაბუცაძე ფეხით შეცურებულ ბურთს მიყვა და თავი დაიზიანა. ეპიზოდს ჯარიმა და 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებული მოლი მოყვა, რომელსაც შალვა მამუკაშვილი მოწყდა და გუნდის მეოთხე ლელო მოკლე ფრთაზე გაიტანა. შეცვლაზე შესულმა ლუკა მატკავამ რთული პოზიციიდან გარდასახა. მაგრამ ამის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. "სელკნამმა" სრულად შეძლო თამაშზე კონტროლის დამყარება და ჩამორჩენის შემცირება.

მეორე საპასუხო ლელო (გარდასახვით) მეტოქემ 48-ე წუთზე გაიტანა. 59-ე წუთზე მსაჯმა ყვითელი ბარათით თენგიზ ზამთარაძე დასაჯა და "სელკნამმა" ჯარიმით კიდევ 3 ქულა გაქვითა. 69-ე წუთზე ჩილელთა იერიშები კვლავ ლელოთი დასრულდა, თანაც მიხეილ ბაბუნაშვილმა მეორე ყვითელი, ანუ წითელი ბარათი მიიღო და მატჩის ბოლომდე კაცნაკლული დავრჩით. ზუსტი გარდასახვიდან 3 წუთში, ჩილელებმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანეს და 30:28 დაწინაურდნენ.

მაგრამ "შავმა ლომმა" წაგება არ ისურვა და დარჩენილ დროში ლამაზი კომბინაცია გამარჯვების ლელოთი დააგვირგვინა. მოლისა და ფორვარდების რამდენიმე დარტყმის შემდეგ, გიორგი მარგალიტაძემ, ლუკა მატკავამ და მირიან მოდებაძემ ბურთი ფრაზე აკა ტაბუცაძემდე ჩაიტანეს, სადაც ის ვერავინ შეაჩერა და გამარჯვების ლელო გაიტანა – 33:30.

"შავი ლომი" მომავალ კვირაში არგენტინაში გადაინაცვლებს და 22 აპრილს, 01 საათზე ადგილობრივ "პამპასს" ეთამაშება.

სამხრეთ ამერიკული ტურნე

14 აპრილი. მონტევიდეო. ჩარუა

შავი ლომი (საქართველო) – სელკნამი (ჩილე) 33:30

შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა ხატიაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. თორნიკე აქუბარდია, 20. ნიკო აფციაური; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. ლუკა მატკავა, 23. მირიან მოდებაძე, 24. თორნიკე კახოიძე, 25. გრიგორ ქერდიყოშვილი, 26. ნიკა პატარაია.

Rugby.ge

• რამაზ

შთაბეჭდილება მრჩება შავი ლომი განიხილება როგორც მხოლოდ სასინჯი და სატესტო სივრცე სხვადასხვა სათამაშო ელემენტების დასახვეწად. ესეც უნდა იყოს და ყველაფერი ნაკრების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია გუნდურად გამარჯვებების ჩვევისა და მოტივაციის შეძენა. კარგი(უკეთესი) იქნებოდა შავ ლომი თუ საქართველოს მეორე ნაკრების ფორმატით (უფრო სწორედ განწყობით) იმოქმედებდა და ერთერთ მნიშვნელოვან ამოცანად შედეგი (გამარჯვება) დაისახებოდა. უბრალოდ გამარჯვება კი არა, ყველა მეტოქესთან მაქსიმალურად შესაძლო შედეგის დადება. მაგალითისთვის პირველ თამაშში დოგოს წინააღმდეგ მეორე ტაიმიც პირველის ორგანული გაგრძელება უნდა ყოფილიყო..... რა თქმა უნდა შავი ლომი უკვე შემდგარი პროექტია და დიდებული დივიდენდები უკვე მოაქვს, მაგრამ ყველაფერს განვითარება უნდა. იდეალური იქნება შავი ლომი ჩამოყალიბდეს რომელიმე ტოპ ლიგაში ოფიციალურად ჩართულ სრულფასოვან ქართულ პროფესიულ გუნდად. ეს უპირველეს ყოვლისა ეროვნულ ნაკრებს წაადგება.

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ

პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ

"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა