კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-11 ტური გაიმართა. ვნახეთ დრამატული 3:3, ასევე დაფიქსირდა სეზონში ყველაზე დიდი სხვაობა ანგარიშში, იყო სადებიუტო გოლებიც. ლიდერსა და მეორეადგილოსანს შორის სხვაობა კი ოთხის ნაცვლად ორი ქულა გახდა...

გაგრა 1:1 თელავი

ცხრილში მეზობელი გუნდების დაპირისპირება ფრედ დასრულდა. "გაგრა" პირველი ტაიმის ბოლოს დაწინაურდა თეიმურაზ შონიას გოლით. შონიასთვის ამ სეზონში მეოთხე გოლი იყო... მეორე ტაიმში კი "თელავის" ნახევარმცველმა გიორგი ილურიძემ გაათანაბრა თავურით - 1:1.

"გაგრა" მეშვიდე ადგილზეა, ხოლო "თელავი" - მერვეზე. კახეთის გუნდს ჯერჯერობით ერთი გამარჯვება აქვს: სტუმრად "შუქურასთან"...

სამგურალი 4:1 შუქურა

წყალტუბოელებმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს, ხოლო "შუქურა" ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა. ასე რომ, სერიები გაგრძელდა.

მე-20 წუთზე ნოდარ ლომინაძემ პენალტით დააწინაურა "სამგურალი", ხოლო ტაიმის ბოლოს "შუქურას" ნახევარმცველმა ცოტნე ფაცაციამ საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა - 1:1.

მეორე ტაიმში კი "სამგურალის" უპირატესობა აშკარა გახდა. ლომინაძემ ითამაშა კარგად, გარღვევის მერე კარში დაარტყა, მეკარე გიორგი აბრამიშვილს ბურთი ხელიდან გაუვარდა და ნიკა ხორხელმა დასწრებაზე გაიტანა - 2:1.

მალევე "სამგურალის" ბენინელმა შემტევმა შარბელ გომესმა ხანგრძლივი შეტევა დაასრულა ძლიერი დარტყმით. ეს ბენინელის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

ბოლოს კი შეცვლაზე შესულმა ლადო ჩიხრაძემ პირისპირ გასვლისას გაიტანა და 4:1. იქ ნიკა კალანდარიშვილის კარგი პასიც უნდა აღვნიშნოთ.

"სამგურალი" მესამე ადგილზეა, ხოლო "შუქურა" - ბოლოზე.

სამტრედია 0:2 დინამო თბ

"დინამო თბილისმა" სამმატჩიანი მოუგებელი სერია სამტრედიაში შეწყვიტა. სერბმა ზორან მარუშიჩმა დუბლი შეასრულა - 0:2.

მარუშიჩს მიმდინარე სეზონში 7 გოლი მოუგროვდა და დაეწია "დინამო ბათუმის" ფორვარდ ჯოვინო ფლამარიონს. ახლა თანალიდერობენ ბომბარდირთა დავაში.

სერბმა ჯერ ულად-ომარ იმრანის მშვენიერი დაფარული პასი გამოიყენა, მეკარე მოატყუა და ცარიელ კარში გაიტანა; მეორე ტაიმში კი ვაგნერ გონსალვესის ჩაწოდებულზე თავით ითამაშა კარგად და მეორე გაიტანა.

"დინამო თბილისი" 2 ქულით ჩამორჩება "დინამო ბათუმს", "სამტრედია" კი ბოლოდან მეორე ადგილზეა.

საბურთალო 3:3 დინამო ბთ

უხვგოლიანი და დრამატული მატჩი გაიმართა რუსთავში. მშვენიერ ფორმაში მყოფი "საბურთალო" ლიდერ "დინამო ბათუმთან" 87-ე წუთამდე 0:3-ს აგებდა და... 3:3 ითამაშა.

პირველი ტაიმის ბოლო წუთები იყო, როცა ბათუმელები პაატა ღუდუშაურმა დააწინაურა მახვილი კუთხიდან დარტყმით - 0:1. მეორე ტაიმის დასაწყისშივე გიორგი ზარიამაც გაიტანა, შორეულ კუთხეში კარგად დაუმიზნა და სხვაობა ორბურთიანი გახდა.

73-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტით 0:3 გახადა ანგარიში. სიტუაცია კი ასეთი იყო: "საბურთალოს" მეკარე ლაზარე კუპატაძემ კეფაში მოარტყა ხელი ბათუმელთა მცველ საშა ბალიჩს. არბიტრმა დავით ხარიტონაშვილმა VAR-ზე გადაამოწმა ეპიზოდი, პენალტიც დანიშნა და კუპატაძეც გააფრთხილა.

87-ე წუთზე კი თამაში შეიცვალა: ოთარ მამაგეიშვილის კარგ შორეულ პასს მოჰყვა ლუკა სილაგაძის ზუსტი დარტყმა და 1:3. ორ წუთში მალელმა ფორვარდმა შეიკნე სილამ გიორგი ჯინჯოლავას გამჭოლი პასი გამოიყენა და ვარდნაში ფეხით გაიტანა...

კულმინაცია კი იყო მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე. ხარიტონაშვილმა კიდევ ერთი პენალტი დანიშნა VAR-ზე გადამოწმების მერე, ოღონდ ამჯერად ბათუმელთა კარში, სილაზე წესების დარღვევა დააფიქსირა. სილამ თავად დაარტყა და გაიტანა - 3:3.

მატჩი 104-ე წუთზე დასრულდა...

"დინამო ბათუმი" ლიდერია და 2 ქულით უსწრებს "დინამო თბილისს". "საბურთალო" კი მეოთხეზეა. საინტერესოა, რომ საბურთალოელებმა ბოლო 4 შეხვედრაში 3-3 გოლი გაუტანეს "თელავს", "დინამო თბილისს", "ტორპედოსა" და "დინამო ბათუმს".

დილა 5:0 ტორპედო

მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ყველაზე დიდი სხვაობა დაფიქსირდა: "დილა"-"ტორპედო" 5:0.

42-ე წუთზე რევაზ ჩიტეიშვილმა შორიდან დარტყმით გაიტანა. ეს მისი პირველი გოლია სეზონში.

დანარჩენი ოთხი გოლი კი შესვენების მერე ვნახეთ. დასაწყისშივე, 45-ე წამზე, ონორე გომისმა ჩააწოდა და ნიკა გაგნიძემ თავურით გაგზავნა ბურთი კარში - 2:0.

მალევე ისევ გომისმა დაიწყო შეტევა, კარგი პასი გააკეთა და ბარბადოსელმა ტიერი გეილმაც მშვენიერი გოლი გაიტანა.

70-ე წუთზე გეილმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, ძლიერად დაარტყა და სეზონში უკვე 6 გოლი მოაგროვა.

ბოლოს კი გიორგი ცეცხლაძემ თავზე გადაუგდო ბურთი მეკარე ოთო გოშაძეს - 5:0. ეს 20 წლის ცეცხლაძის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

"დილა" მეხუთე ადგილზეა, "ტორპედო" - მეექვსეზე. ქუთაისელებმა წინა მატჩიც დიდი ანგარიშით წააგეს, კერძოდ, "საბურთალოსთან" 0:3.

erovnuliliga.ge

ოთარი
დილას თამაში არ მიკვირს მერჩია მეთქვა გორელები, მაგრამ ეს ხალხი იმას მაინც აკეთებს, რომ მათი უცხოელები თავს დებენ მოედანზე. მხოლოდ მადლობა მათ და ეგებ ევროპაზეც არ შეგვარცხვინოთ. ტორპედო როგორ ვერ ახერხებს თამაშს, მე ამის მიზეზს გუნდში მოვძებნიდი. აქ გუნდი არ თამაშობს ცალკეული სახელები დარბიან(ზოგიერთს ესეც ეზარება). საბურთალოს ყოჩაღ და ბათუმმა ყურები გამოიფხიკოს. მერამდენედ აფუჭებენ მოგებულ თამაშს. რით ვერ გაიგეს, რომ სანამ მსაჯი ფინალურს არ დასტვენს არც არაფერი მოგიგია და არც არაფერი წაგიგია. 3-0-ის მერე ბათუმი გაჩერდა, საბურთალომ კი პირიქით ვაჟკაცურად იბრძოლა ბოლომდე. ამ თამაშში მსაჯმა ნამდვილად საოცრებები აკეთა. თუ კუპატაძეს ის თავში ხელის ჩარტყმა განზრახ ქმედებად ჩაუთვალეს (მე მგონია, რომ სწორედაც ასე იყო. თუმცა ვერ მივხვდი რატომ უნდა გაეკეთებინა ეს), მაშინ ეს ცალსახა წითელია. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობისათვის სახიფათო დარტყმა შეიძლებოდა გამოსვლოდა. თუ შემთხვევითობად ჩათვალე ან ყვითელი ან პენალტი რა შუაშია. მგონია, რომ ამ მომენტიდან საბურთალო უფრო შეიკრა ბათუმმა კი როგორც ჩვევია ამ ბოლო დროს, თამაში დამთავრებულად ჩათვალა. პენალტი ბათუმელთა კარში კიდე ერთი საოცრება იყო, ან ვარის ან მოედნის მსაჯი ოფიციალურად კი არა ძმაკაცებსაც ვერ აუხსნის საიდან მოიტანა პენალტი. მაგათ ეტყობა ძაან სპეციალური კამერა აქვთ და ჩანაფიქრებსაც ხედავენ :) თუმცა ვთვლი რომ ასეთი მონდომების გამო საბურთალო წაგებას აღარ იმსახურებდა და ეგებ ბათუმმა ბოლო ბოლო ისწავლოს ჭკუა და გაიგოს რომ თამაში გრძელდება ბოლო წამამდე.
Master
გელოდის.არანაირი პენალტი არ იყო არასპორტულ საქციელზე(როგორც ლაზარე მოიქცა) ჯარიმა და მითუმეტეს პენალტი არ ინიშნება.უბრალოდ უნდა გაეგდო კუპატაძე,პენალტი არასპორტულ საქციელზე?ვინმეს გინახავთ ასეთი რამ?პირადად მე მხოლოდ ჯალათბურთში ვიცი ტექნიკური რო საჯარიმოა
გიგი
აბა სად ხართ ჩხეტიანის შაპიტოებო?
გელოდი
ორმაგი სასჯელი დიდი ხანია აღარ არის ამიტომ არის ყვითელი და პენალტი
გელოდი
კობახიძემ სილას 3 ჯერ ამოარტყა მეტი არაფერი
ვენეციის კომისია
ოეეე მსაჯიიი! კუპატაძე გასაგდები იყო და ობიექტურად თუ განიხილავენ მაგ ჩარტყმისთვის 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციაც ეკუთვნის... ბათუმის კარში კიდევ რისთვის დადეს პენალტი? აქედან, იქიდან, ყველა რაკურსით და ყველა პოზაში ვუყურე და მაინც ვერ გავიგე...
ეჰ
მამა კახა და ძმანნი მისი... ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ლეგენდა...
master
ვინაა ეს მსაჯი,საერთოდ ასაკრძალი აქვს მსაჯობა,რა ყვითელი და პენალტი,გასაგდები იყო კუპატაძე/წითლის მაგიერ პენალტი?კალათბურთია და ტექნიკური ჯარიმა(პენალტი) მისცა?რა აბსურდია,ან რა პენალტი დადო ბათუმის კარში.ფხიზელი იყო ეს კაცი საერთოდ???ასეთი აბსურდი მსაჯის მხრიდან რაც კუპატაძის ინციდენტზე ქნა არ მინახავს,არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.ტექნიკური პენალტ ახალი ცნებაა ფეხბურთში???
Ლ.გიო
ტორპეეეეეეეედოოოოოოო....მსაჯების ბრალი იყო და ფედერაციის.მსოფლიო ფეხბურთის აკვანი ჩავა სამტრედიაში,მოიგებს 2:1 და თავი ისევ ლივერპული ეგონება
qomagi
ეს ბათუმის ფანები სულ მსაჯებზე რო წუწუნებთ გუნდის პრობლემები რო დაინახოთ არ გინდათ? პენლის ეპიზოდი კიი სადაო იყო მარა ის ორი გოლიც მსაჯებმა გაატანინეს? 87 წუთამდე რო 0-3 იგებ და ვერ შეინარჩუნებ ანგარიშს ეგ ვისი ბრალია? დაცვის ცენტრში რო ანეგდოტი კობახიძე გყავთ რომელიც ანეგდოტურად ტურის და წრის სიმბოლურ ნაკრებებში ხვდება ეგეც მსაჯების ბრალია? კვერნაძე ბიჭი რომელიც შარშან დაფრინავდა ისე რო ნაპოლიც კი დააინტერესა და სკამიდან არ აყენებთ ეგ ვისი ბრალია? არაფრის მაქნისი ლეგიონერები რო მოგყავთ და 2-3 თვეში რო უშვებთ მაგას ვის აბრალებთ ფედერაციას? ვიღაც იაკობსენი რო მოიყვანეთ ეგვიპტელი ვარსკვლავი სალაჰის ქორწილში თამადის მოადგილე რო იყოო ის სად არის? თუ თქვენ მართლა ჩემპიონთა ლიგის დონის გუნდი გგონიათ ბათუმი? მოიხსენით ვარდისფერი სათვალეები და დაცვას მიხედეთ.
bejo
ლაზარე კუპატაძე გასაგდები იყო ... ან უნდა გაეტარებინა მაშინ "სუძიას" ეპიზოდი ... და ბათუმს რატო მიცა პენალტი ვერც კომენტატორმა გაიგო და ვერც "სუძიამ" მარტო იმან გაიგო რო ყვიროდა პენალია აბა რა არისოოო )))) სამარცხვინო მსაჯი იყო რა მოკლეთ ...
awa
დაიმატოს დილამ 4-5 კარგი ფეხბურთელი და გუნდი არ ჯობია საქართველოში, რა ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ. ანდრეი დემჩენკო გენიოსია ეგ კაცი ბოლო სამი სეზონია გუნდს 20 ზე მეტი ფეხბურთელი არ ყავს განაცხადში და სამეულს არ ცდებიან. დილას რო დინამოების და ტორპედოს შესაძლებლობები ქონდეს დარწმუნებული ვარ არც ევრო თასებზე შეირცხვენენ თავს. მიბაძეთ დინამოებო და ტორპედო დილას ან კითხეთ როგორ მოყავთ არაფრის მთქმელი ლეგიონერები და როგორ ათამაშებენ ფეხბურთს. თან ყველა ლეგიონერი რო ნორმალური ყავთ და რო იყენებენ. ბათუმის და ტორპედოს ლეგიონერები სკამზე დასაჯდომად რო ყავს და დინამოს ვინც ნორმალური ლეგიონერი ყავს კამარა ეგეც დილადან იყიდეს. ბათუმის დინამო კობახიძის იქით რო ვერ იყურება დაცვა რო არ ყავს საერთოდ რისი იმედი გაქვთ ევრო თასებზე? ან ტორპედო როგორ ვერ თამაშობს ფეხბურთს საქართველოში საუკეთესო შემადგენლობა ყავს.
გიუშა
გეგუჩაძე რომ გეყოლება უალტერნატივო მწვრთნელი დრამა კი არა ტრაგიკომედიაა)
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] "ტორპედო" სამეულში გამაგრდა, "კოლხეთი" გავარდა!
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] "დილა" საჩემპიონო რბოლაში რჩება, "სამგურალი" ჯერ მშვიდად ვერ იქნება...
"გაგრას" ლიუბენოვიჩი ჩაუდგა სათავეში
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ბევრი გოლი, ბევრი შანსი, ორი ხარიხა... "დინამო" "გაგრასთან" დამარცხდა!
"დინამო თბილისი" საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] უხვგოლიანი და დრამატული კახური დერბი ჩხუბით დასრულდა!
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ქომაგებისგანაც მიტოვებული... ბათუმის "დინამო" უატარას ვერ გაუმკლავდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
[წინათქმა. ეროვნული ლიგა] შესაძლოა, "იბერიამ" ტიტული ცარიელი ტრიბუნების წინ იზეიმოს, "დილას" კი გამარჯვებაც არ ეყოს...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! "იბერია 1999" პირველ ადგილს ინარჩუნებს...
"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
ზეიმი! სფფ-მ "დინამო ბათუმი" დააჯილდოვა
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] უხვი გოლი იმერულ დერბიში და რეკორდული ტური! "ტორპედო" მესამე ადგილზე გადავიდა...
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "ტორპედო" - "შუქურა" [LIVE]
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა
[ეროვნული ლიგა] საჩემპიონო დავა და მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარი
ბოლოსწინა ტური: 7 გოლიც, 8 გოლიც, 9 გოლიც...
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
თავურები... "დინამო თბილისმა", "დილამ" და "ტორპედომ" მოიგეს
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
კახური დერბი "თელავმა" მოიგო
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "შუქურა" - "სამტრედია" [LIVE]
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] ფავორიტებმა იოლად მოიგეს! "იბერიას" ჩემპიონობამდე ერთი გამარჯვება აშორებს...
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
[VIDEO] ბათუმის "დინამოს" "თელავთან" შეხვედრაში სათადარიგო ფეხბურთელი აღარ დარჩა
[VIDEO] 0:4 ქუთაისში - ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები კვლავ ნაადრევად დასრულდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] მსუყე ფრე ქართულ "კლასიკოში"! ბრინჯაო "ტორპედოს" დარჩა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] ყველაზე მოტივირებული ფანცულაია იყო! "სამგურალმა" ბათუმის "დინამოს" შანსი არ დაუტოვა
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
თბილისის "დინამო" ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩს სახლში გამართავს
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] "თელავმა" თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია...
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
წყალტუბოს "სამგურალს" ახალი, თანამედროვე სტადიონი ექნება!
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] "გაგრა" გადარჩა, "გარეჯი" პლეი-აუტში... მაღალი ალბათობით...
"შუქურა" მეოთხე ლიგაში დააქვეითეს - ეროვნული ლიცენზირების შედეგები
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ბათუმის "დინამოს" ქულაც ჰყოფნის, "თელავი" განწირულია...
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
ლეგენდების მატჩში თბილისის "დინამომ" "აიაქსი" 5:2 დაამარცხა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა