ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სად არის სხვა ჟოზე?

სად არის სხვა ჟოზე?

„ჩელსის“ მეკარე, 29 წლის პეტრ ჩეხი ამბობს, რომ კლუბის მეპატრონე, რომან აბრამოვიჩი მწვრთნელებს იმიტომ ცვლის, რომ ჟოზე მოურინიოს ვერც ერთი მათგანი ვერ შეედრება
„ჩელსის“ მეკარე, 29 წლის პეტრ ჩეხი ამბობს, რომ კლუბის მეპატრონე, რომან აბრამოვიჩი მწვრთნელებს იმიტომ ცვლის, რომ ჟოზე მოურინიოს ვერც ერთი მათგანი ვერ შეედრება.

მას მერე, რაც „ლურჯების“ სათავეში ანდრე ვილაშ-ბოაში მივიდა, ჩეხ გილკიპერს ასეთი სტატისტიკა დაუგროვდა: ოთხწელიწადზე ნაკლებში ის უკვე მეექვსე მწვრთნელს ეცნობა. ჩეხი იმედოვნებს, რომ ახალი თავკაცი მაინც აღმოჩნდება იმ დონის, რა დონისაც მოურინიო გახლდათ, რომელმაც დასავლეთლონდონელებს ზედიზედ ორჯერ ინგლისის ჩემპიონის ტიტული და ერთხელაც ფეხბურთის ასოციაციის თასი მოაპოვებინა.

მეკარემ თქვა: „ექვსი მწვრთნელი გამოვიცვალე და ერთადერთი ჟოზე იყო, სამწელიწადნახევარი რომ იმუშავა. დანარჩენებს მალე ათავისუფლებდნენ. „ჩელსის“ დამოკიდებულება ასეთია: როდესაც კლუბის ხელმძღვანელობა ხედავს, რომ ამა თუ იმ მწვრთნელის ხელში პერსპექტივა აღარ არსებობს, მას ხსნის. რაც შეეხებოდათ თავად მწვრთნელებს, თითოეულს თავისი ფილოსოფია ჰქონდა. ზოგმა გაამართლა, ზოგმა ვერა, ჟოზემ კი თამასა იმ სიმაღლეზე დააყენა, რომ ყველა ამ სიმაღლეზე გადახტომას ცდილობს და ვერ ახერხებს.

ბევრ გუნდს აქვს უფლება სეზონი ტიტულის გარეშე დაამთავროს, მაგრამ თქვას, რომ კმაყოფილია. „ჩელსისი“ ასეთი რამ გამორიცხულია. გასულ სეზონში ვერაფერი მოვიგეთ, რამაც გული დაგვწყვიტა, მაგრამ ახალ სეზონშიც რომ მოგვეცაროს ხელი, ეს უკვე დიდი დარტყმა იქნება.

იმედი მაქვს ანდრე გუნდს მრავალი წლის განმავლობაში შემორჩება. მას აუცილებლად დაეხმარება ის, რომ ადრე, ჟოზესთან ერთად აქ მუშაობდა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მას მერე „ჩელსისი“ ბევრი რამ შეიცვალა. ჯერჯერობით, ორიოდ კვირაა, რაც ის ჩვენთან მუშაობს და ყველაფერი კარგად მიდის. მას თავისი იდეები აქვს, თუმცა „ჩელსი“ ყოველთვის გამოირჩეოდა ძლიერი დაცვით, რომელზეც შემდეგ მთელი გუნდია აწყობილი. სეზონისწინა შეკრებაზე ოთხი ამხანაგური შეხვედრა გავმართეთ და გოლი არ გაგვიშვია, რაც კარგის ნიშანია. გამოცდილება და მაღალი კლასიც ზურგს გვიმაგრებს, თუმცა არც ახალგაზრდები გვაკლია. ერთი სიტყვით, იმედი მაქვს, რომ კარგ შედეგებს მივაღწევთ“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა