РБ Спорт-ი დიდი ხანია ავრცელებდა ინფორმაციებს, რომ მოსკოვის "ლოკომოტივის" 23 წლის ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი საქართველოს მოქალაქეობას მიიღებდა, რაც რუსულმა მედიამ ყოველ ჯერზე უარყო. და აი, აღნიშნულმა გამოცემამ უკვე კონკრეტული სიახლე გვამცნო:

"ჩვენი ინფორმაციით, კონსტანტინე მარადიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღება დასკვნით სტადიაზეა.

ფეხბურთელი არასოდეს არ გამოუძახიათ რუსეთის ნაკრებში, ამიტომ ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეუძლია საქართველოს ეროვნულ გუნდში ითამაშოს. РБ Спорт-ისთვის აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ მარადიშვილისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღება დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი უკვე იმედებს ამყარებს მარადიშვილზე და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კვიპროსთან (17 ივნისს) და შოტლანდიასთან (20 ივნისს) მატჩებისთვის გამოძახებას გეგმავს.

მიმდინარე სეზონში მარადიშვილმა "ლოკომოტივის" რიგებში 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა".

დდ
მარტო რუსეთის ჯიბრზე უნდა წამოვიყვანოთ ეს ბიჭი ნაკრებში. მივცეთ შანსი, თუ ივარგა მაგას რა სჯობია, ხოლო თუ არა და არც ითამაშებს ნაკრებში. სამაგიეროდ ვეღარც რუსეთში ითამაშებს და რუსების კბილების ღრჭენად ნამდვილად ღირს. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი რუსეთის წინააღმდეგ, რაც მათ ჩვენ ფეხბურთელები დაგვიღუპეს. საკმარისია.
aa
რა ჭირდება ნაკრებს ლოკომოტივის სათადარიგო ფეხბურთელი?? არანრი დიდი ნიჭი ეს ბიჭი არ არის! ერთი შენი პატრიოტიზმი მანახე სუფრის სადღეგრძელოს იქეთ რომ არ მიდის!! პატრიოტიზმი კი არა ღირსებაა ამ დონის რუსს ნაკრების ფორმა რომ არ ჩააცვა! თურმე რუსებისთვის ხაჭაპურის ცხობაა პატრიოტიზმი და ქვეყნის ორჯონიკიძეებისაგან დაცვა არა!
სოსო
გენერალ პეტრე ბაგრატიონზე უფრო სუფთა სისხლის ქართველი,ალბათ არც ჯიქიაა და არც კვარაცხელია,მაგრამ იბრძოლა და დაიღუპა,როგორც რუსეთის გენერალი და გმირი.ჯიში და გენი ერთია,მაგრამ გაზრდასაც გააჩნია.ქართველები გამოირჩეოდნენ იმ ქვეყნის ერთგულებით და თავგანწირვით,სადაც ცხოვრობდნენ.ეტყობა,მაშინ ასე ზრდიდნენ,დედები.
სოსო
საყრდენი ნახევარმცველის პოზიცია,ისედაც მებრძოლი ფეხბურთელის პოზიციაა.ეგეც არ იყოს,შეეტყობა,რა გულით თამაშობს,მაგრამ ჩვენ თუ სიძულვილით შევხვდით,შესაძლოა ნაკრებისაკენ არარც გამოიხედოს. შანსს ყველა იმსახურებს.იქ გაზრდილ ბიჭს რომ რუსეთი უყვარდეს,დანაშაულია?რუსეთი ხომ მისი სამშობლოა და ეს სრულიად ბუნებრივია.ამავე დროს,.ის საქართველოს შვილიც არის და თუ მასში ეს გრძნობა გავაღვიეთ,შესაძლოა ბევრ აქაურ ქართველზე უკეთესი ქართველობა გასწიოს.ყოველ შემთხვევაში ქართველობა მცხვენიაო.იმას მაინც არ იტყვის და აქედან დასავლეთში გადახვეწილ ემიგრანტებივით,ათას საშინელებას არ დააბრალებს სამშობლოს,იმისათვის რომ მისი იქ დარჩენა დაასაბუთოს.უამრავი ემიგრანტი ხომ სწორედ ასე მოიპოვებს იქ დარჩენის უფლებას და სულაც არ თვლის,რომ უნებლიეთ,ამით სამშობლოს ვნებს
სოსო
ადრე მეც ვამბობდი,არ უნდა ქართველობა და გაანებეთ მეთქი თავი,მაგრამ რაკი ასე გადაწყვიტა,შანსი უნდა მიეცეს.თამაშზეც შეეტყობა,გულით თამაშობს თუ არა.მარტო იმისთვისაც კი ღირს მისი დაბრუნება,რომ სისხლით ქართველი,კვლავ საქართველოს წიაღს დაუბრუნდეს და მისი მოქალაქეობა მიიღოს.ისედაც ძალიან ბევრ ახალგაზრდას ვკარგავთ,რომ სხვებს თვითონვე ვკრათ ხელი.
სოსო
ვინც სტადიონებს და სპორტის აკადემიას ანგრევდა და ჰყიდიდა,იმათგან გადაიბარეს და ის ხალხია ვინც სტადიონებს,საფეხბურთო აკადემიებს აშენებს.იმ ხალხის ხელშია,ასეულს მიღმა მყოფი ნაკრები,ოთხმოცეულში რომ ამოქაჩეს და ევროპის ჩემპიონატის ჩატარების უფლება მოიპოვეს,რის შემდეგაც,კიდევ რამდენიმე განახლებული სტადიონი შეემატება ფეხბურთის ინფრასტრუქტურას.ოცნებას საკმარისი ცოდვები აქვს,რომ დამსახურებაც ცოდვად არ ჩაუთვალოთ!სპორტის ნებისმიერ სფეროში,შეადარე,საქართველოს შედეგები,ნაცების და ქოცების დროს,იმაზეც დაფიქრდი,სად იქნებოდა ქართული სპორტი,ნაცებს ამდენი ბაზა რომ არ გაეყიდათ და ქვეყნისათვის ემუშავა,რამდენი დაუჯდა სახელმწიფოს,მათგან უკვე დანგრეულის, ხელმეორედ აშენება და ობიექტური დასკვნა ისე გამოიტანე!

რა გიხარიათ ჟურნალისტებო?ეს არის კარგი ამბავი?!

რუსულ კანონზე ხელის დამჭერ და რუსეთუმე კობიაშვილისგან სხვას რას ელით??!!ვაი საცოდავო საქართველო ვის ხელშია ქართული ფეხბურთი?!ნახეთ ახლა რამდენ რუსს შემოყრიან ნაკრებში!!!!!!!
გიგი
მე საქართველოს მოქალაქეს!!! არ მინდა ეს ბიჭი ნაკრებში!!!!
საბა
გველესიანს არ იძახებთ ნაკრებში და ეს რუსი უნდა გამოიძახოთ?!იხვეწება ბიჭი ჩემი ქვეყნის ნაკრებში მინდაო და ამ ტიპს ახლა გაახსენდა საქართველო და ნაკრები?! როცა რუსეთი მოკვეთეს ყველა ტურნირიდან,რატო თამაშობდა რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში?!
სოსო
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია!!არ მინდა ეს რუსი ჩემი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაშობდეს!!!!!!!!!გაიგეთ და და შეიგნეთ!!!!!!
გიორგის
ჯიქია მეგრელია ხოლო კვარაცხელია ქართველი
გოგა
შენგელია შევჭამეთ რომ არმიის გუნდში გადავიდა და ეს 7 წლიდან თამაშობდა არმიის გუნდში.ეხლა თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ რა არის სწორი გადაწყვეტილება.ნაკრები არ არის კლუბი.მე საერთოდ არ მინდა საქართველომ მსოფლიოზე ითამაშოს და ნაკრებში სხვა ეროვნების ფეხბურთელები და ასევე ქართულის არ მცოდნე ქართველებმა ითამაშოს.
T.q
ეს ბიჭი არ იყო რომ არ უნდოდა საქართველოს ნაკრებში თამაში ეხლა უი თურმე რატომაც არა?! არ გვჭირდება შემეტენე ხალხი! ეს არ არის ქართველი! თავის ქართველობა თავის დროზე დაამტკიცა. არ არის ზედმეტი ნერვიულობა საჭირო უბრალოდ და მარტივად როგორც მე ასევე თქვენც მოგიწოდებთ მეგობრებო თუ ამას გამოიძახებენ ნაკრებში არ ვუყურებთ და არ მივიდეთ სტადიონზე ნაკრების თამაშებზე საგულშემატკივროდ!!!
გოგა
სულელურ პატრიოტიზმს დანებეთ თავი და ცოტა პრაგმატულად იფიქრეთ, ჭირდება ნაკრებს და მორჩა, სასიძოდ არავის სთავაზობს თავს, თუ ნაკრებს გამოადგება რამეში მივეაალმები, პატრიოტიზმი სხვანაირად და სხვაგან ამტკიცეთ თუ შეგიძლიათ
ანრი
ეს არის დედით და მამით ღრუსი რომელიც ღრუსულ კაგებეს ოჯახში იზრდებოდა..
Mr.kostaia
ნაცისტური ნუ გეშლება ეროვნულში(ნაციონალურში),ყველა თქვენნაირი მანქურთისგან დაგვიფაროს ღმერთმა.

როგორც ჩანს ამ ბიჭს ბევრი ჟურნალისტი თაყვანისმცემელი ყავს და იქნებ,ურჩიოთ რუსუთის დროშები მაინც მოაშოროს ინსტაგრამზე რომ გამოუჭიმია!!!!
გიორგის
რავი ჯიქიამ რაღა დაგიშავათ ჟურნალისტებმა?! მიეცით მოქალაქეობა და გამოიძახეთ ნაკრებში!
მათრ
მართლა სასიხარულოა და ძაან მაგარი ამბავია. მითუმეტეს მისი ამპლუის ფერხბუთელი ჰაერივით ჭირდება ნაკრებს. ნაცისტური სულისკვეთებით გამსჭვალულმა გულშემატკივრებმა თავი შეიკავეთ სულელური კომენტარებისგან.არ აქვს მნიშვნელობა სად თამაშობს, ის ქართველია და საქართველოს ნაკრებში უნდა ითამაშოს!! წარმატებები მას ნაკრებთან ერთად!
გიორგი
პატივცემულო ჟურნალისტო!!რა არის კარგი ამბავი?!იმის მაგივრად კრიტიკული შინაარსის სტატიას წერდეთ იწონებთ ამ ამბავს?!გამოაქვეყნეთ მისი ძველი ინტერვიუები რას ლაპარაკობდა საქრთველოს ნაკრებზე ასეთი პატარა მეხსიერება გაქვთ?!როგორ უნდა დააყენოთ ეს მიქაუტაძისა და წიტაიშვილის გვედით??!! მათ ეს გადაწყვეტილება მარადიშვილის მსგავსათ გამორჩენის მიზნით არ მიუღიათ!!!!
ვატა
მოდი ესე მოვიქცეთ, ჯერ ფაქტს დაგიდებ, და მერე თავ-პირს გაგიერთიანებ "ლოჟნი დასკვნები" რომ გამოგაქვს და შეურაწყოფას მაყენებ.გაწყობს? შენ, მარტო მე კი არ მაყენებ შეურაწყოფას, აქ, ყველას აყენებ, ვინც წერს რომ მარადაშვილი რუსულ დროშას აფრიალებს.კაცი თუ რუსულ დროშას აფრიალებს,ის მტერია და ორჯონიკიძეა.
ilar10N Youtube
სად გვყავს დასაკარგი ქართველები? ყველანი უნდა ჩამოვიყვანოთ და დანარჩენს ჩვენ და ბიჭები მიხედავენ (ერთი-ორი პურის ჭამა და იავნანასავით აეხილება თვალები). მე მივესალმები მის ასეთ გადაწყვეტილებას (ნუ, გასაგებია რა მიზეზებიცაა, მაგრამ, ღმერთი ჩვენსკენაა და მადლობის მეტი რა გვეთქმის
ლექსო
გადახედეთ რამდენი არაქართული გვარის ფეხბურთელს უთამაშია და თამაშობს საქართველოს ნაკრებში და ეს საერთოდ არ ნისნვს რომ მათ არ უყვართ თავიანთი ერი. მათ რომ აერჩიათ ნაკრები გვარის მიხედვით არ იქნებოდა მინიმუმ ლამაზი. შეგვიწყო ხელი გარემოებამ და ვისარგებლოთ ჩვენც და ამ ხალგაზრდა კაცმა, აწ უკვე ქართველმა.
ქ. გ.
ეს კარგი სპორტული ამბავი კი არა, არამედ ცუდი პოლიტუკური ამბავია. პრორუსული მთავრობა ცდილობს მიგაჩვიოთ იმ აზრს, რომ რუსი ჰოკეისტკები და ფიგურისტკები გვჭირდება ძალიან და ამიტომ რუსებთან უნდა ვიმეგობროთ. საქართველოში ჩამოდიან რუსები, ყიდულობენ უძრავ ქონებას და სხვა რუსებს ასწავლიან ამის გაკეთებას. მომრავლდა ასეთი YouTube არხები, ოკუპანტებს საქართველოში რომ ეპატიჟებიან. ეს შემთხვევითი პროცესი არ არის. ეს არის რუსეთის სპეცსამსახურის მიერ დაგეგმილი და კოორდინირებული ოპერაცია.
dd
შეიძლება ეს ბიჭი მართლა რუსია და მხოლოდ იმიტომ დათანხმდა ჩვენს ნაკრებში თამაშს, რომ რუსეთი გააძევეს სპორტიდან, მაგრამ მე მაინც ვემხრობი მის გაქართველებას და აი რატომ: მოდით პრაგმატულად შევხედოთ სიტუაციას, გავიხსენოთ რამდენი ფეხბურთელი დაგვიღუპა რუსეთმა, მარტო ასათიანის და ჯანოს დასახელებაც კმარა. ვათამაშოთ ეს ბიჭი ნაკრებში, თუ ივარგა ხომ კარგი, თუ არადა რუსეთის ნაკრებში ვეღარ ითამაშებს და მერე კისერი უტეხიათ.
Io
სანამ რუსეთს მოკვეთავდნენ ასპარეზობებიდან, მაშინ ეს ქართველობას უარობდა და რუსი ვარო იძახდა, რუსეთის ნაკრებია ჩემიო. ამ მენტალობის ადამიანს ან მოქალაქეობას რატომ აძლევთ, ან ნაკრებში რად გინდათ? მოკლედ სადაც ქვეყანა, იქ ფეხბურთიც :(((
გრუზინი
სოსო ჩამოვიდა მოსკოვიდან??სოსო პავლიაშვილი? გ ი ხ ა რ ო დ ე ნ, გ ი ხ ა რ ო დ ე ნ!ჯიქია ჩამოვიდა მოსკოვიდან? მარადიშვილი? ძიუბა?სმოლოვი? გ ი ხ ა რ ო დ ე ნ!გ ი ხ ა რ ო დ ე ნ!!!ქართველო ჟურნალისტებო!!!!
გივი
მართალი ხართ. ბოსკამპის არ იყოს - მენტალიტეტ დებილ. :)
ლადო
რუსული ფრთა გაძლიერდა ეროვნულ ნაკრებში,ისევე როგორც ქვეყანაში!
irakli
ეს უარზე იყო და ახლა გაუჭირდა, ნახა რო რუსული ფეხბურთი კაი ხანი ნეხვში იქნება, ზამენის ფეხბურთელია რუსეთში, დიდი ვერაფლის მომტანი ვერ იქნება, საბა საზანოვს თავიდანვე უნდოდა საქართველოს ნაკრებში თამაში.
Mr.Kostaia
არ გვჭირდება,უმაგისოდ გავალთ ფონს როგორმე.
Haaland
ადრე სხვა პოზიცია მქონდა, მაგრამ კარგად რომ შევხედოთ, ადამიანი სადაც იბადება, იზრდება და რა გარემოცვა ყავს, იმათთან აიგივებს თავს. ჩვენ შეგვიძლია რუსების დაკეტილი ბოქლომი ავხსნათ და ჩვენიანს ევროპისკენ გავუხსნათ გზა. აქ ძმაკაცებს შეიძენს ნაკრებში, იმ ერთობას რომ ნახავს რაც ნაკრებშია ბოლო პერიოდია, უფრო გაუჯდება სისხლში ქართველობა. მახსოვს წიტაიშვილზე რა კომენტარებიც იყო და ახლა ჩვენი ბიჭია მაგარი გულით. გავცეთ სიყვარული და დაგვიბრუნდება მისი მაგარი თამაშით

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჩვეულებრივი კოლაბორაციონიდტები ხართ!!!!
giorgi
მივმართავ ამ სტატიის ავტორს, რა ნახეთ ამ ამბავში კარგი? დიდი არ უნდადა ამ ბიჭს საქართველოს ნაკრებში თამაში და არც მოუნდებოდა რომ არა რუსეთის ნაკრების ამჟამინდელი პერსპექტივა ანუ მისთვის ქვეყნის ინტერესი და ეროვნული ნაკრების წარმატება არაფერს ნიშნავს. იქნებ ძიუბასაც ჰყავდეს ვინმე ქართველი ნათესავი ისიც მოვიწვიოთ?
Mr.kostaia
ნუ აურევთ ამ რუსს ცხოვრებას,დაუშვებს მალე (იმედია დაემხობა პუტინის რეჟიმი) უეფა რუსეთს და სანანებელი გაუხდება, რომ უღალატა თავის სამშობლოს. ნუ დავიდებთ მის ცოდვას, ჩვენიც ბევრი გვაქვს. როგორმე უიმისოდაც გვეშველება.თუ ვინმე გვინდა,მოვძებნოთ ან ბრაზილიელი ან სხვა, ცოტაა თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ვერ მოხვედრილი კარგი ფეხბურთელი?! ისინი უფრო თავს არ დაზოგენ,ვიდრე გარუსებული, მხოლოდ ქართული გვარის მქონეები. მესმის თვითონ რომ აეწრიალებინა ჩვენი ფედერაცია,ძალიან მინდა, გულით და სულით ქართველი ვარ, მინდა ჩემი ისტორიული სამშობლოს სახელი დავიცვა,ჩემი წინაპრების სისხლის ყივილი არ მაძლევს მოსვენებას და ა.შ. კაცს ის(რუსეთი)ურჩევნია და დაანებეთ თავი!!! რა გაგვიტრაკეთ საქმე, ბარემ აიღეთ და პირდაპირ მიგვაერთეთ რუსეთს, რას გვაწვალებთ ან რას გაწყვიტეთ ჩვენი ახალგაზრდობა, ომი ჩემ მტერს ჰქონდეს, ვინ მამაძაღლს უნდა,მაგრამ ასე პირდაპირ უსირცხვილოდ ჩვენი წინაპრების საფლავებში ჩაფურთხება, უზნეობად მიმაჩნია. არ ვდემაგოგობ, უბრალოდ გული მწყდება, ჩვენმა თაობამ ბოლომდე ვერ შევძელით, რის გაკეთებაც ნამდვილად შეგვეძლო. სპორტიც,მეცნიერებაც, კულტურაც-ყველაფერი ეს ქვეყნის უპირველეს ინტერესებში შედის.ასე იყო და ასე იქნება სულ. წარმატებები ჩვენს ეროვნულ ნაკრებს
ჯუჯი
ამ ბიჭს ლოკომოტივში არ ათამაშებენ და გამოადგება კი ნაკრებს?

ნაკრების დინის არცაა ეს რუსი
გიორგი
აუუ ჯიქია რა დღეში იქნება ეხლა :) :) :) ეს რა ვჭამეო მსოფლიოზე უნდოდა და დაწყებამდე ხელი მოიტეხა თუ მხარი ევროპაზე იყო და ძაან ცუდად გამოვიდა და ზის ეხლა და ფიქრობს რამ ამარჩევინა რუსეთის ნაკრებიო :)))
გიორგი
გვინდა გვინდა მარტო იმისთვის რო რუსები წიკვინებენ :))) ისე მართლა კაი ფეხბურთელია
გიორგი
დაგეწვას ეგ რუსეთის დროშები ინსტაგრამზე რომ გიყენია,ამაყია შენით დედა რასია!!!
გრუზინი
უპოვია გამოსავალი ბიჭს!!!ასე უნდა "გამოიყენო საქართველო",როგორც აქ ჩამოსული თავისი თანამემამულე ღუსები იყენებენ ომის მერე!!!!!!!
ბმბ
თქვენი მენტალიტეტი რა ვთქვა და თქვენი აზროვნება, სულ რომ არ იყოს ფეხბურთელი და საქართველოს მოქალაქეობას რომ იღებს ქართველი, მარტო ეს არაა სასიხარულო ამბავი? რა ხალხი ხართ, რა ჯიშისა ხართ ბლ...? წარმატებები შენ შვილო და საქართველოს სადიდებლად აკეთე საქმენი საგმირონი.

სულ რო ლეო მესი იყოს არ მინდა ეს ბიჭი ჩემი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში!!!
tngh
წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
შესანიშნავი შენაძენი იქნება საქართველოს ნაკრებისთვის... ჯაბა კანკავას შემდეგ ა მ პოზიციაზე ძალიან გვიჭირს. მარადაშვილი, კიტეიშვილი გააძლიერებს ამ ნახევარდაცვას!!!
კოლა
ადამიანია და უნდა იპოვოს გამოსავალი. აბა რა უნდა ქნას? ცოტა უფრო პრაგმატულად უნდა ვიაზროვნოთ. გვჭირდება ეს მოთამაშე ნაკრებში? მირჩა, ავიყვანოთ. ჯიქიასავით ხომ არ აქვს მოჭრილი ჩვენამდე მოსასვლელი გზა. რატომ ვკრათ ხელი?
semi
თავდაპირველ გადაწყვეტილებაში არ ვამტყუნებ რომ რუსეთი აირჩია, ეხლა რომ პოულობს გამოსავალს შექმნილი სიტუაციიდან დაჩვენი ბედოვლათი ფედერაციაც სავარაუდოდ ფულის სანაცვლოდ ხელს უწყობს მაგაში ვამტყუნებ.
კოლა
ვინც აკრიტიკებთ ამ ბიჭს, მოდი საკუთარი თავი წარმოიდგინეთ ასეთ სიტუაციაში: დაიბადეთ რუსეთში. ქართული მხოლოდ გვარი გაქვთ. არც ქართული იცით და შეიძლება, არც ხართ ნამყოფი საქართველოში. ცხოვრობთ და თამაშობთ რუსეთის უმაღლეს ლიგაში. შეჰყავხართ რუსეთის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში. ანუ, მთელი წარსული, აწმყო და მომავლის გეგმები დაკავშირებული გაქვთ იმ ქვეყანასთან, სადაც დაიბადეთ და ცხოვრობთ. ფაქტიურად, საქართველოსთან არანაირი ემოციური ბმა არ გაქვთ. ამ დროს, გეკონტაქტებიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან და მათ ნაკრებში თამაშს გთავაზობენ. შეიცვლიდით მოქალაქეობას და წახვდოდით? რას ვამადლით ამ ადამიანს, ქართულ გვარს? სომხები ყველაფერში როგორ უნდა გვჯობდნენ. არგენტინაში დარბოდნენ, რომ ცოტა სომხურს მიმგვანებული გვარი თუ ექნებოდა მოქმედი ფეხბურთელის დიდი ბებიის დეიდის გარე ნათესავს, არწმუნებდნენ სომეხი ხარ და ჩვენთან ითამაშეო. გვაქვს ჩვენ ასარჩევად საქმე? მით უმეტეს, იმ პოზიციაზე, რომელზეც მარადიშვილი თამაშობს.
ილიავარ...
პირადად მე ძალიან გამიხარდება ეს ამბავი, რადგანაც კონსტანტინე ძალიან პერსპექტიული ბიჭია, მისი თამაშები მაქვს ნანახი და ფაქტია ძალიან მებრძოლი ბურთის ფლობით და ძლიერი დარტყმით დაჯილდოებული ბიჭია , ძირს პოლიტიკა, მოდი კონსტანტინე ცენტრში გვჭირდები ✊️
ხვიჩენ კვარაცხელიან
მოკლეთა რაა თქვენ რა ხართ)ნაკრებში მეორე კანკავა გახდება ეს აგერ ნახამთ.წინასწარ ნუ იცით რა ეს ლაპარაკები.მის გულში რა ხდება რავინ იცის იწნება და უნდა და სუითა და გულით მოდის
სიმართლე
ადრე გადაწყვიტა თუ გვიან რეალობა ისაა რო უნდა ბიჭს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში!!!ქართველობამ გაიღვიძა მასში მივესალმები და დიდ წარმატებებს ვუსურვებ როგორც მას ისე ჩვენს ყველაზე საყვარელ ნაკრებს
ჯაბა
ეს არასოდეს იომებს მოედანზე საქართველოს ნაკრებისთვის, უბრალოდ გამოვა და ითამაშებს იმ დონემდე, რაც მის კარიერას დაჭირდება, ნაკრებს კი მოედანზე მეომრები ჭირდება, რომლებიც სულს და გულს არ დაიშურებენ
ლუკა
სპორტული კუთხით შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ ჩემი ნება რომ იყოს, არ დავუძახებდი ნაკრეში იმას, ვინც თავის დროზე უარი თქვა და სხვა ქვეყანა არჩია, ახლა დაჭირდა და ჩვენც უთავმოყვარეოდ მივიღეთ
ციციკორე
ორჯონიკიხე კი არა, უიდეო სავოკები არიან. ახლა გაუღვიძია მარადაშვილში ქართველს და ადარებენ უკრაინის სახელით მოასპარეზე ვაჩიბერაძეს ან წიტაიშვილს. უკრაინას და რუსეთს, ერთ სიბრტყეში რომ განიხილავ საქართველოსთან მიმართებაში :) მერე, რუსეთში მცხოვრებ მილიონ ქართველზე ზღაპრები :)
GG
ანალოგიური ისტერია იყო საბა საზანოვთან მიმართებაშიდაც, როდესაც თამაშის დაწყებამდე კადრში მოხვდა თუ როგორ გულით მღეროდა საქართველოს ჰიმნს მაშინ მემგონი ყველას გაეცა პასუხი, რატომაც არა თუ უნდა საქართვლოს სახელით თამაში რატომ არ უნდა ითამაშოს? ვინ ხართ თქვენ მის ასეთ არჩევანს რომ აკრიტიკებთ და აბულინგებთ, რა გაგიკეთებიათ ცხოვრებაში კლავიატურაზე წკაპუნის გარდა? თუ დაიმსახურებს თამაშს უნდა ითამაშოს რაც ისევ ჩვენ წაგვადგება, იმედია კარგი და ნიჭიერი ბიჭია
ციციკორე
რა დასავლეთი? რის პრეტენზიები? ჩვენ გვაქვს რუსეთთან ომიც და პრეტენზიებიც. ჰოდა, სანამ უეფამ არ დაადო რუსულ ფეხბურთს, ეს უკადრისობდა ჩვენს ნაკრებს. დაიჯერე ახლა ამის პატრიოტობა.
ზურა
ვინც საქართველოს დროშის ქვეშ ოფლს დაღვრის? ძიუბამ რო მოინდომოს? ან კიდევ სხვებმა? ს ნაჩალა პადუმაი პატომ გავარი ბრატ. უნდა მივეჩვიოთ რომ რუსი საქართველოსთვის ოფლს არასდროს დაღვრის. გაიხსენე ისტორია . მიეღო საქართველოს მოქალაქეობა ადრე როცა იყო ლაპარაკი. ახლა მოუნდა? აღარ უნდა რუსული დროშის ქვეშ ოფლის დაღვრა ხო?
ბექა
გამოიძახეთ ფლამარიონი ნაკრებში!!ამაზე მეტი ქართველი მაინც არის
ზურა
მაგალითი რა თქმა უნდა უნდა ავიღოთ ხოლმე მაგრამ არა სომხეთისგან.
ზურა
ადამიანმა კი არ გადაწყვიტა . სხვა გზა არ აქვს ამ ბიჭს. ან რუსეთის ამყაყებულ ჩემპიონატში ან საქართველოში და ევროპის ქვეყნებში. ამან კარგი რაღაც აირჩია თან ჩვენც გახარებულები ვხვდებით. ვაი ჩვენს პატრონს.

აა ახლა მოუნდა საქართველო?! სად არის შენი პრინციპები რუსო ბიჭო???!!!
გიო
ხალხო, რა გჭირთ რა დაგემართათ?! სომხებისგან მაინც აიღეთ მაგალით. სადაც კი ოდნავ თავი გამოჩინეს, არა აქვს მნიშვნელობა სპორტის სახეობას, თავიანთ ნაკრებში ექაჩებიან. სად ვინ დაიბადა და გაიზარდა , ვინ აქცევს ყურადღებას .
საბა
მიქაუტაძეს და წიტაიშვილს რომ მიენიჭა მოქალაქეობა,მაშინ ამასაც შესთავაზეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა, მაგრამ გაჯიქდა ჯიქიასავით,არ გახსოვთ ძველი ინტერვიუები რას იძახდა საქართველოს მოქალაქეობის მიღებებაზე?? ასე ერთიანად უპრინციპო და უთავმოყვარეო ერად როგორ ვიქეცით?!სომხები და აზერბაიჯანელები ასეთ რამეს აპატიებდნენ მარადიშვილისნაირებს?! ბარენ ჯიქიასაც მივანიჭოდ მოქალაქეობა და გამოვიძახოდ ნაკრებში,ამჟამინდელი ფედერაციისგან და თქვენგან ქართველებისგან თუ გამიკვირდეს კიდევ რამე,უ თ ა ვ მ ო ყ ვ ა რ ე ო ქ ვ ე ყ ა ნ ა!!!!!!!!
კვატაას
მარადიშვილი რომ ორჯონიკიძეა დადე ფაქტი !!!! თორემ სპეკულიანტი კი არა შემოპარული პროვაკატორი ხაარ !!!!
დავით 67
არაუშავს. ეხლა საქართველოს პატრიოტი გახდება. მთავარი გავიწყდება, უნდა ითამაშოს კარგად
Geo
დღეს ნახეს საქართველოში მომავალი??? ორდჯონოკიძე გააცოცხლეთ და ისიც ჩამოიყვანეთ!! ვაი თქვე ქართველები არ იყოთ!!!
MR.Barneli
შენ რა გააკეთე რა შექმენი ვინ გახდი? აქ უნდა ეგდო უსაქმური და არარეალიზებული და აჰეიტო სხვები, ესაა კარგი? იყო შენნაირი გააღწია, არხ მოუპარავს არხ არავინ დაუჭრია და გახდა პროფი და ჯიბეში ჩაგიდებს დღესვე, შენ ხარ და აკრიტიკებ და ამით ილხენ შენ ეგოცენტრიზმს?
კახა ქ.
ძალიან კარგი იქნება
კახა ქ.
ძალიან კარგი იქნება
ქ. გ.
ეს ტიპი რუსია. სანქციების გამო მოუნდა საქართველოს ნაკრებში თამაში.
G.LA
ძალიან კუდაბზიკობა გამოგვდის ყველას მიმართ ასეთი გინება ვინც კი ჩვენი დროშის ქვეშ დადგომას აპირებს. გრანდებს მოგაგონებთ და ვინმემ მითხარით რითია საფრანგეთზე, ინგლისზე, გერმანიაზე, ნიდერლანდიაზე, ბელგიაზე მეტი ჩვენი ნაკრები ან ქვეყანა? მეც ვაკრიტიკებდი ამ ბიჭს, მოინდომა ჩვენ ნაკრებში თამაში? მშვენიერია. ვინც გამოადგება საქრთველოს და ოფლს დაღვრის ჩვენი დროშის ქვეშ ყველას ტაშს დაუკრავ და უგულშემატკივრებ, მითუმეტეს მამა ყავს ქართველი. მისი პოზიციის ფეხბურთელი ძალიან პრობლემატურია ნაკრებში და ფაქტიურად ნაკლებნი ვთამაშობთ ყველასთან. ჩვენი მეზობლები ნახეთ, სომხები და აზერები. ორივეგან თამაშობენ უცხოები. აქ კომენტარებს რომ ვკითხულობ, ძველი ქართული კინო მაგონდება, სახელი არ მახსოვ. ორი ძმა აზნაურები ვართო იძახიან, მონგრეულ სახლში ცხოვრობენ, თან ღობე ენგრევათ და ვინც ადრე გაიღვიძებს ის იცმევს ფეხზე.
რატი
საქართველოში ფეხბურთელები არ გვყავს?! სამარცხვინოა.
dima
აქაურ ურა-,,პატრიოტებს,,! 9 წელი სომეხი სადისტი გყავდათ პრეზიდენტად და ფეხქვეშ ეგებოდით! ახლა გახახოლდა და მაინც ულოკავთ, და ამ ქართული წარმოშობის ფეხბურთელმა,რა უნდა დაგვიშავოს ისეთი,თქვე ფაშისტებო?!სლავა მეტრეველიც რუსეთიდან იყო და რა მერე,თქვენზე ნაკლები სარგებლობა მოუტანა საქართველოს?!ფუი,სარკეში ჩაიხედეთ თქვე სულით მახინჯებო!
ოტია იოსელიანი
"ზოგიერთი ქართველი სადაც გაძღა იქ სამშობლო ეგონა"
გიგი
ღრუზისტანი!!!!!!
Levani
გოგას-გეთანხმები მაგრამ ამ ბიჭმა 50 000 მაყურებლის თვალწინ ტ..ი გაიხიოს,გულით ითამაშოს(რაც ბევრ პატრიოტი მამა-ბიძის გაზრდილ ქართველს არ გაუკეთებია ხშირად) თავი არ დაზოგოს და თამაშები მოგვაგებინოს და მერე მაგასაც შევიყვარებთ, წიტაიშვილზეც მასე არ იყო ბრატ? ყველა წერდა აქ უკრაინამ დააბრალა და მერე აგვირჩიაო და ახლა ყველა ისე ვგულშემატკივრობთ,ერთი სული გვაქვს გუნდს როდის იპოვის ფორმაში რო იყოს და დაგვეხმაროს. ისე ერთსაც გეტყვით, ბარიკადებს ორი მხარე აქვს, ეს ბიჭი იქეთ აღმოჩნდა და რო იცოდე იქეთ მხარესაც თავისი სამართლიანი პრეტენზიები აქვს დასავლეთთან, დასავლეთიც არ არის უპირობო სიკეთე. ჩვენს თავზე არ ვცდით უკვე წლებია? არც ის,არც ის-არავინ. შენს თავს შენ თუ არ მიხედე ყველა ეცდება თავის ინტერესებში გამოგიყენოს. საქართველოს გაუმარჯოს.
ვატა-ს
გეთანხმები ყველაფერში მარადიშვილთან დაკავშირებით,მაგრამ არა ხოჭოლავასთან დაკავშირებით მას არასდროს არაფერზე დაუფიქსირებია თავისი პოზიცია საქართველოსთან მიმართებით,ნაკრების ბიჭები ყოველთვის გულშემატკივრობენ ერთმანეთს ულოცავენ წარმატებებს ეს არსდროს!!!!ჯაბა რო ნაკრებიდან წავიდა ყველამ საჯაროდ გადაუხადა მდლობა, მის გარდა,კვარამ რო სკუდეტო მოიგო ყველამ მიულოცა მის გარდა, ხოჭოლავა ერთი უმარილო და უჯიგრო ტიპია რომელსაც მარტო თავისი პირადი ცხოვრება აინტერსებს და მაგაზე აქვს მარტო რეაქცია,ეს სხვათაშორის ბიჭებმაც იციან და იმიტომ არ აგდებენ არაფრად!!!!!!!
გიო
რომელიმე წვეოპულმა კლუბმა ამ დონის ნახევრმცველი რომ დაიმატოს მინიმუმ 10-15 მილიონი ევეო მაინხ უბდა გადაიხადოს ელწმეტარული პრაგმატულობით შევხედოთ დავივიწყოთ რა იყო წარსულში მასე წიტაიშვილიც იძახდა რომ უკრაინის ნაკრებში უნდოდა თამაში არაერთი ინტერვიუა ამაზე ვაჩიბერაძე საერთოდ თაშობდა უკრაინის ნაკრებში ახლა ეს ბიჭი თუ დაგვემატა უბრალოდ ნაკრები გაძლიერდება არ გვინდა რა ეა ფსევსო პატრიოტიზმი იიი რუსეთში დაიბადა გაიზარდა და რუსეთი არ ეზიზღება თქვწ კაი ხალხო მილიონი ქართველი ცხოვეობს რუსეთში რომლებიც დიდ წილად აცოცხლწბწნ ჩვენი ქვეყნის ეკონომილას რაბვქნათ ახლა ყველა მოღალატედგამოვაცხადოთ პირიქით ამ ბიჭს უნდა მოვეფეროთ და სიხარულით მივიღოთ და შევაყვაროთ საკუთარი სამშობლო ჩვენი დამოკიდებულებით მის მიმართ.
გიორგი
თურქეთში,ირანში,რუსეთში,მონღოლეთში. და ასე შემდეგ .. რამდენი მტერი გვყავდა . ადამიანმა თუ გადაწყვიტა ემსახუროს საქართველოს გაუმარჯოს ყველა ეგეთს. ყველამ თქვენ გულში ჩაიხედეთ რა გააქვთ გაკეთებული საქართველოსთვის და მერე ატ...კეთ ბევრი. გამყიდველი არ არის აუცილებელი საქართველოა გარეთ ცხოვრობდეს. აქაც ბევრია მასეთი.
გოგა
ჩემი აზრი მინდა დავაფიქსირო და ნუ დავჭამთ ერთმანეთს.ერთი მხრივ ვეთანხმები რომ დასაკარგი ხალხი არ გვყავს და ყველა ქართცელს აქვს უფლება ნაკრებში თამაშის.მსოფლიოს ბევრ ნაკრებშია ფეხბურთელები რომლებიც სხვა ქვეყანაში დაიბადეს მაინც თამაშობენ თავიანთ ქვეყაბაში.მაროკო იყო წელს,ნახევარი ბაკრები,მაროკოში ნამყოფიც არაა.თუმცა დარწმუნებული ვარ 99% რომ გამოიძახონ ფეხბურთელი დიდმა ნაკრებებმა თავის მშობლიურ ქვეყნის ნაკრებს არ აირჩევენ.არაა ადამიანი დამნაშავე სად დაიბადა.მაგრამ არც ის მომწონს ადამიანი კი დაიბადა საქართცელოში ნაგრამ არაა ქართველი და თამაშობს.აი მივდივარ ნაკრების თამაშზე და 11 კაციდან 5 ქართველია და დანარჩენი სხვა ეროვნების.მე ესეთი ნაკრები არ მინდა.რაც შეეხება ქართველს რომელიც დაიბადა რუსეთში არაა მაგის ბრალი.მაგრამ არ ცხოვროვს ქართულად.არ აინტერესებს საქართველო და ეხლა რომ მეტი გზა არ აქვს იმიტომ რომ უნდა ვათამაშოთ არ მომწონს ეგ.ნაკრები კლუბი არაა.ნაკრებში უნდა ითანაშოს ყველა ქართცელმა რომელიც გულით და სულით ქართველია.გამონაკლისი არა ქართველი თუ ის 2-3 თაობა საქართველოშია და ქართულად ფიქრობს და მისი მშობელი დედა საქართველოა.საქართველოს კაი რომ უხარია და საქართცელოს ცუდი რომ ტკივა.მე მარადიშვილის მინართ პრეტენზია არ მაქვს.ტიპი რუსრთში დაიბადა.სამეგობრო რუსი ყავს.მისი სახლი რუსეთია.მისი ოცნებაც რუსეთის ნაკრები.ასეა ეს.ნუ ვეხვეწებით ყველას.ცოტა მეტი ფული ჩადეთ და გვყავს ჩვენ ნიჭიერი თაობა.დავიჯერო 3.500000 იანი ხორვატია თუ ახერხებს ამდენი ფეხბურთელის გაზრდას ჩვენ ვერ შევძლებთ? ომიც გამოიარეს.თან სულ ხორვატები თამაშობენ.
საქართველო უპირველესად
გადადით მის ინსტაგრამზე და ნახავთ როგორი პატრიოტია რუსეთის!!!!საქართველოში ნამყოფი არ არის და ასეთი ადამიანისგან რას ელით?!
data TUTASHXIA
ჩემი-აზრი:ნაკი-არ-გინდა!!!!აზაროვიც-ქარტველია!!!მარადაშვილიც-ქარტველია!!!ნუ-მიჰქარავთ!!!!ვენაცვალე-იმ-მარსიანელსაც-რომელიც-ქარტულ-საქმეს-გააკეტებს!ისიც-ნამდვილი-ქარტველი-იქნერბა!!!!!!!!
Mr.kostaia
აწი რა გვიჭირს?!
ვატა
რამდენი ორჯონიკიძე ყოფილა აქ)) ოი იუზგარ, როგორ დაგივლიდით გვერდებში.ეს კი არ უნდა ჩამოვასახლოთ, თქვენ უნდა გაგასახლოთ მატკა რასიაში.
ვატა
აფხაზეთამდე და 2008 რვამდე, იყო უამრავი მოკლული ქართველი რუსეთის ხელით ასი წლის უკან, და იმის უკან კიდე.მათ შორის მწერლები,პოეტები,რეჟისორები, უბრალო მუშები.რაც შეეხება ხოჭოლავას და წიტას ამბავს,სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი,ასეთ ამბავს და პირადული არ გახდება,მანამდე ვინც არ უნდა იხტუნაოს,ისე ვერ შეიგრძნობს ამ ყველაფრისგან გამოწვეულ ტკივილს. ეს ახალი აქსიომა არ არის, ასე იყო ეს და ასე იქნება.ხშირად გაბოროტებს ესეთი მდგომარეობა და ბევრ რამეზე წამსვლელი ხდები.მერე იძახიან ვინ მამაძაღლი გაგამტყუნოს.რაც შეეხება შუაში და გარეთ ყოფნას, კოსტანტინე მარადიშვილი-ორჯონიკიძე,არის მტერი! კაცი, რომელიც რუსულ დროშას აფრიალებს და რუსეთის მხარდამჭერია,ის არის საქართველოს მტერი, ჩემი და შენი მტერი;) ქართული გვარი, ქართველობას არ ნიშნავს.და ჩემს კომენტარს სპეკულიანტობას ეძახი?(შენ,მე, შეურაწყოფას მაყენებ, როცა ჩემს ნაწერს, სპეკულიანტობას ეძახი) შენ, რომელიც ითხოვ, ნაკრებიდან ხოჭოლოვა გავუშვათ და მარადაშვილი-ორჯონიკიძე მოვიყვანოთ, ჩემს ნაწერს სპეკულიანტობა არ უნდა დასწამო.
Beqa
ამ ბიჭს როცა სათამაშო პრაქტიკა ქონდა და თან, რუსეთის ნაკრები და კლუბები თამაშობდენ ევრო შესარჩევებს მაშინ უნდა გამოთქვა მზაობა ნაკრებში თამაშის და არა ეხლა როცა დედა ეტირა რუსულ ფეხბურთს. თან ყველამ კარგად ვიცით რას აცხადებდა საქართველოში კერძოდ კახეთში მცხოვრები მამისი. ეხლა ვის რაში ჭირდება რუსეთში ჩამოწერილი ფეხბურთელი.ამას ისევ ბევრად მირჩევნია დედით ქართველი საზანოვი რომელიც ხშირად აფიქსირებდა ქართული ფეხბურთის და ფეხბურთელების მიმართ თბილ დამოკიდებულებას.
ბს
მართალი ბრძანდებით, ამდენის წერა მეზარებოდა და მადლობას მოგიხდით რომ რაც საჭიროა ის დაწერეთ და იმედია ვისაც აზროვნების უნარი აქვს გაიგებს. მადლობა
ლაშა
კარგი კიარა, მაგარი ამბავია, ისეთი, ვერც კი წარმოვიდგენთ და დრო დაგვჭირდება ამისათვის. კიტეიშვილი 2-ა, მაგრამ ტრავმებისკენ არაა მიდრეკილი და გაცილებით ჯანიანია!
ადამიანი
ანუ ჯაბას უნდა დაბრუნება და ესენი არ აბრუნებენ?! :))))))))))))))) ,,თავისით არ წასულა,ზალით გაუშვესო"-ამას როდის გამოაცხობ? :)
naki
სად მოგყავთ ამდენი ღრუსი..გაივსო ღრუსებით ნაკრები
გიორგი
ეს ისეთივე ქართველია როგორც მე ბრაზილიელი!ამას მე დედით ქართველი საზონოვი მირჩევნია,ქართულად მაინც ლაპარაკობს და საქართველოს ჰიმნს მღერის!!!
Las
ადმინ მგონი ინტელექტუალური და ასაკობრივი ცენზურა აუცილებელია. კითხვა დავსვი ეს მარადაშვილი როგორი მოთამაშეა არ მაქ ნანახი თქო და დისლაიკებს მიწერენ :) ეხლა ასეთი კატეგორიისგან რამე ჭკვიანურს ელოდება ვინმე :)
დედას გორჯისტანა
ოღონდ ჯაბა არ დააბრუნონ და ესენი პუტინსაც მიცემენ მოქალაქეობას და ათამაშებენ.
ვატა-ს
წიტაიშვილამდე, ხოჭოლავამდე და უკრაინამდე,2008 წელს არავინ მოუკვდა საქართველოს?!თუ მაინდამაინც ახლობელი უნდა ყოფილიყო რომელიმე ფეხბურთელის?!ეს რა მიდგომაა?!მარტო შიდისის გმირების და ანწუხელიძის გამო არ უნდა გავახაროთ რუსები!!!სხვა დახოცილ ბიჭებზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე,რომ არაფერი ვთქვათ აფხაზეთში და სამაჩაბლოში,გავიაზროთ ჩვენი უახლესი ისტორია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ჯონი
ეს ბიჭი ჰაერივით ჭირდება ჩვენს ნაკრებს!! მარლა მაგარია , ვისაც ლოკოს თამაში აქვს ნანახი ყვლა დამეთანხმება ! ჯაბას ტიპის მოთამაშე არავის არაფერს არ დაუთმობს! მაგარი იქნება ჩვენს ნაკრებში, სად გვყვს დასაკარგი ახალგაზრდობა
კაპიტან გარდენბურგი
არავისი პირადი ტრაგედია აქ მოსატანი არაა. ძნელად მოიძებნება ადამიანი, ხოჭოლავასაც და სხვებსაც არ უთანაგრძნოს, როცა ასეთი რამეები ხდება, მაგრამ ხოჭოლავა საერთოდ აღარაა გამოსაძახებელი ნაკრებში ცნობილი მოვლენების გამო. ყოველ შემთხვევაში გაუგებარია რა თქვა იმ შემთხვევაზე. კვარაზე ვწერდით რატომ არ ჩამოვიდა თქო და ხოჭოლავამ ძირითადში ითამაშა იმის მერე. ასევე პირადად თქვენი ნაწერი წმინდა წყლის სპეკულაციაა. მარადიშვილი რა შუაშია ხოჭოლავას ახლობლის დაღუპვასთან
ვატა
გადავიდეთ მის ინსტაგრამზე და დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი, რომ არ გვსურს მისი ყოფნა საქართველოს ნაკრებში.ერთი ეგ არის, ამათ ისე აქვთ შუბლის ძარღვი გაწყვეტილი, საკუთარი დროშის, ჰიმნის, ყველაფრის გარეშე მაინც გამოდიან და რო კითხო უკრაინასთანაც მარათლები არიან.თუ მართალი კაცი ხარ, საკუთარ ქვეყანაზე რატო იძახი უარს? თავმოყვარეობა მაგათ არ აქვთ და პრინციპი. იმის არ იყოს, მცხვენია რო ესეთი მტერი მყავსო))
zaza
ამ წელს ვერ ვიტყვი რომ ნანახი მაქვს მისი თამაში, როცა კვარა გამოდიოდა ნანახი მაქვს მისი თამაში და ხარისხიანი ფეხბურთელია. დაცვაში თამაშიც და პასი ეხერხება, ამასთან დარტყმაც ნორმალური აქვს. ყველაზე პრობლემური პოზიცია რომ საყრდენი ზონაა ეს გამოჩნდა ნორვეგიასთან, პრახადონი დვორი იყო ისე დასეირნობდნენ! გამოიძახებენ ნაკრებში და გამოჩნდება რისი მაქნისია, ყველა ვარიანტში კონკურენცია გაიზრდება რაც ძალიან მნიშვნელოვანია!
გოგა
საჭირო კაცია ნაკრებისთვის და მისთვისაც კარგია, წარმატებები
ვატა
ეს ტიპი არის, ტიპიური რუსი, რუსეთის რუპორი. ნათქვამი აქვს რომ ქართველად თავს არ თვლს და საქართველოს ნაკრებში არ აპირებს თამაშს. წიტაიშვილის და ხოჭოლავას ახლობლები დაიღუპნენ უკრაინაში, რუსის დანახვა არ უნდათ, ხო და ეხლა ვკითხულობ, ამ ლამაზად დალაგებულ ურთიერთობებს ნაკრებში, რატომ ვაყენებთ საფთხის ქვეშ??
მდააა
თუ კი სიმართლეა მაგრად გაგვიმართლეებს …!!! ჯერ დავიწყოთ იქედან რა შეიკალით ეგ ბავშვი ჯერ არ ჩამოსულა დაა…იქ არისცდა რუსებმა არ გაახარეს ცსკა-მ ეგ და ტიკნიზიანი იმის გამო მოიშორეს მხოლოდ რომ ქართული და სომხური გვარები აქვთ შემდეგ ლოკომოტივში მშვენივრად თამაშობდა ( ახლაც მაგრად თამაშობს როცა შანსი ეძლევა) მაგრამ როგორც ქართულ პასპორტზე წავიდა ლაპარაკი ეგრევე სკამზე დასვეს იქ ჩაგრავენ რომ ქართველია წარმოშობით და ქართული გვარი აქვს აქ კი ატეხეთ ერთი ამბავი რათ გვინდა ….რა იყო ჭრელო პეპელაა არც გაფრინდე არც მოფრინდეე …რა ამ ბავშვის ბრალია რომ რუსეთში დაიბადა და გაიზარდა …?! აქ დაბადებული და გაზრდილი “ ვითომ ქართველები “ ხომ ანგელოზები არიან ყველანი ..?! თუ რა იყო 250 მილიონიანი ერი ვართ და რათ გვინდა ზედმეტი ხალხი …?! 2,5 მილიონიც კი არ ვართ და მალე საძებნი გაგვიხდება არა ქართული გვარის მატარებლები არამედ ვინც საქართველოს გადაუფრინა ერთხელ მაინც …არ აქვს ქართველობას იმის ფუფუნება რომ სხვა ქართველებს ხელი ვკრათ …რაღაც მაინც ვისწავლოთ სომხებიდან ებრაელებიდან ა.შ ….რაც შეეხება მის ფეხბურთელობას ეგეთი ცენტრნახევარმცველი საქართველოს ნაკრებს კარგა ხანი არ ყოლია ( ჯაბა ბოდიშიიი) მითუმეტეს კანკავას შემდეგ …ოღონდ ეს ჯაბაზე მაგარია …თუ ჯაბას კოზირები იყო ართმევა ჩაჭრა და შორეული დარტყმა ამასაც აქვს ეს და თან ბურთის ამოტანა კარგი პასები …შეუძლია 120 წუთი სირბილი ბოლოსდაბოლოს ახალგაზრდა თანამედროვე უნივერსალი ცენტრნახევარმცველია !!!თუ სანიოლი მიხვდება რომ უკვე დადგა გაგნიძეს დრო და თან მას მარადიშვილიც მიემატება საქარღველოს ნაკრები 2-3 საფეხურით აიწევს …ესენი ორთავე ძაან ძლიერი ძალა იქნება მოედნის ცენტრში( სადაც კა არამარტო გვიჭირს არამედ კატასტროფა გვაქვს პირადულად არავის არ ვერჩი პირიქით მადლობა მაგრამ ვერც ბურთი ამოგვაქვს ვერც ბურთს ვიჭერთ და საერთოდ ცენტრის გარეშე ვთამაშობთ ხანდახან მოედანზე 9 კაცი ვართ და კვარა რომ არა ისევ ნოლი იქნებოდა ნაკრების ფასი) ღმერთი გვაძლევს მაგარ შანსს ძაან მაგარ წინა ხაზს ( კვარა ჩაკვე მიქაუტაძე ) კარგ დაცვას ( არჩევანი დიდია ცენტრში 2 საბა კვერკვე და საზონოვი კაშო, დვალი, ხოჭო, ლოჩო,ტაბიძე რავი გამომრჩებოდა ვინმე და თან ახლებიც მოდიან ) ამათ მივამატოთ ფლანგის მცველები( გოჩოლა, აზაროვი, წიტა, კაკაბაძე და აქაც დიდი არჩევანია) ასევე ფლანგებზე შეტევაშიც გვყავს კარგი ბიჭები ( დავითაშვილი, ლობჟანიძე , ბერიძე და სხვები) მეორე ფორვარდად ბუდუს გარდა ცოტა ჭირს აქაც არჩევანი ( მხოლოდ ორ კაცზე ბუდუ და ჯორჯზე ძნელიაა) მაგრამ ცენტრალური ზონა მართლაც კატასტროფაა და თუ გაგნიძესთან ერთად მარადიშვილიც დაგვემატა …პლიუს თუ სანიოლიც გამოსწორდება ძაან მაგარი ნაკრები გვეყოლება რითაც შევძლებთ არამარტო ევროპაზე გასვლას ( ოღონდ ერთა ლიგის პლეიოფიდან აბა სანიოლმა ეს ჯგუფი ჩააგდო უკვე მთავარია ამ შესარჩევში გუნდი ააწყოს ამ ახალ ფეხბურთელებზე) ასევე შევძლებთ იმ 48 გუნდიან მსოფლიოზე გასვლას !!!!
Semi
რაა კარგი ამბავი? აქამდე სად იყო? ამ საიტის ჟურნალისტები ლიჟბი მოვიგოთ ძმაუ ფრაზებით რატომ აზროვნებთ? მასე ავდგეთ და ბრაზილიელებს მივცეთ მოქალაქეობა და სულ იმათ ითამაშონ. აგერ მიქაუტაძე არც დაფიქრებულა მაშინვე დათანხმდა და მარადაშვილი და საზანოვი სანქციებს გაურბიან.
საბა
საცოდავი საქართველო ყველას ახლა გაახსენდა რუსეთში!!!!ვისაც ქარათული გვარი ურევია
მერაბი
არაფერში გვჭირდება ეგ რუსი. იტამაშოს ბელარუსთან და ტაჯიკეთთან :(
Givi
Me piradad ar minaxavs amis tamashi da verafers vitkvi,magram transfermarketze 2,5 milioni girs,rac bevrad agemateba igive aburjanias da kvekveskiris fasebs,erti eg aris sul satadarigo skamzea am bolos da ravi abaa...
jorj
კონკურენცია ხარისხის საწინდარია.
gio
ამაზე უკეთესი ფეხბურთელები არ არიან საქართველოში?
ZK
ცენტრალური ნახევარმცველია-ჩამშლელი, ე.წ. აპორნიკი. აბურჯანია - კვეკვესკირის ადგილებზე თამაშობს.
მეზღვაური
აბურჯანიას უკეთესი სტატისტიკა აქვს ჟილ-ვისენტეში?
Vasili
სულ ის მესმის რომ დასაკარგი ქართველი არვგვყავს მაგრამ რაც ბიჭის თავპატიჟი ინტერვიუები მაქ ნაკითხი, რავიცი , რავიცი, ძალით ჩამოყვანილი ფეხბურთელის არ მჯერა , აქამდე სულ იმას იძახდა არ მინდაო და ეხლა რა გამოდის? საზანოვს პირველმა რომელმაც დაუძახა იქ წავიდა და არ დაუწყია მკითხაობა და ამ მარადიშვილით აფეთქდა სტატიები, მოქალაქეობის მიღება ერთია და ნაკრებში მოხვედრა კიდე მეორე!

ინსტაგრამზე რუსეთის დროშები აქვს მითითებული!!!!!
გივი
ნახევარმცველები ჰაერივით გვჭირდება
erti
"კვარადონა" და მარადიშვილი მაგარი იქნება, მარადონა ქართველი ხო არ იყოო ეს კითხვა ბევრს გაუჩნდება
Las
გინახავთ ვინმეს ამის თამაში? წარმოადგენს რამეს? სტატისტიკით ბევრი ვერაფერი

მაგარი უთავმოყვარეო ერი ვართ
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
გაგნიძემ მოსკოვის "ლოკომოტივს" ურთულესი პოზიციიდან გაუტანა [VIDEO]
ფიქრობს თუ არა კვლავ საქართველოს ნაკრებში თამაშზე - მარადიშვილმა ამ კითხვას უპასუხა
მარადიშვილი და საქართველოს ნაკრები დიდი ხნით გამოირიცხა - ფეხბურთელის ტრავმა სერიოზულია
რუსი მეკარე კიტეიშვილის "შტურმში" გადავიდა
ახრიკ ცვეიბა: არაფერია კრიმინალური, მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში უნდა წავიდეს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ჩაკვეტაძის თანაგუნდელი შეიძლება რუსულ კლუბში გადავიდეს
"არსენალს" მისი დამატება სურდა, მალხაზის წინაშე დამნაშავე ვარ" - მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი პრეზიდენტი დეტალებზე საუბრობს
მარადიშვილი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, მძიმე ტრავმის შემდეგ ახალ გუნდში გადავიდა
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი შეიძლება "ჟირონაში" გადავიდეს
მოსკოვის "ლოკომოტივმა" მარადიშვილი იჯარით გაუშვა
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
დედის გინება რუსულ ტელეარხზე - ქუთათელაძე და მარადიშვილი კომენტატორმა უცენზურო სიტყვებით მოიხსენია