ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი „რეალსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის 1:1 დასრულდა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას, ორჯერ „სამეფო გუნდი“ მეკარე კურტუამ გადაარჩინა, სადღაც შუა პირველ ტაიმში თამაში მეტნაკლებად გათანაბრდა, მასპინძლებმა სწრაფი კონრიერიშების განხორციელება დაიწყეს და ვინისიუსმა შორიდან გაუტანა ედერსონს.

შესვენების შემდეგ პირისპირ გასულ დე ბრუინს დუელი კურტუამ მოუგო, თუმცა შემდეგ ბელგიელმა საჯარიმოს გარედან მაინც დალაშქრა თანამემამულის კარი. "ბლანკოსმა" შეტევებით უპასუხა, ბენზემას და ტჩუამენის დარტყმული ბურთები ედერსონმა მოიგერია და დაძაბული შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ამ გუნდების საპასუხო დაპირისპირება 17 მაისს გაიმართება.

. "სიტი" ბოლო 21 მატჩში დაუმარცხებელია - 17 მოგება და 4 ფრე.

. "რეალს" "სიტისთან" უკანასკნელ 5 შეხვედრაში 1 მოგება აქვს.

. დე ბრუინმა ტურნირის პლეი-ოფში 11 გოლი გაიტანა, რაც "სიტის" რეკორდია.

. ანჩელოტიმ მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგაზე 190-ე მატჩი ჩაატარა და ფერგიუსონის რეკორდი გაიმეორა.

. ვინისიუსმა მიმდინარე ტურნირზე მეშვიდე გოლი გაიტანა და მხოლოდ ჰოლანსა და სალაჰს ჩამორჩება.

. 20 წლის კამავინგა ნახევარფინალში ყველაზე ახალგაზრდა საგოლე გადაცემის ავტორია.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 63 485 მაყურებელი

რეალი - მანჩესტერ სიტი 1:1

გოლები: 1:0 ვინისიუსი (36), 1:1 დე ბრუინი (68)

გრილიშის მსგავს ქმედებაზე კი არა თავის მიდებაზე აძევებენ ხალხს და ამან არც გააყვთლა - ანუ ასეთი რეაქცია სწორი იყო მხრით თამაშზე? (ჯარიმა არ დაუნიშნავს და ე.ი კარვახალმა წესების დაცვით ითამაშა). კი ბატონო პენალტები ასეთ დროს არ იდება და სწორია, მაგრამ ვარზე როგორ არაფერი გადაამოწმა? ან სილვას დაბიჯება უკნიდან, ან მთელი გუნდი რომ აუტს ყვირის და ეს საკვანძო მომენტია. ხომ დადასტურდა რომ გადასული იყო, ხომ გახდა სალაპარაკო. მსაჯს მეტი რა ევალება გარდა სეორად განსჯის და ამის ქმედება იგივე იყო ექიმს რომ კატეს პასუხები ქონდეს და არ ნახოს ისე დაწეროს დაბიშნულება.
David
ეგეთი მომენტი მიდებულ ხელზე პენალტი არ ინიშნება ასე რომ არ იყო მანდ პენალტი, მარა აშკარად საწითლოები იყვნენ კარვახალი და კროოსი...
მამუკა
გრილიშის ეპიზოდზე ჯარიმა რომ ყოფილიყო ულაპარაკოდ პენალტს დადებდა რეალის კარში, აი გრილიშის არასპორტული ქცევა კი ნამდვილად ყვითელს იმსახურებდა, კარვახალი ჩვეულებრივად მივიდა ხელი გაუწოდა ასადგომად, რისი თქმა გინდა რომ აუტი არ იყო?
რამოსი
მსაჯი აშკარად სიტის მხარეს იყო საჯარიმოში ხელზე 2ჯერ მოხვდათ და პენალი არ დანიშნა კაი პენალს არ ნიშნავ არ ნიშნავ ხელზე მოხვდა და კუთხურზე გადავიდა... არ ჩააწოდებინა კუთხური.. წამოვიდა ბურთი გადავიდა აუტზე ვერ დაინახა აუტი..და გოლიც გავიდა. ამაზე მეტი მიდგომა რაღა უნდა იყოს საყვითლე ვინც იყო არ აძლევდა. ფაქტია რომ ყელში აქვთ რეალის გამარჯვებები და უნდათ სიტის გამარჯვება მაგრამ ისიც ხო ფაქტია რომ რეალი არაა სუსტი და დამანგრეველმა სიტიმ ვერაფერი დააკლო სამეფო კლუბს.. ოსასუნასთან მძიმე მატჩი ქონდათ ლომებს ერთი კვირის თავზე უფრო დასვენებულ და უფრო ყოჩაღ სამეფო გუნდს ვნახავთ სიტის გამოგდება რეალს შეუძლია ჰალანდიც ისე ამოკეტეს ფეხი არ გაანძრევინეს.. ბოლო ბოლო კაშიათი აპირებდნენ მის შეჩერებას და ალაბა და რუდიგერი როგორ ვერ გაანეტრალებდა ))))))
ნოდო
რა არი ცხოვრება რეალის ფანობა ასე მასინაც რო აღშფოთდეთ როცა წესის დარღვევიტ გატანილ გოლს გითვლიან ცხოვრება უფრო უკეტესი გახდება პირველ ტაიმში გუნდოგანის ეპიზოდი არ იყო საყვიტლე? კამავინგას საჯარიმოს ხაზტან დარღვევა არ იყო? გრილიში რო მიანარცხა რეკლამის ბანერს ეგ არ იყო საყვიტლე? რაც შეეხება გუნდოგანის ეპიზოდს ტამასი ზუსტად 3 წუტი იყო გაჩერებული არ დამეზარა და გადავახვიე იქ კიდე 1 წუთი პატარ პატარა გაჩერებები მინიმუმ მსაჯს 4 წუტი უნდა დაემატებინა მან კი 2 დაამატა მხოლოდ
ნოდო
ეს იცი როგორი კომენტარია სათქმელი რო მეტი არაფერი გაქ 2 ევროპულ ქვეყნის კლუბში აუცილებლად იქნება 1 ფეხბურტელი ევროპელი მსაჯის თანამემამულე მითუმეტეს განაცხადი ერთ გუნდს 22 კაცი ყავს ანუ სულ 44 ფეხბურტელი და უეფა დაჯდეს და ასე არჩიოს მსაჯი? და როცა რონალდოს დროს იყო პორტუგალიელი მსაჯი იმ თამაშების ანგარიშს რა ვუყოთ? ხო ხედავ როგორ აიბლანდე საკუტარ აგსურდსი
იკას
იკას ; შენ ფეხბურთის ყურება ახლა დაიწყე?მერე რა რომ მიწას არ შეხებია ჰაერში გადაკვეთა ბურთმა ხაზი რამე წესები შეიცვალა და მე არ ვიცი? საიდან მოგაქვთ ასეთი ბაჯაღლო აზრები? და მეორე რაც ვაროს სისტემა დაინერგა ნებისმიერი ეპიზოდი სადაც დაირღვა საფეხბურთო წესი და რომელიც გოლზე ახდენს გავლენას ვარი გოლს აუქმებს! ყოველთვის ასე იყო

VAR რისთვის ავრსებობს ვერ გავიგე, სიტის გოლამდე რეალის პროტესტების კასკადი იყო, გოლის დროს საერთოდ აუტზე აპელირებდნენ და გაჩერდნენ კიდეც. არ ვიცი იყო თუ არა, მაგრამ გადაამოწმე რა და აჩვენე კიდეც, რომ გაურკვევლობა არ დარჩეს, ხომ ფაქტია რომ სადაო ეპიზოდიაა ბურთთან ახლოს მყოფებისთვის და მსაჯმა როგორ დაინახა ასე ზუსტად ცენტრიდან? ასეთ მაგარ თამაშს არ უნდა დარჩეს ასეთი ეპიზოდი ლაქად. მოკლედ სხვა მატჩებმაც ბევრმა აჩვენა რომ VAR ხშირად უძლურია მაინც მსაჯის ხუშტურზეა ბევრი რამ, ხან მოწინააღმდეგის კართან 1 წუთის წინანდელს ამოწმებენ და ხან საგოლეს წამოწყების სადაო ეპიზოდსაც არა.
123
შენ ალბათ შარშან რეალი-პსჟ მატჩი არ გინახია.
ika
ბურთი მიწას არ შეხებია. და არც კონკრეტულ ეპიზოდთან არის დაკავშირებული ნახევარი საათის უკან გადასული ბურთი.ვარზე ამოწმებენ კონკრეტულ ეპიზოდებს და არა ეპიზოდამდე გავლენა რა მომენტს ქონდა.მასე თითოეულ დეტალს თუ ყურადღება მიექცევა ფეხბურთი აღარ იქნება. ბევრი შეცდომის შედეგად გადასული კუთხურიდან გატანილი გოლები ყოფილა. ასერო მსაჯები ბურთი სად გადავიდა მაგას არ ამოწმებენ. თან ბურთი მიწაზე არ ყოფილა. ჰაერიდან შემოაგდო. მასე ვინისიუსის გოლამდე შეამოწმებდნენ საიდან და როგორ დაიწყო შეტევა და შეიძლება დარღვევა აღმოეჩინათ სადმე.
სიმართლე
გუშინ თავიდან მაგრად დაწყო სიტიმ მაგრამ მერე რეალმა დაჩაგრა!!!მსაჯმა ბევრი შეცდომები დაუშვა გოლის ეპიზოდში ბურთი აუტზე გადავიდა და გოლი ჩათვალეს რას აკეთებს ვარი რისთვის აქვთ ვერ წარმომიდგენია ესე მგონია რეალს მაგრად ყავს გადაკიდებული უეფა!!!!!3 ჯერ პენალი შესაზლებელი იყო დანიშნულიყო მაგრამ რეეალი დაიჩაგრა.....
გიგა
მართალია მის შეცდომას მოყვა გოლი რეალის კარში, მაგრამ მაინც რა მაგარი ბიჭია კამავინგა.
sormona
კაი ხანია ასეთი კარგი თამაში არ მინახავს
leqso
როგორც იქნა ნამდვილი ფეხბურთს ვუყურთ,უმაღლესი კლასის,ნამდვილი ვასკვლავი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების შესრულებით.ისე ჩავერთეთ ნაპოლის და მისი ეზოს,პრიმიტიული ფეხბურთის ისტერიაში ლამის ფეხბურთის ჭეშმარიტებად ვიწამეთ,ხოლო საქართველოსა და ნიგერიაში კვარა- ოსიმენას დუეტი ლამის მოვლენად შერაცხეთ, ერთს მარადონას მეორეს ლამის პელეს ვადარებთ. იმედია ცოტა მაინც ჩაფიქთებიან ჩვენი, ფეხბურთის პატრიოტი- ზნატაკები, ხვიჩას ასე უაპელაციო რომ ურჩევენ ნაპოლის დატოვებას და რეალში გადასვლას.....საინტერესოა იქ ვის მაგივრად უნდა ითამაშოს იმ გიჟური ტემპით და პრესინგის პირობებში....
321
შემოგდებული ბურთი არ ითვლება გადასულად. მსოფლიოზეც მასეთი გადასული გოლი ჩაითვალა. მაინც ჩაითვლებოდა. ზოგადად ყველა საგოლე ეპიზოდი რო მოწმდებოდეს, რეალს 4 ან 5 ლიგის მეტი არ ექნებოდა. მოწმდება კონკრეტული ეპიზოდები და არა ნაბიჯ ნაბიჯ მეკარედან განხილულები.
Roni
Ramdeni dislaiqi gaqvs )) msoplio mepeebs ramdeni mteri yavs.. eg araferi liverpulis gzas daadgeba sitic... hala madriiid
შეტევა
ორივე მაგარი გოლი იყო!
PSG
შემდეგ წელს პსჟ_ს და მბაპეს წელი იქნება. ასე რო "დიდო კლუბებო" დროებით გიხაროდეთ.
მამუკა
პორტუგალიელი მსაჯი და ორი პორტუგალიელი სიტიში და გასკვირი არ არის რომ უმნიშვნელო მომენტებში სიტის მიემხრო, ისე რუნი ყოფილა ექსპერტთა ექსპერტი, სასწაულად გაანადგურა სიტიმ რეალი
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
გამოცდილი ნახევარმცველი შეიძლება პსჟ-ში პორტუგალიურ დიასპორას შეუერთდეს
როდრიგომ ოპერაცია გაიკეთა და მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს
[VIDEO] დრამა "ბალაიდოსზე" - "რეალმა" "სელტა" ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის
"პრემიერლიგის მოგება ყველაზე რთული რამაა. თუ კიდევ ქულებს დავკარგავთ, ყველაფერი დასრულდება" - პეპ გვარდიოლა
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] ვალვერდემ დონარუმა სამჯერ დაამწუხრა - "სპორტინგი" ნორვეგიაში განადგურდა
[VIDEO] სეზონის საუკეთესო გოლი? - გიულერმა 70 მეტრიდან გაიტანა
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ