საქართველოს 7-კაცა ნაკრები, ზაფხულში გასამართ ოფიციალურ ჩემპიონატამდე საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც ორ მოსამზადებელ ტურნირს ითამაშებს.

გუნდი პარიზში 15 მაისს გაფრინდა, სადაც 17-18-ში პარიზის „ცენტრალ 7“-ს ითამაშებს, რის შემდეგაც ტურში გადაინაცვლებს და 26-28 მაისს ტურის 7-კაცაში მოსინჯავს ძალებს.

საფრანგეთში გუნდი 13 მოთამაშით გაემგზავრა. პარიზის ტურნირის შემდეგ, 23 მაისს მათ "შავი ლომიდან" ლაშა ლომიძე და სოსო მათიაშვილი შეუერთდება.

„განსაკუთრებული წელიწადი გველის, რადგან ზაფხულში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი ეტაპის გარდა, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირსაც ვთამაშობთ. ჩვენი სურვილია, რომ გავხდეთ პირველი გუნდი საქართველოდან, რომელიც ოლიმპიადის საგზურს მოიპოვებს, თუმცა კარგად ვიცით, რომ ძალიან ძლიერი კონკურენტები გვეყოლება, რომლებიც რეგულარულად თამაშობენ მსოფლიო სერიებს. ირლანდიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ესპანეთმა და გერმანიამ ამ შაბათ-კვირასაც ითამაშეს საფრანგეთში და დიდი გამოცდილება შეიძინეს, მაგრამ ეს არ გვაშინებს და ჩვენსას ვეცდებით“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე და განაგრძობს:

„კარგი 4-დღიანი შეკრება გვქონდა. ჩვენი მოთამაშეები 15-კაცა რაგბიდან 7-კაცაზე უნდა გადმოერთონ, სადაც სხვა სისწრაფეებია და მოსამზადებელი ტურნირები სწორედ ამაში დაგვეხმარება. პარიზის ტურნირის შემდეგ დაგვემატებიან ლაშა ლომიძე და სოსო მათიაშვილი, რომლებიც ტურში ითამაშებენ“.

საქართველოს 7-კაცას 9-11 ივნისს რაგბის ევროპის ჩემპიონატის პირველი, ალგარვეს (პორტუგალია) ეტაპი ელის, მეორე ეტაპს კი 7-9 ივლისს ჰამბურგი (გერმანია) უმასპინძლებს. მათ შორის, 25-27 ივნისს საქართველოს 7-კაცას პოლონეთის ქალაქ კრაკოვში 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირი ელის.

პარიზისა და ტურის 7-კაცა ტურნირზე მიემგზავრებიან:

სერგი ჩხაიძე (ყოჩები), ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), ლევან ნარიმანიძე (ხარები), ირაკლი სიმსივე (აია), გიორგი ჯობავა (ხვამლი), თემურ კოხოძე (აია), ლაშა კაკაურიძე (ხვამლი), საბა კურტანიძე (ხვამლი), ბექა გელხვიძე (ლელო), არჩილ აბესაძე (ლელო), ნიკა თეზელაშვილი (ყოჩები), გიორგი კურტანიძე (ლელო), გაგა ქევხიშვილი (ლელო).

მოგვიანებით შეუერთდებიან: სოსო მათიაშვილი (აკადემია), ლაშა ლომიძე (აია)

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

Rugby.ge

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე