საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის მატჩებისთვის შეკრებას იწყებს. მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, კვიპროსისა და შოტლანდიის ნაკრებებს ვესტუმრებით. ამასთან დაკავშირებით, "ჯვაროსნების" მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა:

- არ ვიცი, რამდენად იქონიებს თამაშზე გავლენას ის ფაქტი, რომ კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა; ანაც ის, რომ მათ მარცხი აქვთ. საკუთარ თამაშზე უნდა ვიფიქროთ და სრული კონცენტრაცია მოვახერხოთ, ვითამაშოთ ისე, როგორც მეორე ტაიმში ნორვეგიელთა წინააღმდეგ!..

აღვნიშნავ, რომ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მთელი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპამ უნდა დაინახოს, რომ მსგავსი ტურნირების შესაბამისად ჩატარება შეგვიძლია. მოთამაშეების გადანაწილებასთან დაკავშირებით არაერთი მოსაზრება დაფიქსირდა. ფეხბურთის ფედერაციასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და მსგავს საკითხებზე ერთად ვმსჯელობთ. ახლაც მოხდა ახალგაზრდული ნაკრებისთვის მოთამაშეების დათმობა - საზონოვი, წიტაიშვილი, სიგუა... 21-წლამდელთა ნაკრებს ფეხბურთელები კვლავ შეუერთდებიან, თუმცა შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ და არა კვიპროსის.

გველესიანს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით და გამოვიძახეთ. ვიცი, ბევრს მიაჩნია, რომ ის უფრო ადრე უნდა გამოგვეძახებინა, თუმცა ვფიქრობთ, ის ახლაა მზად, ეროვნულ ნაკრებს დაეხმაროს.

მატჩის წინ ტაქტიკას არ ვამხელ. ნორვეგიასთან მეორე ტაიმში ორი ფორვარდით თამაშმა გაამართლა, თუმცა აქ, ტაქტიკაზე მეტად, ჩვენი დამოკიდებულებების დამსახურება იყო. კვიპროსი და შოტლანდია განსხვავებული გუნდები არიან და მატჩის წინ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ რა სქემით უნდა ვითამაშოთ.

ნორვეგიის ნაკრებთან უფრო ერთი ქულა მოვიპოვეთ, ვიდრე ორი დავკარგეთ. შარშან ივნისში ვთქვი, რომ "ერთა ლიგაზე" ოთხივე შეხვედრაში გამარჯვებას ვგეგმავდი. მაშინ ამ პროგნოზმა გაამართლა, ახლა კი არ მინდა, ვარაუდებში შევცდე. მთავარია, შესარჩევ ეტაპზე ისე ვითამაშოთ, როგორც ეს ნორვეგიასთან მეორე 45 წუთში იყო.

გასვლაზე ზედიზედ ორი მატჩის ჩატარება იოლი არაა, ბევრი მგზავრობა გვიწევს. თუმცა ასეთია კალენდარი და ამაზე არ ვფიქრობთ. მნიშვნელოვანია, როცა ფეხბურთელები შეკრებაზე კარგი განწყობით ჩამოდიან და იმედი მაქვს, ამ განწყობას გუნდში გაავრცელებენ. ძალიან ვამაყობ, რომ რამდენიმე ფეხბურთელს წარმატებული სეზონი ჰქონდა!..

ივნისში საკმაოდ რთულია იმის განსაზღვრა, თუ ვინ როგორ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება. მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან დატვირთული და მძიმე სეზონი აქვს გამოვლილი. ფეხბურთელები შეიკრიბებიან და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ.

სურვილები კარგია, თუმცა ამისთვის აუცილებელია, ბევრი ვიშრომოთ, ვივარჯიშოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ხუთივე ნაკრებს ეს მიზნები აქვს, სამი კი იმედგაცრუებული დარჩება.

მაროკოსთან ამხანაგურ მატჩში დაცვაში შეცდომები იყო, თუმცა იქ ბევრი მოთამაშე გვაკლდა და ოპტიმალური შემადგენლობით არ ვიყავით. ნორვეგიასთანაც იყო პრობლემები და არამხოლოდ დაცვაში. როცა დაცვაზე ვსაუბრობთ, ამაში მთელი გუნდი უნდა იყოს ჩართული. კაშიას თამაშით კმაყოფილი ვარ. უშეცდომოდ არავინ თამაშობს. თუ ბოლომდე დავიხარჯებით, ჩვენს კარში გოლის გატანა საკმაოდ რთული იქნება.

მიქაუტაძემ შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა. საქმე არა მხოლოდ გოლებში, არამედ მიდგომებსა და დისციპლინაშია. მას უფრო ძლიერ გუნდში თამაშიც შეუძლია. მთავარია, სადაც იქნება, სათამაშო დრო ჰქონდეს და ამით ნაკრებსაც წაადგება.

bujanga
ყვლამ კარგად იცით რომ ხვიჩას შარშანდელი წლის მერე ფაქტიურად არც დაუსვენია ნორმალურად..მტელი წეთუ არ ჩავთლით იმ თვენახევრს წელის პრობლემებზე რომ მკურნალობდა...არ დაგვაიწყდეს რომ ჯერ 22 წლისაა და გაფრთხილება ჭირდება..რომ ბიჭი ფიზიკურად არ გადაიგალოს არ გადაიწვას..ამ ორი მნიშვნელოვანი მატჩის შემდგე აცილებლად უნდა მიეცეს საფუძვლანად დასვენების საშუალება...და შემდგე კიდევ ნაპოლის ახალ რეალობასთან ადაპტირება..ახალ ფეხბრთელებთან შეთამაშება..კიმის და ოსიმენის ტუნდაც ზელინსკის წასვლა..არც თუ დადებითად იმოქმედებს თამაშის ხარისხზე...იქნებ ახალმა მწევრთნელმა ხვიჩა ახალ პოზიციაზეც მოსინჯოს..ამიტომ მიმაჩნია რომ..ახალგაზრდულის თამაშებიტ არ უნდა დაიტვირთოს..
dato
ხვიჩას რა დაღლიდა 18 მარტის მერე არაფერი უკეთებია და რას ამბობ ?
ფეოლა
როგორი ფეხბურთელია გამოჩნდება, მაგრამ ერთი რაც ვიცი პენალტების ურტყავს კარგად და შეიძლება ამ მხრივ გამოყენება.
kai too
ხვიჩა ორი თვეა კვირაში ერთ თამაშს თამაშობდა,თანაც ჩემპიონატი მოგებული უკვე ქონდა.როგორ უნდა გადაიღალოს 22 წლის ბიჭი ფაქტობრივად ამხანაგურ თამაშებში.ასევე იყვნენ სხვებიც გარდა დავითაშვილის და მიქაუტაძესი.ორი კვირაა დაღჩენილი და ერთი კვირა დასვენება არ ეყოფათ?
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
ძაან ზედმეტი წარმოდგენა გექმნება ამ გუნდზე. კვარაცხელია და მამარდაშვილი მოაცილე ამ გუნდს და კვიპროსის დონის ნაკრები გვყავს. ასე რომ ვაის რაც შეეხება ვაისიც გაიყვანდა გუნდს ევროპაზე კვარაცხელია რო ყოლოდა. მე პირადად ამ სანიოლის ვერაფერს ვერ ვხედავ რითი ჯობია ვაის. ერთი იმით ჯობი რო უმართლებს და კვარაცხელია თითქმის სულ ყავს
ღამენათევი
ჰო, გადაღლილები არიან, თანაც წუხანდელი ღამენათევი. ემანდ მოედანზე არ ჩაეძინოთ.))) თუ მაგის მეტი არ შეუძლიათ, შევიდნენ ქადრაკზე. სანიოლი წონასწარ იზღვევს თავს.
rrr
გამაგიჟებენ ესენი, კი მარა თუ ევრიოპაზე ან მსოფლიოზე გავალთ ივნისში არ იქნება ეს თამაშები? და თუ მაგ დროს ძალაგამოცლილები ვიქნებით რა ჯანდაბა გვინდა იქ?
დედას გორჯისტანა
თუ კვიპროსთან 5:0 არ გაქვს პრეტენზია, მაშინ სადღა მიდიხარ და რა გინდა საერთოდ ამ მგელივით ბიჭებისაგან. ბევრი ნაკრების მწვრთნელი ინატრებდს ესეთ ფეხბურთელებს. კარგი მწვრთნელის ხელში შოტლანდია უბრალოდ უნდა შეჭამონ. სამწუხაროდ ვაისის დონეა.
შახრუდინი
რა მაფიაა ჯიგარი ხარ
შახრუდინი
შახაბასიც ხარ და თემურლენგიც ყარაბახის მეკარე ვარ შახრუდინი რამე არ შეგეშალოს!ან რამდენი დისლაიქი მაქ ხალხნო რა გჭირთ???შოტლანდიასთან იდეალური დავწერე!!!კვიპროსთან კიდე ვათამაშებ ბიჭებს ვინც მაგათ ჩემპიონატშია!!!!მაინც მოვუგებთ.ჩაკვე ორივე თამაშს ითამაშებს ოღონდ მეორე ტაიმში გამოვა
ნუკრი
კვიპროსთან თუ ამ შემადგენლობით მოგებას არ გეგმავს მწვრთნელი,საერთოდ რაზე ვსაუბრობთ.გასაგებია,სეზონის ბოლოა,მერე სეზონის დასაწყისი იქნება და ასე იქნება სულ,ეს არაფრის მიზეზი არ არის,ეს თავის გამართლებაა.მარტო მაისურზე ლოზუნგის დაწერა საქმეს არ შველის,ეს ლოზუნგი გულში უნდა ენთოს და გამარჯვებისკენ უნდა წაიყვანოს ბიჭები.და ამჯერად მჯერა ასეც იქნება.წარმატებები ჩვენს ნაკრებს ამ თამაშებში და მომავალში!!!
რა მაფიაა?
მართალი გითხრა ვერ გავიაზრე ვინ სად როგორ, მარა 28-0 ზე დისლაიქების ხათრით ლაიქი ჩემგან ))
გიზოგ
ავსა კაცსა ავი სიტყვა................
Vasili
ეხლა ჩვენ თვითონვე არ უნდა მოვიგონოთ მიზეზები! იმას ყელი ტკივა, ამას ფუა ტკივა, ის შეყვარებულმა გააბლაზა./ კარგით რა, ადრე ვწუწუნებდით ნეტა როდის მოვა ის დრო რომ ნაკრების თამაშებია წინ ყველა წამყვანი ფეხბურთელი იყოს ჯანმრთელი და ფორმაშიო, ხოდა ეხლა დადგა ეგ დროც და ეხლა იმას წუწუნებენ უი, ესენი გადაღლილები იქნებიანო და რა ვუყოთ ხო არ დავასვენოთო? / თქვენ ბიძია ცოტა ჩამოყალიბდით ამ ცხოვრებქში რა გინდათ? / კი ბატონო დიდი ოფლის ღვრა მოიწიათ მთელი სეზონი ბიჭებს , მაგრამ ეს სპორტია ! სპორტი! ამ საქმეს სიამოვნებით აკეთებენ და ყველა ჩატარებული თქმაშის შდეგ სხეილის აღდგენა და რეაბილიტქცია ხდება, მაინცდამაინც ტიტველ ქალებთან უმდა დაინახოთ სადღქც იახტქზე რომ ჩათვალოთ დაისვენაა? ხვიჩიკოს რომ არ მოეგო იტალია და ტიტული ვერ მიეღო , დარწმუნებული ვარ დასვემებაზე არავინ იფიქრებდა, აი მაგალითად მიქაუტაძე მე არსად წამიკითხია და მომისმენია რომ ამ მარათონული სეზონის შემდეგ გადაღლილია და დასვენება უნდა./ ნუ მოკლედ აცადეთ რა ამ ბიჭებს თავის საქმე აკეთონ, თუ ვერ ირბენენ იარაღს არავინ ადებს შუბლზე, შეცვლიან და ეგ იქნება და ეგ! და უბრალოდ დაჰექი და უგულშემატკივრე შენ ნაკრებს!
Gel-100
Oee shaxrudini xar tu shahabasi sadauri xar??tu kvipross balelshikob pirdapir tqvi,,an vin gkitxa shemadgenlobis shercheva da tu shen azrs gamotqvam mashin daasabute kviprostan rato unda gamovides nakrebi am shemadgenlobit?? Imitom xom ara ro ver movigot da mere ufro tamamad moitxovot chveni liderebis axalgazrdulshi gashveba??da bolos chakve sadme mainc dageyenebina nutu 22 kacshi veravis jobia
Lobotka
ჩემ მოკრძალებულ აზრს ვიტყვი: ამ ორ თამაშში ავიღებთ მაქსიმუმ 2 ქულას, ამიტომ ჯობდა ახალგაზრდულის სასტავი თავიდამვე იქ წასულიყო. პირველი თამაში პორტუგალიასთან აუცილებლად უნდა მოვიგოთ!!!
ჟანა დარკი.
სახრუდინა, ჩაკვე?
შახრუდინი
კვიპროსთან 3 მცველით შოტლანდიასთან 4 მამარდაშვილი გოჩოლეიშვილი კაშია კვირკველია აზაროვი კიტეიშვილი გაგნიძე კვეკვესკირი ხვიჩა ჟორჟიკა ზურიკო ეს შოტლანდიასთან ქეცბასთან ლორია კაშია დვალი გველესიანი კვეკვე გაგნო კაკაბა აზაროვი ლობჟანიძე ხვიჩა ქვილითაია
შახრუდინი
4 ქულა იყოს და ვინ ჩივის?
kaka
კარგი ჯახი იქნება ვინც კარგატ იტამასებს იმან გაიმარჯვოს
რაბუ
6 ქულა ამ ორ თამაშში თუ რამეზე გვაქვს პრეტენზია
დავით
ხიზანას მოადგილე
ggg
ახალგაზრდულის საქმე ისევ ჰაერშია.
G.LA
შოტლანდიაში რომ ჩავალთ იქ უთხრათ რომ საჩვენო 3 ქულა მათ მისცეს და ავართვათ. შოტლადიაში არ მოგვიგია და ახლა მოუგოთ. მერე ესპანელები რომ ჩამოვლენ უთხრათ ჩვენი 3 ქულა დატოვეთო და იმათაც მოვუგოთ. DDD
Mate
გამოჩნდება . იმედია დრო მიეცემა. ძაან მაინტერესებს რას თამაშობს
მწვრთნელი
არ ვჩხუბობ! სართოდ ვამბობ, სათუოდ არ უნდა გაიხადოს საქმე! შემადგენლობას, რომ შეხედო ოპტიმალურია, საერთოდ როდის შეიკრიბა ასეთი შემადგენლობა აღარც მახსოვს! სანიოლმა კარგად იცის, რაც უნდა გააკეთოს ამ თამაშებში! შეიძლება თარგმანიც არ იყო ზუსტი "თუს' შემთხვევაში! ერთია სათქმელი, რომ უკვე დროა ჩამოაყალიბოს თამაშის სტილი და კორექტორება შეიტანოს ზუსტი და დროული შეცვლებით! წაგებით ყველა აგებს სუსტიც და ძლიერიც ამაში არ არის პრობლემა!
beqa
ესპანეთმა როგორ დათმო შოტლანდიასთან ჩვენთან მოეცა ეგ სამი ქულა :))
პროფესტო
გველესიანი არის ძალიან ძლიერი ფეხბურთელი!
მწვრთნელს
არასწორად ჩხუბობთ. ადამიანი ამბობს, შეგვიძლია წარმატება, ნორვეგიასთან მეორე ტაიმში როგორც ვითამაშეთო და ეს თუ იმას ნიშნავს, თუ არ გვექნება წარმატება, ე.ი. სათანადოდ არ გვიბრძოლია
მწვრთნელი
რას ქვია "თუ ბოლომდე დავიხარჯებით"! თუ კი არა ყველა ვინც გამოვა სათამაშოდ უნდა დაიხარჯოს და შემადგენლობა უდა შეირჩეს მებრძოლი, რომ გოჯი არ დაუთმონ მოედანზე! არ არის იოლი თამაშები, მაგრამ თუ წაგებაა ბრძოლაში უნდა წააგო ნაკრებმა! სხვანაირად როგორ აბა!?
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ