ქართველი რეფერი გიგა მშვენიერაძე საერთაშორისო ასპარეზზე ერთი ნაბიჯით დაწინაურდა.

შარშან ის რაგბი ევროპამ 7-კაცას კონფერენც დივიზიონის სამსაჯოდ მიიწვია. გიგამ ამოცანას თავი კარგად გაართვა და ფინალის მსაჯობაც ანდეს, წელს კი უფრო მაღალ დონეზე, ალაფაზე მიიწვიეს, რომელსაც 16-18 ივნისს ზაგრები (ხორვატია) უმასპინძლებს.

„ამ დანიშვნამ ძალიან გამახარა. შარშან კონფერენც დივიზიონში ამოცანას კარგად გავართვი თავი და ვფიქრობ, ეს მიწვევა ამის გამოძახილია. მართალია, საკუთარ თავს უფრო 15-კაცა რაგბიში ვხედავ, 7-კაცას კი განსხვავებული სპეციფიკა აქვს, მაგრამ საერთაშორისო თამაშები გამოცდილების დაგროვებაში მეხმარება. შევეცდები, ხორვატიაში თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო და სამომავლოდ უფრო მაღალ დონეზე, ჩემპიონატზე ავიდე“ – აღნიშნავს მშვენიერაძე, რომელიც შარშან შემოდგომაზე რაგბი ევროპის სუპერთასის მატჩებზეც იყო მიწვეული ქართულ სამსაჯო ბრიგადასთან ერთად.

სასიხარულოა, რომ ქართული სამსაჯო კორპუსი სულ უფრო ვითარდება და ჩვენი მსაჯები სულ უფრო და უფრო მაღალი დონის დანიშვნებს იღებენ: ნიკა ამაშუკელი მსოფლიოს 12 საუკეთესო მსაჯს შორისაა და გახდება პირველი მსაჯი ტიერ2 ქვეყნიდან, რომელიც მსოფლიო თასზე იმსაჯებს; სულხან ჩიხლაძე წელსაც მიიწვიეს 7-კაცას რაგბი ევროპის ჩემპიონატზე და ბონუსად ახლად დაარსებულ, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირსაც იმსაჯებს; ნინო ელოშვილი პირველი ქართველი ქალი მსაჯია, რომელიც რაგბი ევროპის 7-ქალას ჩემპიონატზე იმსაჯებს; მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფაზეა მიწვეული საბა აბულაშვილი.

„ქართული რაგბის, სამსაჯო კორპუსის და ჩვენი შრომის შედეგად, ქართველმა მსაჯებმა საერთაშორისო ტურნირებში გავიდგით ფეხი, რაც ძალიან კარგია როგორც პირადად ჩვენთვის, ასევე ქართული რაგბის განვითარებისთვის. ამაში ასევე უდიდესი წვლილი მიუძღვის დევიდ მაკქიუს, რომელმაც ჩვენს შრომას მიმართულება მისცა და მიზანი დაგვისახა“ – ამბობს გიგა მშვენიერაძე.

Rugby.ge

რეგიონული ლიგა | "არწივები" პირველ ლიგაში აღზევდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ჰაკიმის რეკორდი - არცერთ მცველს მსგავსი სტატისტიკა არასდროს ჰქონია
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ