Apple-მა, Adidas-მა და MLS-ის ხელმძღვანელობამ ლიონელ მესის მაიამის "ინტერში" გადასვლაში უდიდესი როლი შეასრულეს.

ცნობილმა გამომცემლობა The Athletic-მა რამდენიმე პუნქტი დაასახელა, რის გამოც არგენტინელმა ამერიკას მიაშურა და არა "ბარსელონას" ან საუდის არაბეთს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Apple-მა MLS-ის სეზონის გაშუქებიდან მიღებული შემოსავლიდან წილის დათმობა გადაწყვიტა. უფრო ვრცლად რომ აგიხსნათ, 2022 წელს მხარეებს შორის 10 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რის შემდეგაც ლიგის ყველა მატჩის გაშუქებისთვის გიგანტურმა კომპანიამ და აწ უკვე ვარსკვლავურმა ლიგამ ერთმანეთთან კონტრაქტი გააფორმეს 250 მილიონი დოლარის სანაცვლოდ.

სეზონის დაწყებამდე მთლიანი სათამაშო წლის ყურებისთვის მომხმარებელს 99$ უნდა გადაეხადა (თვეში 14.99$), საიდანაც შემოსულ წილს არგენტინელიც მიიღებს.

ამასთან ერთად, Apple TV+-მა დააანონსა, რომ ლეოზე 4-ეპიზოდიან დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ, რომელიც ძირითადად ფოკუსირებული კატარი 2022-ზე იქნება (არგენტინა გახდა ჩემპიონი).

მეორე მხრივ, ცნობილი ბრენდი Adidas-ი უკვე დიდი ხანია, რაც ფეხბურთელის სპონსორია. ასევე ისინი მზად არიან, რომ MLS-ის მასშტაბით გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი დათმონ, ეს მაჩვენებელი კი ძალიან მაღალი იქნება, რადგან ამერიკული ლიგის სპონსორი სწორედ Adidas-ია (29-ვე გუნდის).

რაც შეეხება Athletic-ის 3 მიზეზს:

- "ადიდასის" მაისურების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი

- Apple tv Season pass-ისგან მიღებული შემოსავლის ნაწილი

- კარიერის დასრულების შემდეგ კლუბის წილის შეძენის შესაძლებლობა

ზაზა
უდიდესი ფეხბურთელი იყო, მაგრამ კაცობის არაფერი არ ეცხო
დავიდუსი
რა გააკეთა მესიმ არა კაცური? ბარსამ რეალურად ვერ დაიმატა, ფულის ღორი რომ ყოფილიყო არაბეთში წავიდოდა? ინტერმაიამში რომ გადავიდოდა ბოლოს, ჯერ კიდევ ბარსაში თამაშის დროს ამბობდა! რაც შეეხება მარადონას, უდიდესი ფეხბურთელი იყო, მე მესი მირჩევნია, მაგრამ ამერიკაში არ უშვებდენ ნარკოტიკების გულიზა და არა იმიტომ ჩეგევარა რომ ეხატა!
878
მერე? კომუნისტები რომ უყვარდა მაგიტომაა მესიზე მაგარი? თან ჩეგევარა ეხატა და თან ბურჟუას ცხოვრებით ცხოვრობდა, კოკაინში იხრჩობოდა, ღორივით ჭამდა, ქალებს ნასკებივით იცვლიდა.ასეთი ცხოვრების წესი ჯობია თუ იყო მეოჯახე, გყავდეს ცოლად ბავშობის სიყვარული და ზრდიდე შვილებს, ოჯახში.
Giusha3232
დიდი დიეგო კაცი იყო,! ცხონებული.
მამუკა
მაიამიში ინგლისური რომც არ იცოდე ესპანურით გაიტან თავს ჩვეულებრივ, უმრავლესობა ესპანურად უფრო კარგად საუბრობს ვიდრე ინგლისურად. პ.ს. მესის ფანი არ ვარ, ისე გიპასუხე შენ კომენტზე
ავთო
ამიტომაც არ უნდა შეედაროს მესი მარადონას. დიეგოს ამერიკის ტერიტორიაზე შესვლაც კი აკრძალული ქონდა. მხარზე ჩე გევარას გამოსახულებას ატარებდა და არა მარტო არგენტინის - ბოლივიის, ვენესუელას და ბოლივიის ეროვნული გმირი იყო.
ZK
მაიამიდან იჯარის წესით გადავა ბარსელონაში, სხვანაირად არ გამოდის მისი ბარსელონაში დაბრუნება. საღოლ ბეკჰემს))
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, მეტს გადაუხდიან, ვიდრე არაბები და ბარსელონა?
ქუთაისელი
მიზეზი #4. ინგლისური უნდა რომ ისწავლოს კარგად ;დ
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება