2014 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს 7-კაცა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპის ნახევარფინალშია!

წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატი ორ ეტაპად იმართება და პირველს პორტუგალია, ალგარვე მასპინძლობს. გუშინდელი დღე ჩვენი გუნდისთვის წარუმარებელი აღმოჩნდა. იტალიასთან 14:0 დაწინაურების შემდეგ, ორი ჩვენი მოთამაშე დაშავდა, რამაც გუნდზე უარყოფითად იმოქმედა და ფაქტობრივად მოგებული შეხვედრა 14:17 დავთმეთ. მეორე თამაშში გერმანია სრულ უპირატესობას ფლობდა და 26:7 გაიმარჯვა.

მეორე დღის პირველ მატჩში მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს რუმინეთი დაემარცხებინა, თანაც ისე, რომ ჯგუფებში ორ საუკეთესო მესამეადგილოსანს შორის მოხვედრილიყო. ანგარიში პირრველსავე წუთზე გიორგი ჯობავამ გახსნა, რომელიც მცველს ჩვენი 22-იდან გამოექცა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, სერგი ჩხაიძემ კი გარდასახა. მეორე წუთზე ლაშა ლომიძემ ფეხით ითამაშა ჭკვიანურად, სოსო მათიაშვილმა კი მცველი აიყვანა და ჯობავას დროული პასით დუბლი შეასრულებინა. ტაიმის ბოლოს მათიაშვილმა თავად გაჭრა ხაზი და საქართველო 19:0 დააწინაურა.

მეორე ტაიმის დასაწყისში რუმინელებმა შეძლეს ერთი ლელოს გაქვითვა, თუმცა ჯობავამ მატჩის განახლებისთანავე თავისი მესამე ლელო მიითვალა და რუმინეთი 24:7 დავამარცხეთ. შედეგად, საქართველო თასის 1/4-ფინალში მერვე გუნდად გავიდა და ნახევარფინალში ესპანეთი შეხვდა.

მეტოქის პირველი მიძალების მოგერიების შემდეგ, გიორგი ჯობავამ ერთხელაც გაიბრწყინა, სამი მბოჭავი ერთი მეორეს მიყოლებით ჩამოიცილა და ძელებსშუა გატანილი ლელო სოსო მათიაშვილმა გარდასახა. ესპანეთმა მე-3 წუთზე მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, რაზეც საქართველომ ჩვენი 22-იდან დაწყებული ხელდახელ შეტევით უპასუხა, 10-მდე პასი გაკეთდა და ბექა გელხვიძემ ლელოთი დაგვაწინაურა. ტაიმის ბოლოს კვლავ შეუჩერებელი ჯობავას ჯერი დადგა, რომელმაც კარის წინ გაჭრა ხაზი და ირაკლი სიმსივემ გარდასახა – 19:7.

მეორე ტაიმი 2 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ესპანელები მოედანზე 2 წუთით კაცნაკლულები დარჩნენ. მეტობა ვერ გამოვიყენეთ და საფინალო სასტვენამდე 1 წუთით ადრე, ესპანეთმა ლელოთი ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანა, გარდასახვა კი ძელმა აისხლიტა. გადამწყვეტ წუთებში საქართველომ შეძლო ბურთის გაკონტროლება, საჭირო დროს მარცხენა ფრთაზე შეუტია და გაგა ქევხიშვილმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 24:12 და პირველად 9 წლის შემდეგ, საქართველო თასის ნახევარფინალშია.

ნახევარფინალური და ფინალური თამაშები ხვალ გაიმართება. საქართველო თასის ნახევარფინალში საფრაგეთს ერკინება. მეორე ნახევარფინალში ირლანდია დიდ ბრიტანეთს ეთამაშება.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის გარდა, წელს ჩვენს 7-კაცას 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპიც ელის, რომელსაც 25-27 ივნისს პოლონეთი, კრაკოვი უმასპინძლებს. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპი 7-9 ივლისს გერმანიაში, ჰამბურგში გაიმართება.

7-კაცას შემადგენლობა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე (ალგარვე):

ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), ბექა გელხვიძე (ლელო), საბა კურტანიძე (ხვამლი), ლაშა კაკაურიძე (ხვამლი), სერგი ჩხაიძე (ყოჩები), სოსო მათიაშვილი (შავი ლომი), გიორგი ჯობავა (ხვამლი), ალექსანდრე ტატიშვილი (ყოჩები), ირაკლი სიმსივე (აია), გაგა ქევხიშვილი (ლელო), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ლაშა ლომიძე (შავი ლომი), გიორგი კურტანიძე (ლელო).

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

Rugby.ge

Bs
ფინალიც დღეს ყოფილა. სად ვნახოთ შედეგები?
თენგაბი
ყოჩაღ ლომებო! 7-კაცაც ამოვქოქეთ. მოკლედ, სპორტში, რაც მაგრები ვართ, ქართველები ვყოფილვართ. წარმატებები ჩვენს ლომებს!
სოსო
ფინალშია,ფინალში!საფრანგეთს,14-7 მოვუგეთ!
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა