16-წლამდელთა ჩემპიონატის A ლიგაში, რომლის გამარჯვებულიც საქართველოს ჩემპიონის ტიტულს მიიღებს, რეგულარული ჩემპიონატი სრულდება. ჩასატარებელი 12 ტურიდან უმეტესობას 10-11 მატჩი აქვს გამართული. ჩვენ საკვანძო მომენტებზე შევაჩერებთ ყურადღებას – იქ, სადაც პლეი-ოფში გამსვლელი გუნდების ვინაობა უნდა გაირკვეს.

შეგახსენებთ, რომ თითოეული ჯგუფიდან მეოთხედფინალში 4-4 საუკეთესო გადის. A ჯგუფში "აკადემია" და "ოვერტაიმი" პლეი-ოფში გასულები არიან, ხოლო კიდევ 2 საგზურისთვის 3 გუნდი – "თბილისი ბასკეტი", "თელავი" და "დინამო" იბრძვიან. უპირატეს სიტუაციაში "თბილისი ბასკეტია", რომელსაც 10 მატჩიდან 6 მოგება აქვს მოპოვებული. თელაველებს და "დინამოს" კი 9-9 მატჩი აქვთ ჩატარებული და კახელებს "დინამოზე" ერთით მეტი – 5 მოგება აქვთ მოპოვებული.

B ჯგუფში სატურნირო თვალსაზრისით უაღრესად საინტერესო მატჩები დღეს გაიმართა. "ჰიუნდაის" და "რუსთავს" პლეი-ოფში თამაში გარანტირებული აქვთ, ხოლო დარჩენილი 2 საგზურისთვის "ზაზა", "ბრუკლინი" და "ქუთაისი" იბრძვიან. დღეს "ზაზას აკადემიამ" ქუთაისში მოიგო, რითაც უშუალო კონკურენტს პლეი-ოფში გასვლის შანსები ძალიან შეუმცირა, ხოლო "ბრუკლინმა" "ვინგსს" სძლია და მეოთხედფინალში გამსვლელ, მე-4 ადგილზე დამკვიდრდა.

"ბრუკლინზე" ერთი წაგებით ნაკლები აქვს "ქუთაისს", თუმცა ამ გუნდებს შორის ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ბრუკლინელებს აქვთ. "ქუთაისს" 2 მატჩი აქვს დარჩენილი ლიდერ "ჰიუნდაისთან" და მეორეზე მყოფ "რუსთავთან" და "ბრუკლინს" რომ პლეი-ოფში შეასწროს, ორივე მოგება სჭირდება.

GBF

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა