ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • სხვადასხვა
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

<p>საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:</p><p>"დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში. ამიტომ, მსურს, გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.</p><p>ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემს გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს."</p><p>შეგახსენებთ, 21-წლამდელთა ნაკრებს ეროვნული გუნდიდან ფეხბურთელები მეორე ტურისთვის უნდა შეუერთდნენ.</p><p><p><p><br></p>

  • მერაბი

    ვინც არ უნდა თქვას დაღლილობაზე მაინც ერთი ტაიმის ჩატარება კვარაცხელიასაც შეეძლო და მიქაუტაძესაც.ძალიან დიდი მინუსია ეს კვარაცხელიასთვის

  • ხასანა ძია

    ისე შენგელიასთან რომ ჰქონოდათ გასაუბრება პატრიოტიზმზე კარგი იქნებოდა ხვიჩასაც და გიორგისაც.

  • პატრიოტი

    თორნიკე შენგელიასავით ყველა გმირობას ვერ ჩაიდენს ...

  • სიმართლე უნდა ითქვას

    ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღეს. 2007-8 წლის სეზონზე მესიმ ოქროს ბურთი აიღო, იყო ბარსელონას და ეროვნული ნაკრების ძირითადი ფეხბურთელი, მაგრამ ახალგაზრდულთან ერთად ითამაშა. 2003-2004 წლებში რონალდუ იყო მანჩესტერის და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, მაგრამ მანაც ითამაშა სრულად ახალგაზრდულთან ერთად. ამათ რა ცნობადობა უნდოდათ სკაუტებისათვის, თამაშს იყვნენ მოწყურებულები თუ დიდი ფეხბირთელები არ იყვნენ? უბრალოდ დადგნენ იქ სადაც მათ სახელმწიფოს დასჭირდა. რომელ დაღლაზე საუბრობთ, მესიმ და მოდრიჩმა მაგათზე მეტი თამაში ჩაატარეს და ახლა ნაკრებებს ეხმარებიან. ასაკიც გაიხსენეთ აბა მათი. დაბალი დონის ტურნირი არისო რომ გაჰყვირიხართ. ხშირად ტარდება მსგავსი ტურნირი საქართველოში? არ ეწერება ფეხბურთელის კარიერულ სტატისტიკაში? ან კიდევ ხშირად გვაქვს შანსი, რომ სპორტია ამ სახეობიდან ოლიმპიადაზე მოვხვდეთ? ნაპოლში რომ აკითხავდნენ და გულშემატკივრობდნენ ხომ სასიამოვნო იყო? მეცის და ნაპოლის გულშემატკივრობა რომ დაიწყო ხალხმა მხოლოდ და მხოლოდ მაგათ გამო. წარმატებებს ვუსურვებ ყველა ქართველს, მაგრამ შენი წარმატება პირველ რიგში შენს სამშობლოს უნდა გამოადგეს. წარმატებები საქართველოს ნაკრებს და სრულოად საქართველოს.

  • Gambler

    ამ თემასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება შემდეგია - ჯერ ერთი ნუ აურევთ ერთმანეთში ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს! კაცი ასეთი რთული სეზონის მერე ჩამოვიდა და ნაკრებს ეხმარება, ის რომ ახალგაზრდულში ვერ ითამაშებს გასაგებია, ეხლა ახალგაზრდულ ნაკრებში ჩატარებულმა 4-5 თამაშმა შეიძლება ძალიან ცუდად იმოქმედოს მის კარიერაზე..და შედეგად მივიღებთ იმას, რომ ვერ დაისვენებს, წინასასეზონო მომზადება ჩაუვარდება და ფერმკრთალ სეზონს ჩაატარებს..და რის გამო? ახალგაზრდულის გამო??

  • სიმართლე

    1000000 %

  • სიმართლე

    აბსოლუტურად გეთანხმებით...იმ კორონაზე ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვებია დღემდე ( სად ,რა ვითარებაში აიკიდა ვირუსი? ჩამოსულს ხომ გატესტავდნენ?ბაზაზე (სადაც მარტო არ იყო ხვიჩა) თუ რეჟიმი დაარღვია და გარეთ გამოიპარა? ცხადია რაღაც დამალულია....ახლაც აქ აგრესია წავიდა ამ ორ ახალგაზრდაზე,რომლებიც დარწმუნებული ვარ " მეისრეებად" გამოიყენეს ფეხბურთის "მამებმა" და ძალით (დიახაც ძალით) მოაწერინეს ხელი ამ სულელურ განცხადებებზე...ამით საკუთარი თავი მშრალად გამოიყვანეს,თორემ ნუ შეიყვანდნენ გაფართოებულ სიაში და თვითონ გაეკეთებინათ განმარტება...მაგრამ მაშინ ხალხის აგრესია მათკენ წავიდოდა და არ აწყობდათ

  • Georgian

    მე რაც დავწერე შენ მაინც ვერ გაიგებ, რატომ? ზუსტად იმიტომ რომ დილეტანტი ხარ, ამიტომ არ ვაპირებ შენთან გრძელვადიან პოლემიკას, უბრალოდ აზრი არ აქვს და მაგიტომ.გქონდეს ეგ აზრი რაც დღეს გაქვს, შენი ნებაა, უბრალოდ მცდარ აზრზე დგახარ და ეგ მუდმივად ხელს შეგიშლის სწორი ანალიზის გაკეთებაში

  • ქორ-პარიკმახერ-ს

    არც ხვიჩა მოელოდა იმ კორონას. უბრეალოდ გამოუწერეს. ასე იყო საჭირო და მარცხმაც არ დააყოვნა. 10 გულშემატკივარიც კი არ შეუშვეს სიმბოლურად სტადიონზე. სამაგიეროდ დავალება შეასრულეს ათიანზე.))

  • ტატო

    ხვიჩასადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, თუ ამაში არ ურევია მისი კლუბის ხელი და ის არ ზღუდავს მის მონაწილეობას ამ ტურნირში, არანაირი სხვა სპორტული მიზეზი გამართლებულად არ მიმაჩნია, თუმცა რა გაეწყობა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სხვა ფეხბურთელებმა (მიმაჩნია მასზე არანაკლებ ლომებმა) უნდა გადადონ თავი და ახტნენ საკუთარ თავზე მაღლა. ფეხბურთი გუნდური თამაშია და ქართველი ერიც საბოლოოდ უნდა გაძლიერდეს იმით რომ ბელადის მოლოდინში არ იყოს სულ (ბაგრატიონებს არ ვგულისხმობ). არ შეუძლია? არ უნდა? მისი საქმეა. დიდი ვარსკვლავები და დიდი ადამიანები იქმნებიან პირველ რიგში ხასიათით, რომელიც თავდადებას მოიცავს აუცილებლად (მათ შორის მტანჯველ შრომას დაცემამდე) და სამშობლოს სიყვარულს (ტანჯვას ასევე), სხვა შემთხვევაში ყოველთვის რაღაც დაგაკლდება.

  • ქორ-პარიკმახერი

    მაკედონიის წინ მოულოდნელი კორონა გამახსენდა. გაორებული გრძნობა მაქვს!

  • ქუთაისი

    Georgian- სასაცილოა მცნებების შენეული განსაზღვრებები. ანუ, შენ ამბობ რომ ხვიჩა მსოფლიო დონის მოთამაშეა. და აბა სხვა რა არის ვარსკვლავი თუ არა მსოფლიო დონის მოთამაშე. ლა ფიგაროში იყო სტატია ერთი კვირის უკან კვარაზე სათაურით- მსოფლიო ვარსკვლავი არსაიდან... მთელი მსოფლიო ვარსკვლავს ეძახის და შენ რას ათამაშებ ამ სიტყვებს ვერ გავიგე...რა იქნება მერე და როგორი სახელით დარჩება ფეხბურთის ისტორიაში, ეს სხვა ამბავია, მაგრამ დღეს ის არის დღევანდელი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი...რა არის აქ საკამათო. ანუ, შენ ამბობ რომ ვინმე ისეთი რომ გამოჩნდეს, მესი და მარადონა ერთად აღებული, მინიმუმ სამი სეზონი მაინც უნდა ითამაშოს მაგრად, რომ შენთვის თანამედროვე ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავი გახდეს?!.. სასაცილო არ არის ეხლა ეს?!... და საერთოდაც ფეხბურთში სიტყვა ვარსკვლავის მცნება ეს რაიმე დოგმა კი არ არის. ხალხი თანამედროვე ფეხბურთის ყველაზე გამორჩეულ მოთამაშეებს ეძახის ვარსკვლავს, ეგაა და ეგ. ხვიჩა კი თანამედროვე ფეხბურთის ერთ ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია... დარჩება თუ არა იგი ფეხბურთის ისტორიაში ვარსკვლავის სახელით, ამას დრო გვიჩვენებს... მაგრამ დღეს იგი თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავია.

  • ლევან ყენია

    ყოჩაღ ხვიჩა,სხვის მაგალითზე რომ მიხვდი და ისწავლე!!

  • გიო

    რაც გინდა თქვი და სწორედ "პატივსაცემი" არ არის არაფერი ამ გადაწყვეტილებაში.

  • გიო

    ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა, რომელიც მხოლოდ უკან დახევს ცხოვრებაში.

  • კაპიტან გარდენბურგი

    და კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებში არ თამაშობს, თუ რა ხდება? რა შუაშია ახალგაზრდული ?

  • G.LA

    საქართველოს ნაკრები უპირველესია და მერეა სხვა გუნდი. ამ შემთხვევაში ნაპოლი. ჩემპიონობის განაღდების შემდეგ საერთოდ ნუ ითამაშებდა ნაპოლში. ახლაგაზდული რომ უნდა ყოფილიყო ამისათვის უნდა შეენახა თავი. ახალგაზდულიდან წარმატების შემთხვევაში ოლიმპიდაზეც გვექნებოდა შანსი გასვლის, რაც დღემდე არ გვღირსებია. მეც ვწერდი რომ ძნელი სეზონი ქონდა ხვიჩას, მაგრამ ნაკრები უპირველესია. სხვა ტომის სპორტსმენებზე დამიწერია ვინც ჩვენი დროშის ქვეშ სისხლს და ოფლს დაღვრიან ყველას ქომაგი ვიქნები და მივესალმები მეთქი. სპორტი ბრძოლაა შენი ქვეყნისათვის, ის ოფლის გაღება რაც შენ შეგიძლია. სეზონში 34 თამაში და შესვენებით (მსოფლიოს ჩემპიონატის დროს) ჩატარებული არც ისეთი შეუძლებელი უნდა იყოს 22 წლის ამომავალი ვარსკვლავისათვის, რომ თქვას დავიღალეო. ვარსკვლავები და არა მარტო ვარსკვლავები სეზონში 50-60 თამაშს ატარებენ. როცა გინდა მწვერვალზე ახვიდე თავს ძალა უნდა დაატანო და მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდე. მე ხვიჩას ასეთი განცხადებით გული დამწყდა.

  • ჯონი

    ხვიჩას გადწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ!! ამ ადამიანმა ერთა ლიგაში იმდენი გააკეთა მთელი რი გაერთიანა და ნუთუ ჩვენ არ უნდა გაუგოთ რომ ფიზიკურათ არ შეუძლია ხვიჩას ახალგაზრდული ნაკრრებში თამაში!! ცუდათ რომ ოთამაშოს მერე მთელი საქართველო აგინებდეს იქნება ( ასეთ ვართ ჩვენ)

  • კაპიტან გარდენბურგი

    ამდენი ხანი ამას ვწერდი და მაინცდამაინც თვითონ უნდა თქვას თქვე კაი ხალხნო, რომ დაუჯეროთ ვინმეს? როგორ შეიძლება ამხელა სეზონის მერე ეს კაცი იქაც გაგემწესებინათ, გამაგიჟებთ რა. დასვენება უნდა აბა რა უნდა. ამას ხომ ელემენტარული მიხვედრა უნდა. ძალიან სწორი ნაბიჯია

  • romandro

    დამქაცველი სეზონის ბოლოს 38-წლის მოდრიჩს შეუძლია ჰოლაალნდიის ეროვნულინაკრების წინაღმდეგ თამაში და ბრძოლა.. (თან როგორი ბრძოლა ყველას დაგვანახა)..ჩვენი 22 წლის ბიჭებს ჰოლანდიის-U21 ნაკრების წინაღმდეგ არაა.. ნეტავ რ ა ხ დ ე ბ ა?...

  • Georgian

    საუბარი იმაზე რომ ერთი სეზონი ითამაშა მსოფლიო დონის ფეხბურთი ეგ მე სადმე უარვყავი? საუბარი იყო არა მსოფლიო დონის ფეხბურთელობაზე, არამედ მსოფლიო დონის ვარსკვლავობაზე, საუბარია არა World Class player არამედ Word Star, ამ ორში განსხვავებას ვერ ხედავ? მსოფლიო დონის ფეხბურთი ითამაშა კი, მაგრამ მსოფლიო დონის ვარსკვლავი რომ გახდეს, მინიმუმ სამი სეზონი უნდა დაგლიჯოს, ეხლა გასაგებად დავწერე შენთვის ხო?

  • Georgian

    შენთვის ოსიმენიც მსოფლიო დონის ფეხბურთელია?

  • აბო

    წარმატებები ნაკრებს, მაგრამ რატომღაც ცუდს მიგრძნობს გული. ასეთი მიდგომით არ გამოვრიცხავ რომ სრული ფიასკო განვიცადოთ ორივე თამაშში.

  • romandro

    კარგით რა...აბა ვეტერანი მოდრიჩზე რაუნდავთქვათ? როგორი სეზონი ქონდა?..(ნაპოლი ერთითვეა მოვალეობის მიზნით და გასართობად გადიოდა მოედანზე).. ანდა გუშინ ჰოლანდიასთან რამდენს მუშაობდა? და კარგად დაკვირდით ზოგზოგიერთები ფინალშიც რამდენს იბრძოლებს...მეცს და ნაპოლსაც გიორგის და ხვიჩას გამო ვგულშემატკივრობ,თორე პირადად ჩემთვის საქართველო-u21-ის შედეგი ევრო2023-ზე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნაპოლის და მეცის შედწგები...

  • Geo--ს

    10000%

  • ლადო

    როცა ნაკრებს ეხება საქმე შენ ქვეყანის ღირსებას იხავ. რანაირი დონის არ უნდა იყოს როცა ქვეყანას ნაკეებს ჭირდები ყოვეთვის უნდა დაუდგე გვერდში. როცა ნაკრების მაისურს იხავ შენს თავს არ ეკუთვნი, შენ საქართველოს ეკუთვნი, შესაბამისად როცა ქვეყანას ჭირდება არ არის მართებული გადაწყვეტილება. ადრე ნაკრებში გამაყუჩებლებით და ტრამვიანები თამაშობდნენ როცა ნაკრებს ჭირდებოდათ. ასეთი შანაი აზალგაზრდულს როდის ექმება არავინ იცის და ყველა გვერდში უნდა უდგეს.

  • ფირუზიიი

    კაკაო ყოფილა ნამეტანი კარგი, ეგრევე ხსნის დაღლილობას.))) და რისგან დაიღალეთ იქნებ გვითხრათ. ელიავაზე ათრევთ მთელი დღე ცემენტსა და არმატურას თუ ყანაში ჩაგაქციათ თოხის ქნევამ? რაღა იბრა, მოდრიჩი, მალდინი, მესი არ იღლებიან ან არ იღლებოდნენ? ცხონებული მერამ მეგრელაძე შვილთან ერთად თაბაშიბდა....

  • G.LA

    უკომენტაროდ.)) პ.ს. ვერ არ ქვია ამას!!!

  • Geo-ს

    მეც მაგას ვფიქრობდი)))) ამიტომაც არ მჯერა მაკედონიასთან კოვიდის. რუსეთი მუშაობს როგორც ყოველთვის. კიდევ დიდი ხანი არ გვიწერია ფეხბურთში ევროპა-მსოფლიოზე გასვლა. მაგას ვინ ჩივის, ტურნირებზე ჯგუფში მოხვედრაც სანატრელი გაგვიხდა.

  • თენგო

    ხვიჩია დასვენება ჭირდება !!! მორჩა და გათავდა, იყბედეთ რამდენიც გინდათ

  • ქუთაისი

    Georgian- პროფესიონალი, ჩემს დილეტანტიზმს შევაგებებ შენ პროფესიონალიზმს. კვარაცხელია ეხლა არის მსოფლიო დონის ვარსკვლავი. მისი ფასი ეხლა 100 მილიონია...ის აღიარეს იტალიის საუკეთესო მოთამაშედ... გუშინ ფრანც ფუტბოლმა შეიყვანა ოქროს ბურთის პრეტენდენტთა საუკეთესო ათეულში...მისი ხელში ჩაგდება უნდა მსოფლიო ფეხბურთის ყველა გრანდს. ეს ყველაფერი საკმარისი არ არის შენთვის იმის გასააზრებლად, რომ ეხლა, ამ ეტაპზე, კვარაცხელია მსოფლიო დონის ფეხბურთელია?!.. სამი სეზონიო რომ ამბობ, არავინ იცის რა იქნება სამი სეზონის მერე, მაგრამ ეხლა ის არის მსოფლიო დონის. ისტორიაში როგორ ჩაიწერება, ეს მომავლის ამბავია და სულ სხვა საკითხია. პირველი ფანტასტიკური სეზონის მერე ბარსელონაში, მესი იყო მსოფლიო დონის ფეხბურთელი და არავინ დალოდებია სამ სეზონს... შემდეგ უკვე იგი იქცა ყველა დროის მსოფლიოს ერთ ერთ საუკეთესო მოთამაშედ. არავინ ამბობს, რომ კვარაცხელია მსოფლიოს ყველა დროის ერთ ერთი საოკეთესოაო, ამას არც ერთი სეზონი ეყოფა და არც სამი, მაგრამ დღეს ის ნამდვილად არის მსოფლიო დონის ფეხბურთელი.

  • geo

    ეს იგივე საქართველოსთვის ბრძოლაა. შენს ქვეყანას რო სჭირდება მაშინ არ შეგიძლია? ადრე რო ეთქვათ დავიღალე და არ წავალ ბრძოლაშიო...

  • giga

    ქართული ფეხბურთი ,როგორც ყოველთვის სიურპრიზებით არის სავსე...

  • HK

    ეხლა ძალიან ჭირდებოდა ხვიჩა ახალზრდულს მაგრამ უნდა გავუგოთ და მარტივია თვითონ უფრო ხვდება რამდენად შეუძლია ამ ძალიან დამღლელი სეზონის მერე .. ასევე ხვიჩამ ალბათ იფიქრა ქართველები თუ როგორი მომთხოვნი ვიქნებოდით მის მიმართ და ასე გადაღლილი ფეღბურთელისთვის ასეთი პასუხის მგებლობის აკიდება მითუმეტეს ასეთ ასაკში ნამდვილად არ არის ადვილი და ამასთან ასეთ გადაღლილს რომ არგამოსვლოდა თამაში მერე დავიწყებდით ნაპოლში თავს იკლავდა და ჩვენთან თავს ინახავსო და მსგავს კომენტარებს ამიტომ მე მესმის ხვიჩაში და ვიგებ :)

  • ნიჩბოსანი

    დალოცვილი ჭადრაკი. არც იღლები და არვ ტრავმის გეშინია. ისე, ჯერ კიდევ არ არის გვიან. ხომ არ გეცადათ?

  • სუსტი

    მაშ კიმმა რაღა უნდა თქვას, გადავიღალე და არ წაცალ ჯარშიო? ჯარში ხო არ მიყავთ. სულ 2-3 თამაშში ჭირდება გუნდს დახმარება. პაპაჩემი მძიმე შრომამ მოკლა, ერთხელაც არ დაუჩივლია დავიღალეო. 86 წლამდე ვირივით იშრომა სოფლად.

  • სარკე?

    ყოველთვის მაინტერესებს იმ ადამიანების პირადი მიღწევები, რომლებიც (მაგალითად) აქ წერენ კომენტარებს იმ ადამიანებზე, რომლებიც თავისი დაუღალავი შრომით აღწევენ არც თუ თავისთავად წარმატებას და ამბობენ რომ უფრო მეტი უნდა გააკეთონ…. იქნებოდა სამართლიანი, თუ ასეთი გულშემატკივრები თავის თავზე დაწერდნენ და გაგვანდობდნენ რამდენად იდგამენ წელებზე ფეხს და სჯობიან ჩვენ წარმატებულ და სახელოვან თანამემამულეებს, რატომ არ ვიცნობთ მათ სახელებით და მიღწევებით, ქვეყნის მასშტაბით და საკუთარ მაგალითით დაამტკიცებდნენ, რომ მეტი შეიძლება.

  • L.J .

    Magari ... xar da gemchneva sporttan ar gaq shexeba,aseet sisuleles aar dawerdi ......gubernia da danarchenebi ;)

  • L.J .

    Imena lobotka xaar Qarveli ara :)

  • L.J .

    Midi sheubere mere sporttan ra shuashia???

  • L.J .

    Shen kai kaco gasagebia kvaraskenaa eg kitxva da is mainc ici bolos daisvena 2022 is zamtarshi??? Welieadnaxevaria tamashobs???sheusveneblad?ra ginda Yeniasavit(gmetma daiparos)daamtavros???gaxetqa levani pelix Magatma da mere yvela nakrebma...gadaiwva bichi

  • Georgian

    დისლაიქებით მიხვდები ვინაა აზრზე ან ვინ არაა აზრზე, მე შენნაირ დილეტანტებს არ ვესაუბრები ჩემი კომენტარებით

  • Georgian

    აქ ვიღაცამ დაწერა რომ ხვიჩა უკვე არის მსოფლიო დონის ვარსკვლავი, დამერწმუნეთ ერთ რამეში, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავი ერთი სეზონით ვერასოდეს გახდება, მაგას მინიმუმ 3 სეზონი ჭირდება, ბევრი გვინახავს "ერთი სეზონის ვარსკვლავები"... არანაირი გამართლება არა აქვს რომ U21 საქართველოს ნაკრებს არ ეხმარება, მინიმუმ სტადიონებს გადაავსებდა მაგისი თამაში, არ მინდა რომ მომავალ წელს მას ეს ისე შემოუტრიალოს ბუნებამ რო მომავალ სეზონში ნაპოლიში მისი გოლი ან ასისტი სანატრელი გაგვიხდეს, ეს ხშირად მოსვლიათ ბევრს.

  • დავითი

    პატივი ვცეთ ხვიჩას გადაწყვეტილებას! ჭკვიანი ბიჭია და თავის შესაძლებლობები უკეთ იცის. წარმატებები ხვიჩას და ეროვნულს... ჩვენ კი გავავსოთ სტადიონები და გავამხნევოთ ჩვენი ახალგაზრდები...

  • ქუთაისი

    გეორგიან, აზრზე არ ხარ. ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო ათ ივნისს და ახალგაზრდული მთავრდება ივლისის შუაში. ფეხბურთელს დასვენება არ უნდა სეზონის წინ?!.. ეთამაშა ევროპა, მერე ნაპოლი იწყებს მოსამზადებელს და მერე ჩემპიონატი.... დასვენება არ არის საჭირო?!.. მითუმეტეს რომ წინა სეზონი ფაქტიურად დასვენების გარეშე დაიწყო ნაპოლიში. ვერ ხედავთ რომ სეზონის ბოლო თამაშები ვერ ითამაშა მაღალ დონეზე?!... ფიზიკური და ფსიქოლოგიური გადაღლაა ამის მიზეზი და სხვა არაფერი.

  • ზურა

    სხვისი არ ვიცი და მე გეთანხმები

  • nika

    თქვე კაი ხალხო ბოლო ორი თვეა კვირაში ერთ თამაშს სრულად ან თამაშობთ ან არა და რამ გადაგღალათ ეს ახალგაზრდა სპორცმენი ბიჭები :)

  • ქუთაისი

    ბექა, ზედაპირულად მსჯელობ...შეიძლება ინფორმაციის ნაკლებობის ბრალია. კვარაცხელიამ წინა სეზონი ფაქტიურად დასვენების გარეშე დაიწყო. შემდეგ იტალიის ჩემპიონატი, თასი, ჩემპიონთა ლიგა, ნაკრების თამაშები ევროზე და ერთა ლიგაზე.ეხლაც ისე დაიწყოს მომდევნო სეზონი რომ არ დაისვენოს?!... და ნაპოლის არ ეკითხებით?!... ნაპოლის უფლება არ აქვს რომ თავის ფეხბურთელს აუკრძალოს ნაკრებში თამაში, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ ეროვნულ ნაკრებს და არ ვრცელდება ასაკობრივ ნაკრებებზე. საერთოდაც, ნებისმიერი ქვეყნისათვის ასაკობრივ ნაკრებებს აქვს შემდეგი დატვირთვა- მოამზადოს ფეხბურთელი ეროვნული ნაკრებისათვის. და არც ერთი ქვეყანა თავისი ეროვნული ნაკრების ლიდერს არ ათამაშებს ასაკობრივ ნაკრებში.

  • dinamo 1981

    ნეტავი გუშინ მოდრიჩის თამაშს უყურა???თუ კი, მაშინ ეს გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო.....დანარჩენს მკითხველი გაიგებს

  • Georgian

    3 თამაში უნდა ეთამაშა საქართველოს ნაკრებში ხო? და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და ფინალში რო გასულიყო ნაპოლი, ეგეც 3 თამაში იყო და უარს იტყოდა დაღლილი ვარო? ნაპოლიში დარბის ხალხი და საქართველოს ასეთი შანსი არასოდეს ქონია

  • ???

    ვინც ვერ ხვდებით გაიგეთ - ხვიჩა არის უკვე მსოფლიო დონის ვარსკვლავი, საკლუბო დონეზე და სანაკრებიზეც გაითქვა სახელი, რაღა დროს მისი ახალგაზრდულია, შეურაცხყოფად უნდა იღებდეს ტიპმა ამდენი შრომა ჩადო სეზონში და ბავშვების გუნდს დაეხმაროსო, არასწორად მიმაჩნია ვინც ნაკრების ძირითად ბირთვშია ახალგაზრდულში რომ მოიაზრებენ

  • სოსო

    თუ ქვეყანაა მთავარი,იქ პირველი ნაკრებია მთავარი და იქ თამაშობს.ასაკობრივი ჩემპიონატების დანიშნულება,ახალგაზრდა ტალანტების გამოვლენაა და უკვე ვარსკვლავს,იქ რა ესაქმება?ძალიან კარგი ბიჭები არიან ამ ნაკრებში და მათაც უნდა მიეცეთ შანსი,სკაუტებს თავი მოაწონონ.გიო წიტაიშვილი რომ მსოფლიოს ჩემპიონია და გადამწყვეტი გოლი გაიტანა ფინალში,ვინმეს ახსოვს,ჩვენ გარდა?ან უკრაინა რომ მსოფლიოს ჩემპიონია,ვინმეს ახსენდება?მთავარია ტალანტები ამოტივტივდნენ და ძლიერმა კლუბებმა შეათვალიერონ.ვფიქრობ,მასთან და მიქაუტაძესთან ერთად,მამარდაშვილიც უარს იტყვის მონაწილეობაზე.სასიამოვნოა ეს ყველაფერი?რა თქმა უნდა არა,მაგრამ ჩემი აზრითაც სწორი საქციელია.გადატვირთული სეზონის ბოლოს,მაღალ დატვირთვებზე თამაში,შესაძლოა სერიოზული ტრავმითაც დამთავრდეს და ამის გარეშეც,ვინაა ამისაგან დაზღვეული?აქ თუ ითამაშა და ნაკრები შორს გავიდა,ისე გამოვა,რომ ნაპოლიში როცა დაბრუნდება,მათ უკვე პირველი შეკრება დამთავრებული ექნებათ და შესაბამისად,უკვე ზედიზედ მესამე სეზონი,დასვენების გარეშე მოუწევს თამაში.ვისაც ესმის,ეს რა არის,დამეთანხმება,რომ არ თამაში, სწორი გადაწყვეტილებაა,ხოლო ვისაც გაგება არ სურს,იმათ გავახსენებ ჩვენი წარსულის დაკარგული ტალანტების ბედს,ყველა ნაკრებში ერთდროულად რომ თამაშობდნენ და გადატვირთვების გამო,ისეთი ტრავმები აიკიდეს,დიდ ფეხბურთში,შებიჯებაც კი ვერ შესძლეს და მერე,ისევ ჩვენივე ვაიგულშემატკივრები დასცინოდნენ,გადააშენეთ,მაგის ფეხბურთი მორჩაო!არავის,არც ხვიჩას და არც ნებისმიერ სხვას,არ უღირს,რაღაც მიმდინარე მიზნის გამო,მთავარი მიზნისაკენ მიმავალი გზის გამრუდება,ანაც მოსპობა.მთავარი მიზანი,ამ ტურნირზე თავის გამოჩენა და ძლიერ კლუბებთან კონტრაქტების გაფორმება,სწორედ ნაკრების დანარჩენი ბიჭებისთვისაა და ისინი,საამისოდ თავს არ დაზოგავენ.აქამდეც მათ ითამაშეს და ამის შემდეგაც მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა.ამ ნაკრებიდან,სამმა ბიჭმა მაინც რომ დიდ ფეხბურთში გაიკვალოს გზა,აქ თამაშის საშუალებით,ეს უკვე ძალიან დიდი გამარჯვება იქნება,ჩვენი ქვეყნისათვის და ძალიან წაადგება,პირველ ნაკრებს.

  • პროფესტო

    ზოგადად მსოფლიო ჩემპიონატს და ევროპის ჩემპიონატს ზაფხულში თამაშობენ, შესაბამისად ყველა გადაღლილია. არგუმენტი არასწორია, შეიძლება ნაპოლის ხელშეკრულებაში უწერია რომ ახალგაზრდულში არ ითამაშოს და ვერ ამბობს. ჩემი აზრით უნდა ეთამაშა! მიქაუტაძესაც!

  • ბექა

    აბსოლუტურად ყველაფერი მესმის, რომ გადაიღალა და მთელი წელი გადატვირთული იუო. მაგრამ ერთი რამ არ მესმის ეს დედა აფეთქებული, პირველად ვართ ამ ევროპაზე თან სამშობლოში ვთამაშობთ. რავი ჩემო ძმებო კი ითამაშა 50 თამაში მთელი წელი და დაიღალა მაგრამ ის დარჩენილი 3-4 თამაში ისეთს რას უზამდა რომ ... როცა იციან რომ ძალიან გაგვიხარდებოდა , გააძლიერებდა ნაკრებს, განაცხადასი მაინც ყოფილიყო რომ გავალთ ნახევარ ფინალში ან ფინალში რომ დაგვხმარებიყო.

  • ჰოლანდიიდან

    შოტლანდიას კი არა ახალ ზელანდიას

  • იეას-ს

    ჩიხრაძე არაა საბოლოო განაცხადში

  • დდდ

    პირველად ვალაიქებ არაქართულად დაწერილს

  • ვატა

    რავი ძმაო,მე აგერ, ერთი სეზონია სხვა ქვეყნის ომში ვარ და მე არ დავიღალე

  • Irakli Apkhaidze

    ძალიან დამწყდა გული, ყველაფრის მიუხედავად - დატვირთული სეზონი, თითქმის გადამბულად შეუსვენებლად 2 წელი თამაში, მოკლე პერიოდი ტამაშებს შორის, რომელმაც შეიძლება მომდევნო სეზონიც კი დააყენოს გარკვეულწილად რისკის ქვეშ და ა.შ.... მაგრამ ბევრი რამეა მეორე პინაზე - ნაპოლიში მისი წარმატება იმიტო გვიხარია, რომ ქართველია და საქართველომ უნდა იხეიროს საბოლოოდ, ასეთი ტურნირის მასპინძლობის შანსი რომელიც ემთხვევა ,,ოქროს ტაობას" როდის იქნება კაცმა არ იცის, ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი, საკუთარი მაყურებლის წინაშე თამაშის შანსი, იმ მაყურებლის, რომელიც ბევრი მიზეზის გამო ვერ ჩადის ნაპოლიში (ყველა ,,სელებრითი" და ,,ფეისი" ხო ვერაა). მარადონა კვირაში 3 თამაშს თამაშობდა, კვირას იუვესთან ტურინში, ოთხშაბათს პერუსთან (ლიმაში) ამხანაგურს არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში და შაბათს კალიარისთან ნაპოლიში. ის კაცი ვის საპატივცემულოდაც კვარადონა შეარქვეს... თუ ავწონ-დავწონით ყურადრებით შეიძლება მეორე პინამ დაძალოს... იმედია სხვებსაც არ გადაედებათ მსგავსი განწყობა და დანარჩენები შეუერთდებიან ახალგაზრდულს. და კიდე იმედია კვიპროსულ-შოტლანდიური ვოიაჟი წარმატებული იქნება და არ იქნება საფუძველი უარყოფითი ნიაღვრის წამოსვლის. საქართველოს გაუმარჯოს!

  • თემო

    ხო ვიცოდი რო არ ითამაშებდა... გული მიგრძნინდა

  • Irakli Apkhaidze

    ძალიან დამწყდა გული, ყველაფრის მიუხედავად - დატვირთული სეზონი, თითქმის გადამბულად შეუსვენებლად 2 წელი თამაში, მოკლე პერიოდი ტამაშებს შორის, რომელმაც შეიძლება მომდევნო სეზონიც კი დააყენოს გარკვეულწილად რისკის ქვეშ და ა.შ.... მაგრამ ბევრი რამეა მეორე პინაზე - ნაპოლიში მისი წარმატება იმიტო გვიხარია, რომ ქართველია და საქართველომ უნდა იხეიროს საბოლოოდ, ასეთი ტურნირის მასპინძლობის შანსი რომელიც ემთხვევა ,,ოქროს ტაობას" როდის იქნება კაცმა არ იცის, ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი, საკუთარი მაყურებლის წინაშე თამაშის შანსი, იმ მაყურებლის, რომელიც ბევრი მიზეზის გამო ვერ ჩადის ნაპოლიში (ყველა ,,სელებრითი" და ,,ფეისი" ხო ვერაა). მარადონა კვირაში 3 თამაშს თამაშობდა, კვირას იუვესთან ტურინში, ოთხშაბათს პერუსთან (ლიმაში) ამხანაგურს არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში და შაბათს კალიარისთან ნაპოლიში. ის კაცი ვის საპატივცემულოდაც კვარადონა შეარქვეს... თუ ავწონ-დავწონით ყურადრებით შეიძლება მეორე პინამ დაძალოს... იმედია სხვებსაც არ გადაედებათ მსგავსი განწყობა და დანარჩენები შეუერთდებიან ახალგაზრდულს. და კიდე იმედია კვიპროსულ-შოტლანდიური ვოიაჟი წარმატებული იქნება და არ იქნება საფუძველი უარყოფითი ნიაღვრის წამოსვლის. საქართველოს გაუმარჯოს!

  • Soso

    კვარას და მიქაუტაძის გარდა ყველა თამაშობს ეგეც კარგია მადლობა იმ ბიჭებს ვინც დაბრუნდებიან შოტლანდიიდან

  • მეზღვაური

    ზოგს წაკითხულიდან აზრის გამოტანა უჭირს.ახალგაზრდულში ვერ ვითამაშებო,რა შუაშია ნაკრები დაიკიდა?ეროვნულზე თქვა უარი?სრულიად კონცენტრირებული ვარ ნაკრების 2 მატჩზეო.ახალგაზრდულს წიტაიშვილი და კვერნაძე ყავს მის პოზიციაზე,პლუს ორივეს დასამტკიცებელი აქვთ სკაუტებთან მათი შესაძლებლობები,თორემ ხვიჩამ მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა მისი დონე!

  • რატი

    გუბერნ წადი, დაახვიე ღრუსეთში. :)))))))

  • იეა

    ბიჭებო , ჩიხრაძე დაიმახსოვრეთ , ხვიჩასი და ჟორჟისი მადლობლები ვიქნებით, რაც მოხდება მაგის მერე , თუ მიეცა შანსი და მიეცემა უეჭველი , თუ არ იპროფესორა სვანაძემ ზედმეტად

  • ვოოტ

    მართალი ხარ, ეს რომ თავად ხვიჩას გადაწყვეტილება იყოს, ამდენ აურზაურს არ აგვატეხინებდა და ადრევე იტყოდა ამის შესახებ... თუმცა, სანიოლმა აუკრძალა თუ ნაპოლიმ, ამ ეტაპზე ვერ გავიგებთ...

  • Georgian

    რა სურვილი აქვს? ნაპოლი რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და ფინალში გასულიყო ეგეც 3 თამაშით მეტი იყო ხო? არ ითამაშებდა? იტყოდა უარს რომ დაღლილი ვარო? საქართველოს ასეთი შანსი არასოდეს ქონია და აქ რა დაღლაზე საუბრობთ? მარტივია აქ ყველაფერი, კიდიათ U21

  • ტტტ

    ვერ ითამაშებს არ ქვია ამას, არ ითამაშებს ქვია.

  • ვატა

    მესიმ ამ სეზონში, 60 თამაში ითამაშა და აი ამ წუთას, ამხანაგურ თამაშს თამაშობს კიდევ ნაკრებში, ლამის ორმოცი წლის კაცი

  • jima

    მართლა მესმის.. ასე მომქაანცვლელი სეზონის შემდეგ ზნელია და კიდე მაგრად გაუმარტლა ტრამვა რო არ მიიხო.... მაგრამ ტუ დაეხმარებოდა 21 ებს გმირობა იქნებოდა>>>

  • Georgian

    ჭკვიანი სადაა? წადით და ირბინეთ ნაპოლიში, 3 თამაში უნდა ეთამაშა საქართველოს ნაკრებში ხო? და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და ფინალში რო გასულიყო ნაპოლი, ეგეც 3 თამაში იყო და უარს იტყოდა დაღლილი ვარო? მთელი საქართველო დაგაბოლათ ხო, ეგრეა ეგრე, ნაპოლიში ირბინეთ და საქართველო დაიკიდეთ აბა რაა

  • მწვრთნელი

    მაგარი თავისტკივილი მოეხსნათ ბელგიას და შოტლანდიას! არც ხვიჩა, არც ჟორჟია! მარტო განაცხადში, რომ ყოფილიყვნენ უკვე მანდრაჟი ექნებოდათ!

  • ლშა_იუვენტინო

    ხვიჩა არის მსოფლიო ვარსკვლავი , რაღა დროს დუბლებში თამაშია ესეთი სეზონის მერე , რამე რო იტკინოს მერე სად მივდივართ ? 21 წლამდელებში უნდა იტამაშონ ნაკლებად დატვირთული სეზონი ვისაქც ქონდა და კიდე ვისაც კარიერა აქვს ასაწყობი . საერთოდ არ მაქვს პროტესტის გრძნობა . კვარას სიცოცხლე , ჰეიითერებს სიკვდილი

  • მწვრთნელი

    მიქაუტაძემაც უარი შემოგვითვალა გულშემატკივარს! დავიღალეოოოოო! დარჩა მამარდაშვილი, რას იტყვის ნეტავ? კაცმა ყველა თამაში ჩაატარა ლა ლიგაში!

  • Nika

    ეგეთ განცხადებას რო აკეთებ თუ გაქ მაგდენის ...... სახელი და გვარით დაწერე მშიშარა

  • გიორგი

    გონიერი და საქმიანი ადამიანის გადაწყვეტილებაა, რომელიც ცდილობს იყოს ყოველთვის ეფექტური და არა პოპულარული, და აკეთოს საქმე და არა წყალი ნაყოს.

  • რატი

    გინებაფილის დაბრუნება კომენტარებში. :))))) გიხარია, ყველაფერს რომ გაფარებენ? თან გეკუთვნის. ;)

  • Givi

    Kvaram unda daisvenos aucilebelia da gasagebic,magram es xom isedac mosalodneli iko da bolomde ar gamxela ras emsaxureboda bileti ar gaikideboda???ra sisulelea isedac unda gaivsos stadionebi da ras malavdnen bolomde mainc ver gavige???....exla ar daiwkot dges gadawkdao,me misma axlobelma erti tvis win mitxra ar iqnebao da masec moxda....

  • gionat

    ვერ ვიტყვი რომ გამიხარდა, მაგრამ სწორია. ხვიჩას რისკის ქვეშ დაყენებას, მჭედლიძე-ყენიას შემთხვევას ვგულისხმობ, როდესაც ყველა ასაკობრივ ნაკრებში და პარალელურად კლუბშიც თამაშობდნენ, ვეღარ გაუძლებს ქართული ფრხბურთი. თან ხვიჩა კი არის ახალგაზრდა მაგრამ სტატუსით ნამდვილად არ არის უ21.

  • Charley

    როგორც ჩანს სანიოლმა არ დათმო და ფედერაციის ბოსობას კატეგორიულად მოუჭრა კვარა მე მჭირდებაო ამ ორი მატჩებისთვისო. და ხვიჩა ტერმინატორი კი არაა მის ფიზიკურ შესაძლებლობებს და მოთხოვნებსაც საზღვარი აქვს არა უშავს წარმატებები კვარას და ნაკრებებს.

  • Irakli

    "ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში" - ჩემთვის ყველაფერი გასაგებია, და ჩემი მხარდაჭერა და სიყვარული კვარას არ მოაკლდება, რისი ღირსიც არის ფეხბურთელი, რომელმაც თავისი თამაშით კლუბში და ნაკრებში ამდენი სიხარული გვაჩუქა!

  • Beqa

    100

  • იუვე

    არასწორი გადაწყვეტილებაა

  • !!

    დავიხალე რა არის? რა დაიხალა? წერა ისწავლეთ ჯერ. ქართველ გულშემატკივარს მადლობის მეტი არაფერი ეთქმის ხვიჩასთვის. როდის არ ითამაშა ნაკრებისთვის და როდის არ დაიხარჯა ბოლომდე? გულშემატკივრობას კიდე არავინ გაძალებთ. ყველას უნდოდა ეთამაშა, მაგრამ არ თამაშობს, ეგ თავად იცის რატომაც. სრულიად დამაკმაყოფილებელი მიზეზია რაც დაწერა. ალბათ არ გრძნობს თავს მზად ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, რომ კიდე ერთი ტურნირი ჩაატაროს. პრეტენზიები გადაყლაპეთ! ყველაზე საზიზღარ კომენტარებს შენ წერდი აქ, კვარაცხელოვს რომ ეძახდი ხვიჩას კარგად მახსოვს. საერთოდ არ უგულშემატკივრო, ვინმემ დაგაძალა? ხალხმა წერა-კითხვა არ იცის და არჩევენ აქ სხვის საქმეს.

  • პატრიოტი ქართველი

    ხვიჩა ვიცე ეს გირჩია შენ ქვეყანაში ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშოო იმას ქვეყანა არ ყვარებია ბავშვები მოითმენლად ელოდნენ შენ თამაშს კოკაკოლაზე რომ გამოსახეს ბევრი კოკა-კოლას მაგის გამო ყიდულობდა გული მწყდება შენგან მაგის მოსმენა რომ გვიწევს მართალია ქორწილისთვის ემზადები მაგრამ ასე არ უნდა მოექცე შენს ქვეყანას მჯერა მიქუტაძე ითამაშებს და დანახება ყველას რომ შესაძლებელია ქვეყნისთვის თავის დადება როცა შენ ქვეყანაშია ევროპის ჩემპიონატი ტარდება დიდება საქართველოს,

  • საქართველო

    იმენა გონებრივ და სულიერ ჭაობში ხარ და კარგად ჩაეჭიდე ცოტა დაგრჩა თორე ვეღარც ამოძვრები თუ უკვე ფსკერზე არ ხარ. ფეხბურთისგან ძალიან შორს ხარ, 20 წლის წინანდელი ტემპი და დატვირთვა,როგორ შეიძლება დღევანდელს შეადარო. წადი პური გამოაცხვე,ხომ ხედავ არაა ფეხბურთი შენი საქმე, პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო,ფაქტია რომ მაგდენიც არ გესმის.

  • Spain

    მოკლედ რამოდენიმე ვერსია გაჟღერდა. 1. კვარა არ არის პატრიოტი და არუნდა ნაკრებში თამაში. 2. კი უნდა მაგრამ გადაიღალა, რობოტი ხომ არაა უნდა გავუგოთ. 3. ახალგაზრდულმა ნაკრებმა სპეციალურად მოტეხა, რადგან თავისიანების ჩასმა უნდათ ძირითადში და კვარა ხელს შეუშლიდათ. 4. კვარა არ არის შეთამაშებული ახალგაზრდულ გუნდთან და მათთვის ხელი რომ არ შეეშალა, თავად თქვა უარი. აი ძირითადად ეს ვერსიები ტრიალებს. სიმართლე მხოლოდ ისაა, რაც კვარამ თავად დაწერა. სურვილი აქვს მაგრამ რთულია გადაბმულად თამაში ასეთი მაღალი დონის და დატვირთვის ტურნირზე. ხომ შეიძლება ყველგან შეთქმულების თეორიები არ ვეძებოთ და უბრლოდ დავიჯეროთ რაც დაპოსტა? საქართველოს ნაკრებს ან ქართველ გულშემატკივარს მადლობის მეტი ამ ბიჭისთვის რამე ეთქმის?

  • Lobotka

    რატომ ტარდება ევროპის ჩემპიონატი საქართველოში? სტადიონები რომ გარემონტდეს? არ მითხრათ ეხლა იმოდენა აუდიტორია ყავს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს აამაღლებსო. ყველას იქ უნდა ეთამაშა და შედეგი უნდა დაედოთ თუნდაც ოთხეულში მოხვედრა. ეხლა არ მითხრათ ამ ბიჭებს ეგ არ შეეძლოთო. ტუ ეგრეა საერთოდ დიდ ნაკრებთანაც რა პრეთენზია გვაქ? პრიორიტეტი უნდა იყოს ქვეყნის წარმოჩენა შედეგით და არა სტადიონებით და ინფრასტრუქტურით. კალათბურთის ევროპის ჩემპიონატი ნათელი მაგალითია....

  • svano magarski

    ჩემი-აზრი:ტიპი=პრიორიტეტებს-ვერ-არჩევს!მაგისაგან-ფეხბურტელი-არ=დადგება!დეშოვკა!მაგას-ლეაო-არ-იტყვის-და-არცერტი-პორტუგალიელი-ფეხბურტელი-რომლებიც-ხვიჩაზე-გაცილებით-მეტი-ტუ-არა-ნაკლები-არ-არიან!აგერ-ბელგიელი-ვარსკვლავი(სამი-ხვიჩა-ერთადაღებული)-მძიმე-ტრამვიტ-ჩამოდის-და-მზადაა-თავი-დასდოს-ნაკრებისატვის-ეს-კი-გადაიღალა-რამ-გადაგღალა-ბიჭო?!ხვიჩა-ერტჯერადი-ფეხბურტელის-სახელიტ-შევა-ისტორიაში!აი--აყვავდა-ერტხელ-და-მორჩა-მომავალ-წელს-ნაპოლი-5-მილიონად--ვეღარ-გაყიდის-მაგძალად-ფეხბურტელს!!!მაგაზე-მგარი-ბიჭია-მიქაუტაძე(ჯიგრიანი-ხასიათიანი!!!!)მგონია-ჩვენები-ჩემპიონები-გახდებიან-და-მაგ-ერტჯერადი-დაკარგავს-შანს-მოხვდეს-ბიჭებტან-ერტად-ისტორიაში-და-მაგრად-ინანებს!!!ტიპი-უჯიგრო-ყოფილა!-გულის-სატრფომ-ურჩია-ალბატ!ჰოდა-წადი-პარიზში!წინასწარმეტყველება:შენი-ადგილი-სულიტ-პატარა-ბიჭო-მარადონაზე-კი-არა-საქარტველოს-პარლამენტ6შია-ასევე(ჩემის-აზრით)სულიტ-მდაბიო-ყაველაშვილის-გვცერდზე!!!ბოლოს-მანდ-აღმოჩნდები!-ხალხი-არ-დაგივიჭყებს-არც-კკარგს-არც-ცუდს-ფერშტეინ-პატარა-ბიჭი?!-ის-ყოველტვის-იტყვის:-ხვიჩამ-ევროპის-ჩემპიონატზე-გვიღალატაო!ღალატი-ტეხავს-მაგრად-ტეხავს!!!-სამუდამო-კლეიმოა!მაგრამ-ეს-შენ-არ-იცი-სამწუხაროდ!!!მგონი-ტიპს-შეშინდა-ახალგაზრდა-ვარსკვლავებში-დავიკარგებიო!ეგრეა-ნაღდად!!!

  • ქართველი

    აბსოლუტურად ყველაფერში ვეთანხმებოდი ბოლო წლებში, და ყველა როცა ლანძღავდა მაშინ ვიცავდი მის მხარეს მაგრამ რასნიშნავს გადავიღალე და ევროპაზე ვერ ვითამაშებ?? ხშირად გვაქვს მსგავსი შესაძლებლობა რო ჩვენ ქვეყანაში ვუმასპინძლოთ ესეთ ტურნირს?? მიქაუტაძემაც მთელი წელი შეუცვლელად ითამაშა დაისვენოს მაშინ მაგანაც. ყველაზე მეტად რაც არმინდოდა ის ხდება და არდაიწყოთ ეხლა გაპრავება დაიღალა და რაქნასს, სულ არმაინტერესებს ნაპოლი ჯერ ქვეყანაა მთავარი

  • Vasili

    გაოგნებული ვარ და გაკვირვებული და გულდაწყვეტილი!!! 22 წლის ბიჭი ბოლო ერთო თვეა კვირაში ერთ თამაშს თამაშობს ისიც ხან ნახევარ ტაიმს! და დაიღალა უკვე! 17-18 წლია რომ იყო მესმის გასაგები იქნებოდა!./ მაგრამ უფრო თავი და თავი მე მგონია აგენტი, ნაპოლი, ფედერაცია, გარემოცვა, და ის ხალხი ვინც ცდილობს ნაკრებში იქნებ თავისიანი ჩააკვეხოს ხვიჩას და პირველი ნაკრების ბიჭების ნაცვლად! თვითინ ხვიჩა ყველა ინტერვიუში და ვიდეორგოლში იმას უზახდა რომერთი სულო ქონდა და დღეს რა ფეხზე ადგა კი მარა! ეს დაამუშავეა და თავის ნების საწინააღმდეგოდ გამოიყვანეს!!!/ მე ნაპოლო და ბორდო და ასე შემდეგ იმიტო მიხარია რო ნაკრებში რომ უნდა გაოადგეს ქვეყანას ეს ჩვენი ფეხბყრთელბი , თორე არ გავარყი ნაპოლისაც და ბარეორ კლუბსაც, თუ ფეხბურთელმა ნაკრებში არ ითამაშა მაშინ მისი საკლუბო კარიერა სულ აღარ მაინტერესებს! ხვიჩას გარეშე ჯგუფიდან გასვლა ძალიან გაგბიჭორდება! ამ დიდების ჯგუფიდანაც გაგვიჭოედება და ისე ვიზამთ რო კიდე აუტსაიდში დავრჩებით, და იარეთ მერე მსოფლიოზე და ევროპაზე , ზოგი საფრანგეთია მაისურით და ზოგი იტალიის, და ზოგი ჰოლანდიიის და იცხოვრეთ სხვა ქვეყნების სიხარულით , 30 წლეია არაფერი ღირსებია ქვეყანას და ესე თუ გავაგრძელეთ კიდე კაი ხანი არაფერი გვეღირსება

  • ნიკა

    თუ ამის მიზეზი უკვე არსებული ფიზიკური დაღლილობაა კი ბატონო მესმის, მაგრამ თუ თავის მოფრთხილების საკითხია, ეროვნული ნაკრები, თუნდაც ახალგაზრდული არაა საამისო ადგილი. მაშინ როცა ფეხბურთელმა შეიძლება ნაკლები დატვირთვით მიიღოს მონაწილეობა ტურნირზე და მისი გუნდთან ერთად ყოფნა ძაან დიდი მუხტის მიმცემია.

  • anta

    მართალია ხვიჩა დასვენება ჭირდება არიან ბიჭები ვისაც დასამტკიცებელი აქვთ რომ შეუძლიათ და მიეჩათ შანსი იგივე კვერნაძე, აზაროვი, წიტაიშვილი, მაგ ფლანგზე შეუძლია დავითაშვილსაც ასე რომ მართებული გადაწყვეტილებაა წარმატებები ხვიჩას და ახალგაზრდულ ნაკრებს

  • ბექა

    ვერ ითამაშებს კი არა არ ითამაშებს, უთამაშებლობის მიზეზი ნაპოლი და ჯუღელია , კონტრაქტში უწერია მხოლოდ ეროვნულ ნაკრებში თამაში

  • პაპა

    განაცხადში მაინც დარჩი რაიცი რახდება

  • პატრიოტი

    ასეც ვვარაუდობდი და ასეც უნდა ყოფილიყო. გაუმარჯოს ხვიჩას, მართლა ჭკვიანი კაცი ხარ

  • გ.შ.

    ბავშვს ნერვი არ მოუშალოდ ეხლა , ვინც ხელებს იპშვნეთტ,არ ეცეთ, თორე დაგენძძძძ...ევათ.... მადლობა ხვიჩი შენ გენაცვალე , გაგახაროს ღმერთმა ცჰემო ძმაო როგორც საჭიროა ისე ქენით

  • ქუთაისი

    ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.

  • gubernia-ს

    შენი კომენარის გარეშე ხომ ვერც-ერთი სტატია ვერ ჩაივლის. :) არ გინდა ცავატანემ, ნუ საუბრობ ქართველი გულშემატკივრების სახელით.

  • ქუთაისი

    ქართულ ოცნებას გაუმარჯოს, გუბერნიას გაუმარჯოს... უკვე გასაგებია ვინც ხარ... ჩვენ ვუგულშემატკივრებთ კვარას... შენ, არავინ გიშლის, გააგრძელე ვივამედის მთავარი პაციენტის გულშემატკივრობა.

  • ანზ

    მაგრად ტეხავს. ტიპიური ნაცლოგიკა. არანაირ ლოგიკაზე, არანაირ ობიეექტურ გარემოებაზე დამყარებული. მხოლო ტლიკინი და აბსურდული ვარაუდი. უფრო კაპრიზი. არ მიყვარს მსგავსი ვარაუდების კეთება მარა დარწმუნებული ვარ შენ ხარ მუდამ მეოცნებე, არშემდგარი ადამიანი, რომელიც მხოლოდ ტლიკინებს და სხვებს უყურებს. აი ძალაუფლება თუ ჩაგივარდა ხელში, ჩვეულებრივი ადოლფი. არ დამიბლოკოთ ეს კომენტარი.

  • სტუმარი

    ხვიჩა, შენ კიპრს და შოტლანდიას მოუგე და ვინაა რამეზე ხმის ამომღები?!

  • Semi

    მე რომ იგივეს ვწერდი დისლაიქება მიწერდით, ყოჩაღ ხვიჩა სწორი გადაწყვეტილებებისთვის, უნამუსობა არაა სხვა ბიჭებმა ითამაშონ ამხანაგური მატჩები, შესარჩევის რამდენიმე მატჩი და ჰოპ იცებ ხვიჩა ჩასვან შემადგენლობაში, თან დიდი ქაჯობაა სხვათა თვალში. რომელი ნაკრები აკეყებს რომ საუკეთესო მოთამაშეს უშვებს 21 წლამდელებში? ეს ხო გოიმობაა.

  • 11

    რამდენიმე კვირის წინ დანიშნა ქორწილი ივნისში და ცხადი იყო რომ არ აპირებდა თამაშს.

  • მმმმმმმ

    ჩასაფრებული რომ ხართ სალანძღავად ვითომ პროფესორები.შენ რას გააკეთებდი ფედერაციის ადგილზე?

  • ჯიმა

    ეგ ნაპოლის მოთხოვნაც იქნებოდა დარწმუნებული ვარ. წარმატებები ჩვენ ნაკრებს..წარმატებები ხვიჩას.. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო!!!!!!!!!!!!!!!

  • ზაზა

    რეალურად სწორი გადაწყვეტილება რის რა გვინდა რომ 10 დღეში 5 თამაში როგორ უნდა ითამაშოს, ყველაზე კარგ ვარიანტში ბოლო თამაშში თუ შეძლებდა დახმარებას ნაკრებისთვის. თან ბელგია, ჰოლანდია და პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრებები მაღალკვალიფიციური ფეხბურთელებით არიან დაკომპლექტებული. ესეთი მომქანცველი სეზონის შემდეგ გადაღლილია და კარგად იცის, აბა რა უნდა ქნას გადაღლილმა ითამაშოს, ამ ნაკრებებთან ბოლომდე თუ არ ხარ ფიზიკურად მზად ვერაფერი გამოგივა, მერე წამოვიდოდა გულშემატკივრების სიტყვები რომ ფეხები აკეცა, უფრთხილდება არ თამაშობს და მსგავსი.

  • qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos

    გიორგი) რას ბოდავ ბიჭო ? ნუ ხარ ეს სექტანტი რა და სიმართლეს თვალი გაუსწორე. 22 წლის ბიჭი რო იტყვის დავიხალეო ფეხბურთის თამაშით აბა როდის არ დაიხლება ? როცა 42 წლის იქნება ? შენ არ გინახია 2002-2014 წლებში რა დინამიკური ფეხბურთი იყო და მართლა დამხლელი. დხევანდელი ფეხბურთი უფრო სიარულია . კაცი 2 თვე არაფერს აკეთებდა ნაპოლიში რაც მილანთან გამოვარდნენ და შენ მეუბნები რახაც დახლილობაზე. სირცხვილია ბიჭო როგორც 30 წლის ამისულაშვილმა უთხრა ქეცბაიას 2 თამაშს ვერ ვითამაშებო კვირაში. სამარცხვინოთ დაიმალე და არ გამოჩნდე ამის მერე. თან ამას 30 წლის კი არა 22 წლის ბიჭი ამბობს რომელსაც ცეცხლი უნდა ეკიდოს ყოველ თამაში თვალებში. ამას უკვე არ უკიდია ცეცხლი თვალებში რომ ეკიდოს სულ სხვანაირათ ითამაშებდა იგივე ნაპოლიში ბოლო თამაშებს მაგრამ ტრიპაჩობა დაიწყო და წავიდა უკუსვლა რაც მოსალოდნელი იყო. მესის არასდროს უთქვია დავიხალეო ის ამით თავის თავს შეურაწყოფას არ მიაყენებს. 35 წლის მესიმ ყველა თამაში ჩაატარა მუნდიალზე და მოაგებია გუნდს. შენ კიდე ლაპარაკობ 22 წლის ბიჭი რომელიც 2 თვე დადიოდა მოედანზე დაიხალაო. აბა ევროზე თუ გახვალ ისიც ასეთი მიდგომით მეტი ჩემი მტერიი არაა მაგრამ თეორიულად გეუბნები მანდაც იტყვის ეს დავიხალეო 2 თვე დავდიოდიო ნაპოლიში. უბრალოდ ეს არ უნდა ეთქვა რო დავიხალეო ეს ამის პირადი სირცხვილია სამომავლოდ. 42 წლის რო იყოს მესმის. მაგრამ 22 წლის ბიჭო რა თაობა მოდის იმენა ქალოსიების და ტიკტოკერების თაობა. მერე იტყვიან ფეხბურთის დონე დავარდაო. რათქმაუნდა ასეთი ქალაჩუნების თაობა რო მოდის აბა რა იქნება

  • მწვრთნელი

    თუ დაიღალე დაისვენე! შენ გეკუთვნის! მთავარია მამარდაშვილმა და მიქაუტაძემ არ თქვან უარი (ესენიც დაღლილები არიან ძალიან)!

  • akaki

    არ უნდათ ეტყობა ახალგაზრდული, რომ ჯგუფიდან გავიდეს

  • lm

    სწორი გადაწყვეტილებაა. მოტივაცია ზოგჯერ უფრო მეტ საქმეს აკეთებს ვიდრე სახელი გვარი. გადაღლილია ტიპი და კიდე ახალგაზრდულის ჩემპიონატი მთლად გამოაცლიდა ყველაფერს, ვერ მიცემდა ნაკრებს იმას რაც უნდა მიეცა და მერე დაიწყებდნენ მის კრიტიკას ფეხებს უფრთხილდება, არ თამაშობს გულით და ა.შ.

  • Lobotka

    ეს მარტივი ამბავი უნდა მოეგვარებინა ფედერაციას!!! ყველას უნდა ეთამაშა ახალგაზრდულში ჩემი აზრით. ეხლა გამოვა ისე რომ ვერც იმ ორ შეხვედრაში დავდებთ კარგ შედეგს (არ წაგება არ ითვლება შედეგად) და ვერც ახალგაზრდული. მაგრამ ამ თემის მოგვარებას ხომ ცოტაოდენი ტვინი და ერთი ადგილი ჭირდება...

  • ქ. გ.

    სწორი გადაწყვეტილებაა. წარმატებები ხვიჩას, ქართულ ფეხბურთს და ყველა ქართველს. დიდება საქართველოს!

  • MICHAEL

    ყველამ იცოდა წინასწარ რომ ასე იქნებოდა არც უნდა გამოეძახებინათ გაფართოებულ შემადგენლობაში. ისე კვარაცხელია არაა მაგ ბიჭებთან შეთამაშებული და მგონი უფრო ''ტორმუზი'' იქნებოდა ვიდრე პოზიტივი მაგისი დამატება , ისე მოხდებოდა რაც დინამო ბათუმში ყოფნის დროს მოხდა მაგის გარშემო რომ უნდა ეთამაშა გუნდს და ეგ ნაკრები ეგეთი ტაქტიკით ერთ კაცზე როა აწყობილი ყველაფერი არ თამაშობს

  • გიორგი

    მოდი ჩემო ძმაო შენს “გუბერნიას” მიხედე რა. ხვიჩა 4 წელია ეროვნული ნაკრების წევრია და რატომ უნდა თამაშობდეს 21-ებში ვერ ვხვდები. მესიზე რომ აპელირებ, მასე აკეთებდა ისიც?! თუ რამე შეგვიძლია და პრეტენზია გვაქვს ამ დონეზე, ვითამაშოთ იმ ბიჭებით ვის მხრებზეც დღემდე ახალგაზრდული ნაკრები მოდის.

  • გიგი

    გული მწყდება მაგრამ პატივს ვცემ ხვიჩას გადაწყვეტილებას, მან უკეთ იცის რა ჯობია მისთვის და შესაბამისად საქართველოსთვის.

  • beqa

    გული კი-დამწყდა მაგრამ, შენიც მესმის, ისედაც გეტყობოდა დაღლა ბოლო ორითვეა!! წარმატებები ხვიჩა უფრო ძლიერი დაბრუნდი

  • qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos

    მოკლედ ამის ფეხბურთი დამთავრებულია როგორც ჩანს. 22 წლის ბიჭი რო იტყვის დავიხალეო როცა მესი და ნეიმარი 24 საათი მოედანზე იყვნენ ოლიმპიადაზე თამაშობდნენ და რავი ყველგან თავის ქვეყნის გამო. ამან დავიხალეო. ამიტომაა საქართველოში ფეხბურთი გასაუქმებელი. არაა ეს ჩვენი საქმე არა. შენგელია როგორ თამაშობდა ნაკრებისთვის და ერთი წკუტუნიც არ უთქვია დავიხალეო. ამას აწი ვინც უქომაგებს იმან არ თქვას ქართველი ვარო. ახლა თუ არ გამოადექი ქვეყანას ვის რათ უნდა შენი ნაპოლი თორე ეგეც ახლა ქართული გუნდი არ იყოს.

  • სიმართლე

    ვერ თუ არ? ვერ ობიექტური გარემოებებია, არ სუბიექტური. პ.ს. იმას არ ნიშნავს რომ რაიმე ცუდი ჩაიდინა, უბრალოდ არ არის საჭირო ზედმეტი გალამაზება სიტუაციის. ადამიანმა თქვა რომ გადატვირთული რეჟიმის გამო არ ითამაშებს.

  • Lasha

    დაიწყება ახლა ლანძღვა და პატრიოტიზმის ნაკლებობაზე საუბარი. მე ის მიკვირს ქართველმა კაცმა აქამდე ტრავმა რომ არ მიიღო ამხელა დატვირთვების შემდეგ. პირველი სეზონი უმაღლეს დონეზე, ამას ყველა ვერ უძლებს.

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ