კვიპროსი - საქართველოს (1:2) შემდეგ გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებას.

გიორგი მამარდაშვილი (6.0)  - "ვალენსიას" კიპერი კარის ხაზზე ბრწყინვალეა და ერთხელ მშვენიერი დარტყმა მოიგერია, რომელიც მისსავე შეცდომას მოჰყვა, "მამარდამ" ბურთი თამაშში ცუდად შეიყვანა. შეხვედრის დასრულებას ბევრი არაფერი აკლდა, როცა გიორგიმ საკუთარ კარში კუთხური "გამოიგონა".

ოთარ კაკაბაძე (6.0) - მისი პოზიციიდან კვიპროსელებმა პრობლემები ნაკლებად შეგვიქმნეს, თუმცა ის პირველ ტაიმში გააფრთხილეს და მეტოქემ სახიფათო ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა. კაკაბაძის ცენტრალურ მცველად თამაშს ის უპირატესობა აქვს, რაზეც მატჩის წინ ვწერდით, მრავალფეროვანია და შეტევაში ბურთის ამოტანა უფრო მარტივად შეუძლია.

გურამ კაშია (6.0) - კაპიტნის განსაკუთრებული შეცდომა არ გვახსენდება. გურამი თანაგუნდელებს კარგად აზღვევდა, თუმცა დაცვის ორგანიზების ის უნარი, რაც გააჩნია, ნაკლებად ჩანდა, განსაკუთრებით, სტანდარტული მდგომარეობების დროს.

ლუკა ლოჩოშვილი (5.5) - "კრემონეზეს" მცველს შეხვედრა ჩაუვარდა - "აკიდებული" თერთმეტმეტრიანი, წაგებული ორთაბრძოლები... აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ეპიზოდში კარგი ტექნიკური მონაცემები გამოავლინა.

გიორგი გოჩოლეიშვილი (5.5)  - "შახტარის" ფლანგელი მისთვის ყველაზე ჩვეულ პოზიციაზე ვიხილეთ, თუმცა, მოულოდნელად, პასიური მატჩი გამოუვიდა. მისმა ვიზავმა, ნატურალიზებულმა ბრაზილიელმა კორეიამ, ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ მარცხენა ფლანგისგან განსხავებით, "გოჩოს" თანაგუნდელებისგან საკმარისი დახმარება არ ჰქონდა, რაც მას მეტ სივრცეს მისცემდა.

ნიკა კვეკვესკირი (5.5) - მოედნიდან გასვლისას ის თავადაც ხვდებოდა, რომ ცუდი მატჩი ჰქონდა. არსებულ სქემასა და ფეხბურთელებში ნიკას პირველ რიგში ართმევა და მეტოქის იერიშის ჩაშლა ევალებოდა, რასაც თავი ვერ გაართვა. ამავდროულად, შუა ხაზში მოძრაობა და სისხარტე გვაკლდა. პრესინგის თამაში ჩვენს "აქილევსის ქუსლად" რჩება, რომელსაც რა თქმა უნდა, გუნდური მუშაობა სჭირდება და მხოლოდ ერთ მოთამაშეზე დამოკიდებული არაა.

ოთარ კიტეიშვილი (7.0) - ნაკრების ნახევარდაცვას "კიტეს" დაბრუნება დაეტყო, თუმცა მას კიდევ უფრო მეტი შეუძლია როგორც დაცვით, ასევე შემოქმედებით ნაწილში.

ირაკლი აზაროვი (7.5) - ირაკლის მშვენიერი შეხვედრა ჰქონდა, ფლანგს კარგად ამწვავებდა და კვარაცხელიასთან შეთამაშებაც მაღალ დონეზე იყო. მატჩის ბოლოს მას დაღლილობა დაეტყო.

გიორგი ჩაკვეტაძე (5.5) - შესაძლოა, ყველაფერი იმის ბრალია, რომ სულ სხვანაირი "ჩაკვე" გვახსოვს, თუმცა მისი თამაში კრიტიკული იყო. გიორგის შეტევაშიც მეტი მოეთხოვებოდა და ნახევარდაცვით სამუშაოებშიც, გოლის გატანა შეეძლო, რაც ვერ გამოიყენა. იყო ეპიზოდი, როცა ჩაკვეტაძემ კვარაცხელიას მისამართით პასი დააგვიანა და ბურთი დაიკარგა. ვიცით გიორგის რესურსი და გვსურს, ის სანიოლის ნაკრებში მაქსიმალურად გამოყენებული იყოს.

ხვიჩა კვარაცხელია (8.5) - უკვე მეორე სანაკრებო მატჩია, ხვიჩას შეხვედრის გამორჩეულ ფეხბურთელად ვაღიარებთ. ის უეფამ კვირის სიმბოლურ გუნდშიც შეიყვანა. "კვარას" ძალიან წარმატებული დრიბლინგები ჰქონდა და იმას, რომ ყველაფერი გოლით არ დასრულდა, ორი მიზეზი ჰქონდა - თანაგუნდელების მიერ ვერგამოყენება და მისი არაზუსტი დარტყმები. სრული ყურადღებისა და მის მიმართ გამოჩენილი სიხისტის მიუხედავად, კვარაცხელია მაინც ახერხებდა, სივრცეები ენახა და თამაში გაემწვავებინა. ხვიჩა ნამდვილი ლიდერი იყო - დაცვაში ჩასვლით, ბრძოლით, გადამდები მოტივირებით, სხვისთვის სივრცეების გათავისუფლებით.

გიორგი მიქაუტაძე (8.0) - ის ცივსისხლიან ფორვარდად იქცა, რომელმაც მოწინააღმდეგეს შეცდომა არ აპატია და გოლად აქცია. ამავდროულად, გიორგი მოძრავია და ბურთს მხოლოდ საჯარიმოში არ ელოდება.

ლუკა გაგნიძე (6.0) - ჩვენს საყრდენ ზონას მისი მონაცემების მოთამაშე ნამდვილად სჭირდება. მიუხედავად რამდენიმე არაზუსტი პასისა, ლუკა თამამია, მუდმივად გამწვავებაზე ფიქრობს, მოძრავია და მისი შემოსვლის შემდეგ შეტევა უფრო სწრაფი გახდა.

საბა ლობჟანიძე (6.5) - მისი სისწრაფის შესახებ კარგად მოგვეხსენება. ნორვეგიელებთან მატჩის მსგავსად, მან თამაში ახლაც გაამწვავა და გამოაცოცხლა. მეტი დრო რომ ჰქონოდა, უფრო მეტსაც მოახერხებდა.

ზურიკო დავითაშვილი (7.0) - შესაძლოა, ის გავაკრიტიკოთ, თუმცა საქართველოს ნაკრების დღევანდელი ფორმაციისთვის ერთ-ერთი შეუცვლელი ფიგურაა. მშვენიერი გოლი გაიტანა. ზურიკო შოტლანდიაში სასტარტოდან დაიწყებს, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატზე 21-წლამდელებს უნდა შეუერთდეს.

ბუდუ ზივზივაძე, ლაშა დვალი - შესაფასებლად ცოტა დრო ჰქონდათ. ისე, ბუდუს საჭიროება მუდმივად საგრძნობია. რაც შეეხება დვალს, კუთხურის დროს პრობლემები მატჩის ბოლოსაც გვქონდა, რაც შოტლანდიელებთან შეხვედრამდე საფიქრალია.

ვილი სანიოლი (7.0) - უკვე მეორე მატჩია, სანიოლი მეორე ტაიმში გარდატეხის შეტანას ახერხებს და სასურველ შედეგს აფიქსირებს, თუმცა გარკვეული ფაქტორები კრიტიკას კვლავ საჭიროებს - შემადგენლობის შერჩევა, გუნდის შეთამაშების პრობლემა, ტაქტიკურ მრავალფეროვნებაზე უარის თქმა, ცვლილებების დაგვიანება. მწვრთნელს წარმატებისთვის გარკვეული გამართლებაც სჭირდება, ვილი კი იღბლიანი მწვრთნელია.

SOSO
კვარასთვის ჩემი დილეტანტური აზრით ცოტა მეტის დაწერაც შეიძლებოდა, დავუშვად 10-თან მიახლოვებული. ის რომ ორივე გუნდის შემადგენლობაში აშკარად გამოირჩეოდა უკამათოაა-მოქმედებდა ისე როგორც ნამდვილ ვასკვლავს შეეფერება, რა ფინტები,ერთი ორი პოტარციული საგოლე პასი, კარისკენ დარტყმები,ასევე ხანდის ხან დაცვასაც ეხმარებოდა და ა.შ. ერთი სიტყვით ძაან მაგარია, მაგრამ ერთი პაწა ნაკლიც აქვს- უკვე 20 თამაშია გოლი ვერ გააქვს და საგოლე მოქმედებებში ვერ მონაწილეობს, აი ესეც თუ გააკეთა პერიოდულად მაინც, 10-იანები გარანტირებულად ექნება სოფასკორიდან...
ნიკოო123
ჩაკვეს უბრალოდ დაკარგული ჰქონდა პოზიცია თითქოს ვერ გაეგო სად უნდა ეთამაშა მეტ წილად მარჯვნივ იყო და მარჯვნივ არაა მისი პოზიცია და არაა ეფექტური. მისი პოზიცია მარცხნივ არის და ცენტრშიც შეუძლია კარგი თამაში. მაგრამ მარცხნივ კვარა გვყავს ცენტრში კიტე. ისე ძალიან ნიჭიერია და მაგრად ვბალეშიკობ
გიო-გოლი
კვეკვესკირი 5.5 არ იმსახურებდა და საერთოდაც ვეღარ თამაშობს საერთოდ და უნდა წავიდეს ნაკრებიდან
zura
დღეს გამოჩნდება რა დონეზეა ჩვენი ნაკრები! როგორც ყოველთვის ძლიერებთან ვთამაშობთ ბოლო წვეთამდე და ასე უნდა იყოს დღესაც!!! დღეს ბევრი რამე გადაწყდება!!! დღევანდელი თამაშით გადაწყდება ევროზე გასვლისა და არ გასვლის შანსი!!! მიდით მგლებო ბოლომდე ითამაშეთ,არ დაიშუროთ თავი!!!
მირო
დავითაშვილს სასტარტოში ვიხილავთ ამოვარდნილი იყო კონტექსიდან. ჯერ მწვრთნელს არ უთქვამს..ნაგრამ თუ ავტორს ჯერა განხილვაც შეიძლება..მე ვფიქრობ დავითაშვილი ისევ ჯოკერივით შემოვიყანოთ ჩემი აზრით მაგ დროისთვის დაიწყება მოგებისთვის ბრძოლა.ჩაკვე ყველგან შეიძლება ათამაშო მაგრამ მანდ არა,კვარას პონტში კომლექსდება არა აქ მყარი ფსიქილოგია(( ჟორჟი კი პირუქით როგორი აჭკები გააკეთა გოლი რო შეაგდო მეცში სუ ეგრე შვება..აქვე მეცში თუ დარჩება ჩემპიონები შეიძლება გახდნენ..მამარდა-კვირკვე კაშია დვალი-აზარივი ალთუნაშვილი ჩაკვე კიტე ლობჟანიძე-კვარა და ჟორჟი

პენალტს მანდ 10-დან 7 არბიტრი არ დადებდა.
ლეო
არიყო რა ცუდი თამაში.. 1 ნომრად როცა გუნდი გამოდის ძირითადათ ძნელია ჩაკეტილი გუნდის გატეხვა...მაგრამ ზედმეტად პირველნომრად ჩატVლაც რამის გოლებად დაგვიჯდა.. 2 ჯერ მორტმულ ძელს ვგულისხმობ... დანარჩენი ბიჭებმა აიბრძოლეს და ბრძოლით მოიგეს ყველაზე მნიშვნელოვანიყო და მჯერა რომ შოტლანდია როცა გაგვიხსნის თამაშს იქ ბევრად მეტი სიზუსტე იქნება კონტრ შეტევებზე... ძალიან მიხარია გიორგის გოლი საოცარი ახალგაზრდა გ ყბას რომელსაც აფსოლიტურად ყველაფერი აქვს ტოპ თვადასხმელისთვის საჭირო ძალიან ახალგაზრდა რაც კიდევ უფრო მეტად მახარებს... ბერად მეტ იმედსა ის მაძლევს რომ სათადარიგოთა სკამი გვყავს რომელიც შემოდის და მომენტალურად ცვლის თამშშ... საუკუნეა ნორმალური ახალგაზრდა შემტევი ნაკრები არგვყოლია ყველაფერი ეხლა იწყება და კარგადაც ვიწყებთ... დანიასთან არვიმსახურებდით დღეს ბევრად მეტს ვიმსახურებდით...ბედიც ჩვენსკენ წამოვა ნელნელა არადა არწავა მჯერა პირიქით მეტს და მეტს შეძლებენ ბიჭები მთავარია ითამაშოს ყველამ სტაბილურად კლუბური დონეზე... ერთადერთი ჩანკვეტაძეს ამდენი კრიტიკა მიტყდება მხრებზე აწევს თავისი ცუდი ფორმა და თამაშზე ეტყობა უკვე
Soso
დაქირავებული ტროლები არ ჩანან
rable

ქომაგი-ს
არაობიექტური ხართ, პენალტის აკიდების, თავზე ყველაფრის წაგება, იქ ხარიხის ეპიზოდი. ქულებს შეეშვით, ეგ რას წყვეტს, რაც უწერიათ ის მართალია
სოსო
არ ვფიქრობდი,რომ ლოჩოშვილს ამ თამაშში,ძირითადში დააყენებდა.იმიტომ არა,რომ არ მომწონს,არამედ იმიტომ,რომ ვიცოდი,კვიპროსელები,ტანმორჩილები,ტექნიკურები და სწრაფები არიან.ასეთი ზორბა მცველისათვის,მათ წინააღმდეგ თამაში,ყოველთვის გაზრდილი რისკია,ლუკა კი,ისედაც რისკიანი მცველია.დარწმუნებული არ ვარ,რომ იმ მომენტში პენალტი მართლა იყო,მაგრამ რაც მოხდა,ესეც გაბარიტებში დიდმა სახვაობამ გამოიწვია და სხვა დროსაც,ცქვიტი შემტევების აყოლა,ლუკას ძალიან უჭირდა.მისი თამაში,უფრო შოტლანდიასთან უნდა ყოფილიყო,ათლეტი,ათლეტების წინააღმდეგ.ახლა კი,არ ვიცი,გაჭიმული კუნთი რამდენად მისცემს თამაშის საშუალებას.არავისთვისაა საიდუმლო,რომ კვეკვესკირს შეუძლია გრძელი პასის გაკეთება და უჭირს მჭიდრო პრესინგში თამაში.ეს ქეცბაიამ ყველაზე კარგად იცის და დიდი პრობლემებიც შეუქმნა მას.ართმევებზე კი,არასდროს ყოფილა განსაკუთრებით ძლიერი და ეს ახლაც აშკარად ჩანდა.გაგნიძე,უაღრესად პერსპექტიული ბიჭია,მაგრამ მოსკოვის დინამოში,ნამეტანი დიდხანს მოუწია დარჩენა და სეზონის ბოლოს,ეგ გუნდი,სრულიად უმართავი,უმწვრთნელო ჩანდა.ბოლოსკენ,ლუკასაც ცოტა უწევდა თამაში და აშკარად,სხვებივით,ისიც არეული ჩანდა.ამ თამაშშიც ძალიან სარისკო განივი პასი გააკეთა და ერთი სიტყვით,ჯერ კარგი დამრიგებელი და შემდეგ კი,ცოტა დროც სჭირდება,დასაღვინებლად!კვარა,მაინც ცენტრისაკენ იყო შემოწეული და შესაძლოა აზრი ჰქონოდა მისთვის და ჩაკვესათვის სამოქმედო არეალის სრული თავისუფლების მიცემას.მარცხნიდან აზაროვი,ისედაც აქტიური იყო და ჩაკვეს შიგნით შეწევით,გოჩოლეიშვილსაც გაეხსნებოდა შეტევის ზონა.ჩაკვე და კვარა კი,კომბინირებით და პასების განაწილებით,უფრო სახიფათოები იქნებოდნენფლანგებზეც და ცენტრიდანაც.საკმაოდ ბევრი წერდა,ხვიჩას დრიბლინგები,უშედეგო იყოვო,მაგრამ რატომ?ფლანიდან დრიბლინგს რომ აკეთებ,კარის წინ,ვინმე უნდა გაიხსნას ბურთის მისაღებად და დრიბლიორისათვის არჩევანის დასატოვებლად.სწორედ ეს არ ხდებოდა.მიქაუტაძეს მცველები მისდევდნენ,სხვები კი,პასიურ პოზიციებზე იდგნენ და უყურებდნენ.ზურიკოს გოლი გაიხსენეთ,ლობჟანიძე გვერდიდან, საჯარიმოსკენ დაიძრა და იქვე,საჯარიმოში ზურიკოს მისცა პასი,მანაც ბურთი შეიგდო და ბილიარდის სიზუსტით შეაგორა შორეულ კუთხეში.ხვიჩასთანაც ასე რომ ეთამაშათ,გაცილებით მეტი სიმწვავე იქნებოდა.გაიხსენეთ,ხვიჩამ საჯარიმოს ხაზთან დრიბლინგის შემდეგ,შორეულ ძელთან,საბა ლობჟანიძეს მისცა პასი,მან მიიღო,პირდაპირ კარში დარტყმა ვერ გაბედა(რომ გაებედა,ადვილი შესაძლებელია გაეტანა) და სადღაც საპენალტოსთან ახლოს,უკვე სიღრმიდან დაძრულ ხვიჩას უპასა.მართალია ხვიჩას,ერთი შეხებით დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა,მაგრამ ეს სწორედ ის იყო,რაც სხვებს უნდა გაეკეთებინათ,ხვიჩას დრიბლინგების დროს. ჩვენი კარის წინა და საყრდენების ზონა,დაცვის დროს,კატასტროფა რომ არის,ყველა ვხედავთ და ჯერ საიმედო,არც არავინ რომ გამოჩენილა,ესეც ფაქტია.მგონი ახლა მაინც გაიგო ბევრმა,ჯაბა კანკავას ფასი. აქ პრესინგზეც ეწერა და უკვე კაი ხანია,რაც სანიოლმა თქვა,ჩვენი ფეხბურთელები,პრესინგს კი არა,პრესინგის იმიტაციას აკეთებენო.ჰოდა ამ თამაშშიც,ჩვენ პრესინგი ვერ ვნახეთ და რაც ვნახეთ,ის მომენტებში,იმიტაციადაც ვერ ჩაითვლებოდა.მაინც მგონია,რომ რიგი ფეხბურთელები,ფიზიკურად მაინც ვერ არიან მზად და ეს პრობლემა,მუდამ პრობლემად გვრჩება.
კობი 74
ძირითადად სწორი შეფასებაა. მხოლოდ ხვიჩას ცოტას დავუკლებდი და დავითაშვილს მოვუმატებდი, ორივეს 8 ეკუთვნოდათ. სამწუხაროა ჩაკვეტაძის რეგრესი, მით უფრო რომ მისი ნიჭის დიდი გულშემატკივარი ვარ. ჩემთვის ამ თამაშში ჩაკვეს პერფორმანსი მოულოდნელი არ ყოფილია. მის თამაშებს თუ დააკვირდებით სლოვანის შემადგენლობაში (ამოკრებილი მომენტები რომ არ ჩავთვალოთ), იქაც იგივე სიფრთხილით და უემოციოთ ირჯება. რაღაც ხასიათში აქვს პრობლემა და არა ფიზიკურ მდგომარეობაში. მცირე დრო მიეცა, თუმცა ძალიან კარგად შემოვიდა ბუდუ. მაშინვე გამოჩნდა, რომ გადმოგდებულ პირველ ბურთზე როგორ შეუძლია ბრძოლა. სანიოლის ადგიზე დავფიქრდებოდი მაღალ შოტლანდიელებთან ძირითადში მის დაყენებაზე.
ირაკლი
საინტერესო იქნება კვირკველია გველესიანის დამატება კაშიასთან ერთად.
ქომაგი
არ არის ობიექტური ლოჩოშვილის და კვეკვესკირის ერთნაირი შეფასება. კარგი მატჩი ჰქონდა ლოჩოშვილს და პენალტს მანდ 10-დან 7 არბიტრი არ დადებდა. რატომღაც იჩაგრება ეს ბიჭი, მიუხედავად იმის, რომ მუდმივად პროგრესირებს. მე ძალიან მომეწონა მისი შეტევაში ჩართვებიც.
ი
ჩაკვე და კაკაბაძე არარიან სანაკრებო დონეზე. კვეკვე დაგვიბერდა. აზაროვს მაგარი მომატებული აქვს
გუსანი
ლოჩოშვილის, კვეკვესკირის თამაშში ახალს არაფერს ველოდები სამწუხაროდ, კვეკვესკირი უკვე პიკ გადავლილია და ნაკრებში ვეღარც მოვიაზრებ, ლუკა კი იმედგაცრუებაა უკვე მერამდენედ, გამიკვირდა ჩაკვეტაძის, თუმცა საამისოდ არგუმენტებიც ბევრია და ეს მწვრთნელის სამუშაოც არის. მიუხედავად სანაკრებო შეკრების დიდი პერიოდისა გუნდს შესაბამისი მუშაობა, შეთამაშება არ ეტყობოდა და ესეც სამწვრთნელო ხარვეზებზე მიუთითებს, თუმცა პოზიტივებიც დავინახე და იმედია სკოტებთან უფრო გამოჩნდება, ეს იქნება გზაგასაყარი წარსულსა და მომავალს შორის, პირველ 2 თამაშში რეალური პოტენცია ვერ გამოჩნდა , იქნებ მესამეში გაიხსნას ? თუ არა და ძველ კალაპოტში აღმოვჩნდებით, ერთი-ორი გამართლებული თამაშის ამარას...
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი
[VIDEO] გაძევება, სამი პენალტი და მიქაუტაძის გოლი
[VIDEO] მიქაუტაძემ ესპანურ გუნდთან მატჩში ანგარიში გახსნა
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია
გაოფიციალურობა დაიწყო - "ლიონმა" ჩეხი ფეხბურთელის ტრანსფერი გამოაცხადა
[VIDEO] სეზონი გოლით გახსნა - მიქაუტაძემ "ლანსს" გაუტანა
"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
[VIDEO] მიქაუტაძემ ლიგა 1 გოლით გახსნა - "ლიონმა" სტუმრად "ლანსს" მოუგო
მიქაუტაძის "ლიონმა" 22 წლის შემტევი ნახევარმცველი დაიმატა
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია