აქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში, რომელსაც ოფიციალურად 3x3Geotour2023 ეწოდება, თბილისის 2~ორდღიანი ტურით გაიხსნა. ტურნირის ორგანიზატორი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გახლავთ, ხოლო მხარდამჭერი – საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

16 ივნისს ვერის ბაღში ტურნირის პირველი, საკვალიფიკაციო ნაწილი ჩატარდა, რომელშიც 25 გუნდი მონაწილეობდა. წარმატებულმა გუნდებმა ის 12 ადგილი შეავსეს, რომლებიც 3x3Geotour2023-ის თბილისური ტურისთვის იყო გამოყოფილი. რჩეულმა 12-მა გუნდმა 17 ივნისს თავი ლისის ტბაზე მოიყარა და ახალ, ბოლო მოდიფიკაციის მოედანზე საუკეთესოსთან ერთად ფინალური ეტაპის საგზურების მფლობელები გამოავლინა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ წლეულს 3x3Geotour2023-ის ფარგლებში 4 შესარჩევი ტურნირი გაიმართება თბილისში, ბათუმში, თელავსა და რუსთავში, რომელთაგან 12 საუკეთესო გუნდი 15 ივლის, თბილისში დაგეგმილი ფინალური ეტაპის საგზურებს მოიპოვებს. ფინალური ტურნირის გამარჯვებული გუნდი საქართველოს ჩემპიონის ტიტულს, საპრიზო 3000 ლარს და სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში აგვისტოში დაგეგმილ 3×3 კალათბურთის მსოფლიო მასტერსის საგზურს მიიღებს.

17 ივნის, ლისის ტბაზე გამართული ტურნირის 12 მონაწილე 4 ჯგუფში გადანაწილდა და პლეი ოფში თითოეული ჯგუფის გამარჯვებული გავიდა. დაძაბულ ნახევარფინალებში Bebrucebisimon-მა 21:16 დაამარცხა "2 ნაბიჯი". ხოლო Space Jam-მა 21:17 სძლია “მუხბეს”. ფინალში Bebrucebisimon-მა 21:16 მოუგო Space Jam-ს და ტურნირის გამარჯვებული გახდა. გამარჯვებული გუნდის ღირსებას იცავდნენ – ეროვნული ნაკრების წევრი ლევან გოგიჩაიშვილი, ნიკა ჯაიანი, გიორგი რუხაძე და გიორგი ბართია.

ტურნირის საუკეთესო გუნდი კალათბურთთის ფედერაციაში 3×3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა.

თბილისის ტურის 9 საუკეთესო გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. ესენი არიან:

1. Bebrucebisimon (12)

2. Space Jam (3)

3. Ori nabiji (8)

4. Mukhbe (7)

5. Groot (6)

6. OVER TIME (4)

7. Old Eagles (9)

8. The Boys (2)

9. Wings (10)

GBF

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა