საქართველოსა და რუმინეთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება. დღეს, 21 ივნისს (20:00 სთ), პორტუგალიელ ახალგაზრდებს დავუპირისპირდებით. მოგეხსენებათ, ჯგუფში ნიდერლანდებისა და ბელგიის 21-წლამდელთა ნაკრებებიც არიან.

ეროვნული ნაკრებიდან გუნდს 5 ფეხბურთელი შეუერთდა - მამარდაშვილი, აზაროვი, გოჩოლეიშვილი, გაგნიძე და დავითაშვილი. შოტლანდიასთან დაპირისპირებაში ირაკლი აზაროვს მონაწილეობა არ მიუღია და ხანგრძლივი მგზავრობის მიუხედავად, დღეს მისი თამაში მოსალოდნელია.

შეხვედრის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ და გუნდის კაპიტანმა ანზორ მექვაბიშვილმა ისაუბრეს.

რამაზ სვანაძე: "ორი კვირაა ვემზადებით. დატვირთული შეკრება გვქონდა, ამხანაგური მატჩიც გავმართეთ. ახლა ყველაფერი თამაშმა უნდა გამოაჩინოს. ძლიერი მეტოქე გვყავს, თანაც ტურნირის დებიუტანტები ვართ. ვეცდებით, საკუთარი შანსი ვეძებოთ და თავი გამოვიჩინოთ.

გახსნით მატჩში არ ვიტყვი, თუ რა შედეგი იქნება მისაღები. დიდი მნიშვნელობა თამაშის შინაარსს ექნება, რომ სასურველ შედეგზე მერე ვიმსჯელოთ. შესარჩევი ეტაპი არ გვითამაშია, ამხანაგური მატჩები გავმართეთ. ჩვენი მოლოდინები არსად წასულა, ის უფრო მეტად გამძაფრდა. ყველა შეხვედრაში საკუთარი სახე გვქონდა და მნიშვნელოვანია, ეს პორტუგალიასთანაც ასე იყოს.

ამხანაგურ მატჩებში თავის გამოჩენის შანსი ბევრ ფეხბურთელს მიეცა. გუნდში კარგი სიტუაციაა. ის ფეხბურთელები, რომლებიც შემოგვიერთდნენ, ამ გუნდთან ერთად თამაშობდნენ (დავითაშვილი 19-წლამდელებში). ეს თაობა დიდი ხანია, რაც ერთად მოდის და ადაპტაციის პრობლემა არ უნდა იყოს. ისინი გამოცდილებას მოიტანენ, რაც ძალიან გვჭირდება.

პორტუგალიურ ფეხბურთზე დადებითი შეფასებები მაქვს, ასაკობრივი ნაკრებებიდან დაწყებული, ეროვნულით დასრულებული. გამორჩეული სტილი აქვთ, ტექნიკურები და ფიზიკურად ძლიერები არიან. ძლიერი მეტოქეების მიუხედავად, ჩვენ საკუთარი მიზნები და იდენტობა გვაქვს".

ანზორ მექვაბიშვილი: "ნაყოფიერ შეკრებას გავდივართ და თამაშისთვის ვემზადებით. ტრავმა მოვიშუშე და ვფიქრობ, ოპტიმალურ ფორმაში ვარ და სავარაუდოდ, ვითამაშებ. პორტუგალიის მწვრთნელის სიტყვები, რომ ფრე მათთვის მისაღები შედეგი იქნება და იმის თქმა, რომ ძლიერი გუნდი ვართ, სასიამოვნოა. მათ ჩვენი ძალები ამხანაგურ მატჩში ნახეს.

კვარაცხელიასა და მიქაუტაძეს ძალიან კარგი შედეგები ჰქონდათ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთი გადატვირთული გრაფიკი ყველას არ ჰქონია. მათი მდგომარეობაც უნდა გავითვალისწინოთ და ისიც, საქართველისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან.

მათი გადაწყვეტილება გულდასაწყვეტი იყო, თუმცა სხვა ფეხბურთელებიც გვყავს. ისინი ახლა ჩვენ სხვანაირად გვიგულშემატკივრებენ და ჩვენ გვერდით არიან".

ლევანი
2-0 საქართველო პორტუგალია აზრიანად და დინჯად
სიმართლე
კვარაცხელიასგან გამიკვირდა. ესაა უდიდესი შეცდომა, რაც კვარამ და მიქაუტაძემ დაუშვეს. დასვენებული ვინაა? სამშობლოს სახელით გამოსვლა იმდენად დიდი პატივია, სულ მკვდარიც რომ იყო, გვერდით უნდა დაუდგე. მგონია, ორივეს ეყოფა გამბედაობა აღიარონ ეს შეცდომა და გუნდს გვერდით დაუდგნენ. ეროვნულის დონეზე ამის შანსი არაა და ახალგაზრდულის დონეზე, რომ ჩემპიონი გახდე, ეს ისტორიული მოვლენაა და ამის შანსი ალბათ კარგა ხანს არ ექნება საქართველოს. გამოიღვიძეთ ბიჭებო!!!
დავითი
გულდასაწყვეტია რა თქმა უნდა კვარაცხელიას და მიქაუტაძის არ ყოფნა ახალგაზრდულში,გასაგებია რომ გადატვირთული სეზონი ქონდათ, დასვენებას და პირად ცხოვრებასაც უნდათ დაუთმონ გახკვეული დრო,მაგრამ შეიძლებოდა ცოტა მოენდომებინათ და დახმარებოდნენ ახალგაზრდულს ასეთ დროს,მიტუმეტეს რომ ასეთი შანსი და ასეთი პირობები შეიძლება აღარც მიეცეს ნაკრებს,კიდევ რომ ჩემი აზრით ამ ორ თამაშში შესარჩევზე არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებიათ ორივეს და საერთოდ ვფიქრობ მათ ჯერ კიდევ ბევრი აქვთ დასამტკიცებელი საქართველოს ნაკრებში....ასე რომ შეიძლებოდა ქართველი გულშემატკივრისთვის ცოტა გადაედოთ პირადი დასვენება და ქორწილი.... და დახმარებოდნენ ახალგაზრდებს მეტის მიღწევაში...(მართლა თუ ასეთი მაღალი დონის პროფესიონალები არიან)... წარმატებები საქართველოს ნაკრებებს და მთლიანად ქართულ სპორტს....
ლაშა
კვარასაც და ჟორჟსაც უნდა ეთამაშათ!
ტტტ
ხომ უნდა მიხვდე არ იცი პენალტის დარტყმა, დაარტყმევინე რა მიქაუტაძეს.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
გუშინ პირნათლად გამოჩნდა რო რაგბი ჩვენი თამაშია და ფეხბურთი ჩვენი სირცხვილია.
სოსო
ფედერაცია!! თქვენი ჩატარებული ევროპის ჩემპიონათი არ გაიშვას!!
L.J .
Nostradamusa dagewera nikze jobda
L.J .
Napolis moments ar gamovricxav getanxmebi,magram mekares da garemarbs daglilobit ertmanets rogor adareb,imas agar mogwer 2022 zamtatshi daisvena bolos rubinshi rom iyo...
ლაშა
გაგრძელდება ეხლა კვარაზე მორიგი მუსიკების შექმნა... გაუგებარია თუ მამარდა არ დაიღალა, კვარა დაიღალა. ა ხო, გამახსენდა, ხვიჩა ხო ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობდა?! მე არ მჯერა, რომ კვარას არ უნდადა ევრო U21-ზე თამაში, აქ უფრო ნაპოლის ხელი ურევია, უფრო სწორად მასთან დადებულ კაბალურ ხელშეკრულებისკენ მივყავართ, კოკა კოლის ეპიზოდისა არ იყოს... წარმატებები საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს!
ლაშა
ბიჭო, აგერ ცეცაძე გვყავდა, ვინაც საფრანგეთთან ფრე გაახერხა მოიშორეს, კობა ჟორჟიკაშვილი ზედგამოჭრილი სპეციალისტია არ უნდათ.
სოსო
ბოდიში,მაგრამ რომ გიყვარდეს,ასე არ დაწერდი! ამ ტურნირის მთავარი მიზანი,ახალგაზრდა ტალანტების წარმოჩენაა.ვუსურვებ ჩვენი ნაკრების ბიჭებს,კარგი თამაშით,ძლიერი კლუბების ყურადღების მიქცევას და სასურველი კონტრაქტების მოპოვებას.კარგი თამაში,რა თქმა უნდა ნაკრების კარგ თამაშს და წარმატებასაც გულისხმობს.

ეხლა ამათი ჯერია!!
ვატა
ნიკა ხორხელმა, წინა სეზონში, ათი გოლი გაიტანა(პლიუს 5 ასისტი) აუტსაიდერ სიონში. რომელმა ქართველმა, ოცი წლის ვინგერმა გაიტანა ბოლოს, ათი გოლი საქ.ჩემპიონატში? არც U17 და არც U19 ში, ერთი წუთი არ აქვს ნათამაშები. ეხლა, U21 ში დაუძახეს რო სკამზე იჯდეს.
სომეხა
ფეხბურთში რაც თავი მახსოვს მესმის ქართველი კომენტატორისგან მეტოქე ფიზიკურად გვჯობია. აბა დიდგორი , ერთი ათზე მტერი და რამე? გამოიგონეთ? თუმცა მეც მაგარი ვარ რა , მე თვითონ არ დავდივარ თბილისის ქუჩებში ?! თითქმის ერევანია ელი სიმაღლით და ფერ-ხორცით :)))
მწვრთნელი
აბა ჰე!
პაპა
ეეეე, ეხლა ამათმა უნდა ფხრიწონ ჩვენი ნერვები, რა დავაშავეთ იმ ხალხმა ვისაც ფეხბურთი გვიყვარს?
ბუჯანგა
ნუ მიაქცევთ ბიჭებო ყურადღებას ვინ რას იტყვის..ყველა ასეთი გამოსვლა ყურადგების და კონხენტრაციის მოდუნებას ემსახურება..გადით მოედანზე და ითამაშეთ ფეხბურთი..არავინ ითხოვს თქვენგან არაფერს..წინასწრ შედეგის მოთხოვნა არის ფეხბურთის უპატივცემულობა ითა.აშეთ ყოველგვარი წნეხის გარეშე..მაგრამ უმიზნო პასებს ნუ გააკეთებთ..დროულად დააზღვიეთ ერთმანეთი..ბურთი სწრაფად გაათამაშეთ..მეტოქეს ბურთის ადვილად მიღების და გათამაშების საშუალება არ მისცეთ..მოედანზე არ დაგეძინოთ..კარში ურტყით დაუნდობლად...უმოწყალოდ..მთელი ძალით..სანამ ბურთს ფეხს დაარტყამთ მანამდე მოიფიქრეთ რა გინდათ..ვისთვის გინდათ..შეგიძლიათ წინასწარ სახელიც დააძახოთ რომ ბურთმა მიხვდეს საპასოდ ურტყამთ თუ საგოლედ..პატივი ეცით ბურთს.ის ჩვენ გუნდისი მეთორმეტე წევრი Iსევ თქვენ უნდა გახადოთ..თორემ მეტოქე წაგართმევთ და რიცხობრივ უმცირესობაში თქვენ დარჩებით..მოკლედ წესიერად ითამაშეთ..აბა თქვენ იცით..წარმატებები
გიორგი
ამ ჯგუფური ჩემპიონატის შედეგზე არა სვანაძე არამედ ფედერაცია იქნება პასუხისმგებელი..სვანაძე უბრალოდ არარაობაა და პირდაპირ დავალების შემსრულებელი კობიაშვილის..
კაკო
სვანაძე ნაკრებს საბოლოოდ დაღუპავს მშიშარა და პანიკიორია
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თურქული შეკრებით დაიწყებს
რამაზ სვანაძე: საინტერესო ჯგუფია და რთული მატჩები გვექნება
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
U21. შესანიშნავი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა ფინეთს 4:2 მოუგო [VIDEO]
მექვაბიშვილის კაცნაკლულმა "უნივერსიტატეამ" ვენაში "რაპიდს" მოუგო
კონფერენს ლიგა: მექვაბიშვილმა სომხურ "ნოასთან" საგოლე გადაცემა გააკეთა
U21 | მალტა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში "სენტენარიზე"
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
მზადება ანტალიაში - ახალგაზრდული ფინეთს და სერბეთს დაუპირისპირდება
რამაზ სვანაძე თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
[VIDEO] მექვაბიშვილის სუპერგოლი თურქულ გუნდთან სპარინგში
U21. საქართველოს ნაკრებმა სერბეთსაც მოუგო [VIDEO]
"შეტევაში გვიჭირს, ძალიან - რესურსებში შეზღუდული ვართ" - სვანაძემ მძიმე პრობლემების შესახებ ისაუბრა
[VIDEO] ერთმანეთზე ლამაზი გოლებით - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მალტა გაანადგურა
[VIDEO] კაშიამ "რაიო ვალეკანოს" გაუტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
U21. საბერძნეთთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია