ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ფეხბურთი იყო თუ წყალბურთი? - საათნახევრიანი პაუზა და საქართველოს ნაკრების მარცხი გლაზგოში [VIDEO]

ფეხბურთი იყო თუ წყალბურთი? - საათნახევრიანი პაუზა და საქართველოს ნაკრების მარცხი გლაზგოში [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე შოტლანდიასთან 0:2 დამარცხდა.

კვიპროსთან მატჩთან შედარებით, „ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა სასტარტოში ოთხი ფეხბურთელი შეცვალა, დაცვითი სტრატეგია აირჩია, უკან ტანმაღალი მცველები დააყენა, ორი საყრდენი და წინ სწრაფი შემტევები. ფრანგის გათვლა გასაგები გახლდათ და იმის იმედიც გვქონდა, რომ ჩვენს გუნდს მეორე ნომრად თამაში უფრო ეხერხება. თუმცა ამინდმა სერიოზული კორექტივები შეიტანა.

შეხვედრის წინ მოსული ნალექი დრენაჟმა ვერ გაატარა, მოედანი კატასტროფულ მდგომარეობაში იყო, ორივე გუნდს თამაში უჭირდა და მასპინძლები მაკგრეგორმა დააწინაურა, რის შემდეგაც მსაჯმა უამინდობის გამო შეხვედრა შეწყვიტა. BBC Radio Scotland-ი აღნიშნავდა, რომ საქართველოს ნაკრები ასეთ პირობებსა და მდგომარეობაში თამაშს ვერ შეძლებდა, გადადებას მოითხოვდა და თავადაც ასე მოიქცეოდნენ. ყოველ შემთხვევაში, არბიტრს მატჩი გოლამდე უნდა შეეჩერებინა.

დაპირისპირება საათნახევრიანი პაუზის შემდეგ განახლდა. საქართველოს ნაკრებს მძიმე მოედანზე ბურთის დაჭერა და შეტევების ორგანიზება უძნელდებოდა, შეცდომებს უშვებდნენ. მასპინძლები უკეთ მოქმედებდნენ, მაკგინმა შესანიშნავი შანსი ვერ გამოიყენა, მაკტომინის გატანა მამარდაშვილმა არ დაანება და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მეორე ტაიმის დასაწყისში მაკტომინიმ დალაშქრა მამარდაშვილის კარი და შოტლანდია, რომელიც აშკარად უკეთ თამაშობდა, 2:0 გავიდა წინ. სანიოლმა დვალი და კვეკვესკირი ზივზივაძითა და გოჩოლეიშვილით, ხოლო შემდეგ ლობჟანიძე დავითაშვილით შეცვალა და თავდასხმის გაძლიერება სცადა. კვარაცხელიამ დრიბლინგით ორჯერ გაამწვავა თამაში, რამაც შედეგი არ გამოიღო. მერე სკოტებს შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, როდესაც პეტროუსმა მეორე სართულზე ყველას დაასწრო და ოდნავ ააცილა მიზანს. პირველი რეალური მომენტი საქართველოს ნაკრებმა 72-ე წუთზე შექმნა, მაგრამ მიქაუტაძემ ვერ შეძლო გატანა. კომპენსირებულ დროში საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე დავითაშვილთან ბრძოლაში ჰიკის ბურთი ხელზე მოხვდა, მაგრამ პენალტი კვარაცხელიამ ვერ გამოიყენა.

რა თქმა უნდა, შოტლანდიისთვის ასეთ პირობებში თამაში უფრო მოსახერხებელი იყო, თუმცა ამ ვითარებაშიც კი ჩვენი გუნდისგან მეტ შემართებას ველოდით. შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა და გაცილებით უკეთესმა გუნდმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 8 სექტემბერს საკუთარ მოედანზე ესპანეთთან გამართავს.

გლაზგო. „ჰემპდენ პარკი“

შოტლანდია - საქართველო 0:2

გოლები: 1:0 მაკგრეგორი (6), 2:0 მაკტომინი (47)

გამოუყენებელი პენალტი: კვარაცხელია (90+4)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, დვალი (ზივზივაძე 56), კვეკვესკირი (გოჩოლეიშვილი 56), გაგნიძე, კიტეიშვილი, ლობჟანიძე (დავითაშვილი 64), კვარაცხელია, მიქაუტაძე

• სიმართლე

სამწუხაროდ საქართველოს ეროვნული ნაკრები არ არის ჯერ იმ კალიბრის გუნდი, რომ შოტლანდიას მოუგოს გლაზგოში და თან მსგავს პირობებში. დარწმუნებული ვარ ბრაზილიის ნაკრები, რომ ყოფილიყო ჩვენს მაგივრად, მასაც მარცხი ელოდა. ამინდმა და მსაჯმა ტანდემში მე-12 მოთამაშის ფუნქცია შეასრულეს, თუ მეტი არა. რომ არა ის საშინელი 6 წუთი და უსამართლობა, სანიოლს ჰქონდა რესურსიც და შანსიც მინიმუმ ფრისთვის მიეღწია, სამართლიანად რომ ითქვას დაიჩაგრა საქართველოს ნაკრები და იღბალმაც დაგვაღალატა.

კვარაცხელიას დაქირავებული ტროლი რატომღაც არ ჩანს

• გაგა

შესევიან ფედერაციის ტროლები უკვე

• თენგაბი

ბატონო დავით 67, მოთამაშეთა ნატურალიზებაც შეიძლება, მაგრამ სამწვრთნელო აზროვნება უნდა ავწიოთ ქვეყანაში. დავით აღმაშენებლის, გიორგი ბრწყინვალის, ერეკლე მეორის, გიორგი სააკაძის, სოლომონ მეფის და სხვა ცნობილი მხედართმთავრების და სტრატეგების ქვეყანაში, რომლებიც რაოდენობრივად მრავალგზის აღმატებულ მტერს კუდით ქვას ასროლინებდნენ, სპორტის სათამაშო სახეობებში, ტაქტიკოსი მწვრთნელი რომ სანთლით საძებნი გვეყოლება, იმაზე უარესი არაფერია. რაგბის გარდა სპორტის არც ერთ სათამაშო სახეობაში არ გვყავს კვალიფიციური მწვრთნელები. გადავუხადოთ ფული და მივამაგროთ ნიჭიერი, დამწყები ახალგაზრდა მწვრთნელები ასისტენტებად გვარდიოლას, ანჩელოტის, კლოპს. მაგრამ ამას ხომ მონდომება და ფული სჭირდება? სად ცალიათ მაგისთვის, ერთმანეთი ყავთ შესაჭმელი პოლიტიკურად გახლეჩილ საქართველოს.

• გიორგი

მოკლედ ვიტყვი ჯერ ჯერობით ამაზე მეტის გაკეთება ნაკრებს არ შეუძლია, თუმცა პოტენციალი აქვს. რაც ცხადია, ისაა რომ ხვიჩას მადლობა უნდა გადაუხადოს ჩევენი ფეხბურთის ყველა ნამდვილმა გულშემატკივარმა. თავისი ზღაპრული სეზონით ყველანი ზღაპარში გვამყოფა და მომავალის დიდი მოლოდინებიც გაგვიჩინა. პროფესიონალია და პასუხისმგებლობა აქვს და მომავალი სეზონი კიდევ უფრო უკეთესი ექნება.

• მათე

ჩემი აზრით საერთოდ არ უნდა გამოეყვანა გუნდი სათამაშოდ. დსეწერათ ტქნიკური წაგება არ ჯობდა?!! რა მნიშვნელობა აქვს 2:0 თუ 3:0. და გაესაჩივრებინად. მანდ ლუბოი გუნდი წააგებდა შოტლანდიასთან აი ნებისმიერი. ბრაზილიიდაბ დაწყებული.. რა მწვრთნელი და რისი ტაქტიკა როცა წყალში თამაშობ

• დავით 67

სკელეტონ! შენ გეტყობა მაგარი ნერვების პატრონი ყოფილხარ. მე ამათმა ინფარქტი დამმართეს კინაღამ.ვინც ნაკრებს ვაკრიტიკებთ, ამას სიამოვნებით კი არა დიდი გულისტკივილით ვამბობთ. ვერ ხედავ რა მონდომებით თამაშობენ სხვა ქვეყნის სუსტი ნაკრებები? მოლდოვამ ლევანდოვსკის გუნდი გააფარჩაკა ,თანაც 0-2 ზე ქამბექი ჩაუტარა, ასევე სომხეთი , ლუქსემბურგი, ლატვია,ყაზახეთი,ალბანეთი, ისლანდია.ყველა თამაშების მომენტებს ვუყურე. ამ ჩვენი ნაკრების უნიათობას გინდა რომ მხარი დავუჭირო? ვერ ხედავ რომ არ დარბიან? ისინი არ გვცემენ პატივს და ჩვენ ვაქოთ და ვადიდოთ? კვიპროსთან ვაიმოგების შემდეგ თვითონაც აღნიშნეს თამაშის ხარისხი არ გვივარგოდაო. ერთმანეთს ჯადოქრები და ფენომენალურები უწოდეს. შოტლანდიასთან გამოვწორდებითო. ეს იცი რასა ჰგავს კაცს შენი ვალი რომ აქვს და ხვალ მოგცემ რომ გეტყვის და მერე ზეგ,მერე მაზეგო და ასე წლობით რომ გრძელდება. ასე რომ მათ( ფეხბურთელებს) ჩემი ვალი აქვთ და არაფერ განსაკუთრებულს, უბრალოდ დაბრუნებას ვითხოვ!

• სოსო

დღეისათვის,ჩვენ სინამდვილეში,გაგნიძე კვეკვესკირის დუეტი,საყრდენ ზონაში უძლიერესია და უკეთესი ვარიანტი,არ გვაქვს.იმედი,გაგნიძის სწრაფი პროგრესია და ვინძლო ახალგაზრდობიდან ვინმემ სწრაფად მოუმატოს.ჯაბა კანკავას იმდენი უკიჟინეს,ნაკრებიდან წავიდა და ახლა,უკვე აშკარად ჩანს,რამხელა ძალა იყო.გულშემატკივრები ძალიან ცუდად ვექცევით ჩვენ ფეხბურთელებს,ამოვიჩემებთ ვინმეს და იმდენი შეურაცხყოფა მიდის,რომ ფეხბურთელი,თამაშის ხალისს,რწმენას ჰკარგავს.მერე კი,უკვე ამისათვის აგინებენ და სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ,მათი წილიც რომ არის

• გიორგი

ფიზმომზადება ერის პრობლემა არაა. მიჭიდავეები, მორაგბეები და მსგავსი კაცები მაგარი გვყავს. ფეხბურთელები გვყავს განაზებული, თუმც ეს ყველას არ ეხება.

• aburjga

ვინ არის ის გამთამაშებელი რომელიც ვილის სკამზე უზის, სახელი და გვარი აქვს?

იიი შეღებილი თმა თუ აქვს ვინმეს ავტომატურად გეია? კიდე არსებობთ ამ გამოქვაბულის მენტალიტეტით ხალხოო? ჭოროკანა, სხვის ვიზუალზე მოკრიტიკე ორღობის კაცები არ შემიძლია. სიბრალულს იმსახურებთ მარტო

• დავით 67

მწვრთნელის ქირაობას სჯობია ვინმე ნატურალიზებული ფეხბურთელები მოვიწვიოთ, როგორც სომხებმა გააკეთეს. მოქალაქეობა მივცეთ 2-3 კაცს. ბევრია მაღალი კლასის ფეხბურთელები, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ნაკრებებში ვერ ხვდებიან. ასე ბევრად იაფი დაჯდება. სხვანაირად სულ ერთ წრეზე ვიტრიალებთ. 30 წელი დაგვჭირდა რომ მსოფლიო დონის ფეხბურთელი გამოჩენილიყო ჩვენთან და ისიც დათარსეს პენალტების დარტყმაში.

• დავით 67

და აქ რისი იმედი გაქვს?აქაც განადგურდებიან! შენც გაიხსენე რა უილიამ უოლოში, )მაშინ ჩვენც ვიყავით რაღაც. ამ ნაკრებს( მოედანზე მონავარდე ნაკრებს) არცერთ საშუალო გუნდთან შანსი არა აქვს. რაც მალე შეიგნებთ ამას, მით უკეთესი. თქვენივე ჯანმრთელობისთვის იქნება კარგი,რადგან ნერვიულობაა ყველა ავდმყოფობის მტერი.

• Roni

ბევრი პრობლემაა თავი და თავი მწვრთნელია ვერ გაიგებ გუნდი რას თამაშობს.. ხვიჩა თუ შორიდან დაარტყავს და გაიტანს ან თუ 5კაცს მოატყუებს და გაიტანს ეს სანიოლის დამსახურება რატოა? კვეკვეს რაუნდა ნაკრებში? კაკაბაძე არც შეტევაში უქნია არც დაცვაში..გველესიანს რო ეთამაშა ცოტა რამე დაშავდებოდა? ბევრი მცველის გამოყვანა რომ არ ნიშნავს კარგ დაცვას კიდე ვერ გაიგო ვილიმ? შემტევამდე რო ბურთი არ მიდის და გამთამაშებელი სკამზე გიზის ან თუ გამოგყავს კოსმოსში რო აყენებ... გოლეადორი ან ხარ ან არ ხარ..... ძალით ან დიდი სურვილის ქონით გოლეადორები არ ხდებიან იგივე ითქმის ხვიჩაზე მისი არცერთი დარტყმული პენალტი თუნდაც გატანილი არ მომეწონა... თითქმის ყველა უცნობს კუთხეს და ყველა უღებს.. ბომბარდირი არის ჟორჟიკა აცადეთ მას დარტყმა კაცმა იცის ეს საქმე და მიეცი ნიჭს გასაქანი.... ხვიჩას საქმე არაა პენალის დარტყმა!!!! ვილი სახლში და გამოცდილი მწვრთნელი ნაკრებში

• თენგაბი

ნათქვამია, ჩხუბის შემდეგ მუშტებს არ იქნევენო, მაგრამ ჯერ ერთი, სექტემბერში თამაშები გვაქვს, გარდა ამისა ერთა ლიგა და ზოგადად, ის ხარვეზები უნდა გავასწოროთ, რაც შოტლანდიასთან მატჩში გვქონდა. ერთი დანამდვილებით ვიცი, ზოგიერთმა პორტალელმა გაცილებით უკეთ იცის გუნდის სათამაშო ტაქტიკა, ვიდრე სანიოლმა და ხიზანიშვილმა. ჯიგარი კაციო სანიოლი, კარგი გულის, მაგრამ როგორც მწვრთნელი... არ ვიცი. ჩვენი ნაკრები მოძველებულ, უმოძრაო, წინა საუკუნის ფეხბურთს თამაშობს. შეიძლება ითქვას ეზოს ფეხბურთს თამაშობს, როცა ბავშვებს ბურთს მიუგდებენ და ყველა ინდივიდუალურად, თავისთვის ცდილობს რაღაცას. ჩვენ ნაკრებს არ ეტყობა მწვრთნელის ხელი, რაც კოლექტიურ, გუნდური თამაშში გამოიხატება. არ არის კომბინაციურ, სინქრონულ ქმედებებზე საუბარი, ელემენტარული შეთამაშება არ ეტყობათ. როდესაც არ არსებობს უბურთოდ მოძრაობის გაგება, დროული პასის ცნებაც არ არსებობს. არც ხვიჩა, არც მიქაუტაძე და არც სხვა შემტევები არ ცდილობდნენ გათავისუფლებულიყვენ მეტოქის მეურვეობისაგან, პირიქით მთელი თამაშის განმავლობაში ლამის მეტოქის მცველებზე იყვნენ მიწებებულები, თითქოს ეშინოდათ ან ეზარებოდათ გვერდზე, თავისუფალი პოზიციებზე გადაადგილება, გახსნა. რატომ ვერ გავიგეთ, რომ ფეხბურთი ორი ტაიმისგან შედგება და რატომ ვთამაშობთ ორ განსხვავებულ ტაიმებს, ერთს ცუდს, ხოლო მეორეს უფრო უარესს. არც მეორე ტაიმი ითამაშა გუნდმა გამოსარჩევად, მაგრამ პირველი ტაიმში გუნდს თამაშის არ სურვილი, არც ხალისი ეტყობოდათ. თუ ენერგია არ გყოფნის და დაღლის გეშინია, ლამის ნახევარი გუნდის, 5 ფეხბურთელის შეცვლა შეგიძლია. თამაშის ბოლოს რომ უნიჭო პრესინგზე გავიწიეთ, ადრე მოგვენდომებინა, როცა მეტოქე აქეთ გვიტევდა, წინ სივრცეები და კონტრშეტევის შანსები იყო. მაგრამ კონტრშეტევას როგორ განახორციელებ თუ მოძრაობა და სირბილი გეზარება, თან პასებს მხოლოდ გვერდებზე და მოედნის ცენტრიდან მეკარეს უბრუნებ, მაშინაც კი როცა დამატებული წუთები მიმდინარეობს. ჩემთვის გაუგებარია რა ტაქტიკით თამაშობს ჩვენი გუნდი. თუ სამი ცენტრალური მცველით თამაშობ, რატომ იყო, რომ 72-ე წუთზე მეტოქის ლამის ხუთი შემტევი იყო ჩვენი მეკარის პირისპირ. როცა საჭირო იყო, არც დაცვაში ვიყავით, არც შეტევაში და არც ცენტრში. მიზეზი კი ის არის, რომ ინტენსიურ, ხარისხობრივ მაჩვენებლებზე, მოძრაობაზე და აქტიურობაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და არა ექსტენსიურ ფაქტორებზე - ფეხბურთელთა უბრალო მათემატიკურ რაოდენობაზე. ჩემთვის ასევე გაუგებარია თავიდანვე რატომ არ ათამაშეს დავითაშვილი. ან რა აზრი ჰქონდა თამაშის ბოლოს შემტევების ბითუმად შემოყრას. ფეხბურთი სისტემური, ორგანიზებული თამაშია და წარმატების მისაღწევად ჯობია თავიდანვე გაწონასწორებული, დაბალანსებული თამაში აწარმოო, ვიდრე ბოლოს, სპონტანურად, ერთი რგოლის დასუსტების ხარჯზე, მეორე რაოდენობრივად გაზარდო. ლამის მილიონჯერ დავპოსტე, არ არის კაკაბაძე იმ დონზე ფიზიკურად მზად, რომ დაცვაშიც წარმატებულად ითამაშოს და შეტევაშიც. ან დაცვაში დავტოვოთ ეს კაცი, ან შეტევაში, თორემ ორივეს ერთად ვერ ახერხებს. ორივე გოლი მისი ფლანგიდან გავიდა. კიდევ უამრავ რამეზე შეიძლებოდა ყურადღების გამახვილება, მაგრამ ესეც საკმარისია. მთავარი კი ის არის, რომ ჩვენ გვყავს ისეთი გუნდი, რომელიც უფრო კვალიფიციური მწვრთნელის პირობებში შეძლებდა მაღალი მიზნების მიღწევას. ბოლოს და ბოლოს ვიქირაოთ ერთი მაღალი კლასის მწვრთნელი, თუ გინდ სპალეტი და მივცეთ ის ოთხი მილიონი, თორემ ქართულ ფეხბურთში ჩადებული ხალხის 250 მილიონი, ლამის უაზროდ გადაყრილი გამოგვდის. ბოლოს, უმორჩილესად გთხოვთ, მზად ვარ ყველას გიპასუხოთ, ყველა სადაო საკითხის განხილვაში ჩავერთო, ოღონდ ვისაც თამაშის წაკითხვა და ტაქტიკის გარჩევა არ შეუძლია, გთხოვთ შეურაცყოფას ნუ მომაყენებთ და უხამს პოსტებს ნუ დაწერთ. უფალი გფარავდეთ!

• დავით 67

სოსო-ს! ისე წერ რაღაც მოხდა ნაკრებში, თითქოს რამე სხვა ხდებოდა! რაც იყო იგივეა. არ დარბიან, პრესინგი უცხოა მათთვის და როგორ გინდა მოიგო. ახალგაზრდული ნაკრები სამივე თამაშს წააგებს. შეიძლება გოლიც ვერ გაიტანოს ან 1 გოლი შეაგდოს. გულშემატკივრებს მხოლოდ იმედი და განწყობა თამაშამდე აქვთ. მერე ,როგორც ყოველთვის.

• king1

მგონი წყალბურთი იყო. უნდა გადაედოთ ეს მატჩი.

• svano magarski

კარგი-აქ-წვიმა-იყო-კიპროსშიც-წვიმა-იკო-შტანგები-რომ-ჩამოგვიღეს?!სანიოლოლო-რაცაა-ძაან-კარგად-ჩანს-იმენნო-რაცაა-აი-ფეხბურტის-შეფები-რაც-არიან-ჯანა-ახლა-გეტყვით:-კობიაშვილი-"ლ"-მუჯირირი-"ე"-და-იაშკა-"ყ"-ანუ-ფედერაციას-მარტავს-სამი-ასო-ქარტული-ანბანიდან!!!გილოცავთ!!!

• las

წვიმა არაფერ შუაშია. კლასიტ აგღვემატებოდენ თუ დააკვირდით მატჩის გადარჩენა შეიძლებდოა მიქაუტაძეს რომ გაეტანა ის გოლი და კვარას პენალტი. ფრე მთავრდებოდა. შოტლანდიას მეტი კი არაფერი უქნია ნორვეგიასთან. სულ 2 ჯერ დაარტყეს კარში. მთელი ტამაში ჯობდა ნორვეგია. მაგრამ ამტჩი მაინც მოიგეს. დასკვა - შოტლანდია არის უმფრა მოაღალი კრალის გუნდი, მმაღალი კლასის მოთამაშეებით

• G.LA

საერთოდ არ უნდა შესულიყვნენ მინდორზე და ვერავითარი უეფა ვერაფერს იზავდა. მსაჯი თვითონ გამოუვალში იქნებოდა და გადადებდა თამაშს. სქოთები კი მამაცი გულები კი არა კაბიანი ჭორიკანა ქალებივით მოიქცნენ, რადგან გოლი გაიტანეს გადადებაც აღარ უნდოდათ რადგან 0-0 დან გაგრძელდებოდა.მამაცი თუ ხარ სიმართლის მოყვარულიც უნდა იყო. მათმა მწვრთნელმა თვითონვე თქვა რომ არ უნდა დაწყებულიყოვო თამაში და რახან გოლი გავიტანეთ რა თქმა უნდა თამაშის ჩაშლა არ გვინდოდაო. უვარგის მინდორზე გატანილ გოლს მამაცი და მართალი არ მიაქცევდა ყურადღებას, მაგრამ რაც ხართ სქოთებო იმასა აქ გაჩვენებთ, როგორც ყოველ აქ ჩამოსვლაზე. ამ ჯგუფიდან ჩვენ მაინც ვერ გავიდოდით მაგრამ ამ თამაშის შემდეგ უსამართლობის დიდი გრძნობა დამრჩა.

• გაგა

შესევიან ფედერაციის ტროლები უკვე

• მიხო

დარწმუნებული ვარ აქ ჭკუას ვასწავლით მაგ გაბღენძილებს, წინათამაშზეც ასე დიდგულზე ჩამოვიდნენ აქ თავის გულშემატკივრებიანად და კი წავიდნენ აქედან კუდამოძუებულები

• rigiti

მორჩით რაა ამ ღვარძლის ნთხევას, აზრი არ აქვს ამ მატჩის შეფასებას!!!! ჯერ ერთი რომ სულაც არა ვართ შოტლანდიის დონის და მეორე ჩვენი კოზირი უნდა ყოფილიყო სწრაფი კონტრშეტევები და ტექნიკური უპირატესობა რისი შესაძლებლობაც გამოირიცხა ამ ტბების გამო. შოტლანდია უფრო ადაპტირებულია ასეთ წყალსატევზე თამაშს. დარწმუნებული ვარ ეს საუკეთესო ნაკრებია დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიაში

• ირაკლი ქუთაისელი

გადამწყვეტი პენალტი აუცილებიათ მარადონას , პლატინის , ბაჯოს და მისთანებს . ეს არაფერს ნიშნავს , მაგრამ ზერელე და ზლაზნვით თამაში კი საწყენია. მერამდენედ უნდა ჩაგვაფურთხონ სულში. მაგათი კაცობის რა ვთქვი. შოტლანდიელები ცეცხლს აფრქვევდნენ და ჩვენები ?

• ირაკლი

კომენტატორებშიც გვჭირდება რეორგანიზაცია - არ დავკონკრეტდები სახელით და გვარებით, მაგრამ ამ ორიდან ერთ-ერთი უეჭველი გასაშვებია. საზ. მაუწყებლიდან მხოლოდ გიგა გვენცაძეს დავტოვებდი და სილქნეტის სპორტულ კომენტატორებს გადმოვიყვანდი (არის იქ ორი ძალიან კარგი კომენტატორი - სახელი და გვარები არ მახსოვს, მგონი ერთ-ერთი ტაბატაძეა, კაი ლაღი კომენტატორები არიან, ძალიან შემოქმედებითი და აზრიანევი

• სოსო

თამაში ჯერ არ დაწყებულიყო და უკვე ჩანდა,რომ სკოტები შესანიშნავ განწყობაზე იყვნენ,ჩვენ კი,დათრგუნულები.დაწყებამდე გვქონდა, წაგებული.წამოვიდნენ შეტევაზე და გვაჩვენეს,დაცვაში არ ვარგიხართო!2-0-ს შემდეგ, გაჩერდენენ,და ჩვენ ვცადეთ შეტევა.აქაც გვითხრეს,არც შეტევაში ვარგებულხართო!წინა თამაშში,19 ცდიდან,6 ჯერ გავუშვით ბურთი კარისაკენ,ახლა კი,კარის ჩარჩოში ბურთი არ წასულა,8 ცდიდან!სკოტებმაც 14 დარტყმიდან სულ სამჯერ დაარტეს კარის ჩარჩოში,მაგრამ დამეთანხმებით,რომ მათი მომენტები,შეუდარებლად უფრო სახიფათო იყო.წინა თამაშშიც დავწერე,ანბანური ჭეშმარიტება,რომ ფლანგური გარღვევის დროს,საჯარიმოში პარტნიორები უნდა გაიხსნან,ჩაწოდებული ბურთის მისაღებად.ჩვენები კი,კვიპროშიც და აქაც,გაჩერებულები გულშემატკივრობდნენ,დრიბლიორს.იქ,ლობჟანიძეს ზურიკო გაეხსნა,პასი მიიღო და მეორე გოლი,ასე გაიტანა,წუხელ კი,ასეთი მცდელობაც არავის ჰქონია.როცა ხვიჩამ ბურთი დაითრია და გუნდი კონტრშეტევაზე წავიდა,პარტნიორები,ისე ცუდად გაიშალნენ,რომ შეტევა გაჩერდა,საერთოდაც ხვიჩა დავიწყებული ჰყავდათ და მისკენ პასის გაშვებას, კაი ხანი არც ფიქრობდნენ.პენალტის დანიშვნის შემთხვევაში,ვფიქრობდი,რომ მას მიქაუტაძე შეასრულებდა.ის ხომ კარგად ურტყამს, მაგრამ იქაც ისევ ხვიჩაზე მიაგდეს და ვერ გაიტანა.ისე ეგ პენალტი,ჩემი აზრით, არამი იყო და არ უნდა გასულიყო,რადგან გუნდი არ იმსახურებდა გოლის გატანას.უფრო სწორედ,ეს გუნდი არ იყო.არც გუნდური თამაში იყო.არ ვიცი,შესაძლოა რაღაც მოხდა?მხოლოდ უამინდობას,გუნდის ასე პარალიზებას ვერ დავაბრალებთ.წინა წელს ბიჭები რომ დაფრინავდნენ და თვალები უბრწყინავდათ,წელს, თანდათან, ეს ყველაფერი ფერმკრთალდება და თამაში,მძიმე ტვირთად იქცაო,თითქოს.სეზონს ბოლოა და გადაიღალნენ?ღმერთმა ქნას,ასე იყოს და უფრო ცუდის,გუნდის შიდა არეულობის ნიშანი არ იყოს. დღეს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი იწყება და ჩვენს ბიჭებს,წარმატებებს ვუსურვებ,თუმცა ღრუბლებში ფრენას,აქაც მიწაზე დაშვება სჯობია.სამივე ჩვენი ჯგუფის ნაკრები,უძლიერესია და სწორედ უნიჭიერესი ახალგაზრდა ფეხბურთელების სიმრავლით გამოირჩევა.პორტუგალიას ისეთი შემადგენლობა ჰყავს,შესაძლოა ჩვენმა პირველმა ნაკრებმაც ვერ მოუგოს,ბელგია და ნიდერლანდები კი,საკუთარი ტალანტების გარდა,აფრიკის ქვეყნებიდან ჩამოყვანილ ტალანტებსაც ზრდიან და მოქალაქეობას აძლევენ,თანაც უძლიერესი საფეხბურთო სკოლები აქვთ.ასე რომ,წავიდეთ სტადიონზე,მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს ბიჭებს და თუ რაიმე ჩვენს სასარგებლოდ ვერ აეწყო,მამაპაპურად კი არ გადავუაროთ და მიწაში ჩავფლათ,არამედ ფეხზე წამოვაყენოთ და საბრძოლველად შევაგულიანოთ! ზოგადად კარგ ჩემპიონატს და ჩვენი ნაკრების კარგ,წარმატებულ გამოსვლას გისურვებთ!

• ობიექტურს

კომენტარი კომენტარისთვის არ უნდა დაწერო..როგორ იყო დაცვა ყველაზე სუსტი? როცა ორივე გოლო გადმოვარდნილი ბურთის მერე გავიდა. როცა ყველაზე მაღალი შეფასება ჩვენს ნაკრებში საბა კვირკველიას აქვს (სიმართლე გითხრა არ ველოდი ასეთ თამაშს მისგან, ზედმეტი წონაც დაგდებული აქვს). ნახევარდაცვაა პრობლემა -საყრდენი ზონა. ნელი კვეკვესკირი სწრაფ შოტლანდიელებს რომ ვერ გააჩერებდა თავიდანვე ცხადი იყო. გაგნიძე ძალიან კარგი იყო. ნუ, ცოტა ხარვეზები პირველ სერიოზულ თამაშში მოსალოდნელია. კიტეიშვილმა თუ არ დატოვა ავსტრია დარჩება ავსტრიის ჩემპიონატის დონის ფეხბურთელად..ბურთი თავდასხმელამდე არ მიდიოდა.

• სვანსკი

აცადეთ სანიოლს ისწავლის მწვრთნელობას,მაგის მომყვანს.....

• 1.2.3.4.5.6.

ვისაც სირბილი არ შეუძლია რატო იძახებენ და ვისაც თამაშის გადადება ეხებოდა რატო არ გადაადებია ეს მაინტერესებს

• მაგ სიმართლით იარე

ესე იგი შენ რომ გოლებით დატკბე და ისიამოვნო ხვიჩამ არც ცოლი უნდა მოიყვანოს და არც ოჯახი შექმნას? დაწერე ბარემ როდის დააკმაყოფილებს შენს მოთხოვნებს და მერე დაქორწინდება. თან ვითომ გულშემატკივრობ, ვაი შენს პატრონს!!!!

• სვანსკი

მერე ჯიბეში რაღა ჩაიდონ,ორივეს რომ გაწვდეს მაგხელა ბიუჯეტი არ არის

• Lasha

არაფრად არ ვარგოდა რა ეს თამაში. ინდივიდუალური რეიდების მცდელობები იყო ერთადერთი ნათელი წერტილი მთელ თამაშში. კვიპროსში კიდევ ერთი-ორჯერ ლამაზად გავაგორეთ ბურთი და გოლი "მოვამწიფეთ", აქ საერთოდ უსახურები ვიყავით. კვარა საერთოდ არ ჩანდა მოედანზე. რაც გააკეთა, ერთი-ორი კარგი პასის გარდა, არაფერი გამოუვიდა. პენალტზე ხომ აღარაფერს ვამბობ. ბოლო 4 პენალტიდან 3 გაფუჭებული აქვს უკვე და უსამართლობა იქნება, შემდეგიც რომ მან დაარტყას. ამ თამაშითაც და ნაპოლის თამაშებითაც გამოჩნდა, რომ კვარას ყოველთვის 2 ან მეტი კაცი აიყვანს და ეს რომ გუნდმა გამოიყენოს, კარგი ტაქტიკოსი მწვრთნელი უნდა ჰყავდეს.

• არაა მისი საქმე ეს..

სტაჟიანი პენალტისტი მიქაუტაძე და კიტეიშვილი გყავდეს ნაკრებში და მაინც შენ ურტყამდე პენალტს სულ ცოდა უხერხულია. რაც იცის ის გააგრძელოს, არაა მისი საქმე პენალტის დარტყმა. თუ ვერ ხვდება თვითონ, უთხრას ნაკრების მწვრთნელთა 'სტაფმა"

• ATP 16

ამ გუნდს რომ უკეთესად თამაში შეუძლია , ამაზე ყველა თანხმდება , ვინც ჩასაფრებული არ არის ნაკრების წარუმატებლობაზე. მე ყველაზე მეტად რაზეც გული მწყდება არის ის რომ , არ გვეღირსა მწვრთნელი , რომელიც ჭეშმარიტად ლიდერი უნდა იყვეს საკუთარი გუნდის. გუშინდელი თამაშის მერე , თუ სანიოლს უნდა რომ რეპუტაცია შერჩეს და მისი ამ ახალგაზრდა ბიჭებმა უფრო ირწმუნონ , უნდა აღიაროს რომ მან დაუშვა შეცდომები შემადგენლობის შერჩევის დროს და არასწორი ტაქტიკით ათამაშა გუნდი. იმ პირობებში როდესაც კონტრშეტევაზე გაქვს აქცენტი გაკეთებული , ფლანგები უნდა გყავდეს სწრაფი და ჩვენ ორივე სწრაფი ფლანგელი მოვხსენით და ოთხი ცენტრალური მცველით ვითამაშეთ. დვალი კარგია ცენტრში, რანაირად უნდა მიეტანა ბურთი კვარამდე , გაწელა ძალიან შეტევაა, ლობჟანიძეც კარგია როდესაც დავითაშვილთან ერთად მოძრაობს ფლანგზე ან გოჩოლეიშვილთან , კაკაბაძეც ფაქტიურად ცენტრალური მცველია , ვეღარ ამწვავებს ფლანგს , სიჩქარე ძალიან დაკარგა . მივიღეთ ზალიან მძიმე ცენტრი მხოლოდ კიტეს იმედად და მოწყვეტილი თავდასხმის ხაზი გუნდისაგან. გამოვიდეს და კაცურად თქვას , რომ თამაში მის გამო წავაგეთ , ბიჭებთან სასაყვედურო მე არ მაქვს არაფერი და არც ვაპირებ .

• ნიკო მარი

შოტლანდიელების მოუწესრიგებელი დედას შევედი...სტადიონი იყო პრობლემა და ორი საათი ლოდინი

• ასეა ეს

უბრალოთ ხვიჩას გარდა არც ერთი ფეხბურთელი კარგ კლუბში არ თამაშობს ე.ი.ფეხბურთელებს უფრო დაბალი კლასი აქვთ რაც ყველაზე მთავარია.უმეტეს შემთხვევაში ძლიერები იმარჯვებენ.ასე მოხდა გუშინაც.

• SN289

Mactomineis burti ver waartves da verc waaqcies da arc manius sastavshia tipi

• ჯაბა

აი როგორი ადამიანების გამო მეზარება იცით კვარას ეს გაფუჭებული პენალტი?მამაჩემის!რომელიც საერთოდ არ უყურებს ფეხბურთს და უბრალოდ დილას კითხულობს იმფორმაციებს და ეაიკითხა კვარამ ვერ გაიტანა და მიდის ჩემი გატროლვა აი ხომ გითხარი გაფუჭდა უკვე ვსო ქინქლაძესავით დაემართა ესააა ქართველები და ა.შ)))თორე გააფუჭა და გააფუჭა კვარა არ იყო ამ მატჩის პრობლემა საერთოდ!!დაისვენებს ამ ზაფხულს და ისევ წაუვა სწორი პალასა

• გუსანი

მიკვირს იმ ხალხის ვისაც უკეთესის მოლოდინი ქონდა.. ფაქტები,რეალობა ხომ სხვაა- წინა ორივე თამაშში გამოჩნდა რომ მხოლოდ იღბალმა გვიერთგულა, ვფიქრობ პრაგმატული მიდგომით პენალტი მიქაუტაძეს უნდა დაერტყა, მაგრამ გასაგებია ხვიჩასი და ვილის, ლიდერმა დაარტყა.მაინც არაფერს შეცვლიდა- თამაშიდან გამომდინარე მესამეს ეგრევე გაგვიტანდენ. ხვიჩას მომავალი კი ბევრ რამეზე და ვინმეზე იქნება დამოკიდებული.... მე მაფიქრებს გაისად ყაზახეთთან თამაში, ისინი ისე ძლიერდებიან მაგაზეა ყურადღება გადასატანი , სამწუხარო ორეალობაა- ამ ჯგუფში მე-4 ადგილზე მეტის პრეტენზია არ უნდა გვქონდეს.

• მწვრთნელი

ეს თამაში მთლიანად წააგო სანიოლმა! ნაკრებში ამდენი შემტევი მოთამაშე გყავდეს და 80 წუთი დაცვას თამაშობდე, მითუმეტეს 1-0 როდესაც აგებ, არ ვიცი! ჯერ ვერ დააყენა სინიოლმა საქართველოს ნაკრების თამაშის სტილი და ამაზეა დღეს საფიქრალი და არა 5 მცველით თამაშზე, თუ ამაზე ეხლავე არ იზრუნა გუნდის სტაფმა საბერძნეთთან ან თურქეთთან განწირულები ვიქნებით!

სანიოლი რომ გეყოლება მწვრთნელი . . . თუ სწრაფი ფლანგებით თამაშობ და აქცენტი ლობჟანიძე, მიქაუტაძე, კვარაზე, შემდეგ გოჩოლეიშვილზე და დავითაშვილზე გაქვს, კიტე როგორ ჯდება ამ სტილში, რომელიც პოზიციურ შეტევებშია ძლიერი დირიჟორი. ბურთი ხომ ასეთ სქემაზე უსწრაფესად უნდა კვეთდეს მოედნის ცენტრალურ ნაწილს. ან რა არის ნახაზზე აბსოლიტურად სხვა და თამაშში რადიკალურად განსხვავებული განლაგება? ვინმემ გაიგეთ რა სქემა ქონდა? 3-5-2 ანონსში, რეალურად 4-2-3-1 სუსტი ცენტრით. შემდგომ ზივზივაძით შეტევის "გაძლიერება" ??? დიდი ფილოსოფია უნდა რომ ასეთ წვიმაში ტექნიკური ფეხბურთელები კარგავენ თავის პლიუსებს და მორბენალი ფეხბურთელები გჭირდება ფიზიკურ კონდიციებზე აქცენტით. დაცვის ცენტრი საერთოდ შენელებული იყო, კვეკვესკირი მოედანზე საერთოდ რატომ არის და რა ფუნქციით? ასეთ პირობებშ ხომ მაქსიმალურად ბევრი უნდა დაარტყა კარში და ჩვენ რამდენი გვქონდა - ნული. ხოდა გაუშვით რა ეს კაცი საიდანაც მოვიდა, ვერ გამოიყენებს ეს ამ ბიჭების (თნდაც 5-6 კაცის) პოტენციალს.

• w

შოტლანდიელებს რომ ვუყურებდი ეტყობოდათ რომ თამაში წყუროდათ და საბრძოლველად იყვნენ განწყობილი ჩვენები კი იძულებით რომ გაყრი მინდორზე და მოვალეობის მოხდის მიზნით დაიოდნენ.მწვრთნელის კრიტიკა ყოველთვის შეიძლება მაგრამ თუ ფეხბურთელს თამაში არ უნდა მწვრთნელი ვერაფერს გააკეთებს.

• ქ. გ.

Napoli-ს YouTube არხზე CalcioNapoli24 ხვიჩას შესახებ არის 1 საათზე გრძელი ახალი ვიდეო

• ფფ

წაგვაგებინა წვიმამ გული არ გაიტეხოთ ქართველბო კვარა პენალი რო დარტყა კსრგად ჩადა რამხე დაგბული იყო წყალი

• ვაჟა

თამაშამდე დავწერე აქ 2 ან 3 ნულს მოგვიგებენ მეთქი და მლანძღეს. ვიყოთ რეალისტები.შოტლანდიის დინამიკას და სისწრაფეებს, ფიზიკურ მონაცემებს ესენი ვერ გაუძლებენ. ვერა!!

• ნიკა

აგერ ყოფილა და დაბრუნდა ძველი მენტალიტეტი, წაგება გასაგებია მაგრამ წვიმამ და წყალმა როგორ უნდა გაგტეხოს ახალგაზრდა სპორტსმენი ბიჭები. ან სირბილი როგორ არ უნდა შეგეძლოს.

• შოთა

ფეხბურთის ფედეაცია არის უსაქმურთა, ტურისტთა და უსირცხვილოთა შაიკა! რისთვის ახლდა მთელი კობიაშვილ იაშვილის საძმაკაცო გუნდს, რომ ეს სეირი გამოეცხოთ და ბიჭები მროალურად გაეტეხათ?! ამ ტბორში თამაშის უფლება როგორ უნდა მიეცათ?! აქ თამაშს არცვრთი თავმოყვარე ქვეყანა არ დათანხმდებოდა, აზერბაიჯანიც კი! აი ანდორა და გიბრალტარი არ ვიცი!

• David

როცა ანგარიშს ამცირებ და მცირე შანსი მაინც გრჩება ქულა აიღო გადამწყვეტია აბა რა არის. რომ ვყოფილიყავით 2 ბურთით წინ აღარ იქნებოდა გადამწყვეტი

• ხასანა ძია

წავიკითხე და ერთი შეკითხვა ავტორს,მოსახერხებელი იყო შოტლანდიელებისთვის რას ნიშნავს,ახსენი თუ ვერ ახსნი წადი რა ის აკეთე რაც იცი,წვიმა იმათ არ უშლიდა?ჯიგრით ითამაშეს და მოგვიგეს ალალად.

• Zviads

კაკაბაძე და კვეკვესკირი კატასტროფაა..

• კახა

ჟილკა არ ჩანდა.თითო ოროლა ფეხბურთელის გარდა,მაგან დამწყვიტა გული.არც კარგი ტაქტიკა სჩანდა,სანიოლი არასწორი ტაქტიქით მოქმედებდა

• კობი 74

ბევრ რამეს შეიძლება დააბრალო ეს შედეგი, მაგალითად უამინდობას, ხაგძლივ შეჩერებას გოლის შემდეგ, არასწორ სასტარტო შემადგენლობას ან გადამღლელ სეზონს, მაგრამ ბრძოლის ხალისი მარტო კიტეიშვილს და შეცვლაზე შემოსულ ზუკას რატომ ეტყობიდა? ერთი ეპითეტით რომ ფასდებოდეს დღევამდელი ნაკრეის პერფორმანსი "დაღლილ ყურებჩამოყრილ ვირებს" შევადარებდი. აი წვიმაში რომ გარეთ გასვლას აძალებენ და მოწყენილი, ზანტი ნაბიჯებით გადაადგილდებიან. პ.ს. ხვიჩაც ცდილობდა მაგრამ თვალებში ნაპერწკალი და იღბალი მასაც აკლდა.

• ქორ-პარიკმახერი

შოტლანდიელებმა მგონი მართლა არ გაწმინდეს კვარას ფლანგი, მაგრამ ეგ არაფერი, მთავარი ის არის რომ კვარა დათარსულია, ისიც ვიცი როდის დაითარსა (საქართველოში რომ ჩამოვიდა) და სად, რამდენჯერმე დავწერე მარა არ მიქვეყნებენ, არადა თამაშობს ბიჭი, არანაირი დაღლილობა და ა.შ. მხოლოდ უიღბლობა მისი ბოლო დროის პრობლემა და ეს უბრალოდ არ ხდება და არც სასაცილოა

• H

ბრიტანელები, რომ არცერთ ერს პატივს არ სცემენე და ზემოდან უყურებენ ცნობილი ფაქტია ასე, რომ გულს ნუ დავიწყვეტთ. ჩემი აზრით ფედერაცია არ უნდა დათანხმებოდა ჯერ თამაშის დაწყებას და შემდეგ განახლებას. თუნდაც 3-0 წაგება ჩაეთვალათ. ფაქტიურად განწირულები ვიყავით რადგან ასეთ მინდორზე წარმოუდგენელია ტექნიკურმა ფეხბურთელმა დრიბლინგი განახორციელოს. მხოლოდ მინდვრის საფარით შეძლეს ხვიჩას და მიქაუტაძის შეჩერება, თორემ რიგ ეპიზოდებში, როდესაც ბალახი შედარებით გაშრა კარგად გამოჩნდა, რომ ნორმალური პირობების შემთხვევაში არ ვიქნებოდით წასაგებად განწირულები. სწორად ამიტომ არ უნდოდათ შოტლანდიელებს ჯერ თამაშის გადადება და შემდეგ განახლებას ითხოვდნენ პრინციპულად. მსაჯზე და უეფაზე კი რა უნდა ვთქვა, როგორც ყოველთვის პატარა ქვეყანა დაიჩაგრა. მსაჯმა გოლიდან 10 წამში მიიღო გადაწყვეტილება, რომ ასეთ მინდორზე თამაში არ შეიძლება. თუ საფარი სტანდარტებისთვის შეუსაბამო იყო მაშინ გოლიც და ის ნათამაშები ექვსი წუთიც უნდა გაუქმებულიყო. ფედერაციას მეტი პრინციპულობა უნდა გამოეჩინა და გუნდი არ გაეწირა. სწორედ მასპინძელთა მხრიდან ასეთი უპატივცემულობისა და არასამართლიანი დამოკიდებულების გამო უნდა გავავსოთ სტადიონი და აუცილებლად მოვუგოთ თბილისში. გულშემატკივარმა ტრიბუნაზე ხოლო ფეხბურთელებმა მოედანზე ნამდვილი საფეხბურთო ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ. იმედია მანამდე 26 აგვისტოს მორაგბეები ასწავლია ჭკუას და კიდევ ერთხელ მწარედ მოადებენ აბზუებულ ცხვირებში. კონსტეუქციული კრიტიკა მნიშვნელოვანი გამვითარებისათვის, მაგრამ ვეცადოთ ნუ გადავუვლით ბიჭებს, რადგან მართლა უჩვეულო პირობებში მოუწიათ თამაში და თავისი დადებითი მხარეები ვერ გამოიყენეს, ხოლო ფიზმომზადება, და გამძლეობა, რომ ერის პრობლემაა ყველა სპორტის სახეობაში არახალია. გავითვალისწინოთ, რომ უმეტესობა ჯერ კიდევ ახალგაზრდა არის განვითარების მნიშვენოლან ეტაპს გადის.

• Gel-100

Zura222-iset ragacas wer pasuxi rogor ar gagce tore sashinlad imedgacruebuli var chveni nakrebis tamashit da mogvianebit vecdebi analizi gavaketo calke fexburtelebis tamashze da calke yurebchamoyril samwvrtnelo shtabze,,,aseti uazro da ujigro tamashi ar minaxia chveni nakrebis shesrulebito ro dawere ori sityvit mindoda mekitxa ramdeni tvea rac chveni nakrebis tamashebis yureba daiwye??albat bolo erta ligaze bulgarettan da makedoniastan tamashebit daiwye chveni nakrebis yureba da magito gikvirs tore kakraz ujigro da uyvelafro((ukvercxebo ufantazio ubrdzolvelad ukombinacio usirbilo yvelaferi rasac win u ertvis gvinaxavs amatgan da ar gvikvirs stajian gulshematkivris)) nakrebis naxva ar unda gikvirdes,

• ნოდო

რამდენი გაბედავთ და იტყვით 20-0 რო მოგვეგო საერთოდ ტამაში რატომ დაიწყოვო იტყოდით ვერც იმას იტყვით შოტლანდია მიცვეულია ეგეთ ამინდში თამაშებს განახლების მერე ხო მაინც წავაგეთ როცა ერთნაირი პირობები იყო ხილული თუ უხილავი ზოგს უპირატესობა სხვაზე მეტი აქვს

• Skeleton

ჩემს დიდ სიყვარულს, პატივისცემას და მხარდაჭერას ვუგზავნი ჩემი ქვეყნის ნაკრებს. უპირობო მხარდაჭერას და უანგაროს. ამას არც პატრიოტიზმის ჭრილში განვიხილავ და არც ვინმეზე მეტად ქვეყნის მოყვარული მგონია თავი. არც ვალდებულებას ვგრძნობ, რომ მაინცდამაინც ესენი მიყვარდეს მაგრამ მიყვარს ბუნებრივად. ვინც გიყვარს იმას ვერ დასცინებ, ვერ დაამცირებ, ვერ გალანძღავ- ამაზე ვინმე არ შემეკამათოს, 100% ით ვიცი. შეიძლება მწარედ გააკრიტიკო მაგრამ მაინც გასამართლებელ არგუმენტებს დაუწყებ ძებნას და კრიტიკაც მის გამოსასწორებლად იქნება მიმართული, ოღონ ჯანსაღი... არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ არსებობს ადამიანი, ვინც საკუთარი ნაკრების თამაშზე, მოწინააღმდეგის მაისურით მივა, ვინც დამარცხების მერე გამარჯვებულით აღფრთოვანდება და საკუთარი საყვარელი გუნდის გასამართლებელ მიზეზებს არ ეძებს. უბრალოდ არ არსებობს, დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრობდე და შენი ნაკრების თამაშზე მოწინააღმდეგის მხარდასაჭერად მიდიოდე, 10 წელიც არაა გასული იქედან, როცა ეს ხდებოდა. ახლა ხვიჩას და ახალი თაობის გამოჩენამ თითქოს შეცვალა მაგრამ ის ხალხი არსად წასულა, ჩვენს შორისაა ისევ... გულშემატკივარიც უნდა გაიზარდოს. ნაკრები და გულშემატკივარი ერთი ორგანიზმია, როგორ შეიძლება შენს ნაკრებს ცუდად მისდიოდეს საქმე და შენ აჰაჰავებდე და სიამოვნებას იღებდე, მერე ჩასაფრებული ერთმანეთს ეჯიბრებოდე, ვინ უფრო ენაკვიმატურად დაამცირებს ნაკრებს. არცერთ ქვეყანაში არ მინახავს ეგ. ჩემი უპირობო მხარდაჭერა ნაკრებს და იმ გულშემატკივარს, ვინც გულით განიცდის ცუდ თამაშს და გულით უხარია კარგი...❤️

• გურჯი

არ გაგვიმართლებს არა,კაშია გვყავს რომელიც ლგბტ სექტის მიმდევარია,ლობჟანიძე საერთოდ შეღებილი თმებით დადის,მწვრთნელი ხიზანიშვილი ცოლის ნათლულებს იძახის ნაკრებში,კვეკვესკირი ის ყოფნის რომ კვეკვესკირია.არა საფეხბურთო გარემოა ნაკრებში და როგორ უნდა მოიგო?გამართლებით და ნიჭით შეიძლება კვიპროს ან სომხეთს მოუგო აი შოტლანდიის დონის ნაკრებთან წავაგებთ

• საჩინო

თავი და თავი წარუმატებლობის,ზოგადად ,დაბალი კლასია-როგორც ფეხბურთელების ასევე მწვრთნელის.მთავარი კომპონენტი რაშიც ვიჩაგრებით ეს მოძრაობაა.არ არის სწორი თითქოს უჯიგროდ თამაშობდნენ,თითქოს დასეირნობდნენ.მათ უბრალოდ მეტი არ შეუძლიათ ,მეტი არ იციან.ძალიან ცუდად იხსნებიან[ამიტომაც არის ამდენი პასი უკან]და ძლიან ცუდად ხურავენ სივრცეებსა დ ზონებს მოწინააღმდეგის შემოტევების დროს.თვალშისაცემია ,თითქმის ყველა ნაკრებთან,ჩვენების ჩამორჩენილობა სისხარტესა და სიმარდეში.და ამ ფონზე შენ როგორ გინდა აჯობო მოწინააღმდეგეს ,რომელსაც ვეცერთ ეპიზოდში ვერ წვდები ,ვერცერთ ეპიზოდში ვერ ასწრებ? ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში საკუთარ ნახევარზე კომპაქტურად თამაშია კარგ ორგანიზებასთან ერთად.აი რაზე უნდა იმუშაონ ჩვენმა მწვრთნელებმა აი რაზე უნდა იყოს მთავარი აქცენტი გაკეთებული.სწრაფი შემტევების წყალობით კონტრ შეტევებში უნდა ვეძებოთ ბედი.კვიპროსთან რამდენჯერ იყო მომენტი,როცა კვარაცხელია მოედნის ცემტრში ,თითქმის მიტოვებული ელოდა ბურთს ,მაგრამ დანარჩენი,მთელი უკან მდგომი გუნდი ვერაფრით ვერ ახერხებდნენ მოწინააღმდეგისათვის ბურთის ართმევასა და მისთვის პასის გაკეთებას .აი ამაზე და კიდევ სტანდარტულებზე უნდა იმუშავონ დღევანდელი ნაკრების დამრიგებლებმა ,რომ რაღაც გამოვადნოთ ამ ფორმაციის გუნდიდან.და კიდევ რაც შეეხება შემადგენლობას-დროა უარი ვთქვათ შემდეგ ფეხბურთელებზე:კაშია,კვეკვესკირი,კაკაბაძე,კირკველია,დვალი,ქვილითაია,ზივზივაძე და ვაძებოთ და აღვზარდოთ თაობა გამორჩეული მეტი სიმარდით და მეტი გამძლეობით.

ხალხო! რატომ იშლით ნერვებს? შოტლანდიამ გასვლაზე დაამარცხა ესპანეთიც და ნორვეგია, რომლებიც ობიექტურად ჩვენზე ძლიერები არიან და რატომ ჰქონდა ვინმეს მოლოდინი, რომ გასვლაზე უნდა მოგვეგო, არ მესმის. ფიზიკურად გვჯობდნენ, მეორე სართულიც მაგათი იყო, ბურთი არ მოგვცეს და ჯობნა მეტი რას ჰქვია? ამ ჯგუფში თუ მესამე ადგილზე გავედით, ძალიან კარგი შედეგი იქნება

• სამართალი

შოტლანდიაში ფეხბურთის მატჩებზე საშუალო დასწრებაა დაახლოებით 17 ათასი.

• Arsi

თუ კაკაბაძე და მამარდაშვილი იქნებიან ნაკრები ყოველთვის წააგებს..ეს კვარაცხელიაც დაქორწინდეს ბოლო ბოლო ეგებ ეშველოს თორემ გაღმა ნაპირზე იყო ორივე თამაში..

• კვარაისტი

მუხლამდე წყალში თამაში, ბურთი დაეცემა მინდორზე და კი არ ხტება, სულ სხვა ტრაექტორიით მიგორავს კი არადა მიცურავს. ჭაობში თამაში ჩვენ არ ვიცით, სქოთებმა გვაჯობეს. რაც შეეხება კვარას - უნდა დაანებოს პენალტების დარტყმას თავი იქაც და აქაც. ცივსისხლიანი რო გახდება, მერე კი ბატონო. ცხოვრების ამ მომენტში ემოციები ჭარბობს. დაოჯახება, სასწაული და წარმოუდგენელი კარიერა 1 წელიწადში! ყველაფერი ისე სწარაფად მოხდა, რომ ხვიჩას ნაღდად ვერ ეღირსა სრულფასოვანი დასვენება. ოღონდ, არ ვამართლებ პენალტის ამბავში. უნდა დაუთმოს ბიჭებს, მით უმეტეს, რომ არ გიმართლებს ამ მომენტში. პენალტით გატანილ გოლს თუ არ მერჩივნოს მაგარი პასი, რა!

• 123

სხვა გზა მოჭრილია. ესპანეთს უნდა დავაჭედოთ.

• ნუკრი

არ ვიცოდი ამინდი,დაწყებამდე საათნახევრით ადრე შემადგენლობა ვნახე და დავწერე ეს კაცი წასაგებად ხო არ წავიდა მეთქი.ძალიან დამწყდა გული,მაგრამ მართალი აღმოვჩნდი.სიარულით კიპრს შეგიძლია მოუგო,ისიც როცა ტემპს მოუმატებ და ამოძრავდები.შოტლანდიასთან მოედანზე სეირნობით რასაც დაიმსახურებ იმას მიიღებ.

• კვარაისტი

მუხლამდე წყალში თამაში, ბურთი დაეცემა მინდორზე და კი არ ხტება, სულ სხვა ტრაექტორიით მიგორავს კი არადა მიცურავს. ჭაობში თამაში ჩვენ არ ვიცით, სქოთებმა გვაჯობეს. რაც შეეხება კვარას - უნდა დაანებოს პენალტების დარტყმას თავი იქაც და აქაც. ცივსისხლიანი რო გახდება, მერე კი ბატონო. ცხოვრების ამ მომენტში ემოციები ჭარბობს. დაოჯახება, სასწაული და წარმოუდგენელი კარიერა 1 წელიწადში! ყველაფერი ისე სწარაფად მოხდა, რომ ხვიჩას ნაღდად ვერ ეღირსა სრულფასოვანი დასვენება. ოღონდ, არ ვამართლებ

• გურულო

არა მგონია აქ გადმოფრქვეული ,,სიბრძნეების,, შემდეგ რაიმე ახალი ვთქვა,მაგრამ მე მგონი აქცენტი 21 წ მდე ახალგაზრდულ ევროპაზე უნდა გადაგვეტანა,ძალიან კარგი გუნდის გაყვანა შეგვეხლო და შანსი გავუშვით,ამ ჯგუფიდან გასვლა ხომ პრაქტიკულად გამორიცხული იყო,გვრჩებოდა ერთა ლიგა საიდანაც უკეთესი პერსპექტივა ჩანს,ეს შესარჩევი კი ექსპერიმენტებისთვის გამოგვეყენებინა.

• მოსეხონელი

უმუშევარია სპალეტი და გაიმეტეთ ის 4 მილიონი)))) ან ნახეთ ვინმე იტალიელი საშვალო დონის.ამ ნაკრებ უნდა ტაკტიკოსი და არა ჯიგარი.ალბანეთს დაუნიშნეს იტალიელი და შედეგი გასვლა მუნდიალზე.ხოდა ბიჯო ამდენი მილიონები იკარგება და ნახეთ რა იტალიელი მწვრთნელი.

• Levani

22-23 წლის ბიჭმა უნდა ითამაშოს უკვე რასაც თამაშობს ისაა,დანარჩენი მერე გამოცდილება თუ შეემატება.29 წლისა ვერ იქნება ისე სწრაფი როგორც 23 წლის(ამას ემატება ტრავმები,ოპერაციები და ბევრი რამე- 23 წლის ბიჭი ახალი მანქანაა,28-29წლის უკვე აღარ)

• Gambler

მე საერთოდ არ მესმის რაში სჭირდება 22 წლის ბიჭს ცოლი, წადი ბიძია გაერთე სანამ დროა რა დროს შენი ცოლია!ეჰჰ..ნეტა მე ვიყო 22 წლის ეხლა..

• Ობიექტური

ობიექტურად ყველაზე დიდი პრობლემა დაცვა და მეკარეა. მეკარე უფრო,დაცვას ხო ვერ კარნახობს და მეკარის საჯარიმოსაც ვერ აკონტროლებს. ახლანდელ შოტლანდიასთან ასეთი დაცვით შანსი ძაან მცირე იყო. სუბიექტურად, საათნახევრის მერე თავმოყვარე გუნდი არ ითამაშებდა,მითუმეტეს შანსი ქონდათ გაესაჩივრებინათ. ხალხი მოსულა და ნუ გავანაწყენებთ ბაზარი შეუყვანეს... შოტლანდიელებმა კიდე კვარას ფლანგი არ გაწმინდეს, პირველ ტაიმში აზრი არ ქონდა პასის მიცემას.

• G.LA

პირველ ნაკრებში 9 ფეხბურთელი 21 წლიანებში მონაწილეობის უფლების ფეხბურთელი თამაშობს!!! შოტლანდია კი არა რომელიმე გუნდი დამისახელეთ ასეთი, გინდათ ევროპიდან გინდა დანარჩენი მსოფლოდან. დაუნახავები ხართ ვინც აქ საქართველოს ნაკრებზე ასეთ უმსგავსობებს წერთ. ბიჭები და გუნდი რომ იზრდება ამას ვერ ხედავთ. სტატისრიკას ჩახედეთ მარტო მომენტებით ნუ მსჯელობთ.

• გივი

აი მამარდას რას ერჩი? რომელი გოლი იყო მისი ბრალი?

• დათო

მოკლედ, ამდენი წელი გავიდა და ვერ მიხვდა ფეხბურთის ერი და ბერი, რომ საქართველოში გაპატიებენ დამარცხებას. განადგურებასაც კი გაპატიებს ქომაგი ხალხი...მაგრამ უბრძოლველობას, უთავმოყვარედ თამაშს..."ბიჭებმა ყველაფერი დავდეთ პოპკორნს", არავინ გაპატიებთ. ითამაშეთ თქვენი თამაში, ანუ ის რაც შეგიძლიათ. ჟინი და ბრძოლა ბოლომდე დადეთ სათითაოდ ყველამ მოედანზე. ეგაა, მეტს არავინ გთხოვთ.

• Პენალდო

კი ძმაო, მაგარი გადამწყვეტი პენალტი იყო. 20 წუთი იყო ხო სათამაშო?

• ჯელა

დავით 67 ბატონო.დიდი სიამოვნებით განვიხილავდი ქართულ და არამარტო ქართულ ფეხბურთს თქვენთან ერთან.ერთი კია.ხანდახან მცირე უტაქტობასა აქვს ადგილი თქვენი მხრიდან

• zura222

მოდრიჩი უცხოპლანეტელია D იფიქრებ ამ კაფანდარას რომ შევუბერო წაიქცევაო და სინამდვილეში ცხრა გოლიათის ძალა და ენერგია აქვს !

• Levani

გეტყობა ჩვენი წინაპრები სულ მაგარი მეომრები რო იყვნენ და მტერს არ გაურბოდნენ. ძალისმიერ სპორტში იცოცხლე,აი სირბილის გენები კიდე არა გვაქვს სამწუხაროდ. ისე სერიოზულად შოტლანდიას მწვრთნელის ხელი ეტყობა. რა,სასწაული ფეხბურთელები ჰყავს? მაგრამ ათამაშებს ის კაცი ოპტიმალურად, ჩვენთან კიდე..ჯობია შეუტიონ ძლიერ გუნდებსაც და წააგონ, ასე წვალებით მოპოვებული ქულებით გუნდი ვერ ვითარდება და თამაშს ვერ სწავლობს.

• ბუჯანგა

წყალბურთი სკოტებისთვის ნამდვილად არ ყოფილა..ფეხბურთი ითამაშა ამ ხალხმა..მაგრამ ჩვენი თამაში თუ ცუნცრუკი არც ფეხბურთი იყო და არც წყალბურთი..არც ხოკეიო..მეზობელმა ქვემოდან

• nika

არც შემადგენლობა იყო სწორი და არც ტაქტიკა, არც ფიზმომზადება და არც საფეხბურთო აზროვნება, არც დღეს და არც კიპრთან. უამრავი ხარვეზია და მწვრთვნელის ხელი არ ჩანდა საერთოდ. შოტლანდია არ ბრწყინავდა და საშუალო გუნდის თამაში ჰქონდა, დღეს ყოველ შემთხვევაში. ასეთი ქაოსი ფეხბურთს კლავს,მხოლოდ ცხადაძის დროს მახსოვს გუნდის სწორი თამაში და მოტივაცია. დღეს ჩვენ ვანხეთ უიმედო მომავალი, რაც ყველაზე უფრო სამწუხაროა... მიზეზებს ერთი გვერდი ვერ დაიტევს... სანიოლი, მიუხედავად იმისა კარგი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, როგორც მწვრთვნელი ვერ ართმევს თავს საქმეს

• გივი

გადამწყვეტი პენალტი რანაირად იყო?!

• ჯელა

არ მიიღოთ ღვაძლად ეს კომენტარი.მე ჯერ ერთი ჩემი სამშობლოს შვილი ვარ და მიყვარს ჩემი ქვეყანა.მერე კიდე ყველა ისტორიულად დაჩაგრულს პატივს ვცემ.წავაგეთ და ძალაა? ვის არ წაუგია.ყოჩაღ სქოთებო.იმსახურებთ ფინალურ ეტაპს.იმედია ჩვენც გავალთ და მერვედფინალში თუ არა მეოთხედფინალში ისევ შევხცდებით.მამაცი გულები მამაცი სულების წინააღმდეგ

• azri ar aqvs

საქართველოს ნაკრებს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემა ერთი დაინახონ ან მოისმინონ გადამწყვეტი მატცჩია ან გუნდი ფორმაშია იმას მოუგო ამას მოუგო ეგრევე წვებიან ; ამ ერთი თამაშით არ მინდა გამომივიდეს შეფასება მაგრამ ფაქტია სულ ასე ხდება ვერასდროს გადამწყვეტ მომენტში ვერ თამაშობენ :ჯგუფიდან ვერ გადიან ნახევარ ფინალამდე მიდიან მაგრამ აგებენ იმიტომ რომ გადამწყვეტია , მთლიანობასჰი თვითონაც ერთ ადგილზე ბუქსაობენ და გულშემატკივრებიც გავიხსენოთ სახლში მაკედონიასთან უაზრო წაგებული მატჩი

• დავით 67

სათაური მომეწონა!) მოკლედ საქართველო და მისი ეგრეთწოდებული ოცნებაგულშემატკივარი(პარტიას არ ვგულისხმობ) დაუბრუნდა თავის ბუნებრივ მდგომარეობას, თანაც მყარად. ისე და ვეღარ ვხედავ შემადგენლობის დამპროექტებლებსაც. ეგრე იცის თამაშამდე ბაქი ბუქმა. ფეხბურთელები არ დარბიან, ეზარებათ თუ არ შეუძლიათ ვერ გამიგია. შოტლანდია სწორედ ამ სირბილისა და სისწრაფის ხარჯზე გავიდა ჯგუფიდან. აბა სად ნახეთ მათი ტექნიკა. დარჩენილ თამაშებს ყველას წააგებს საქართველოს ნაკრები. მარტო კიპროსთან გააგორებს ფრეს. რაც შეეხება ხვიჩას. არ ვარ ცრუმორწმუნე, მაგრამ ვიღაცამ დათარსა ეს ბიჭი ამ პენალტის დარტმისგან. მე ვფიქრობ მაინც უნდა დაარტყას პენალტი, შემდეგ მატჩებში,სანამ არ გაიტანს. მერე მგონია აღარ გააფუჭებს. ამ თამაშში მარტო ხვიჩა შემეცოდა. სხვები დასეირნობდნენ გუბეებში. სადაც დიდ გუბეს ნახავდნენ იქით უწევდათ გული. ნერვები იმაზე მეშლება, რომ ყველა გუნდები სუსტებიც კი იბრძვიან მოედანზე და ესენი ვინ ჩემი "ისინი "არიან,რომ დაბორიალობენ იქით აქეთ. აგერ დღეს ხომ ყველამ ვნახეთ მოლდოვის ნაკრებმა, რა ჩაუტარა ლევანდოვსკის ნაკრებს, ასევე ჯეკოს ბოსნიას, ლუქსემბურგმა,სადა სულ 600000 კაცი ცხოვრობს, თანაც იქიდან 150 000ია ახალგაზრდა. ყაზახეთი აიღე ლატვია აიღე. თქვენ რა ჭირი გჭირთ?

• მამუკა

მოდრიჩი არის 37 წლის, ბევრს ჩვენი ნაკრებიდან მამად ეკუთვნის, ტიპმა ლა ლიგაზე, ჩემპიონთა ლიგაზე, კოპა დელ რეიზე, მსოფლიო ჩემპიონატზე და ევროპის შესარჩევებზე ითამაშა თითქმის ყველა თამაში და სეზონის ბოლოს ორი 120 წუთიანი მატჩი ერთა ლიგაზე თავის პენალტებით, თან რა დონეზე ითამაშა და რა გუნდების წინააღმდეგ. ეს მკვდარი სულები კიდევ ძლივს დალასლასევბდნენ მოედანზე, სულ შეიძლება ათი თამაში არ მოუგროვდეთ ერთიანად ნათამაშები მთელ სეზონში

• იასონ კვირკველია

ჰო, პირველ მერცხალ-შიც იმიტომ წააგეს ფოთელებმა ბრიტანელებთან, რომ წვიმა არ ქონდათ ნანახი და ცოტასაც კვერცხები უშლიდათ ცეკვისას კიარადა, თამაშისას...

• giorgi 3

სადღაც კარგია იმ მხრივ, რომ ცოტა ჩაცხრება არაჯანსაღი ატმოსფერო და ცრუ ილუზიები ჩვენი ნაკრების შესახებ. ბევრი კარგი და თან ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, კვარას თამადობით, მაგრამ საჭიროა შესაბამისი მწვრთნელები და ღრმა ანალიზი. ჯერ არა ვართ არც არგენტინის ნაკრები და არც კვარაა მარადონა. წინ ბევრი სამუშაო და წლებია

• სიმართლე

რასაც ახლა ვიტყვი, ვიცი რომ ბევრს გააღიზიანებს, მაგრამ მწარე სიმართლეა და უნდა ვთქვა რადგან მეც მტკივა - ხვიჩა რომ დაფრინავდა იტალიაში, მიხაროდა. ორჯერ ვიყავი ნეაპოლში და დავესწარი თამაშებს, ვხარობდი რომ ეს პატარა ბიჭი სრულად იყო კონცენტრირებული ფეხბურთზე. მერე, როცა შევიტყვე რომ პირადი ცხოვრების მომენტები წამოვიდა წინა პლანზე (ეთიკური მოსაზრების გამო არ დავწერ დეტალებს) და დაანონსდა ივნისში უკვე ქორწილი და სხვა გეგმები, მაშინვე გავიფიქრე, არ გაეფანტოს გონება და არ აერიოს ამ ბიჭს საქმეები-თქო. ეს ხდებოდა აპრილის დასაწყისში! დიახ,აპრილის დასაწყისში! სწორედ ამის მერე არის რომ ვნატრულობ ხვიჩას გოლს/საგოლე პასს გუნდშიც და ნაკრებშიც. მე მხოლოდ ფაქტს ვუსვამ ხაზს და არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ კითხვები მაქვს: ნუთუ ასეთი რამ მხოლოდ ქართველებს მოგვდის?! ნუთუ არ შეიძლება რომ დროებით მაინც გადავდოთ პირადი გეგმები, როდესაც ჩანს რომ პროფესიონალური კუთხით ეს ზიანს გვაყენებს და ფორმიდან გვაგდებს?! ჩემი აზრით, თუ ეს ბიჭი სასწრაფოდ არ გამოფხიზლდება, სამწუხაროდ ერთ რიგით ფეხბურთელად გადაქცევა ემუქრება და ნაპოლის სათადარიგო გახდება...

• ლევან მაღლაკელიძე

ნუთუ 2 მცველი ვერ მოიძებნა საქართველოში?

• G.LA

ეს თამაში ფედერაციამ წააგო. შეიძლება ნორმალურ მინდორზე უფრო დიდი ანგარიშით მოეგოთ. ვიმეორებ ეს თამაში ფედერაციამ წააგო, რადგან თავიდანვე არ ჩაშალა თამაში მიუღებელი მინდვრის გამო. იაშვილი დავინახე და ლაპარაკი არ იცის ხმა ამოუეღო თავიდანვე? ეგენი ნაჩვევები რომ არიან მასეთ ამინდებს თქვენთვის უცნობიაა?

• Მახვში

ბევრი პრობლემა მოგვეყარა ერთბაშად... 1. ამინდი 2, კვარას დღევანდელი ფორმა, გადაღლილობა 3. შემადგენლობა (შოტლანდიასთან სულ კარგი თამაშები გვქონდა ამიტომ ჩვენი პლიუსები უნდა გამოგვეყენებინა, მაგალითად:მარცხნივ აზაროვი ან გოჩოლეიშვილი... კვეკვესკირის ნაცვლად დავითაშვილი ანუ მეტი შეტევა) 4. თამაში შეგვეძლო არ დაგვეწყო, ან დროზე შეგვეწყვიტა... თუმცა ევროპამდე მისასვლელი გზები ვფიქრობ ნამდვილად არსებობს, მთავარია ყველამ ერთად შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ! წარმატები საქართველო!!!

• გეგა

ხიზანიშვილი და იაშვილი,, რომლებიც ორ სიტყვას ძლივს აბავენ, როგორ გაარკვევდნენ ჩვენს პრობლემებს მსაჯებთან?

• დდდ

სკოტებმა ნორვეგიელებს ისეთ პაპანაქება სიცხეში შეუსრულეს, რომ ჰალანდს სუნთქვა შეეკრა და გაასვენეს. ყველაფერს წვიმას ნუ დააბრალებთ, არც ლასტები ეცვათ ბუცების ნაცვლად და რაზეც გინდა დაგენაძლავები, რომ არც იმ იხვის ბუმბული ემოსა რომელიმეს, კომენტარის წერისას რომ გადაგიშხუილეს თავზე...

• ლევანი

მოდით კვარაზე საუბარი არ გვინდა, ეს პენალი მისი გსკეთებული პასით დაინიშნა და თუ რამე მრეატიული იყო, ეს ბიჭი აკეთებდა, მე პირადად გაგნიძეც მომეწონა. ახლა რაც შეეხება ჩემი აზრით მთავარ პრობლემას, ეს ისევ მწვრთნელია, შესარჩევზე სამი შეხვედრა ჩავატარეთ და ვერც ერთში შესაბამისი შემადგენლობა ვერ დააყენა! დღეს კი თავიდანვე წაგებულები გამოვედით, რატომ არ დააყენა მარცხნივ აზაროვი? რა მოსწონს დვალის თამაშში? რა ვერ გაეშვა კვეკვესკირს? ტიპი ერთ ნორმალურ პას ვერ აკეთებს წინ. დავითაშვილი რატომ არ დააყენა თავიდანვე? კაკაბსძე რომ ვერ განვითარდა და პირიქით უკან არის წმოსული, დაეყენებინა ჰოჩოლეიშვილი მარჯვნივ. მესმის ჩაკვეტაძე არ არის ფორმაში, მაგრამ მემგონი კიტეიშბილსაც არ დაუგლეჯია და შეიძლებოდა ბოლო 15-20 წუთი შანსის მიცემა. ერთი კია თამაშის მიმდინარეობას აფასებს, ხან დაგვიანებით, მაგრამ მაინც აკეთებს იმ ცვლილებრბს, რომლებიც თავიდანვე უნდა დაეყენებინა

• qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos

ეს კვარაცხელოვი გადაგრევს რა. კაცი პენალდუს ფანი ხარ და პენლის დარტყმა არ იცი და ცარიელში ვერ იტან. მაგის მეტი მაგან კი არ იცოდა არაფერი.

• ჯელა

ხვიჩულას ვენაცვალე.პირადი არაფერი.თქვენ გეუბნებით კერპთაყვანისმცემლებო.სად იყო ხვიჩა.ბოლო სამიდან სამი პენალი ვერ გაიტანა.ვისაც ეს გაეხარდა იმის ოჯახი მოვიკითხე მე,მაგრამ არაა ეგრე როგორც იწერება რა.გუნდი გუნდია.მესის უსტვინეს ბოლო ბოლო

• მათე

კვიპროსთან თამაშს ეტყობოდა რომ შოტლანდიისთვის მზად არ ვიყავით, ბიჭებმა ძველი დრო გაიხსენეს და გაგვახსენეს ძველი თამაშები, ყველანი დასვენებაზე ფიქრობდნენ სეზონის მერე და არავის გახსენებია რომ საქართველოს სახელით რომ თამაშობდნენ, რაც არის ეგ არის აქ მწვრთნელში არარის საქმე მწვრთნელი წასაგებად არ უშვებს გუნდს მოედანზე, ზოგმა უნდა მიხვდეს რომ ნაკრებს შეეშვას და უზრუნველ კარიერის ბოლოს მიხედოს, აქ სხვა ხედვის და სისწრაფის ფეხბურთია საჭირო. ხო კიდე დაცვა ნულია და სამწუხაროდ არც ჩანს იმედი დაცვის გაძლიერების.

• გივი

არ უნდა გამოსულიყვნენ საერთოდ. ან კი, როდესაც შეაჩერეს, მერე აღარ უნდა დაბრუნებულიყვნენ. მაგრამ, თუ დაბრუნდნენ, ყველაფერი უნდა დაედოთ. რაც არ მომხდარა.

• zura222

უარს ესპანელები ინგლისელები იტალიელები გერმანელები და სხვა ბობოლები გაბედავდნენ და არაფერსაც არ უზამდნენ და ჩვენ რომ გვეთქვა უარი ეგრევე 0-3 აგვარტყამდნენ ! თუმცა ალბათ ეგ ჯობდა ამ სვარკას მაინც არ ვუყურებდით !

• ნოდარი

გეთანხმები. ამ სირბილზე როდემდე უნდა იყოს ლაპარაკი ვერ ვხვდები. ესენი თუ ვერ დარბიან, მაშინ ვინც ნაკრებში არ არიან, ისინი რა ბოლტები არიან ხო აშკარაა.

• Silver xerxes

კაკაბაძეზე მოუქნელი ამ სამყაროში ცოტაა.კვეკვესკირი ვერ განვითარდა და რა სქილებიც ქონდა ადრე ისიც აღარ აქვს,კიტეიშვილი მეტრანახევარი და 40 კილოა , ცენტრში ყველას ატარებს.ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული 180 სმ დაბალს ნაკრებში არ გამოვიძახებდი.

• Levani

გაგვეშვა მერე წყალბურთელები რეზინის ქუდებით,ეგენი დღეს მაინც ითქმაშებდნენ

• გელა

კაი დავუშვათ წყალბურთი იყო.მერე?შოტლანდიაა უკეთესი მაგ სპორტში თუ საქართველო.ნუ იცით გამოწმენდა.ობიექტურები ვიყოთ.გვაჯობეს და გინდა გეხბურთი დაარქვი,გინდა წყალბურთი და გინდა ჯორბურთი.გაუმარჯოს აქართველოს.მიდით ბიჭებო.ჯერ არაფერია დაკარგული.მჯობნის მჯობნი არ დაილევა

• ჭირვეულის მორჯულება

გათვალა არა, გამოთვალა, სრულიად საქართველო აშმალახას გავკივით მაგის ხათრით. რა ვქნათ, კვეთებულის ლოცვა ვცადოთ?

• David

კიტეიშვილი მეცოდება ასეთ გუნდში, პენალტი რომ მას დაერტყა დარწმუნებული ვარ გაიტანდა. კვარაცხელიას თუ უნდა წარუმატებელი პენალტების სერია შეწყვიტოს, გადამწყვეტი პენალტი არ უნდა დაარტყას. კვეკვესკირი, კაკაბაძე, ქვილითაია, საიმედო, მაგრამ შენელებული კვირკველია და კაშია, მოკლედ ყველა დაბალძრავანი და დიდი გარბენის ქონე ფეხბურთელები,თავად თუ ვერ ხვდებიან, თქვენ გაუშვით ნაკრებიდან და ახალგაზრდებს მიეცით შანსი

• 100%

ფეხბურთი დამთავრდა და კინო დაიწყო შოტლანდიელებზე, მაგიჟებთ?

• ვახო

ბურთი თავზე არ დაგვეხია კაი. მეტი ჟინი, აგრესია, ცოტა თავხედური თავქარიანობა მაინც..ფეხბურთია რა..როდესაც ორით ნოლს აგებ, მაშინ მაინც ხო უნდა გააჩმახო ცოტა..წაგვეგო კაი..მაგრამ ცოტა არდათმობა, უხეშობაც კი ფარგლებში....გვაკლია თავდაჯერება და თავმოყვარეობა

• რაბუ

ხო არც რონალდუ ურტყამდა

• გიორგი

ერთხელ შემტევი ტაქტიკით რომ ვითამაშოთ არ შეიძლება? 5 მცველი 2 საყრდენი. რა უბედურებაა ეს. შევუტიოთ რა და ჩაჯმ...ვით ვართ ყველასთან. მაინც არ გამოგვდის ეს დაცვა და იქნებ სხვა რამე ვცადოთ.

• წერეთ

წერეთ,დიზლაიქები,ამით,სამწუხაროდ რეალობა არ შეიცვლება და მეტიც,ასეთი თამაშით,ყაზახეთთანაც ძალზედ გაგვიჭირდება,თუ საერთოდ დასჭირდა ყაზახეთს ფლეი ოფის თამაში(თუ არა და ლუქსემბურგია რიგში,რომელმაც ჯერ გასვლაზე ფრე ითამაშა სკოვაკეთთან,დღეს კი,ასევე გასვლაზე 2:0 დაამარცხა ბოსნია!) ასე რომ..

• დავით 67

კი არ დადიან, დასეირნობენ

• რაბუ

კვეკვესკირი, დვალი, კვერკველია, კაკაბაძე ლობჟანიძე ესენი არიან მაქსიმუმ გაფართოებული შემადგენლობის ფეხბურთელები. დავიჯერო ახალგაზრდა პერსპექტიული არავინ გვეზრდებაა თავს რომ იწონებს ჩვენი ფედერაცია აკადემიებით

• Charley

გულს ნუ გავიტეხთ თავს ზემოთ ძალა არაა საუბედუროდ, ყველაფერს აქვს არგუმენტები. რეალურად გვყავს 2-3 საშუალო დონის ფეხბურთელი 1 ვარსკვლავი დანარჩენები სრული ლუზერები, თან თუ ამ სამ კაცსაც თამაში არ წაუვიდა საერთოდ კატასტროფაა ჩვენს თავს. იმასაც დავამატებ სანიოლის დონის შესახებ ბევრს ზედმეტი წარმოდგენა გაუჩნდა ვიდრე რეალურად არის მისი ლეველი. ამხელა სხვაობა იგრძნობა ევროპული საზომებით საშუალოზე საშუალო შოტლანდიასთან რომელიც სიძლიერით ტოპ ოცშიც არაა ევროპის 54 ნაკრებს შორის და ჩვენ გვანგრევს ულაპარაკოდ, სამწუხაროა ძალიან. სისწრაფეებში ტაქტიკურ თუ ტექნიკურ განსწავლულობაში ძალიან დიდი სხვაობაა ეს ხელისგულზეც ჩანს. რა გინდა რო ქნა, უნდა წამოვიდეს 3-4 ფეხბურთელი დამატებით კიდევ ტოპ ხუთ ლიგაში რომ ის გამოცდილება ნაკრებში გადმოიტანონ თორემ 11 კაციდან 7 რო სრედნიაკზე დაბალი დონის გყავს სტაბილურობა ვერასოდეს გვექნება ასეთ პირობებში. პირდაპირ ვიტყვი ჩვენ გვყავს ერთერთი ყველაზე ცუდი ცენტრალური ნახევარდაცვა ეგრეთწოდებულ მესამე ეშელონის ნაკრებებშიც კი ზედა ეშელონის ნაკრებებს ვერც შევადარებ, და ცენტრალური ზონა კი ფეხბურთში გუნდის წარმატების მინიმუმ ნახევარია. კვარაზე კიდე რა ვთქვა ტიპს სერიოზული უიღბლობა აქვს იმედი მაქვს ნაპოლიში დაბრუნებულს რწმენას დაუბრუნებს რუდი გარსია და ყველა ერთად ვიხილავთ იმ კვარას რომელიც საფეხბურთო სპექტაკლებს გვიდგამდა აპენინის მწვანე მინდვრებზე ამაში 100 % დარწმუნებული ვარ. ბიჭი გამოფიტულია როგორც ფიზიკურ ასევე ემოციურად ამიტომ ეს 1 თვიანი დასვენება შეიძლება ითქვას პირდაპირ წამალია კვარასთვის. ხვიჩას ნიჭი და კლასი არსად წასულა ის ეხლაც მის ტვინში და ფეხებშია უბრალოდ მას კარგად დასვენება სჭირდება და ახალი სეზონიდან ისევ აამოქმედებს მის მრავალფეროვან არსენალს.

• ვოოტ

სათაურში გამოტანილ კითხვას ცალსახა პასუხი ვერ ექნება - სკოტებისთვის ფეხბურთი იყო, ჩვენი ნაკრები კი ბოლომდე მაინც ვერ გაერკვა, სპორტის რომელ სახეობაში ეცადა ბედი... შესაბამისად, შესაფასებელიც არაფერია - ეს არ ყოფილა არც უსახური, არც უბადრუკი და არც კოშმარული თამაში, რადგან თამაში ცოტა სხვა რამეს გულისხმობს მაინც... ზოგადად კი, თორნიკე შენგელია იმ ერთადერთ თეთრ ყვავად რჩება ქართულ სპორტში, რომელიც ეროვნულ ნაკრებში უფრო მეტად იხარჯება, ვინემ - კლუბში და ალბათ, სიმბოლურია, რომ ყველაზე მეტად სწორედ ის ვლანძღეთ და სწორედ ამის გამო... რა შუაშია ახლა შენგელია და შუაში კი არა, თავშია, გენცვათ, თავში...

• Რაგბის ფანი

აი! ამიტომ მიყვარს ჩვენი მორაგბეები! მთელ ენერგიას დებენ! ასე მშვიდად არასდროს აგებენ!

• გულშემატკივარი

მატჩის დაწყებიდან 3 წუთში უნდა დაეტოვებინათ მინდორი და უარი ეთქვათ და მოეთხოვათ გადადება.3 წუთში 0:0 ანგარიშზე საათნახევარი არ გადადებდნენ მატჩს და გადაიტანდნენ მეორე დღისთვის.რა არ იცოდნენ რომ ამ ამინდში შანსი ნოლი გვექნებოდა?ამ მდგომარეობის მოედანი შოტლანდიისთვის იგივე იყო რაც იხვისთვის ტბაში ნარნარი.ჩვენთვის კი როგორც ვირისთვის ყინული.ფედერაციაში ტყუილად რო ზის ზოგზოგიერთი,ხმა უნდა ამოეღოთ და მოეთხოვათ გადადება.

• ოპა

ძოძუაშვილი გიჟი კი არ იყო, შოთას რო ცოლი მოყავდა ლამის ყველაფერი დაანგრია. წადით და რეზოს მოაყვაინეთ, შოთას და აჩის შეეშვითო :D ცოლი ღუპავსო, იძახდა მიხიჩა:P

• უვიცს მცოდნესგან

სლავა მეტრეველი (მარჯვენა გარემარბი) ურტყამდა ყოველთვის და თან ზუსტათ

• ჯუჯი

უკეთესი იყო მიქაუტაძეს დაერტყა პენალტი.სტატისტიკას მაინც გაიუმჯობესებდა.

• ლევან მაღლაკელიძე

მიქაუტაძეს უნდა დაერტყა

კვიპროსთან ხვიჩას მიერ მრავლად აცილებული ცუდად მენიშნა...

• ვახო

არასწორი სათაურია. კი, ეს იყო წყალბურთი და შოტლანდიელებმა, რომლებსაც წყალბურთის არაფერი გაეგებათ ჩვენთან შედარებით, მასტერკლასი ჩაგვიტარეს ამ სპორტში. შიშნარევი, უღიმღამო, ვაიმე არაფერი შეგევეშალოს თამაში ჩვენი მხირდან... დღეს ვილიამ ვოლასმა აჯობა ვახტანგ გორგასალს.. პ.ს. კვარა, არ შედრკე მომავალშიც. როდესაც დასარტყმელი გექნება, დაარტყი ძმაო!

• zura222

სექტემნრამდე დიდი დროა და მანამ აუცილებლად უნდა შეიცვალოს დაცვაში და ნახევარდაცვის მინიმუმ ნახევარი ! და ეს შესარჩევის დარჩენილი თამაშები უნდა გამოვიყენოთ მომავალი წლის ერთა ლიგის კარგად დაბოლოებისთვის იმიტომ რომ ასეთი შემადგენლოვით და ასეთი თამაშით არანაირი შანსები არ გვაქვს ამ ჯგუფში მითუმეტეს ესპანეთთან გვაქვს 2 თამაში და ნორვეგიასთან სტუმრად ! სანიოლს და ფედერაციას ავი ძაღლივით გამოუვიდათ აქაც ვერაფერს შვრებიან და კვარა და სხვა მაგარი ახალგაზრდებიც არ დაუთმეს 21 წლამდელებს @@

• 100%

საიტმა კიდე დადეთ კომენტარი, დამაწყდა ნერვები.

• იღბლიანი

ბიჭები დაღლილები არიან, ვაცადოთ დაისვენონ, გამოიძინონ და ჩვენ ნერვები ვიშალოთ. 20-22 წლისები ხართ, სირბილი როგორ გეზარებათ, 90 წუთი დარბიხართ მთელი დღე ხომ არა?! რაც თქვენ იარეთ, მაგდენი მაგდენი ნერვიულობით გავიარე სახლში, ტელევიზორის წინ. ეხლა ნუ გამომიხტებით ეს პერსონალური გულშემატკივრები, ხვიჩა გასაგებია რომ გუნდის ლიდერია ფეხბურთის თამაშით, მაგრამ როცა ხვდები რომ არ გამოგდის და ფორმაში არ ხარ, არ უნდა მოიქცე ეგოისტურად და მისცე სხვასაც მეტი თავისუფლება. პენალტს არ ვგულისხმობ, ზოგადად თამაშის დეტალებს და ასპექტებს ვგულისხმობ. რაც შეეხება ზოგადად ნაკრების ფეხბურთელებს, რომ გიხარიათ სავსე სტადიონი და გულშემატკივარი, ზუსტად მაგ გულშემატკივარს უნდა სცეთ პატივი და ეგ 90 წუთი უნდა ირბინოთ და თავი უნდა მოიკლათ. ეგ ნაკრები ხალხის არის და თუ თამაშობ ნაკრებში, ერთი ადგილიც უნდა გაანძრიო და მარტო იმიტომ არა რომ კარგ კლუბში მოხვდე, თუმცა ტყუილად ვნერვიულობ, 100 თუ არა, 95% მაინც მაგიტომ ხართ მაგ გუნდში:( იმედია დისლაიქებს არ დამაყრით ამხელა კომენტარის გამო:)

• ლევანი

თამაშს ვუყურებდი და ვფიქრობდი, არა უშავს, ალბათ ესეც უნდა მომხდარიყო, რომ გუნდი გაიზარდოს მეთქი. მაგრამ, ამან საერთოდ პენალი ააცილა. ბიჭს ცოლი მოყავს, ვაცალოთ რა, რა დროს ნაკრებია. მეთქი სხვა თაობაა, სხვანაირად აზროვნებენ, რაღაცა გვეშველება მეთქი. ჟილკა სადაა, ჟილკა... ეეჰ ორ თამაშში ბურთს რომ კარის ჩარჩოში ვერ გაუშვებ, სხვაგან ხარ გონებით ე.ი. ნეტა ვცდებოდე... დიდება საქართველოს!

• დავითი

ადმინ რატო მბლოკავ

• 100%

დღეს გამოვჩნდით, როგორც არარაობები. ფუი!

• Mr.kostaia

სანიოლი დაახვიე ბიძია და დაგვანებე თავი. სასტავი ვერ დააყენა ტიპმა,აზრი არ აქვს კომენტარის გაკეთებას, სად ნახულობენ ასეთ ტრენერებს.

• 100%

თამაშს ამ ამინდში, მითუმეტეს ჩვენ, არავის ვთხოვ. ირბინე რა დალოცვილო! რა თამაშიც უნდოდა მოწინააღმდეგეს, იმას თამაშობდნენ. უნდოდათ ბურთი ჰქონდათ და არ უნდოდათ, 2*2-ივით იცავდნენ თავს. ფუი და სირცხვილი.

• G.LA

თამაში თავიდან უნდა ჩაეშალა ჩვენ ნაკრებს. რადგან აპირებ მეორე ნომრად თამაშს და ბასეინში გიშვებენ საცურაოდ არ უნდა გახვიდე თავიდანვე. წესებით არ იყო მისაღები ასეთი მოედანი და ვერც ვერავინ შემოგვედავებოდა. ახლა ნუ დაიწყებთ ერთ ამბავს კომენტარებში. ჯერ ერთი 1-0 ზე დაიწყეს იმათ და შეგულიანებულები თავიაანთ მოედანზე თამაშობდნენ. მეორეც მე ისე შევატყე ჩვნებს თითქმის ეჯერათ რომ თამაში გადაიდებოდა და ამან ყველაფერმაც იმოქმედა, დამატებით შოტლანდია კარგ ფორმაშია და ლიდერობს წაუგებლად. მეორე ტაიმში უკვე ცვლილებების შემდეგ გუნდი ათამაშდა და ნუ მოითხოვთ შოტლანდიას გლაზგოში ბურთი თავზე დავახიოთ. გლაზგოში ესპანეთმაც წააგო და ბევრ გრნადს წაუგია. უშანსოდ არ ვყოფილვართ და შანსებიც გვქონდა. ხვიჩა მთელ თამაში მშვენივრად ითამაშა და პენალტი რაღაც უკვე აქილევსის ქუსლად ექცა. არა უშავრს ჩვენ მაინც გავალთ ევროპაზე პლეი ოფიდან, მე ჯგუფიდან არც მქონდა იმედი. ახლა ჯგუფს გამოვიყენებთ უფრო კარგად და აღარც ვილის არ შეეშინდება ცვლილებების, თავისუფლად გააკეთებს ცვლელებებს და შეუცვლელებსაც მოუნახავს შემცვლელებს. ამ თამაშით არ მთავრდება არაფერი, პირიქით ახლა იწყება და ვისაც არ გჯერათ ჩვენ გაგვატარეთ ევროპაზე.

• შახრუდინი

მატჩის შეფასება ვის რაში აინტერესებს ჩემი აზრი მაგრამ დავწერ. 1.ფლანგზე არასოდეს დააყენოს ასეთი მძიმე მცველი როგორც დვალი რომელსაც უკან პასის მეტი არაფერი შეუძლია თორემ ისე მშვენიერი ბიჭია ოღონდ დაცვის ცენტრში. 2.კაკაბაძეს ბევრი გალანძღავს მაგრამ ნაკრებიდან გასაგდები ნამდვილად არარის ბევრი კარგი მატჩი ჩაუტარებია და თუნდაც დღეს მიქაუტაძეს რომ გაეტანა ცარიელ კარებში კაკაბაძის პასით იქნებოდა.ჯობს გოჩოლეიშვილმა შეცვალოს და აზაროვმა მარცნიდან შეუტიოს. 3.ხვიჩა როგორც ყოველთვის კარგი იყო უბრალოდ გადამწვარია დაღლილია დაასვენეთ ფსიქოლოგიურად მორალურად და ყველანაირად გადატვირთვა სჭირდება და ყველაფერი კარგად იქნება.პენალტი მიქაუტაძეს დაერტყა ჯობდა. და ბოლოს ამინდი რომ არა უკეთესი შედეგი იქნებოდა.კიტეიშვილი და გაგნიძე საუკეთესოები არიან გაგნიძე საერთოდ ნუ სულ ძირითადში უნდა იყოს…კანკავას სრულყოფილი შემცვლელი ნაკრებში ნაპოვნია!

• არტ

წაგებაც არის და წაგებაც. გუნდური თამაში როგორც არ იყო კვიპროსთან ისე არ იყო დღესაც. დაცვა დაულაგებელია .ტაქტიკურად საშინელ მოძველებულ ფეხბურთს თამაშობენ დაცვით ფაზაში. არ არის გუნდური მოძრაობა, ისეთი გრძნობაა, რომ არც ერთი დამუშავებული კომბინაცია არ არსებობს. ყველა თავისით ცდილობს რაღაცის გაკეთებას. არ არის ეს კაცი მწვრთნელი, არც ყოფილა არასდროს და იმის იმედზე რომ ოდესმე რამეს ისწავლის როდემდე უნდა ვიყოთ!

კენჭისყრის დასრულებისთანავე დავწერე,რომ არავითარი შანსი იმისა,რომ ამ ჯგუფიდან გასასვლელად გვებრძოლა არ გვქონდა,იმდენად,რამდენადაც,ოთხიდან სამი გუნდი,ჩვენზე ბევრად ძლიერია!შანსი გვექნებოდა მაგალითად:დანიის,შვეიცარიის ან ჩეხეთის ჯგუფში რომ მოვხვედრილიყავით,მაგრამ ასეთი გაუმართავი ფეხბურთით,ვერაფერს მიაღწევ!მაგალითად:მეორე გოლის ეპიზოდში მაკტომინეი არც ერთმა საყრდენმა არ ჩაკეტა(პლუს მცველებმაც ვერ დააზღვიეს),ხოლო კომბინაციური ფეხბურთი რომ საერთოდ არ გვაქვს,ეს კვიპროსთან მატჩშიც გამოჩნდა.იგივე ითქმის სტანდატულ მდგომარეობაზე,არც ერთი დამუშავებული სტანდარტი!და პირიქით,სრული უუნარობა მეტოქის სტანდარტულებზე!ხვიჩამ,თავისი ბოლო დრიბლინგისას,აშკარად დაუგვიანა პასი დავითაშვილს,შეტენა ბურთი მიქაუტაძეს და შედეგად შეტევაც ჩაიფუშა.თან მიჯრით რამდენიმე თერთმეტმეტრიანი გააფუჭა და აჯობებს დროებით მაინც სხვას დაუთმოს.მოკლედ,ვრჩებით საშუალოზე დაბალ ევროპულ ნაკრებათ და არსებული რესურსის გათვალისწინებით,პროგრესის იმედიც არ გვაქვს,აი ასეთია სამწუხაროდ რეალობა!

• გუსანი

მიკვირს იმ ხალხის ვისაც უკეთესის მოლოდინი ქონდა, რეალობას თვალები გაუსწორეთ, მომენტების და ეპიზოდების გარჩევას აზრი არ აქვს, იმდენი არგუმენტია, ამ ჯგუფში 4 ადგილზე მეტის პრეტენზიის საფუძველი არ გფვაქვს,... პრეტნზიები მეც მაქვს სანიოლთან , მაგრამ გვარდიოლაც რომ გვყავდეს ვერაფერს შეცვლიდა, გამორჩეული სათამაშო ინელექტით არც სკოტები გამოირჩევიან და ბევრი სხვაც, მაგრამ ყველას არსენალში აქვს რაღაცეები რითაც აკომპენსირებენ, იგივე ფიზიკით,პრესინგის თამაში ჩვენ არ შეგვიძლია 1-წთ-აც კი, და ა.შ. საცოდავი სანახავია სკოტი რომ ბავშვივით გაპამპულავებს.... მე მაშინებს გაისად ყაზახეთთან ჯახი, ისე გაძლიერებულ რელსებზე არიან ისინი, ამაზეა სამუშაო და საფიქრალი...

• zura222

ასეთი უაზრო და უჯიგრო თამაში არ მახსოვს ჩვენი ნაკრების @ კიდევ კარგი შოტლანდიელების უმეტესობამ კარში დარტყმა არ იცის თორემ მინიმუმ 0-5 წავაგებდით @@ ჩვენი დაცვა და ნახევარდაცვა საშინელება იყო @ ერთადერთი გაგნიძეს არაუშავდა თუმცა ბოლოს იმანაც აურია ! რაც შეეხება შეტევას ასეთ თამაშში ასეთი სწრაფი შემტევები გყავდეს და არ გამოიყენო ესაა სრული იდიოტობა @ აქაც მარიო რუი იყო ხვიჩას პასებს რომ არ აძლევდნენ ? საერთოდ არ იყურებიდნემნ მარვცნივ არადა რამდენჯერაც მიიღო ბურთი ხვიჩამ იმდენჯერ გაამწვავა ! უფრო მეტი უნდა აეღო კვარას თავის თავზე და კარში უნდა ერტყა უფრო ხშირად ! იგივე მიქაუტაძეზეც შეიძლება ითქვას უბურთოდ დატოვეს ეს ორი კაცი @ ერთი ნორმალური გრძელი პასის მცოდნე არ გვყავს უკანა ხაზში @ და ლობჟანიძე საერთოდ ნული იყო @ დავითაშვილი რატომ არ გამოიყვანა თავიდანვე ? @@ ხოო და კიდევ---ხვიჩააააააა პენალი აღარ დაარტყა არასოდეს !!!

• Რაგბის ფანი

შოტლანდიელებისთვის არ იყო წყალბურთი? კარგი პასი მხოლოდ კვარამ იცის. დანარჩენები ბურთით უაზროდ ტრიალებენ. ქეცბაია მართალს იძახდა.

• 100%

ცხრილს ჩავხედე და ტიპები პირველ ადგილზე არიან მხოლოდ იმიტომ, რომ დარბიან. კიპრთან უნდა დამეწერა შერბენები საერთოდ არა აქვთმეთქი, მაგრამ ვიფიქრე რაღაცას მალავს მწვრთნელი და რა, არაფერი. 90-ე წუთზე ბურთი გვაქვს, ვაგებთ და უკან აკეთებენ პასს, იმიტომ რომ წინ არავინ გარბის. ,,ფუი,, ჰქვია ამ თამაშს!

• Qomagi

დღეს არ უდა ცაეტარებინათ თამაში ასკარად გაუმართლა შოტლადიას თორემ ჩვენ მოვგებდით კვარამ რო დარტყა პენალტი ეტყიბოდა რო იყო წყალბურთი არა სამართალობის შეგძნება მაქვს

• Guderian

1. გუნდი უძრავია, სათითაოდ ყველამ რაღაც გაამწვავა, მაგრამ სხვები მარტო უყურებენ, რომელ გახსნაზე და გაშლახეა საუბარი, ხროვა. 2.ვერ ურტყამს ამ თერთმეტრიანს და რით ვეღარ მოიძებნა 11 კაცში პენალტისტი. 3. რეალურად ორი საგოლე მომენტი და ორივე ააცილა ფეხბურთელებმა ვინც უარი თქვა 21 წლმდელებთან ერთად ევროპაზე...ეს ისე, ინფოსთვის

• დდდ

მაინც ვერ გავიგე, ეს ოხერი მარიო რუი რატომ არ აძლევს პასებს ხვიჩას და საერთოდ, როგორ მოხვდა ეგ ბოღმა პორტუგალიელი საქართველოს ნაკრებში?!...

• ალექს

დიდების ნაკრები მოზარდების ნაკრების წინააღმდეგ მოზარდი მწვრთნელით.. სხვა მოზარდებში კარგები ვიყავით ერთა ლიგაზე და აქ საკუთარი სახე დაგვანახეს. ნორვეგიამაც გვანახა უბრალოდ მაშინ სასწაული ბურთები ააცილეს. კვარამ ზედიზედ მესამეჯერ გააცუდა პენალტი , ზედიზედ მესამეჯერ!! არ ვიცი საერთოდ რა აზრი აქვს აქ რამე ტაქტიკაზე და ა.შ. საუბარს. იქით არიან მაღალი კლასის შემდგარი ფეხბურთელები,აქეთ ფეხბურთმობეზრებული ვეტერანები და მოზარდი პერსპექტიული ბიჭები.. რა სტრატეგიაც და ტაქტიკაც გინდათ ის დახაზეთ, ვერ შეასრულებენ ასეთ გუნდებთან. მე თუ მკითხავთ ზუსტად ახლაა ქეცბა საჭირო ამ ნაკრებისთვის და არა სანიოლი.

• არტ

წაგებაც არის და წაგებაც. გუნდური თამაში როგორც არ იყო კვიპროსთან ისე არ იყო დღესაც. დაცვა დაულაგებელია .ტაქტიკურად საშინელ მოძველებულ ფეხბურთს თამაშობენ დაცვით ფაზაში. არ არის გუნდური მოძრაობა, ისეთი გრძნობაა, რომ არც ერთი დამუშავებული კომბინაცია არ არსებობს. ყველა თავისით ცდილობს რაღაცის გაკეთებას. არ არის ეს კაცი მწვრთნელი, არც ყოფილა არასდროს და იმის იმედზე რომ ოდესმე რამეს ისწავლის როდემდე უნდა ვიყოთ!

• იბერია

მე ამ ნაკრებს ვუყურებ როგორც მომავლის ნაკრებს რომლის ბირთვიც თუ შენარჩუნდა, თუ ინდივიდუალურად ნორმალურ გუნსებში დარჩნენ ნაკრები მის პიკზე 2-4 წელიწადში უნდა გავიდეს, მაგრამ ამ ბირთვში ერთი - ოთზი დიდი პრობლემა იკვეთება ფეხბურთელების მხრივ 4 კ - ს პრობლემა. კაკაბაძე, კაშია, კვერკველია, კვეკვესკირი. ძალიან შენელებულები არიან. თითქოს ორი სხვადასხვა გუნდია მოედანზე

• რუსთავი

მწვრთნელის გარეშე კიდევ კარგად თამაშობენ. ასეთი შემადგენლობის ასე განიავება არ შეილება მერე კიდევ 30 წელი მოგვიწევს ლოდინი.

• გია

სეზონის საშინელი დასრულება კვარასთვის,.ეს ბიჭი ვიღაცა ოხერმა გათვალა

• ვალერი

საერთო ჯამში,საშუალოზე საფრძნობლად დაბალი დონის ფეხბურთელები გვყავს,მაგალითად, ნაზეცარდაცვა. კვარაცხელიამდე ბურთს მიტანა უნდა და მას უნდა ეხმარებოდე, ე ცვენები მარტო ტოვებენ , ასე არაფერი გამოვა

• ილო

თავიდანვე არუნდა დაეწყოთ თამაში, 1:0 დან თმაშების დაწყება არასამართლიანია. მაგრამ ეს არ ამართლე ჩვენი გუნის ცუდ თამაშს. უაზბლობაც დაგვემატაა ყველაფერთან ერთად.

• KOSTAKURTA

მოდით რა ყველამ ერთი ადგილი დავაყენოთ! პირველ რიგში ნაკრებმა და მერე ჩვენც. ბიჭო რაღაც კომპონენტში ხომ უნდა სჯობდე მეტოქეს.როგორ შეიძლება ყველა რგოლში დაგჩაგროს და გაჯობოს?! შოტლანდიაა რომელიმე მსოფლიო გრანდი ხომ არაა რა! და კიდევ, მარტო ხვიჩა თამაშს ვერ მოიგებს ამ ფარჩაკების გვერდით.

• ოთარი

კაკაბაძე მოკვეთეთ ნაკრებიდან ❗❗❗

• 777

სამარცხვინოები!!!

• პავლე

საქართველოს ნაკრები დაუბრუნდა თავის ბუნებრივ მდგომარეობას

• 100%

მინდა ვიგინო ამინდის, მსაჯის და მოედნის საფარის მიმართულებით. ფეხბურთი, რამდენჯერ დავწერე, სპორტია სადაც უნდა ირბინო!!! პენალტი, დაარტყით სხვამ!!!!!!!!!!!!! მისიე, ამ ბიჭებმა რამეს რომ ვერ მიაღწიონ, მო...ხან მწვრთნელობა!

• მამუკა

ეხლა წავა ამინდზე გადაბრალებები, დასკვნები დაფეთ სწორი, არ არის მამარდაშვილი ჯერ ნაკრების დონე, არც დვალი და არც კიდევ ზოგიერთები. ფედერაციავ დაიქირავეთ სკაუტები და ეძებონ ისეთი ფეხბურთელები რომელთა ნატურალიზაციაც გვეღირება, ბევრია ისეთი რომელიც საკუთარი ქვეყნის ნაკრებში ვერ ხვდება, ჩვენ კი გამოგვადგება

• უვიცი

კიდევ ვიმეორებ მარტივ ჭეშმარიტებას, გარემარბები პენალტებს არ ურტყამენ!!!

• gio

ეს მატჩი იყო ერთ ერთი ყველაზე ცუდი მატჩი რაც კი მინახავს საქართველოს ნაკრების შესრულებით ასეთი უსუსური უმოტივაციო და საცოდავი საქართველოს ნაკრები კაი ხანია აღარ მახსოვს კარში დარტყმა 0 კუთხური 0 და 200 უკან პასი ბავშური შეცდომები რომ ამბობენ წვიმამ გააფუჭა თამაშიო წვიმა შოტალდისთვის არ იყოო?? ის წვიმა რომ არაა 2-3 მომენტი ისეთი ქონდათ უეჭველი გოლი იყო ბალახი რომ არ ყოფილიყო სველი ეს თამაში იყო უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის სატურნირო თვალსაზრისით და ასეთ თამაშს ნამდვილად არ ველოდი.

• ოთარი

უვარგისი დაცვა.... საშინელება იყო კაკაბაძე

• ქართველი

პატივს არ ცემენ ქვეყანას

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]

შაქირის რეკორდი - შოტლანდიამ და შვეიცარიამ ქულები გაიყვეს [VIDEO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

გერმანია შვეიცარიასთან წაგებას გადაურჩა - უნგრეთმა 90+10-ე წუთზე გატანილი გოლით შოტლანდიას მოუგო [VIDEO]

შოტლანდიისა და ნორვეგიის დაძაბული მატჩი 3:3 დასრულდა

ევრო 2024 უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - მასპინძლებმა შოტლანდია გაანადგურეს [VIDEO]