საქართველოს ნაკრების შოტლანდიასთან (0:2) მარცხმა ბევრ რამეზე დაგვაფიქრა. რა თქმა უნდა, შეხვედრა უნდა გადადებულიყო (შესაძლოა, არც უნდა დაწყებულიყო) და პირველი გაშვებული გოლი უსამართლობის განცდას ტოვებს, თუმცა მხოლოდ ამ ფაქტორებზე ყველაფრის დაბრალებით თავს მოვიტყუებთ, პრობლემა კი უფრო სიღრმისეულია...

საკითხი უფრო გავშალოთ. დავუშვათ, არსებული მეტეოროლოგიური პირობები რომ არა, შეხვედრის სტარტზე საკუთარ კარში გოლი არ მიგვეღო, მაგრამ აბა, გავიხსენოთ, რა ხდებოდა წინა მატჩში და რაზე მივუთითებდით? - კუთხურების დროს თავის დაცვას ძალიან ცუდად ვახერხებთ. ეს კვიპროსთანაც კი საგრძნობი იყო და მით უმეტეს, ახლა. როდემდე უნდა გვქონდეს ეს პრობლემა, სტანდარტულ მდგომარეობებს თავად ვერ ვიყენებდეთ, მეტოქე კი მაქსიმალურ ხეირს იღებდეს?!

წვიმა წვიმად, თუმცა ის, რომ პოზიციური შეტევების წამოწყება გვიჭირს, სიახლე იყო? კი ბატონო, ახლა უფრო მეტად გაგვიჭირდა, თუმცა ამაზეც ხომ სულ ვუთითებთ, რომ წარმატების მიღწევა მხოლოდ "მეორე ნომრად" წარმოგვიდგენია. არაა შოტლანდიის ნაკრები იმ კალიბრის გუნდი, რომელიც ბურთის ფლობით გაერთობა და თავისუფალ ზონებს დაგიტოვებს. ეს სამშაბათის საღამომდეც ვიცოდით. როცა ინგლისის პრემიერლიგის გუნდებით დაკომპლექტებულ ფეხბურთელებს ეთამაშები, ჩვენი მოძრაობა (თუ უმოძრაობა) უსუსურად გამოიყურება. გვაკლია იმის ტექნიკაც და საფეხბურთო აზროვნების სისხარტე, ფიზიკური მომზადების დაბალანსება შევძლოთ.

კომბინირება რომ გვიჭირს, არახალია. თითქოს სანიოლის გუნდი მოედანზე ნაწილ-ნაწილ თამაშობდა, ერთიანობა ვერ ხერხდებოდა, ფეხბურთელებს არაფერი ეტყობოდათ იმის, რომ რამდენიმე კვირაა ერთად ემზადებოდნენ...

ლუკა გაგნიძესა თუ ოთარ კიტეიშვილს მონდომებას, სითამამესა და ეპიზოდებში ბურთის კარგად კონტროლს შევუქებთ, თუმცა, როცა მინდვრის ცენტრში შენი მეურვე "მანჩესტერის" ძალიან მაგარ სანაკრებო ფორმაში მყოფი ნახევარმცველი მაკტომინეია, რთულია, იქ რომელიმე კონკრეტულ მოთამაშეს მეტი მოსთხოვო. ვწერთ ჩვენი ბიჭების საკლუბო პროგრესზე, თუმცა ეს ცოტაა, ძალიან ცოტა, რაოდენობრივადაც და ხარისხობრივად. "არსენალი", "ლივერპული", "ბრაიტონი" , "ასტონ ვილა" სულ სხვა ტემპი და გამოცდილებაა და რთულია, მას პოლონეთის, სლოვაკეთისა და სხვა საშუალოევროპული ჩემპიონატებით სათანადო წინააღმდეგობა გაუწიო.

იქნებ ვინმემ ისიც იფიქროს, მაშინ მთავარ მწვრთნელს რას ვერჩით, თუ შეუსრულებელი მისია გვქონდა, თუმცა ფეხბურთის არსი ისაა, კონკრეტულ მატჩში გამარჯვება ყველას რომ შეუძლია. გარდა ამისა, საქმე მხოლოდ მოგებაში ხომ არაა. ვილი სანიოლმა ახლა თქვა უარი 3 ცენტრალურ მცველსა და ფლანგების გაძლიერებაზე. ამით მეტოქეს მასიური იერიშების მეტი შანსი მივეცით, ამავდროულად კი, ფლანგზე ცენტრალური მცველის დაყენებით კონტრშეტევებზე თამაშის შანსებიც შევიმცირეთ. ფრანგ დამრიგებელს რატომაც ვაქებდით, მაქსიმალური ალტერნატივების ძიება დაიწყო. ეს ხომ ვაისის დროს ნანახი გვაქვს - ფრთის ნომინალურ მოთამაშეს არ დაეყრდნო და ვინმეს ამპლუა შეუცვალო. გარდა ამისა, შემადგენლობის შერჩევა ვილის პრობლემად იქცა, როცა გუნდთან ამდენდღიანი ურთიერთობა გაქვს, ვინ რა კონდიციებშია, უფრო ზუსტად უნდა გამოიცნო; ვინ იწყებს უკეთ და ვის შეუძლია სათადარიგოთა სკამიდან მეტად გაგაძლიეროს.

კი, შეიძლებოდა ამ მატჩის გადარჩენაც, თუმცა, თუკი ვთქვით, რომ სანიოლი იღბლიანი მწვრთნელიცაა, სადღაც ესეც მთავრდება - ამინდი, მატჩის დელეგატი, დაუცველ კარში გოლის ვერგატანა თუ თერთმეტმეტრიანის გამოუყენებლობა ხელს გიშლის.

რა სურათი მივიღეთ ახლა? ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ისევ "ერთა ლიგას" უნდა "ჩამოვეკიდოთ", შესარჩევ ეტაპზე კი მაღალ მიზნებს ვერ ვისახავთ. არადა, მეტწილად, ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორმა შექმნა განცდა, რომ უფრო მეტი შეგვიძლია. არაა ეს ასე მარტივი საქმე, სტაბილურობაა საჭირო. ძალიან არ გვინდა, გულშემატკივრების თვალში "ამ თაობის" მიმართაც სინანულის განცდა დაიწყოს, ისინი ამას არ იმსახურებენ, თუმცა, სანამ კონკრეტულ შედეგებს მივიღებთ, "საუკუნე გაივლის კიდევ", ყველაფრის ერთბაშად კომპენსირება მარტივად არ ხდება. ზუსტად ერთი წლის წინ, გასული წლის ივნისში, წერილი ასეთი სათაურით გამოვაქვეყნეთ - "კომპლექსებისგან გათავისუფლებული საქართველოს ნაკრები, რომელიც საქმეს ბოლომდე მიიყვანს" - ამის იმედი და შანსი კვლავ არსებობს!

napoleoni
ვიცი მაინც დაბლოკავთ მარა თქვენთვის დავწერ რო ამის მიზეზი არის მამარდაშვილიიიიი. . . ეს ბიჭი გამოსვლაზე არის სრული პანიკიორი და შესაბამისად მისი შიში დაცვაზე გადადის,კაშიასაც კი გადაედო,პეხით ხო საერთოდ,მეშინია ერთ მშვენიერ დღეს მაგ ფეხით საკუთარი კარი არ აიღოს.ლორია ყველა დროი საუკეთესო ქართველი მეკარეა საიუზიდან მოყოლებული,აბსუს ლაზარე კუპატაძე ? რის გამო დაუნგრიეს ბიჭს კარიერა.გუგეშაშვილიც ბევრად ჯობს მამარდაშვილს.მეშინია ეხლა ახალგაზრდული არ დაღუპონ
ილია
სუსტი სიტუაციის შეცვლის დროს უფრო იბნევა ვიდრე ძლიერი.პირველ რიგში,უკანასკნელი თავგანწირვა იყო საჭირო,რომ ბურთი ჩვენს საჯარიმოში არ შემოსულიყო ასეთ პირობებში.ეს უნდა ეთქვა მწვრთნელს.ამისთვის ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ,უნდა დაეყენებინა შესაბამისი შემადგენლობა,რომ რაღაც შანსი გვქონოდა.
ილია
სუსტი სიტუაციის შეცვლის დროს უფრო იბნევა ვიდრე ძლიერი.პირველ რიგში,უკანასკნელი თავგანწირვა იყო საჭირო,რომ ბურთი ჩვენს საჯარიმოში არ შემოსულიყო ასეთ პირობებში.ეს უნდა ეთქვა მწვრთნელს.ამისთვის ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ,უნდა დაეყენებინა შესაბამისი შემადგენლობა,რომ რაღაც შანსი გვქონოდა.
კახა ქ.
ერთი რამ არის ფაქტი, ვერ აყენებს ეს კაცი სასტავს ისეთს როგორიც იმ მომენტისთვის იყო ოპტიმალური.კვეკვემაც და კაკაბაძემემაც ვერ ითამაშეს კიპრთან.ზუსტად ეგენი იყვნენ ყველაზე სუსტები გლაზგოშიც.არც სხვები იყვნენ ბეთოვლათები მაგრამ შედარებით.არა აქვს ამ კაცს სათანადო გამოცდილება და უნარი რომ იყოს ნაკრების მწვრთნელი.ეს ყველაფერი დამოკიდებულია ამათუ იმ ფეხბურთელის შერჩევა გამოცდილებაზე,რაც ამ კაცს არა აქვს.კი ბ-ნო, კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მწვრთნელობა სულ სხვაა. ეხლა რაც შეეხება ფეხბურთელებს.მამარდას არ ვთვლი მეკარეა(ისე ფეხით თამაში აქვს გასუმჯობესელი,თორემ არცერთი ტოპ გუნდი არ წაიყვანს) სამად სამი ფეხბურთი გვყავს--ხბიჩა,მიქაუტაძე, კიტე. წინათ კაშოც იყო. დანარჩენები საშუალოზე დაბლაა ყველა(კაშოს პატივისცემის მიუხედავად,ასაკი უკვე თავისას შვება,მარტო გამოცდილება აღარ შველის საქმეს).სამი ფეხბურთელის ხარჯზე ვითხოვთ რეზულტატი,მე მგონი ცოტა აბსურდია.პ.ს.გაგნიძემ თუ იშრომა მაგიც კარგი ფეხბურთელი იქნება.
უვიცი
უეჭველი აქაა დარწმუნებული ვარ, ქეცბაიაზე ცოტა ნამუსიანი კია, ეგრევე რო მირბოდა მშობლიურ კვიპროსში. ისე კი ქართველი მწვრთნელი გვჭირდება, ვინმე სპორტსმენი, მასწავლებელი, ჭკუადამჯდარი, კაი კაცი. სვანაძე დავაბრუნოთ ალბათ ჯობია ან სოსო ფრუიძე დავაბრუნოთ ფეხბურთში ან გიგა ნორაკიძე გავაცოცხლოთ ან რამე ვქნათ.
ტვინიკოსა
დავითი67 არის 1967 წელს დაბადებული,ასე რომ გამოდის 55-56 წლის :-) .
მორიელი
ჯერ არც მწვრთნელს ქონდა შევდომები დაშვებული და არც ეგრე წვიმდა, რომ საქართველოს ნაკრებს ტოტალიზატორებმა 9,0 მისცეს კუში. ახლა რასაც გინდათ დააბრალეთ, მაგრამ მაგ თამაშის მოლოდინი რომ მოვიგებდით ან ფრეს ვითამაშებდით ცოტა გადაჭარბებული იყო
ასეა ეს.
ფეხბურთელები ყველანი კარგები არიან. (ხვიჩა, ჩაკვე და მამარდა, უალტერნატივოები, რომლებიც მხედველობაში არა მყავს) მწვრთვნელმა ამათგან ვერ შეჰქმნა, ტაქტიკურად ჩამოყალიბებული, ძლიერი გუნდი. რას თამაშობენ, ძნელი გასაგებია. ბურთის ცენტრალურ ხაზამდე მიტანა და მერე გაუთავებელი, უკან მეკარემდე გორება, რა დროსაც მოწინააღმდეგე დალაგებას და მოედანზე დასვენებას ასწრებს, ეს უკვე უტაქტო თამაშია, განწირული წაგებაზე.
ალიბაბა.
... და ასეა ქვეყნის პოლიტიკასიც....,
ნიკოლოზი
მოთამაშეების დაყენებაზე გადაწყვეტილებებს თვითონ სანიოლი იღებს თუ მოს მაგივრად სხვა? სანიოლს ყავს თანაშემწეებიც და მათი პასუხისმგებლობა ჩანს სადმე?
მამუკა
რასაც ვუყურებ ბევრი სანიოლს და ფედერაციას აკრიტიკებს, რა ქნამ ამ ხალხმა როდესაც ელემენტარულ ზუსტ პასს ვერ აკეთებენ ჩვენი ფეხბურთელები, მცველებს ბურთი ვერ ამოაქვთ თავიანთი საჯარიმოდან, მეკარეს ფეხები უკანკალებს ყოველ კუთხურზე და ხვიჩა კიდევ მერამდენე პენალტს აფუჭებს, შეხედეთ რომალდუს, ტიპი არის მილიარდელი და 38 წლის ასაკში ისევე ვარჯიდობს როგორც კარიერის დასაწყისში ვარჯიშობდა, ეხლა უბრალოდ წარმოიდგინეთ რომელიმე ჩვენმა ფეხბურთელმა ამხელა ქონება რომ დააგროვოს ის საერთოდ თუ იფიქრებს ფეხბურთზე, დასკვნა არის ერთი არ არიან ჩვენი ფეხბურთელები პროფესიონლები და ბევრს არ ესმის რომ ფეხბურთი მოითხოვს 24 საათიან შრომას
კოლა
ეგ დავით 67, თუ 007 მაგარი ქლიბია. ვერც ერკვევა, არც ეშვება და ბოღმას ანთხევს მხოლოდ. მგონი, ამბები.გე-ზეც ეგ წერს სისულელეებს კომენტარებში. წლებია, რაც დავით 67-ის ნიკით წერს და კი იქნება უკვე 70-ს გადაცილებული. :)
მირო
მინდა გითხრატ,რომ ჩემი აზრით სანიოლიდაბნეულად გამოიყურება,არ იცის ვინ ათამაშოს და რა ტაქტიკით ითამაშოს.
გულშემატკივარი
შენისთანა კაცს, თავის დროზე საზოგადოება აძლევდა სათანადო პასუხს.
გიორგი
მოროკოს ჩვენზე გაცილებით მეტი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს. ძალიან მაგარ კლუბებშიც თამაშობენ.
გიორგი
90% მართალი ხარ, მაგრამ კვარას მიმართ ასეთი ღვარძლი შენს პირად პრობლემებზე უფრო მეტს გვეუბნება. ცოტა გამხიარულდი, ქართველო!
Კახა
30 წელია ერთი და იგივე. ვიწყებთ შესარჩევებს დიდი მოლოდინით და ბოლოს არ გამოდის არაფერი. დადეთ ბავშთა გუნდბის, ტრინერების და ფიზ მოზადების ტრინერბის განვითარების გეგმა. გვიჭირს ფიზ მოზადება. გვიჭირს კომბინაცია, გვიჭირს სწრაფი თამაში, ბურთის ართმევა და წელს ზევით თამაში, ( ხელის და ბეჭის ჯიკავი, თავით თამაში) რა დაგვრჩა, დაგვჩა ტეხნიკა და ჩვენი ბიჭების მონდომება. მაგრამ მერე ზოგს გამოდის თამაში და ზოგს არა, სწორათ თუ ავზრდით ბავშვებს და სწორ ფეხბურთს ასწავლიან გადამზადებული ტრინერები, ისინი ჯერ გუნდებს გამოადგებიან შემდეგ ნაკრებს.
გულშემატკივარი
ეგეც მწვრთნელის საქმეა, გუნდის მოტივირება, მუხტის შეტანა მწვრთნელის მოვალეობაა, როგორც ის, რომ ფეხბურთელი ვისაც ეს მუხტი, ფსიქოლოგიური დამუშავების შემდეგაც არ ეტყობა, უბრალოდ არ ათამაშოს. სამი კაცის გარდა (კვარაცხელია , მიქაუტაძე, დავითაშვილი) მანდ დანარჩენები დაახლოებით ერთი დონისა არიან და ვისაც მუხტი ეტყობა ის უნდა ათამაშო. მაგრამ როდესაც შენ თვიტონ არ გეტყობა ეს მუხტი და მხოლოდ იმაზე ფიქრობ, როგორმე იქნებ თამაში არ განაახლონ, რაღაზეა ლაპარაკი. ეს გუნდსაც გადაედო. ცუდად მოგვექცნენ, დაგვჩაგრეს და ასეთი მსგავსი წუწუნი კი ცუდი მოსასმენია იმ უჯიგრო, შეშინებული თამაშის ფონზე რომელიც გუნდმა აჩვენა. შოტლანდიელები სხვა მოედანზე თამაშობდნენ? და საერთოდ, არაა ეს კაცი მწვრთნელი. არც რამე შედეგი ქონია სადმე და ბოლო ოცი წელია არავინ გაუწვრთნია. რა გახდა ნორმალური მწვრთნელი, ამდენი წელია ცხადაძეებს, ვაისებს და სანიოლებს რომ არ ვუყუროთ?! (ისე, ცხადაძე ამ ორს ნამდვილად ჯობდა)

მე ის არ მომწონს, რომ ისევ ძველ რიტორიკას ვუბრუნდებით - მიზეზს ფეხბურთელებში კი არა, მწვრთნელში ვხედავთ. კი შეეშალა, თავისთავად მაგრამ ერთა ლიგის დონის გუნდი რომ ვართ და არა შოტლანდია-ნორვეგია-ესპანეთის გასვლაზე დამმარცხებელი, ეს ხომ უნდა გვესმოდეს? რატომღაც უმეტესობას დღეს ასე მიაჩნია და ჩემი ასეთი კომენტარიც არ მოეწონა. მოედნის ცენტრში შეტევაზე არარაფერს ვამბობ, უკვე ბურთის ამრთმევიც რომ გვაკლია, ხომ ფაქტია? დაცვაში პირი რომ აქვს დაღებული სტანდარტების თემას, ესეც ნათელია. ამ მატჩში სანიოლის ერთ-ერთ შეცდომად ის მიმაჩნია, რომ გველესიანს არ მისცა შანსი. კაშია კაპიტანია, მაგრამ თუნდაც მეორე ტაიმში მისი შეცვლა ნამდვილად არ იქნებოდა უადგილო. ფაქტია, ასეთი გუნდით შოტლანდიის დამარცხება სახლშიც გამორიცხულია. წინ ესპანეთთან და ნორვეგიასთან თამაშები გველოდება
ლევან მაღლაკელიძე
რაც გინდათ ის თქვით, მაგრამ ეს მატჩი წააგო ფედერაციამ და სამწვრთნელო შტაბმა. რატომ? იმიტომ რომ გუნდი მინდორზე არ უნდა გასულიყო, რადგან ცხადი იყო, რომ ასეთ პირობებში,წყალი შოტლანდიელების წისქვილზე ასხამდა. ჩვენები თავიანთ საუკეთესო მხარეებს ვერ წარმოაჩენდა. ჩვენი უპირატესობა, ტექნიკური თამაში, ნულს გაუტოლდა. ასევე, ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა ვერა და ვერ გაიგეს, რა ტაქტიკით ითამაშონ და ვინ ათამაშონ. საზონოვს კაცი ახალგაზრდულს დაუთმობდა? რატომ იჯდა გველესიანი სკამზე? ან კვეკვესკირს რა უნდოდა სასტარტოშ? რატომ არ იყვნენ გოჩოლე აზაროვ, დავითაშვლ? ამაშია საქმე. ასე ვერაფერსაც ვერ მვაღწევთ. რა გახდა ერთ მაღალ ვალფაცს მქონე მწვრთნელ? და ხომ შეძლება არავნ არ ჩაეროს შემადგენლობს შერჩევაშ?
G.LA
ნაკრები შეიძლება გააკრიტიკო წაგების შემდეგ და თუნდაც მოგებული მატჩის შემდეგ. მაგრამ რასაც აქ ზოგიერთ კომენტარებში ვკითხულობ ამას კრიტიკა არ ქვია. ზოგი კომენტარი დამამცირებელი და დაცინვაა. ამას არავითარი საერთო არა აქვს ნაკრების ქომაგობასთან. ასეთი ადამიანები ვითომ ქომაგები არიან, მათ მხოლოდ ახლა როცა ხვიჩას ასეთი დიდი ხმაურიანი წარმატება გაიგეს მერე დაიწყეს ფეხბურთის ვითომ ქომაგობა. მე და ჩემნაირებს ვისაც დიდებული დინამო გვახსოვს და უდიდესი სიხარული, ბედნიერება და სიამაყე განვიცადეთ, არასოდეს დაგვცდება ამ ბიჭებზე ასეთი ვიგინდარული სიტყვები. თქვენ ხართ უსირცხვილოები და არავითარი ნაკრების ქომაგები. ვიღაც პენსიონერი (დავითი67) ამ ახლაგაზდა ბიჭებს, თავის შვილიშვილების ხელებს უდიერად უწუდებს (ეს შემო''ისინი'' არც კი დარბიანიო) შენ მართლა შიბაქო ასე რომ მოიხსენიებ ახალგაზდა ბიჭებს თავის პატივისცემაც დაკარგული რომ გაქვს გასაგებია. თვალები მაინც გაახილეთ თქვე დაბრმავებულებო იმ თამაშს რომ უყურებდით და სხვებსაც რომ უყურებთ მაყურებლები ფეხზე დგანან თავისი ფეხბურთელების საპატივსაცემლოდ, თქვენნაირები კი დაწყებიდან 20-25 წუთის მერე მოდიხართ სტადიონზე. თქვენნაირები ვის თხოვთ ფეხბურთის თამაშს და რის საფუძველზე გინდათ თქვენ ვინმემ დაგაფასოდ ან თქვენი პატივისცემით თავები მოიკლან? მე ისეთი დროც მახსოვს ფეხბურთზე ლაპარაკი მცხვენოდა, ისეთ დღეში ვიყავით. ფეხბურთის ყურება აღარც მინდოდა და ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი თუ ისეთ დამცირებას განვიცდიდ ფეხბურთის ყურების დროს. ახლა ის წყეული დრო დიდი ხანია უკან დარჩა და თქვენ ვისაც ფეხბურთან არასოდეს არაფერი გქონიათ საერთო, მოგეცათ შესაძლებლობა თვენი @ლეობები აფრქვიოთ აქ და სხვა სოციალურ ქსელებში. ეს ჩემი ნაკრებია და ჩემნაირების, თქვენნაირმა შიბაქებმა შახმატს უყურეთ.

დაანებეთ თავი ამ ბიჭებს, იბრძვიან, თამაშობენ და შედეგიც მოაქვთ ნელ ნელა, მოინდომეს ეხლა ეგრევე გრანდობა და ლანძღავენ, მთავარია პროგრესი რომელიც შედეგამდე მიგვიყვანს და თუ ვინმე ვერ ითმენს აფრიალოს არგენტინის ან საფრანგეთის დროშა. კრიტიკა და გარჩევა რა თქმა უნდა აუცილებელია მაგრამ ტონი ესეთი არ უნდა იყოს
ვახო
ჩვენი მთავარი უბედურება ისაა, რომ ურმის გადაბრუნების შემდეგაც ვერ ვხედავთ პრობლემებს. ესე იყო ვაისის დროსაც და ასეა დღესაც. ადრეც ვწერდი და ეხლაც გავიმეორებ, რომ პრესინგის ,მჭიდრო მეურვეობის გარეშე,ბურთის მიღების მომენტში ხელის შეშლის გარეშე , საჯარიმო მოედნამდე დაწეული დაცვით და მინდვრის ცენტრის დათმობით, მოწინააღმდეგისათვის ხშირად თავისუფლად ჩაწოდების საშუალების მიცემით შოტლანდიასთან უშანსოდ წავაგებთ მეთქი. პლუს (შოტლანდიასთან არასწორად დაყენებული შემადგენლობა)იგივე ,,ტაქტიქით" ნორვეგია საერთოდ დაგვანგრევს, რომელიც შოტლანდიაზე უკეთესი გუნდია და ამაში გლაზგოში ჩასვლისას დაგარწმუნებთ! შედეგი ლოგიკურია, არშეიძლება მუდმივად გაგიმართლოს, მაინტერესებს მერე მაინც თამაშს არ არჩევენ? სანიოლი გასაშვებია, მაგრამ რა უნდა მოსთხოვო ხალხს, რომლებმაც ვაისი ჩვენს ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს?!
nk
გეთანხმები ! ერთი იმას დავამატებდი, რომ ორი უკიდურესობაში გადავარდნა იციან - მოიგებენ და გაღმერთებას იწყებენ, წააგებენ და მაშინვე ტალახის სროლას აქვს ადგილი . . არ შეიძლება ეგრე ! უნდა უქომაგო ისეც და ასეც. თუ რამე არ მოგწონს გაიარე/შეეშვი/რას იშლი ნერვებსსს და რას უშლი სხვებსაც ნერვებს ?? წადი ბიძია და ბარსელონებს და რეალებს უქომაგე !
ასეა
ქვეყანა თუ არ გათავისუფლდა კომპლექსებისგან და თუ არ დაიჯერა რომ შეუძლია იყოს ძლიერი, თავისუფალი, დამოუკიდებელი, თავმოყვარე ღირსეული ხალხის, მანამდე ვერაფერი ვერ წავა მნიშვნელოვნად წინ.ეს სინქრონიზაციის კანონია, რომელიც არსებობს სამყაროში ჩვენგან დამოუკიდებლად,როგორც გრავიტაცია. ასე რომ კიდევ კარგად ითამაშეს ბიჭებმა.....
w
ფეხბურთელი რაც არ უნდა მაღალი დონის იყოს თუ მას თამაში ეზარება მწვრთნელი ვერაფერს გააკეთებს. ვთქვათ წავიდა სანიოლი მოიყვანეს უმაღლესი დონის მწვრთნელი კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ და კიდევ რამდენიმემ რომ განაცხადოს დაღლილები ვართ და ვერ ვითამაშებთო რას შვებით? მწვრთნელი ითამაშებს. გადაახვიეთ ის თამაში და დააკვირთ როგორი შემართებით თამაშობდნენ შოტლანდიელები ცეცხლს აფრქვევდნენ თვალებიდან ქართველები კი მობუზული და ზვარაკად შეწირული ბატკნის თვალებით იყვნენ.
ელგუჯა
ერთი ფეხის დაცდენა და წამოესიეთ ნაკრეს ტურებივით, არაა ეს გულშემატკივრობა, ესაა ჩასაფრებული პოზიცია. თუ გულშემატკივარი ხარ, გამარჯვება უნდა მიულოცო, მარცხის შემთხვევაში კი უნდა ანუგეშო და თუ რამე შეცდომა იყო თანაგრძნობით უნდა მიუთითო და შეურაწყოფა არ მიაყენო. გულშემატკივარი ვარ და ანალიტიკოსობაზე თავს ვერ დავდებ, დილეტანტი ვარ, მაგრამ, მიქაუტაძეს რომ გაეტანა და თამაში შემოებრუნებინათ, რისი შანსიც ნამდვილად იყო, წყალი დაშრა და ბურთი შედარებით უკეთესად მოძრაობდა, მაშინ ყველა გმირები იქნებოდნენ და სანიოლი დიდი სტრატეგოსი, მაგრამ როგორც ვხედავ აქ სანაიას მრევლს აქვს თავი მოყრილი და ელოდებიან ფეხის დაცდენას რო მერე ბოღმა ანთხიონ და წუმპეში ამოსვარონ ყველა განურჩევლად. არაა ეს სწორი საქციელი... ბიჭებს მივმართავ: არა უშავს,ვინც არ მარცხდება იმან გამარჯვების გემო არ იცის, მთავარია შეცდომები გაითვალიწინეთ, მარცხი წარსულს ჩააბარეთ და ახალი გამარჯვებებისთვის მოემზადეთ, ძალიან მაგრები ხართ, ქართული ფეხბურთი ახალ სიმაღლეზე აიყვანეთ და ისტორის წერთ! ნამდვილ გულშემატკივარს უყვარხათ, სჯერა და თქვენი იმედი აქვს! ძაღლებმა კი იყეფონ... აბა ულა!!!...
ქ. გ.
მე ამ თაობის ფეხბურთელებით ძალიან კმაყოფილი ვარ. კარგი ნაკრები გვყავს, და მომავალში უფრო კარგად ითამაშებენ. მოემზადეთ სასიამოვნო სიურპრიზებისთვის.
ვერგავიგე
ჩვენი გუნდი ჯერ არ არის იმ დონის, რომ თქვა უეჭველი გავა ჯგუფიდანო. შანსი გვქონდა, თუმცა ვინ იფიქრებდა რომ შოტლანდია ესპანეთს და ნორვეგიას მოუგებდა. დიდი დიდი 1 ქულა უნდა აეღო მაგ 2 თამაშში. გარდა ამისა, რა წესია ეს ხელების ჩამოშვება? აუცილებლა უნდა მოვიგოთ სახლში კვიპროსთან და შოტლანდიასთან. გვრეჩება ორი თამაში ესპანთთან და ერთი ნორვეგიათან. მიზანი სამი ქულის აღება უნდა იყოს. ჯამურად რომ 9 ავიღოთ პლიუს უკვე აღებული 4, მესამე ადგილზე უეჭველი გავალთ. რეიტინგში წავიწევთ, ახალგაზრდების კლასი, ფსიქოლოგიური მომზადება გაიზრდება. ცოტააა? კრიტიკას მივესალმები, მაგრამ ეხლა ტრენერის შეცვლა რომელ ლოგიკაში ჯდება. დარჩენილი თამაშები თუ ისე წავიდა, როგორც ვთქვი, ეს ხომ ერთა ლიგისთვის მზადებაც გამოდის. მოკლედ, ძირს პანიკა და გავაგრძელოთ ის პროგრესი რაც უკვე გვაქვს. პ.ს. აგე, ახალგაზრდებიც წამოვლენ. პ.ს.ს. ჩემი ღრმა რწმენით-წვიმა შოტლანდიელებს აშკარად მიეხმარა.
ზურაბ
გველესიანს რატო არ ათამაწებენ, კრიშა არ ყავს? მცველიც კარგია და გოლებსაც იტანს
მიმინო
რატომ ჰგონია სტატიის ავტორს რომ-ნორვეგია,შოტლანდია,ესპანეთის კომპანიაში ჩვენ გვექნებოდა რეალური შანსი ჯგუფიდაქნ გასვლისა.შეცდომები ჰქონდა აქვს და ექნება სანიოლს-ვის არა აქვს შეცდომები მაგრამ 11 მატჩიანი წაუგებელი სერიაც მისია-ნუ დავუკარგავთ.გააგრძელოს მუშაობა თუ ვინმე უკეთესს ხედავთ? ისე-კვეკვე,დვალი-არ არიან სანაჯრებოდ მზად.კაშია კაპიტანი კი არის მაგრამ სტანდარტულებზე ვერ აორგანიზებს დაცვას და თავადაც ხშირად პროსტრაციაშია კუთხურებზე. ლობჟანიძე-სუსტი იყო-დავითაშვილი აჯობებდა თავიდან-ესეც სანიოლის შეცდომააა.ჩვენ ვეცადოთ ვითამაშოდ ღირსეულად და ჯგუფიდან გასვლის ჩვენი შანსები რეალურად შევაფასოდ
არტ
სწრაფად ამოსვლას დაცვიდან შეტევაში ჭირდება წინსსწარ კარგად დამუშავებული კომბინაციები. რაიმე მსგავსი დაინახეთ ვინმემ? და არ გვინდა ახლა "პრემიერლიგის ფეხბურთელებს ვეთამაშებოდით" და ასე შემდეგ- კვიპროსთანაც ეგრე იყო და მანამდეც. დაცვით ფაზაშიბთამაშისას კი - კარგი ბატონო მაღალ პრესინგს არ ათამაშებს, რადგან ვერ რისკავს, მაგრამ სადღაც ხომ უნდა დააპრესინგო?! თავისუფლად ღებულობს მოწინააღმდეგე ბურთს შენი საჯარიმოს მისადგომებთანაც კი, იმის დროც აქვს სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და კარგი პასი გააკეთოს სანამ მასზე ჩვენი ფეხბურათელი ავა ნელა-ნელა! ეს რომელი საუკუნის ფეხბურთია და რად უნდა ამას უმაღლესი კლასის მცველები?! შემადგენლობა სწორდ ვერცერთხელ ვერ დააყენა, მერე გზადაგზა ასწორებს, მაგრამ აქაც აგვიანებს. მოკლედ რომელი ერთი ჩამოვთვალო. არ არის ეს ადამიანურად სიმპატიური კაცი თუნდაც საშუალო დობის მწვრთნელი!
თენგო
წესიერ მოედანზე სხვა სურათი იქნებოდა, ბიჭები უსამართლობის განცდის ქვეშ თამაშობდნენ, ნაწყენები. ეს უაზრო მოედანი და უაზრო ფედერაცია. დავივიწყოთ
mvx
ვერსად მოვიძიე და ძალიან საინტერესოა ვილი სანიოლი თბილისში დაბრუნდა ევროპის ჩემპიონატზე, თუ სახლში წავიდა საფრანგეთში?
ფეხბურთის გულშემატკივარი.
მეორე თამაშში არ იქნება წვიმა და ვნახოთ როგორ ვითამაშებთ.
Levani
დროა მეტი ყურადღება მიქცეს ეროვნულ ჩემპიონატს. ხუმრობის გარეშე საბურთალო-ბათუმი უფრო მაგარი საყურებელია ხშირად ვიდრე არგენტინის კლაუსურას ტიგრე-კორდობა, ოღონდ იქ 30 000 კაცი ავსებს სტადიონს და იმ სვარკას 10ტელევიზია 40კამერით იღებს. აქ კიდე ფედერაცია თვითონ აკეთებს რეპორტაჟებს და ერთ ტელევიზიასა არ მოსდის აზრად ეროვნული ჩემპიონატი შეფუთოს,რეკლამა გაუკეთოს.თამაშისწინა გადაცემები და ტურის მიმოხილვები გააკეთოს. მარტო კვარაცხელიას თამაშზე კომენტარების გაკეთებით წინ ვერ წავალთ. არ მიჰყავს პრემიერლიგას და სერია Aს მთელი ჩვენი ნაკრები და რამდენი წელი ველოდოთ. როცა ბათუმისნაერი გუნდი გაკეთდება ფოთში და ზუგდიდში,როცა ტორპედო მოძლიერდება და ჩემპიონატი რაღაცას დაემსგავსება მაშინ შეიძლება შესეგი გვქონდეს. მთავარი როლი ამჯერად ტელევიზიებზეა ნუთუ კარგად შეფუთულ ფეხბურთს ნაკლები ხალხი უყურებს ვიდრე სერიალებს ან თოქ-შოუებს?
ზოლა
ასე უჯიგროდ ნაკრებში არ უნდა თამაშობდა... ყველაზე ვიძახი.
მირო
*კომბინირება რომ გვიჭირს, არახალია. თითქოს სანიოლის გუნდი მოედანზე ნაწილ-ნაწილ თამაშობდა, ერთიანობა ვერ ხერხდებოდა, ფეხბურთელებს არაფერი ეტყობოდათ იმის, რომ რამდენიმე კვირაა ერთად ემზადებოდნენ..*ესაა ჩვენი ნაკრების ძირითადი პრობლემა,ერთიან,გუნდურ თამაშს ვერ თამაშობენ,არა აქვთ საკუთარი სტილი და ხელწერა,რაც გამოარჩევს სხვა ნაკრებებისგან,ნაწილ ნაწილ თამაშობენ,ეპიზოდებად და ვერც ერთმა მწვრთნელმა ვერ შეძლო გუნდური თამაშის დადგმა.ასე იყო ქეცბაია-არველაძეების დროსაც და ასეა ეხლაც.ცალცალკე ყველა კარგია,გუნდურად კი არცერთი არაფერი.ჯერჯერობით ამის გასაღები არ ჩანს.
Robi
უთავმოყვარეო ბიჭები არიან როგორ ეღადავებოდნენ სკოტები ეხლა იწერება... აქ თუ წვიმს წამოდი საქართველოში გეთამაშებით და იქაც დაგადუღებთო აქ რო მასე ვინმეს უთხრა ხელჩართული ჩხუბი ატყდება და ამათ რა ჭირთ სირბილი ამათ ეზარებათ ტაქტიკას ესენი ვერ აყენებენ შემადგენლობას ესენი ვერ აყალიბებენ რჩევა დარიგება ამათ არ ესმით... გაგნიძე კიტეიშვილის წინ ბურთის ამტანად ჩაკვე დააყენოს ფლანგებზე კვარა და ზურიკო წინ ჟორჟიკა. გუშინ კაი ხანი მეგონა ნაპოლის თამაში იყო და მარიო რუის ვეძებდი კვარას ბურთს ცოცხალი თავით არ აძლევდნენ... ან ხედავ რო ჭაობია შენ ფლანგზე და ვერაფერს აკეთებ პატიმარი ხარ? ვინმემ მიგაჯაჭვა მარცხენა ფლანგზე??? გადადი მეორე ფლანგზე და იქიდან გაამწვავე მაგრამ მაგას მოფიქრება და ერთი ადგილის აწევა ხო უნდა??? ჭილკის გარეშე დღეს მოედანზე რეალიც წააგებს ბავარიაც და ბარსაც მოგების წყურვილი და თვალებში ცეცხლი არავის უჩანდათ დასაკლავი ბატკნის თვალებით იყურებოდნენ. მოიყვანეთ წესიერი მწვრთნელი..... მალე აზერებიც გავლენ დიდ ტურნირზე სომხებიც და ჩვენ ვუყუროთ შორიდან... მაღალი დონის ფეხბურთელები არ გვყავსო აქ რო იძახოს ზოგი სომხეთს ვინ ყავს კვარას დონის? ეხლა ხო გახვედით შვებულებაში ასე რო გინდოდათ დაისვენეთ ძალიან დაღლილები ხართ
123
არ არის თავდადება, არ არის მოგება და ქულები. ნაკრებში მოხვედრა უზენაესი მადლია ნებისმიერისთვის, ამათ კი უბრალოდ პრესინგი ეზარებათ. მოკლედ უჯიგრო მთხლეები არიან სამწუხაროდ
esea es
სანიოლი ბრწყინვალე კაცია, მაგრა ვერაა მკაცრი და ვაუ ხარისხის მწვრთნელი. საერთოდ სერიოზული ბარდაკია ფედერაციასა და მის ირგვლივ
gio
სპალეტი გვჭირდება. ვინც თავს არ მოიკლავს და შეუპოვრად არ ითამაშებს, ახეხინებს სკამს. პრესინგი ამათ არ შეუძლიათ და ჟილკა ნულზე აქვთ. ვერ ხვდებიან, რომ ერის ნაკრებში თამაშობენ.............
beso
ერთი ტყემალაძე ფეხბურთსაც ჭირდება როგორც თავის დროზე რაგბს დაჭირდა
simartle
1. ფიზიკური მონაცემები და კონდიცია. 2. გამოუცდელობა თუ როოგორ უნდა ითამაშონ წვიმიან ამინდში 3. პასის კულტურის არ ქონა. 4.პრესინგის თამაშის არ ცოდნა 5. პენლები მიქაუტაძემ უნდა დაარტყას, თუ მოედანზეა. 1.. ფიზიკურად გუნდი შოტლანდიას ვერ გაუმკლავდა. ნატურალურად ფიზიკურად ზომებითაც ჩამოვრჩებით და ასევე ნავარჯიშები ფიზიკური კონდიიებითაც. 2. წვიმაა და ზნელია პატარ პატარა პასებით წინ სვლა, ამსა გარდა საჯარიმოს გარედან მგონი მარტო ორჯერ გაისროლეს, ამ დროს ბრტი სველია და ძნელი დასაჭერი. გუნდი შეტევაში ბურთის უკან გორებით ასეთ ამინდში არ უნდა თამაშობდეს და სისწრაფე უნდა გამოეყენებინათ და პირველივე შანსი კარში დარტყმით უნდა დამთავრებელიყო. განსაკუთრებით მეორე ტაიმში იყი შანსები და ბერი აღოღიალეს, საჯარიმოში და ახლო მახლო. 3. პასის კულტურა ბურთის უკან გორებაში არ გამოისახება. დროულაცდ გახსნილი მოთამაშის დანახვა და კონტრშეტევაში გადასვლაც აქედან მოიკოჭლებს რადგან ზუსტი პასი როცა საჭიროა ვერ კეთდება. მოედანზე ბურთის გამანაწილებელი მოთამაშე არ არის და კვეკვესკირი მაგ ამპლუაში ვერ ქაჩავს. ასევე შუა ხაზი. მოწყვეტილია დაცვას და თავდასხმასაც. გაგნიზე და კიტეიშვილი ცოტა ჩანდნენ მაგრამ სხვა არავინ. გაგნიძე უფრო დაცვისკენ უკეთ გამოიყურებოდა და კიტე შეტევისას, მაგრამ ორივე ცალკე გუნდს მოწყვეტილი. 4. პრენსიგის თამაში საერთოდ არ იცის გუნდმა. პირველი ის რომ თუ შემტევები პრესინგს თამაშობენ შუა ხაზი ჩავარნილია უკან და პირველივე შანსით შოტლანდია მოგრძო პასებით შეტეეავაში გადადიოდა. პრესინგი მთელმა გუნდა უნდა ითამაშოს, კვარაცხელიას ჩათვლით. ძალიან ძოვა ბალახი მარცხენა ფლანგზე მთელი თამაში. ესეც ფიზიკის ბრალია. და რაც მთავარია პრესინგის დროს ბურთი არ უნდა მიაღებინონ მოწინაარმდეგეს ასე ადვილად. უფრო ახლოს უნდა ეთამაშონ, ხელი შეუშალონ ბურთის მიღების დროს და თუ მისარტყამია ან კიდევ ჯარიმა ასაღები უნდა აიღონ და მაგასაც ცოდნა უნდა. 5. პენლები მიქაუტაზემ უნდა დაარტყას ნაკრებში. თავის გუნდში მე მგონი ყველა გაიტანა ან შეიძლება ერთი გააცუდა. ამ დროს კვარაცხელია, როგორც კვარაცხელიას ჯიშის ძროხა ბალახს ძოვდა მთელი თამაში მარცხენა ფლანგზე და ორკჯერ გაიქცა,, თან დაცვაშიც არ ჩამოსულა ბევრჯერ დასახმარებლად თავის თავზე იღებს პენალის დარტყმას თითქოს ეკუთვნის... არ შეიძლება ასე... თუ ასე გააგრძელა არა მგონია წინა სეზონზე უკეთესი ჩაატაროს. და ბოლოს დავამატებდი რომ გუნს გააჩნია ტალანტი მაგრამ არის დაუმუშავებელი. სამწვრთნელო შტაბი თითქოს გაიყინა ანუ როგორც ეხლა იტყვიან ჩაიციკლა როგორც წინები შვებოდნენ. ხშირად მწვრთნელის გამოცვლას აზრი არ აქვს მაგრამ სანიოლის დამხმარეებმა უფრო უკეთ უნდა იცოდნენ ქართველი ფეხბურთელების ხასიათიც და ვის რა როგორ შეუძლია. მეტოქიდან გამომდინარე გუნდი უნდა ყენდდებოდეს მთავარი ბირთვის გარშემო მაგრამ არც ნორვეგიასთან არც კვიპროსთან და არც შოტლანდიასთან არ იქნა სწორი არჩევნები სამწუხაროდ. დაცვა აუცილებლად უნდა იყოს შეკრული და ძლიერი. ასე ცენტრების ცვლა თამაშიდან თამაშამდე არ არის სასარგებლო ცენტრალურო ორი აცუილებლად უნდა იყოს ტანმაღალი და ყველზე უფრო მეტად შეთამაშებული. საერთოდ კარებში. დარტყმა საჯარიმოს გარედან უფრო მეტი უნდა შესრულდეს ყველა თამაშში ...
ადამიანი
ობიექტური რეალობა-მინდორი ტექნიკური ფეხბურთის სადუალებას არ იძლეოდა,აგრეთვე იბიექტურად-სანიოლი ბოლო დროს ვერც ოპტიმალურ ვერ შემადგენლობას ირჩევს და ვერც ტაქტიკას. ფაქტია,ცვლილებების შემდეგ გაუმჯობესება სახეზეა. ხვიჩას ფლანგზე უკან რომ დვალს დაუყენებ,საერთოდ უზღუდავ ყველაფერს,როდესაც აზარო ი ჰყავს უკან,კვარას გაცილებით მეტის კეთების საშუალება ეძლევა. გასაგებია,რომ სტანდარტულების შიშით ტანმაღალი მცველი არჩია,სამაგიეროდ შეტევის პოტენციალი ათმაგად შეამცირა. აქ ჩემი თამადობიყ ყველა პროფესირები ვართ,მაგრამ ამ შემთხვევაში მგონი არ ვცდები :)
nika
ბევრი შევცვალეთ თუმცა არცერთი სანაკრებო დონისთვის შესაფერისი ტრენერი არ გვყოლია. კიდევ 10 რომ შევცვალოთ დაბალი დონის ტრენერით, ეს არ ნიშნავს რომ შეცვა არ შველის, შეცვლა თუ მოხდება უნდა იყოს კვალიფიციური და მცოდნე. ეს თაობა მზადაა ძლიერ მწვრთვნელთან სამუშაოდ.
გოჩა
Mtavaria rwmena da mushaobis gagrdzaleba sworad da am shemtxvevashi warmateba mova megolea sachiro gundshi iseti rogoric ramaz shengelia iyo torem mataoba chven genshi gvaqvs ra gamodis amit torem
თუ არ წვიმს...
წაგება ან მოგება,რა მნიშვნელი აქვს? მთავარი შედეგი არ არის ყოველთვის,თუმცა თუ შედეგი გაქვს,ხარისხს იმდენად არ უყურებ. ასე იყო კიპრთან თამაშის მერე,გამოსწორებას დაგვპირდა მწვრთნელი,მარა წვიმამ მოუსწრო. აშკარად,წვიმის ბრალი იყო) აბა,ჩვენ ისეთი გუნდი გვყავს,გამორიცხულია კლასის ან პროფესიონალიზმის ნაკლებობა. თამაშის მერე გაბრაზებული ვიყავი,ეხლა დავმშვიდდი ცოტა და ცივ გონებაზე აღარ ვბრაზობ. ან რატომ უნდა გავბრაზდე? რაც არ არიან იმას ხო არ მოვთხოვ? ვუყურებ რობერსტონს,ვინც ყველაფერი მოიგო ლივერპულში და მგელივით იყო,ერთი წუთი არ გაჩერებულა,ეს არის პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა ფანების მიმართ. არადა,ეს ბიჭი ახლოს იყო კარიერის დასრულებასთან და ჰალში თამაშობდა,პრემირლიგიდანაც გავარდა,თუმცა პროფესიონალი არსად არ იკარგება და წაიყვანა ლივერპულმა.მაშინ გაუგებარი იყო ეს ამბავი,თუმცა ახლა ყველამ ნახა,რატომ მოხვდა იქ. ჩვენები კი,ხასიათის ხალხია და საკალელი ბიჭები,თუ არ გაწვიმდა,ქე ითამაშებენ კარგად და თუ არა,კი ჩამოყრიან ყურებს. წნეხს ეს ხალხი ვერ უძლებს და რას ვითხოვთ? ეს ამ ბიჭების ბრალი არ არის,ერის ბრალია ზოგადად,მენტალიტეტი არ გვაქვს და წარმატებებაზე ფიქრი ზედმეტია. მაიცა,ევროპაზე რო გავიდეთ და გაგვიწვიმდეს,რას ვშვებით მერე? წაგება კი არ არის პრობლემა,დამოკიდებულებაა პრობლემა. წვიმის გამო რო ფეხბურთელი ყურებს ყრის,რაზეა სალაპარაკო. წაით ბიძი და ბალეტზე შედით,იქ არ გაგიწვიმდებათ და იქნებით სიმშრალეში.
Დათო
კვარას სერიოზული ფსიქოლოგიური და ფიზიკური პრობლემები აქვს, რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ესე არ არისო... აშკარად გამოფიტულია.ფიზიკურადაც დასუსტებულია, კარში ზუსტად ბოლოს როდის დაარტყა აღარც მახსოვს, პენალტის აცილებას არ ვთვლი, ამიტომ დასვენება და კარგი რეაბილიტაცია სჭირდება, მიზეზების დადგენა და შემდეგ მათი აღმოფხვრა, თორემ იმის ძახილი, რომ მას პრობლემები არ აქვს და საგანგაშო არაფერია, კარგს არაფერს არ მოგვიტანს.
გიზოგ
კვარას, რომ სურს პენლების დარტყმა, ძალიან კარგია, მაგრამ უნდ სპეციალურად იმუშაოს დარტყმის დაყენებაზე. კარგ საქმეს მარტო სურვილი არ ყოფნის მეტი მუშაობა უნდა და ყველაფერი მოვა. წარმატებები ხვიჩას.
გიორგი 50
პენსიონერი ფეხბურთელები, მიხედავად ძველი დამსახურებისა, უნდა წავიდნენ... მადლიერებით გავაცილოთ... როცა ბურთი ჩვენ გვქონდა კუს რეჟიმში გადადიოდა კადრი, ხოლო როცა მეტოქეს- თანამედროვე სხარტი ფეხბურთი იწყებოდა...
ქ. გ.
ეს შესარჩევი ტურნირი რომ დასრულდება, ამ პროგნოზს შეგახსენებთ ↓ ქეცბაია კვიპროსში შოტლანდიას დაამარცხებს. ესპანეთი და ნორვეგიაც შოტლანდიას დაამარცხებენ. სახლში 3 თამაშიდან ორი მაინც რომ მოვიგოთ (შოტლანდიისა და კვიპროსის წინააღმდეგ), საქართველო შოტლანდიაზე მეტ ქულას დააგროვებს. https://twitter.com/meekvse/status/1671493089230458880
გიზოგ
ასეთი დიმიტრი იყო გელოვანი, აღარ არის საწყალი.
სანდრო
yana da svarka ertad!!! ara mondomeba ara sirbili ara jilka, saertod araperi!! sanioli ristvis xar treneri! kvaras kide ar umartlebs da mokled magas jobda ar gasuliyvnen da pirdapir wageba chaetvalad!!
1212
ვეთანხმები, გუნდი ნაწილებად იყო დაშლილი და არ იყო ერთიანობა, ალბათ ეს მაინც ცენტრის ბრალია. პ.ს. ნაპოლიში კვარაცხელიას პასს არ აძლევდნენო, ნაკრებშიც არ აძლევდნენ - კი არ აძლევდნენ, ვერ აძლევდნენ, კვარაცხელია სადღაც აუტის ხაზთან დგას ხშირად და თითქოს თავისთვის თამაშობს. მახსოვს ამასწინათ ერთმა იტალიელმა დაწერა, კვარაცხელია ეგოისტი ფეხბურთელია, გუნდისთვის არ თამაშობსო თუ რაღაც მსგავსი. კვარაცხელია ჩემის აზრით არის ის ფეხბურთელი, რომელზეც თამაშს თუ ააწყობ შეიძლება შედეგი მიიღო, თუ მასზე გუნდი არ ააწყობს თამაშ, შედეგიც შეიხლება არ დადგეს... დავამატებ იმას, რომ ჩვენ რაც არ უნდა იყოს ტექნიკა გვაქვს, იგივე კვარაცხელიას ტექნიკა, დავითაშვილის და სხვების, წვიმამ ამ შემთხვევაში ტექნიკის დემონსტრირებაზე უარყოფითი გავლენა იქონია, მოიგო იმან, ვინც ფიზიკურად უფრო ძლიერია - ეგეთ ამინდში იგებს ის ვინც ფიზიკურად კარგად არის მომზადებული
გიზოგ
გაიხარე გიო, მართალი ბრძანდებით.
გიზოგ
ვერა და ვერ მოვრჩით შემადგენლობის დაყენებაზე მწვრთნელთა კრიტიკას, ცალკე სპორტული ჟურნალიტებიდან და ცალკე გულშემატკივრებიდან. მაგრამ როგორც ჩანს ეს ფეხბურთის თანმდევი ატრიბუტია, ყველას თავის შეხედულება და გემოვნება აქვს. სხვაგვარად, როგორ ავხსნათ თავის დროზე ლოჩოშვილის გამოუძახლებლობის გამო შავ დღეში გაატარეს სავიოლი, როგორ სერია ა-ში მოთამაშე მცველი ნაკრებში, როგორ არ გამოიძახაო. კვიპროსთან ითამაშა სერია ა-ს ფეხბურთელა და ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო. თუმცა შეფასება რა შუაშია, როცა ამას ყველა ობიექტურად მოაზროვნე გულშემატკივარიც დაადასტურებს. ახლა მა თამაშზე რატომ არ ვათამაშეთ გველესიანი, ამაზე გაჩნდა დიდი პრეტენზიები. განა ასეთ კითხვას უნდა სვამდეს სპორტული ჟურნალისტი? ნაკრებში იძახებენ 25 ფეხბურთელს და სათამაშოდ გამოდის 11 + 5 შეცვლაზე, რაც ჯამში 16-ს შეადგენს და რა თქმა უნდა გამოძახებულებიდან, თუ 9 არა ხუთი, ექვსი ფეხბურთელი მაინც რჩება უთამაშებელი. თუ უნდა იძახებდნენ მხოლოდ 16 მოთამაშეს? რაც შეეხება კანკავას. მე როგორც მახსოვს სანიოლი კმაყოფილი იყო მისი თამაშით და დიდი სინანული გამოთქვა მის განცხადებაზე ნაკრებიდან წასვლის გამო. მაშ რატომ წავიდა? გადახედეთ წასვლის წინა პერიოდს და ნახავთ, რომ ჟურნალისტების გარკვეული ჯგუფი და უფრო მეტად გულშემატკივრის კომენტარები იყო ამ მეტად კარგ და წესიერ კაცის შეურაცხმყოფელი კომენტარები, რომ ამოწურა თავის დრო და რატომ იძახებენ და ნამუს ახსენებდნენ ბევრი მართლაც უმადური და უნამუსო ე. წ. ჟურნალისტები და გულშემატკივრი თავის სტატიაში, თუ კომენტარში. ყველა ვერ უძლებს ასეთი უმადურების შეტევას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. ვისაც მოკლე მეხსიერება არ აქვს ეხსომება ასეთი შეტევის სუბიექტი ასევე იყო კაშიაც. მან გაუძლო და ერთა ლიგის რამდენიმე მოგებული თამაში სწორედ მისი დამსახურება იყო. მე ასე მგონია, ნაკრებში თავისი სურვილით არავინ ჩამოდის, თუ მას არ გამოიძახებენ და რაკი გამოიძახებენ ე. ი. სჭირდებათ. გავიხსენებ კიდევ ერთ შემთხვევას, იყო დიდი შეურაცხმყოფელი კომენტარები მარჯვენა მცველ ლობჟანიძეზე, მართლაც ბოლომდე ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, მაგრამ ვინაიდან მასზე უკეთესი არ გვყავდა კვლავ მას ვათამაშებდით, სანამ კაკაბაძე არ გამოჩნდა.
irakli
კვარას პენლის დარტყმა ასწავლოს ვინმემ არ შეიძლება - როდემდე უნდა აფუჭოს?
gio9
ერთად და მეტი მონდომებით ყველაფერი გამოგვივა მარტო მოროკოს მაგალითი რომ ავიღოთ ეგეც კი საკმარისია არც მოროკო ყოფილა ვარსკვლავებით გადაჭედილი გუნდი მაგრამ კინაღამ მუნდიალი მოიგეს)
Zura
1) როდესაც თანამედროვე ფეხბურთში მეტოქეს ფიზიკური კონდინციებით სულ მცირე 40% ით ჩამორჩები - ნებისმიერ წარმატებაზე საუბარი უადგილოა! ფიზიკური აღნაგობა, სისწრაფე, გამძლეობა - ამ კომპონენტებში უდიდეს ხვაობას ვერანაირი ტექნიკური არსენალი ვერ ამოგივსებს!!! 2) როცა ჩვენი 11 ფეხბურთელიდან მხოლოდ 2 თამაშობს ტოპლიგის ძირითადში, თუნდაც ეს იყოს სერია ა - საუკეთესო ფეხბურთელი - პრემიერლიგის მოთამაშეთა ძლევა აბსოლუტური უტოპიაა. 3) სჯობდა მიწაზე დავშვებულიყავით და ეს ბიჭები ახალგაზრდულ ნაკრებში გამოგვეყენებინა - არ იქნებოდა ოლიმპიადაზე გასვლა არარეალური...
გიო9
წყალსაც წაუღია ეს წაგება ეხლა მთავარი ესპანეთთან გასამართი თამაშია და იმაზე უნდა ვკონცერტირდეთ ესეთი თამაში კატასტროფის ტოლფასიაჩვენ თქვენი გვჯერავს და თქვენს გვერდით ვართ . წინ გამარჯვებისაკენ
aron
რა წვიმა რეალობას სეხედეტ ტვალსი ეს არი მაქსიმუმი გასული ტამასი რა მოსაგები გვქონდა ბედმა გაგვიხიმა
Givi
Vinc imas ambobs,rom 3-4 magali donis fexburtelit did turnirze ver gavalto, minda shevaxseno latvia 2004 wels, magat faqtiurad 1 kacic at kavdat top 5 dan, kvelaze cnobili verpakovskisi iko dinamo kievidan...
las
ვეთანხმები ავტორს. რათქმაუნდა შედეგი განაპირობა მოთამაშეების დაბალმა დონემ ეს რათქმაუნდა სანიოლის სეცდომებს არ ამართლებს. ამსაც წვლილი აქვს. რა შედეგის იმედი გაქვთ ხახლო როცა გეიმედება პენსიონერი კაშიასი და მეორე ლიგაში მოთამაშე და იქაც დიდი ვერაფერი დავითაშვილის. დასკვნა - ვერასდროს წავა ქართული ფეხბურთი თუ თავად ქვეყანა ვერ განვითარდა. რა სედეგს დადებს იმ ქვეყნის ნაკრები რომელსაც ტერიტორიის 20 % ოკუპირებული აქვს. მოსახლეობის ნახევარი გაიქცა და გაჭირვების გამო ვინც დარჩა ისიც გაქცევაზე და ამ დროს ფეხბურთის მესვეურების მთავარი საზრუნავი არის როგორ გგაისქელოს ჯიბე
ზურა
ბიჭო გადამრევთ თქვენ რა, აქ ვინც აკომენტარებთ ზოგიერთები, ამდენი წელია საქართველოს ნაკრების ცოდვილობას ვუყურებთ, რამდენი ტრენერი შეიცვალა და ვინ აღარ იყო, ვის ხელში რას მივაღწიეთ, ყველაზე მაგას არ ამბობდით უნდა წავიდესო, იქნებ ჩართოთ ლოგიკა და მიხვდეთ რო ტრენერი არაფერ შუაშია, რა ვერავინ ვერ ივარგა აი ვინ გვჭირდება თქვით აბა
ქართველი გულშემატკივარი
ვაკეთოთ ქართული საქმე….. ვითამაშოთ ქართული ფეხბურთი, ქართული სულისკვეთებით, ქართულ გენზე დაფუძნებული…. და თუ რაიმე ხარვეზი გამოვლინდა, შემდგომ მივხედოთ, ოღონდ ისევ იმ უნიკალური ქართული ფუნდამენტის გათვალისწინებით, რომელსაც მსოფლიო დონის ქართველი ფეხბურთელები (ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს) ქმნიდნენ.
Გაბო
ერთი რამ ფაქტია,ჩვენ არ გვყავს შოტლანდიის და ნორვეგიის კლასის ფეხბურთელები, რეალურად გვყავს 3 4 კაცი მაღალი დონის,:კვარა,მამარდა,ჟორჟი, შეიძლება ამათ დაუმატო ზურიკო ან კიტე. დანარჩენი ვერ გაუწევს წინააღმდეგობას პრემიერ ლიგით დაკომპლექტებულ ნაკრებს. ამიტომ ჯერ ცაში ფრენა და ოცნება დიდი ფორუმზე მოხვედრის ძალიან საეჭვოა.
უჩა
საყრდენი(ამრთმევი) ნახევარმცველი გვიჭირს ყველაზე უფრო!
გიორგი
საქართველოს ნაკრებმა თამასის პირველი 2/3 განმავლობაში აჩვენა მაგალითი კვარაცხელიას განეიტრალების--პასი არ უნდა მისცე და ყველაფერი რიგზე იქნება. ისე ხვიჩას ბოლო თამაშებში ეტყობოდა რომ ერთი სული ჰქონდა სეზონის დასრულების მაგრამ პროფესიონალია და პასუხისმეგებლობა აქვს ამიტომ ბოლომდე იხარჯებოდა უკანასკნელი ძალების მობილიზაციით. მართლა რომ ზღაპრული სეზონი ჰქონდა (ერთი წლის წინ ვინ იფიქრებდა ქართველი ფეხბურტელი სერია ა-ს საუკეტესო ფეხბურთელი, ოქროს ბურთის ნომინანტებშ სორის იქნებოდა ასე შემდეგ?) და ამიტომ ყველა ქართული ფეხბურთის გულშემატკივარისთვის საამაყოც, რასაც ყველას ვულოცავ. შემდეგი სეწზონი კიდევ უკეთესი ექნება.
მოკლედ
წიგნი, ფილმი და დიდება ხომ არ იჩქარეს ავტორებმა?
თემური
,,და ნაკვალევს წვიმა შლის,,
ქ. გ.
ნახეთ შოტლანდიის დარჩენილი თამაშების სია. ოთხივე თამაშს წააგებს. ჩვენ იმედი ასე მალე არ უნდა დავკარგოთ.
ლადო
დავბრუნდით ისევ იმ ჭაობში, წლებია ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ!!!!
ზურაბი
დდდ
ზურაბი
ო, რა ლამაზი სასიდედრო ჰყავს! "- ხვიჩა, როგორ ახერხებ ფოკუსის შენარჩუნებას?"
ქ. გ.
წყალში დაიკარგა ჩვენი ლიდერების უპირატესობა. ასეთ პირობებში ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელი უფრო დაზარალდა, ვიდრე უნიჭო მოწინააღმდეგე. სად უფრო გაგიჭირდება ხვიჩას გაჩერება: კარგ მოედანზე თუ ჭაობში?
Charley
გულს ნუ გავიტეხთ თავს ზემოთ ძალა არაა საუბედუროდ, ყველაფერს აქვს არგუმენტები. რეალურად გვყავს 2-3 საშუალო დონის ფეხბურთელი 1 ვარსკვლავი დანარჩენები სრული ლუზერები, თან თუ ამ სამ კაცსაც თამაში არ წაუვიდა საერთოდ კატასტროფაა ჩვენს თავს. იმასაც დავამატებ სანიოლის დონის შესახებ ბევრს ზედმეტი წარმოდგენა გაუჩნდა ვიდრე რეალურად არის მისი ლეველი. ამხელა სხვაობა იგრძნობა ევროპული საზომებით საშუალოზე საშუალო შოტლანდიასთან რომელიც სიძლიერით ტოპ ოცშიც არაა ევროპის 54 ნაკრებს შორის და ჩვენ გვანგრევს ულაპარაკოდ, სამწუხაროა ძალიან. სისწრაფეებში ტაქტიკურ თუ ტექნიკურ განსწავლულობაში ძალიან დიდი სხვაობაა ეს ხელისგულზეც ჩანს. რა გინდა რო ქნა, უნდა წამოვიდეს 3-4 ფეხბურთელი დამატებით კიდევ ტოპ ხუთ ლიგაში რომ ის გამოცდილება ნაკრებში გადმოიტანონ თორემ 11 კაციდან 7 რო სრედნიაკზე დაბალი დონის გყავს სტაბილურობა ვერასოდეს გვექნება ასეთ პირობებში. პირდაპირ ვიტყვი ჩვენ გვყავს ერთერთი ყველაზე ცუდი ცენტრალური ნახევარდაცვა ეგრეთწოდებულ მესამე ეშელონის ნაკრებებშიც კი ზედა ეშელონის ნაკრებებს ვერც შევადარებ, და ცენტრალური ზონა კი ფეხბურთში გუნდის წარმატების მინიმუმ ნახევარია. კვარაზე კიდე რა ვთქვა ტიპს სერიოზული უიღბლობა აქვს იმედი მაქვს ნაპოლიში დაბრუნებულს რწმენას დაუბრუნებს რუდი გარსია და ყველა ერთად ვიხილავთ იმ კვარას რომელიც საფეხბურთო სპექტაკლებს გვიდგამდა აპენინის მწვანე მინდვრებზე ამაში 100 % დარწმუნებული ვარ. ბიჭი გამოფიტულია როგორც ფიზიკურ ასევე ემოციურად ამიტომ ეს 1 თვიანი დასვენება შეიძლება ითქვას პირდაპირ წამალია კვარასთვის. ხვიჩას ნიჭი და კლასი არსად წასულა ის ეხლაც მის ტვინში და ფეხებშია უბრალოდ მას კარგად დასვენება სჭირდება და ახალი სეზონიდან ისევ აამოქმედებს მის მრავალფეროვან არსენალს.
rable
კარში დავარტყით საერთოდ? -შოტლანდიამ სამი დაგვირტყა და ორი გაგვიტანა. ერთა ლიგა კიბატონო, მაგრამ ყაზახები აღარ აგებენ თამაშს:))) სულ ის მიკვირს ჩვენი ფლანგელი შემტევების, რომ ჩაწოდებისას ბურთს პირველ კას ათიდან ერთ შემთხვევაში თუ აცელენ, არადა ფლანგის მოთამაშის ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობაა. (გვარებზე აღარ შევჩერდები). წარმატება საქართველოს
aburjga
გუშინ რაც იყო ის არ იყო ფეხბურთი სწორედ მეყტეოროლოგიური პირობების გამო. ამიტომ გუშინდელი თამაშის მიხედვით რაიმე ამალიზის გაკეთება არ შეიძლება, სტატიაში დასმული ყველა აქცენტი არის მიუღებელი! გუშინ გუნდის ხელმძღვანელობას ყველა ვარიანტში უარი უნდა ეთქვა სათამაშოდ გუნდის გამოყვანაზე, თუნდაც ამის გამო წაგება ჩაეთვალათ და დისკვალიფიკაცია მიეცათ საქართველოს ნაკრებისათვის! ასეთია ჩემი აზრი და თქვენ როგორც გინდათ ისე იფიქრეთ!
gogi
გუშინ ყველა შერცხვა მენეჯმენტიც, მწვრთნელებიც და მოთამაშეებიც. შოტლანდიელებმა "დუხით" დააგდეს ჩვენები და ერთი კაცი არ აღმოჩნდა, რომელიც ან თამაშამდე იტყოდა რაც სათქმელი იყო, ან მერე უკვე ამ შესვენებისას. დანარჩენი უკვე შედეგი იყო
ბექა
წვიმას ყველაფერს ვერ დააბრალებ, მაგრამ ტექნიკური ფეხბურთელი წვიმაში(ფაქტიურად ტბაში) ვერაფერს ვერ აკეთებს. კი შოტლნდიაც იგივე პირობებში იყო თუმცა ჩვენზე უფრო აისახა ვინაიდან ტექნიკური ფეხბურთის ხარჯზე უნდა აგვეღო თუნდაც ქულა და არა კლასის. ამით არ მთავრდება და წინ ჯერ კიდევ თამაშები გვაქვს
Ioseb
სასწრაფოდ გვინდა ქეცბაია!!! ეხლა ვიგაცა იტყვის რა გააკეთა ხო იყო უკვეო, მაშინ ფეხბურთელებს სატამაშო პრაქტიკა და ნახევარი თითქმის უკლუბოდ იყო და ვერც ვერაფერს იზავდა. ამ თაობით კიდე ქეცბა სასწაულებს მოახდენს დარწმუნებულივარ
მიმინო
1.კაი წავიდა სანიოლი,ვინ მოვა უკეთესი? 2.სანიოლმა უნდა საწავლოს სტანდარტულებზე პოზიციის შერჩევა? კაშიაც კი იმათ უგორებდა პასს საკუტარ საჯარიმოში-ეს სანიოლმა უნდა გამოასწოროს?კვეკვეს თამაში კრიტიკას ვერ უძლებს.ისევ გაგნიძე ჯობდა.კვარა-არაა პენალტისტი-დროა ეს თავადაც შეიგნოს.რა აზრი აქვს დვალის დაყენებას?-ჯიმი ტაბიძე და ირაკლი აზაროვი 2ვე ჯობია--ცენტრამდე მიაქვს ბურთი-მერე უკან კაშიას-1-2-3 რამდენჯეერ?
Master
ვთქვათ ყაზახეთს მოვუგეთ და გავედით ფლეი-ოფში იქ ყველაზე სავარაუდო მეტოქე საბერძნეთია.როგორ ფიქრობთ შეუძლია ამ გუნდს,ყოველთვის ბოლომდე მებრძოლი და ყოველთვის კარგი დაცვით ცნობილი საბერძნეთთან მოგება ფლეი-ოფში?ნეტავ ვცდებოდე,მაგრამ არ მგონია საბერძნეთს ასეთი გადამწყვეტი თამაში მოვუგოთ...
Gio
მარკშეიდერი გვინდა უფრო
ამირანი
სანიოლი უნდა წავიდეს და რაც შეიძლება მალე
777
გუშინ ვიხილეთ სრულიად იმპოტენტი ნაკრები,არაფრის მაქნისი,ტემპი შუა საუკუნეების.პირველი პასიც კი არ გაკეთებულა.სამარცხვინო
Givi
Taoba aris da amat undat dzlieri mwvrtneli!!!iseti romelic 1.kombinaciur fexburts atamashebs,2.presings aswavlis,3.sworad gamoikenebs fexburtelebs,zogierti ver xvdeba ratom daakenes amatuim poziciaze da tavmowrili bativit darbis,4.aswavlis standartulebis saxifatod shesrulebas da metoqis standartulebisas sworad tamashs da ara ise rogorc axla sul panikaa sajarimoshi,5.vinc ar unda ikos tundac kvara tu ver tamashobs unda shecvalos da ara ise gvarebs ar vasaxeleb tamashebs rom agdeben da mainc sul dziritadshi arian...xedavt ramdeni problemebia? kvalificiuri mwvrtneli 3-4 tamashshi moagvarebda naxevars mainc...
მწვრთნელი
ფსიქოლოგი სჭირდება ნაკრებს! კარგი ფსიქოლოგი! ბევრი მოთამაშე ფსიქოლოგიურად მოუმზადებელია ადრეც ვამბობდი! ვაისი, სანიოლი და გინდ სხვა არ გამოდგებიან ფსიქოლოგებად! მწვრთნელის საქმე ძირითადად გუნდის მომზადება, კომბინაციების დამუშავება და სხვა ბევრი რამეა კიდევ! ფსიქოლოგი, რომ მიაწვდის ინფორმაციას მწვრთნელს ყველა მოთამაშეზე, ასეთ ინფორმაციას ვერავისგნა ვერ გაიგებს! გუნდს სჭირდება ფსიქოლოგიური მომზადება!
ლაშა
კი ვართ ერთა ლიგაზე ჩამოკიდებული, მაგრამ გაცილებით გაძლიერდა კვიპროსთან დამარცხებული საბერძნეთი, ყაზახეთი და თურქეთი! სანიოლს აქვს გარკვეული გამოცდილება საფრანგეთი ახალგაზრდულ ნაკრებში და მე ვფიქრობ მისი კრიტიკა უადგილოა. თქვენი თქმის არ იყოს, იგივე პრემიერლიგაში მობურთალ ფეხბურთელებს, საშუალო ევროპულ ქვეყნებში მოასპარეზე ფეხბურთელებით გაუმკლავდე ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი! მონღოლეთთან და ნორვეგიასთან მეორე ტაიმში გამართული ტაქტიკური სქემა თუ რატომ არ იქნა დანერგილი დღემდე სანიოლის მხრიდან გაუგებარია, განსაკუთრებით იმის ფონზე, როცა თავად სანიოლი იძახდა იმ ტაქტიკური სქემის მართებულობის შესახებ!
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი
ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?
[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია