16-წლამდელთა ჩემპიონატში ფინალური სერია დაიწყო. A ლიგის გათამაშება არის უმაღლესი იმ 3 ლიგიდან, რომლებიც 14, 16 და 18-წლამდელთა ჩემპიონატებში თამაშდება. შესაბამისად, A ლიგის გამარჯვებული არის საქართველოს ჩემპიონი და ამ ტიტულისთვის დღეს "ჰიუნდაი" და "რუსთავი" იბრძვიან.

"ჰიუნდაიმ" ნახევარფინალში დიდი ბრძოლა გადაიტანა და საამაყო გამარჯვება მოიპოვა ზაზა ფაჩულიას აკადემიასთან. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი მატჩი 13 ქულით წააგო და რაკი გათამაშების ფორმატის თანახმად, საპლეიოფო სერიები 2-მატჩიანია, საპასუხო შეხვედრაში ამ სხვაობის ამოღება და მეტით მოგება სჭირდებოდა. ეს ამოცანა "ჰიუნდაიმ" შეასრულა, მეტოქე 20 ქულით დაამარცხა და ფინალში "რუსთავს" შეუერთდა. ოთარ ხმელიძის გაწვრთნილმა "რუსთავმა" ნახევარფინალში პირველი შეხვედრა კი დათმო, თუმცა ქუთაისში, მხოლოდ 2 ქულით და საპასუხო მატჩში დეფიციტი იოლად აღმოფხვრა. რუსთაველებმა იმერული კლუბი 29 ქულით დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ.

ფინალური სერიის პირველი მატჩის შემდეგ კვლავ 13-ქულიანი დეფიციტი აქვს "ჰიუნდაის". "რუსთავმა" საჩემპიონო სერიის პირველი შეხვედრა საკუთარ დარბაზში, მხურვალე ქომაგობის თანხლებით, 80:67 (სტატისტიკა) მოიგო. "ჰიუნდაიმ" დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა, მაგრამ ვერას გახდა 2 უკანახაზელის – დათა ვაშაკიძისა და ლუკა ტაბაღუას წინააღმდეგ. განსაკუთრებით ტაბაღუას გარჯაა გამოსარჩევი, რომელმაც ოთხმაგი დუბლი შეასრულა – 27 ქულა, 11 მოხსნა, 10 პასი, 10 ჩაჭრა. აღსანიშნავია, რომ ტაბაღუამ წინა მატჩში, "ქუთაისთან", სამმაგი დუბლი შეასრულა (12 ქულა, 12 მოხსნა, 12 პასი), თუმცა ის მომდევნო, ფინალური სერიის მატჩშივე გააუმჯობესა, რაც რეალურად ძალიან იშვიათი და ღირებული შედეგია.

რუსთაველთაგან ბომბარდირი დათა ვაშაკიძე გახდა 32 ქულით, გიორგი გოგოლაძემ 9 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. "ჰიუნდაიში" 23 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი ჭირაქაძე. 16 ქულა თეიმურაზ ხუჭუას ანგარიშზეა.

საპასუხო შეხვედრა, რის შემდეგაც ჩემპიონი გამოვლინდება, 4 ივლისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 18:30 საათზე გაიმართება.

GBF

აბდულა
მაგარია ძაან და კარგია ....დიდი მადლობა რუსთავს და ოთარ ხმელიძეს რამაც გაზარდა და შედეგია...წარმატებები
გიორგი
ოთხმაგი დუბლი პირველად გავიგე. წარმატებას ვუსურვებ ამ ბიჭს, შრომას და განვითარებას.
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა