საქართველოს 7-ქალა ნაკრები ხვალ, გამთენიისას, უნგრეთში, ბუდაპეშტში მიემგზავრება, სადაც რაგბი ევროპის ალაფის მეორე ეტაპზე ითამაშებს.

პირველ, ზაგრების ეტაპზე გოგონებმა ნახევარფინალი უკრაინასთან (10:28), მე-3 ადგილისთვის მატჩი კი ფინეთთან (10:19) დათმეს და ჯერჯერობით მე-4 ადგილზე (უკრაინის, თურქეთისა და ფინეთის შემდეგ) არიან. იმისათვის, რომ საქართველომ 12-გუნდა ელიტის საგზური მოიპოვოს, ორი ეტაპის ჯამში პირველ-მეორე ადგილზე უნდა გავიდეს.

ბუდაპეშტში ჯგუფურ ეტაპზე სამ თამაშს გავმართავთ, სამივეს 7 ივლისს. ტურნირი საქართველოსა და დანიის შეხვედრით, ჩვენი დროით 12:30 საათზე იხსნება; 15:30 საათზე მოლდოვას ვეთამაშებით; 18:52-ზე - კარგად ნაცნობ ფინეთს. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, 8 საუკეთესო გუნდი თასის ნახევარფინალში გადის. პლეი-ოფები და ფინალები 8 ივლისსაა ჩანიშნული.

პირველი ეტაპის შემდეგ საქართველოს 7-ქალას შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე გოგონების მზადყოფნით კმაყოფილია:

“შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა. ბუდაპეშტში ნინო წიკლაური მიგვყავს, რომელიც ჩვენთან ერთად შარშან დუბაის ტურნირზეც იყო. გავიარეთ 3-დღიანი შეკრება მარტყოფში. ძირითადად, შეტევის დეტალების გაუმჯობესებაზე ვიმუშავეთ. პირველ ეტაპზე დაცვაში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ იმისათვის, რომ თამაშები მოიგო, შეტევაში ძალიან კარგი უნდა იყო“.

„ვთვლი, რომ გუნდი კარგადაა მომზადებული და საპრიზო ადგილებისთვის ვიბრძოლებთ. პირველ ეტაპზე უკრაინასთან და ფინეთთან გამარჯვებისთვის ცოტა დაგვაკლდა და ამჯერად შეცდომები უნდა გამოვასწოროთ. ვთვლი, რომ მიზნის მიღწევა და ორი ეტაპის ჯამში ორ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა შეგვიძლია“.

საქართველოს 7-ქალა რაგბი ევროპის ალაფის მეორე ეტაპზე (ბუდაპეშტი):

თეონა ჩიტაიშვილი (ქუთაისი), სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), ნათია გავაშელიშვილი (რუსთავი), სალომე საღარაძე (თბილისი), თამარ მანაგაძე (ქუთაისი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), მანონი საღარაძე (თბილისი), ლიკა ხუფენია (ზუგდიდი), ანა დათიაშვილი (ლოკომოტივი), ანა კაპანაძე (ოზურგეთი), მარიამ გოგუაძე (თბილისი), ანანო ხაბულიანი (ლოკომოტივი), ნინო წიკლაური (თბილისი).

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

მწვრთნელი: გიორგი შკინინი

ექიმი: ოთარ თაბაგარი

ფიზიო: გიორგი მურადაშვილი

მენეჯერი: ია ხურცილავა

ვიდეო: გიორგი ბარბაქაძე

Rugby.ge

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე