5 ივლისს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მდებარე ფიბა-ს “კალათბურთის სახლში” ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართა, სადაც რიგით მე-7 სეზონის მონაწილეები ჯგუფებში განაწილდა. ასევე გაიმართა საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრაც, სადაც 24 გუნდი მონაწილეობს და ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრი 3 ადგილისთვის იბრძვის. ამ 24 გუნდს შორისაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, რომელიც გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონი გახდა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რეკომენდაციითა და მხარდაჭერით ევროსარბიელზე გავიდა.

თსუ-ს გადადგმული ნაბიჯით ქართული საკლუბო კალათბურთი ევროპის საკლუბო რუკაზე დაბრუნდა, სადაც ბოლოს ჩვენებურმა გუნდმა 5 წლის წინ ითამაშა. "დინამო თბილისმა" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირზე ითამაშა, თუმცა ორმატჩიანი დუელი ესპანურ "ხუვენტუდთან" დათმო და 2017-2018 წლების სეზონის ევროპის თასზე იასპარეზა. თსუ-ც ანალოგიურ სიტუაციაშია. თუკი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია, ფიბა ევროპის თასზე გადაინაცვლებს და პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, რომლის ფარგლებშიც 3 მატჩს თბილისში ითამაშებს, სამსაც – გასვლაზე.

ჟენევაში გამართულ წილისყრაზე ჩემპიონთა ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მონაწილე 29 გუნდი ჯგუფებში განთავსდა. წილისყრით ჯგუფებში განაწილდა ის 3 ადგილიც, რომლებსაც საკვალიფიკაციო ტურნირების გამარჯვებულები დაიკავებენ. ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონში გათამაშების ფორმატი უცვლელი დარჩება. მონაწილე 32 გუნდი 8 ჯგუფში იქნება განაწილებული და მომდევნო, მე-2 ჯგუფურ ეტაპზე 16 საუკეთესო გავა. ჩვენ ამ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპი გვაინტერესებს, სადაც თსუ ასპარეზობს და მისი ფორმატი შემდეგნაირია:

ჯგუფურ ეტაპზე დარჩენილი 3 ადგილისთვის, როგორც ვთქვით, 24 გუნდი იბრძვის. ამ გუნდებიდან 8 არის თავისი ქვეყნის ჩემპიონი, რომლებსაც ფიბა-მ ცალკე საკვალიფიკაციო ტურნირი დაუთმო, რომელსაც პირობითად “ჩემპიონთა გზა” (Champions path) დაარქვა. ამ 8 გუნდიდან საუკეთესო მიიღებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს, ხოლო დარჩენილი 2 ადგილისთვის კიდევ 16 გუნდი ცალ-ცალკე (8-8) იბრძოლებს. ანუ 3 8-გუნდიანი ბადე შეიქმნა, რომლებშიც ბრძოლა თავისთავად მეოთხედფინალიდან დაიწყება და თითოეული ბადის გამარჯვებული მიიღებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს.

თსუ არის ჩემპიონთა ბადეში, რომელშიც ასევე 7 ქვეყნის ჩემპიონი მოხვდა: "ბენფიკა" (პორტუგალია), "ლევიცე" (სლოვაკეთი), "აეკ ლარნაკა" (კვიპროსი), "კალევ-კრამო" (ესტონეთი), "ბაკენ ბიარსი" (დანია), "პეჟა" (კოსოვო) და "ნორჩეპინგ დოლფინსი" (შვედეთი). ამ 8 ქვეყნის ჩემპიონიდან 1 მიიღებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს. საკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილე 16 გუნდი არ არის საკუთარი ქვეყნის ჩემპიონი, თუმცა ისეთ ლიგებს წარმოადგენენ, რომლებიც ევროპაში წამყვანები არიან და ჩემპიონთა ლიგაში არაერთი გუნდი ჰყავთ. მაგალითისთვის: "შოლე" და "სტრასბურგი" საფრანგეთიდან, "ვარეზე" და "ბრინდიზი" იტალიიდან, "ობრადორიო" ესპანეთიდან, "ლეგია" პოლონეთიდან, FMP სერბეთიდან და ასე შემდეგ…

საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩები მთლიანად ანტალიაში, 25 სექტემბრიდან 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. წილისყრამ თსუ-ს მეტოქედ პორტუგალიის 29-გზის ჩემპიონი "ბენფიკა" არგუნა. ამ გუნდებს შორის გამარჯვებული "ლევიცესა" და "აეკ ლარნაკას" შორის უმჯობესს შეხვდება და “ჩემპიონთა გზის” ფინალში გავა, სადაც ბადის მეორე მხრიდან ("კალევი" v "ნორჩეპინგი", "ბაკენ ბიარსი" v "პეჟა") გამოსულ საუკეთესო გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის დაუპირისპირდება. სერიები ერთმატჩიანია. დამარცხებული გუნდები საკვალიფიკაციო ტურნირში ასპარეზობას ასრულებენ და წინასწარ დაფიქსირებული განაცხადის საფუძველზე ფიბა-ევროპის თასზე ინაცვლებენ. ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობის განაცხადის გაკეთების დროს თსუ-ს წაგების შემთხვევაში ფიბა-ევროპის თასზე გადასვლის სურვილი უკვე დაფიქსირებული აქვს.

როგორც ვთქვით, გარკვეულია ჩემპიონთა ლიგის ის ჯგუფებიც, რომლებშიც საკვალიფიკაციო ტურნირების გამარჯვებული გუნდები მოხვდებიან. “ჩემპიონთა გზის” გამარჯვებული მოხვდება ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფში, სადაც თავი თურქულმა "გალათასარაიმ", ისრაელის "ჰაპოელმა" და ბერძნულმა "პაოკმა" მოიყარეს. ანუ საკვალიფიკაციოში წარმატების შემთხვევაში თსუ-ს ევროპის ამ სახელიან გუნდებთან მოუწევს ასპარეზობა.

ფიბა-ს “კალათბურთის” სახლში გამართული წილისყრა ტურნირის აღმასრულებელ დირექტორ პატრიკ კომნიოსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა, "ტელეკომ ბონის" მოთამაშე მიხაილ კესელსმა და ცნობილმა ებრაელმა კალათბურთელმა, იერუსალიმის "ჰაპოელის" ექსკაპიტანმა ლიორ ელიაჰუმ წაიყვანეს.

ჟენევაში გამართული კენჭისყრის შემდეგ კომენტარები გააკეთეს ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ კომნიოსმა, "ბენფიკას" გენერალურმა მენეჯერმა ჟოაო კრეშპომ და თსუ-ს პრეზიდენტმა ირაკლი ხარჯავანიძემ.

GBF.GE

დინამო 72
აბა გასულან :)))))))))))))))))))))))))))))))))))))))
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
თსუ-მ "კერავნოსს" 17 ქულა გაუბათილა, მაგრამ ბოლო წუთებზე ბრძოლაში დამარცხდა
ანდრონიკაშვილის 31 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - თსუ "გიოტინგენთან" დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა
ანდრონიკაშვილის 20 და ჯინჭარაძის 18 ქულა - თსუ "ვარეზესთან" დამარცხდა
თსუ კვიპროსში "კერავნოსთან" დამარცხდა
თასის გათამაშების ფინალში თსუ-მ "ივერიონი" დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა