ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

7-კაცა მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირს ითამაშებს

7-კაცა მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირს ითამაშებს

საქართველოს 7-კაცამ რაგბი ევროპის ჩემპიონატში ორი ეტაპის ჯამში მე-6 ადგილი დაიკავა და მსოფლიო სერიის შესარჩევ, საკონტინენტთაშორისო ტურნირში ითამაშებს.

ჩვენმა 7-კაცამ ევროპის ჩემპიონატის პირველ, ალგარვეს (პორტუგალია) ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა, რითაც 18 სარეიტინგო ქულა მიითვალა. მეორე, ჰამბურგის (გერმანია) ეტაპზე საქართველო მე-9 ადგილზე (4 ქულა) გავიდა და ჯამში 22 ქულა მოუგროვდა. ჩელენჯ სერიაში ევროპიდან სამი საუკეთესო გუნდი გადის. რადგან ირლანდია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი მსოფლიო სერიის ძირითად ბადეში არიან, ევროპის სამი საუკეთესო გუნდი პორტუგალია, საქართველო და გერმანია გახდნენ. სწორედ ისინი ჩაერთვებიან შესარჩევ, ჩელენჯ სერიაში.

ჰამბურგის ეტაპზე საქართველოს არ გაუმართლა. როგორც წესი, ჯგუფურ ეტაპზე თითო მოგება და ფრე თასის 1/4-ფინალის საგზურს იძლევა, მაგრამ ამ შემთხვევაში, დანარჩენ ორ ჯგუფში სამ-სამ გუნდს ორ-ორი მოგება დაუგროვდა. შესაბამისად, ჩვენი 7-კაცა ჯგუფში დაკავებული მესამე ადგილით ქვედა ოთხეულში დარჩა.

სამდღიანი ტურნირის პირველ დღეს გუნდებმა მხოლოდ თითო თამაში ჩაატარეს. უკვე ვწერდით, რომ 19:7 დაწინაურების შემდეგ, ჩვენი გუნდი მოეშვა, ორი ლელო გაუშვა (მეორე გაწითლებულ დროზე) და მხოლოდ ფრეს დასჯერდა – 19:19.

მეორე დღეს, იტალიასთან მატჩი ლაშა ლომიძის გარღვევით დაიწყო, რომელმაც ორი მცველი ჩამოიცილა და მარცხენა ალამთან ლელო გიორგი ჯობავას გაატანინა. იტალიამ თავის ნახევრიდან დაწყებული შეტევით საპასუხო ლელო მიითვალა და გარდასახვით დაწინაურდა, რასაც შეცდომების სერია და მეტოქის მეორე გარდასახული ლელო მოყვა.

მეორე ტაიმში იტალიამ მესამედ შეძლო ლელოს გატანა და გარდასახვაც კვლავ ზუსტი იყო, თუმცა მერე ყვითელი ბარათით ორი მოთამაშე დაკარგა და ამით ჩვენმა გუნდმა ისარგებლა. გიორგი ჭუაძემ და გიორგი ჯობავამ ლელოები გაიტანეს, სოსო მათიაშვილმა ერთი გარდასახა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა – 17:21.

იმისათვის, რომ საქართველო ორ საუკეთესო მესამეადგილოსანს შორის მოხვედრილიყო, აუცილებელი იყო პორტუგალიის დამარცხება, რომელიც ბოლო წლებში დაუძლეველ მეტოქედ რჩებოდა. დაიწყო თუ არა შეხვედრა, ჯობავამ ორ მცველს აუარა გვერდი და 4 პორტუგალიელის ესკორტით, 90-მეტრიანი გაქცევა ლელოთი დააგვირგვინა. მათიაშვილმა გარდასახა. შესვენებამდე პორტუგალიამ ორჯერ შეძლო ლელოს გატანა და ერთი გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

მეორე ტაიმი რომ დაიწყო, ჯობავა ორ მცველს ერთხელაც დაუსხლტა და მისი ლელო მათიაშვილმა გარდასახა. მალე ლაშა ლომიძემ გაგა ქევხიშვილის კარგი პასის შემდეგ უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდა. პორტუგალიამ დასკვნით წუთებში მაგრად შემოგვიტია, მაგრამ საქართველომ თავგანწირული დაცვით შეძლო სასურველი შედეგის შენარჩუნება – 19:12… მაგრამ პარალელურ ჯგუფებში ჩვენთვის არასასურველი შედეგები დაფიქსირდა და საქართველოს მე-9 ადგილისთვის მოუწია ბრძოლის გაგრძელება.

მე-9 ადგილის ნახევარფინალში, ჩეხეთთან, ჯობავა-მათიაშვილი-ჯობავას გათამაშება ამ უკანასკნელის ლელოთი და მათიაშვილის გარდასახვით დასრულდა. ტაიმის გაწითლებულ დროზე მეტოქემ შეძლო წონასწორობის აღდგენა, თუმცა მეორე ტაიმში გათამაშებული კარგი კომბინაცია გაგა ქევხიშვილის ლელოთი და სერგო ჩხაიძის გარდასახვით დასრულდა და ანგარიში აღარ შეცვლილა – 14:7.

მე-9 ადგილისთვის იმ რუმინეთს შევხვდით, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე გეგმები აგვირია. ანგარიში ჯობავამ გახსნა. მან დაახლოებით 60 მეტრი ირბინა, მერე ბურთი ორივე ფრთაზე ჩათამაშდა და ლელო იერიშის დამწყებმა გაიტანა. სერგი ჩხაიძემ გარდასახა. მერე ლაშა ლომიძე გაექცა მცველს ერთი-ერთზე და 12:0 დავწინაურდით, თუმცა ტაიმის მიწურულს დაშვებულ ორ შეცდომას ორი ლელო მოყვა და ანგარიში გათანაბრდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში გაგა ქევხიშვილისა და ბექა გელხვიძის კარგი თამაშის შემდეგ, ირაკლი სიმსივე მბოჭავს ტრიალში დაუსხლტა და საქართველო დააწინაურა. დასკვნით წუთებში მოედანზე კაცნაკლული დავრჩით, მაგრამ თავი დავიცავით, რუმინეთთან 17:12 მოგებით რევანში ავიღეთ და ჰამბურგის ეტაპი მე-9 ადგილზე დავასრულეთ.

ჰამბურგის ეტაპის ფინალში ესპანეთმა საფრანგეთი 21:19 დაამარცხა და პირველ ადგილზე გავიდა. სატიტულო თამაში ქართველმა რეფერიმ, სულხან ჩიხლაძემ განსაჯა. მესამე ადგილისთვის ირლანდიამ დიდი ბრიტანეთი 12:7 დაამარცხა. მე-5 ადგილზე გერმანია გავიდა, რომელმაც პორტუგალიას 26:12 სძლია.

სერიის გამარჯვებული 36 ქულით ირლანდია გახდა. მეორე ადგილი საფრანგეთმა დაიკავა (34), მესამეზე ესპანეთი (30), ხოლო მეოთხეზე დიდი ბრიტანეთი (28) გავიდა. პორტუგალიამ და საქართველომ 22-22 ქულა მოაგროვეს, გერმანიამ 20, ხოლო იტალიამ 14.

7-კაცას შემადგენლობა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე (ჰამბურგი):

ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), ბექა გელხვიძე (ლელო), ირაკლი სიმსივე (აია), სოსო მათიაშვილი (შავი ლომი), სერგი ჩხაიძე (ყოჩები), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ლაშა ლომიძე (შავი ლომი), გიორგი ფრუიძე (ბათუმი), რომან მახათაძე (ყოჩები), გიორგი ჯობავა (ხვამლი), გაგა ქევხიშვილი (ლელო), ანზორ სიჭინავა (ბათუმი), გიორგი კურტანიძე (ლელო).

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

Rugby.ge

• მალხაზ ჯობავა

ყოჩაღ ბიჭებს და სამწვრთნელო შტაბს. კიდევ ბერ გამარჯვებებით გაგეხარებიოთ ქართველი ხალხი და ქვეყანა

7-ქალა | სამი ცვლილებით მეორე ეტაპზე

"შავი ლომი" | სექტემბერში "ბენეტონი" გვეწვევა

ძალა არ ეყოთ - კარგი პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ტოიოტა ჩიტასთან" დამარცხდა

"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ

"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა

"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა

20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან

ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა

20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა

პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა

აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე

მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება

"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე

პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა

[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა

[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა

საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა

[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...

აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია

ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა

"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს

7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით

7-კაცამ ალგარვეში მხოლოდ ფინალი დათმო

რაგბი7 | უმაღლესი დონის გუნდებთან ჰაგუენაუში

7-კაცა | ჰამბურგში იტალიით, ბელგიითა და ლიეტუვათი ვიწყებთ

7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი

7-კაცა | რულოფ კოცე - Sharks Academy-ს დამაარსებელი ქართული 7-კაცას განვითარებისთვის