დღეს „ბირმინგემ სიტის“ ყველა ფეხბურთელი ახალი გუნდის მოძებნას ცდილობს. მიზეზი: კლუბი საშინელ ფინანსურ კრიზისშია
დღეს „ბირმინგემ სიტის“ ყველა ფეხბურთელი ახალი გუნდის მოძებნას ცდილობს. მიზეზი: „სიტი“ საშინელ ფინანსურ კრიზისშია. კლუბი შესაძლოა გაკოტრებულად გამოაცხადონ და სამართავად ადმინისტრატორებს გადასცენ. „ბირმინგემიდან“ გაქცევას ცდილობენ ბენ ფოსტერი, სკოტ დანი, კემერონ ჯერომი, ლაიამ რიჯუელი და ნიკოლა ჟიგიჩი. საქმე ის გახლავთ, რომ კლუბის მეპატრონეს, ჰონკონგელ კერსონ იეუნგს ანგარიშები გაუყინეს.

იეუნგის საქმე სასამართლოშია. შემდეგი სხდომა აგვისტოში გაიმართება, მანამდე კი „ბირმინგემ სიტი“ შავ დღეშია და ჰონკონგის სასამართლოს ვერ დაელოდება. კლუბმა გადაწყვიტა გამოსავალი თავად ნახოს და ცდილობს რამენაირად ფული იშოვნოს. ფულის შოვნის საუკეთესო გამოსავალი კი, ფეხბურთის კლუბისთვის, რასაკვირველია, ფეხბურთელების გაყიდვაა. „სიტიმ“ უკვე გაყიდა მცველი როჯერ ჯონსონი და ნახევარმცველი კრეიგ გარდნერი. ახლა მეკარე ფოსტერის ჯერია, რომელსაც ბირმინგემელები „ვესტ ბრომვიჩში“ აქირავებენ. თავდამსხმელი ჯერომის გადაბირებით „სტოკ სიტია“ დაინტერესებული, მცველი დანი კი შეიძლება „ლივერპულმა“ წაიყვანოს.

დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმას, რომ „ბირმინგემ სიტიმ“ კლუბის მუშაობისთვის საკმარისი ფული შესაძლოა ვერც ფეხბურთელების გაყიდვით იშოვნოს და, მაშინ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ის ადმინისტრატორებს გადაეცემა. ხოლო, რა ხდება ასეთ შემთხვევებში, ყველას კარგად გეხსომებათ: გუნდებს ცხრილში 10 ქულა აკლდებათ. შესაბამისად, საბრალო „სიტი“ ახალ სეზონს „ჩემპიონშიპში“ მინუს ათი ქულით დაიწყებს.

ფეხბურთელებთან დაახლოვებულმა მავანმა პიროვნებამ გაზეთ „სანს“ უთხრა:

„კლუბის ფინანსური მდგომარეობა ხელს აძლევს იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ისედაც აპირებდნენ „ბირმინგემ სიტიდან“ წასვლას. ახლა მათი საქმე დაჩქარდება. რაც შეეხება დანარჩენებს, მათი საქმე აშკარად ცუდად არის. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ კლუბი ადმინისტრატორების ხელში გადავა, რაც ყველასთვის ძალიან ცუდი იქნება“.

ადვილი მისახვედრია, რომ მეტოქე კლუბები შეეცდებიან რაც შეიძლება იაფად იყიდონ ის მოთამაშეები, რომლებიც სეზონის ბოლოს შესაძლოა 14-15 მილიონი ფუნტიც კი ღირდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა