"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

ფრანგი სპეციალისტის თქმით, იმისათვის, რომ ქართველ ფეხბურთელს კვლავ შედეგიანი სეზონი ჰქონდეს, თანაგუნდელებმა პასებით უნდა მოამარაგონ.

"არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც სხვებზე მეტად ჩანან, ხვიჩა ამის კარგი მაგალითია, რადგან ბევრ გოლს იტანს და თანაგუნდელებსაც საგოლე პასებით ხშირად ეხმარება. თუმცა იმისათვის, რომ კვლავ შედეგიანი სეზონი ჰქონდეს, აუცილებელია, რომ პასებით მოამარაგონ. იმედი მაქვს, "კვარაც" და ოსიმენიც განსხვავების შექმნას გააგრძელებენ.

მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ გუნდზე წინ არავინ დგას, აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია, კონკრეტულ ინდივიდებზე საუბარი არ მიყვარს", - განაცხადა გარსიამ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ 2022/2023 წლების სეზონში "პარტენოპეის" მაისურით ჯამში 39 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

კაკო
ეგ ნაპოლის ფეხბურთელებს უთხარი ჩვენ კი ვხედავდ უკეთესად ვინ ვის აძლევს პასს და როგორ.კარგი მწრვთნელია? ღმერთმა ხელი მოგიმართოს ყველას ამინ
ქუთაისელი
ადეკვატური კაცი ჩანს ეს გარსია. თან "ია"-თი მთავრდება გვარი და სხვაგვარად როგორ იქნებოდა? :დ
Status quo
იტანს არა, გააქვს.

ყველაფერს თავის სახელი და კონკრეტულად მარიო რუი დაარქვა :-D
ჟორა გაბრიჭიძე
ყოველთვის ვწერდი და კვლავ დავწერ, რომ ხვიჩა უნდა შეეშვას ხაზთან ბურთის ლოდინს და პასი ყოველთვის მოძრაობაში უნდა მიიღოს. ესაა მისი კოზირი და ასე უნდა ითამაშოს. ხაზთან მიცემული პასების 80%-ს უკან აბრუნებს, რადგან მის წინ მომენტალურად 2-3 მცველი ჩნდება.
ქეცბაია
თავტვლიპინა?მე შენ აქედანაც იმასგიზამ და იქედანაც
ზაზა
კარგი ხარ, სხვას ვერაფერს დავამატებ
სოსო
ამაზეც კი დაუწერიათ დისლაიქები და ამაზე უკეთესად, როგორღა შეიძლებოდა ეთქვა ადამიანს?!საკუთარ თურაშაულს,სხვისი მაჟალო რომ ურჩევნიათ,იმ ხალხის დაწერილი იქნება,ეს დისლაიქები.მეც დამიწერეთ დისლაიქები,გულზე არ მოვიხვედრებ,მაგრამ გთხოვთ,იმაზე დაფიქრდით,რას გეუბნებათ ეს კაცი.კარგად გეუბნებათ და თქვენც დაფიქრდით!
გიორგი
ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. კარგი დასაწყისია!
G.LA
ამ კაცმა უყურა ნაპოლის ყველა თამაშებს და თქვა ჩვენი სათქმელი. არაფერი არ გვეჩვენეობდა, ამ ადამიანმა ტაქტიანად მიანიშნა რომ პასებით სწორედ ხვიჩა უნდა დაიტვირთოს და იმედია უკეთ გამოიყენებს ხვიჩას ვიდრე თავტლიპინა. აუტის ხაზთან რომ არ არბებენინებს ისეც ვიცოდი.
მეგრელი
მამგონი მთელი საქართველოს სათქმელი თქვა ამ კაცმა
Charley
ეს ითარგმნება ისე რო ხვიჩა უფრო მეტად იქნება კარზე დაგეშილი ჩემ ფორმაციაშიო. ეს კი ის იყო რაც გვაკლდა სპალეტის ახირებულ "გადამეტებული გუნდურობის" ფილოსოფიაში მთელ მეორე წრეში. ამ პირობებში კი კვარამ წესით უფრო მეტი უნდა შეყაროს როცა მას საშუალება ექნება ფრთები უფრო თამამად გაშალოს. უფრო ხშირად შეიწიოს ცენტრში რათა სივრცეები იქაც აითვისოს, უფრო მოუხშიროს შესვლას საპირისპირო ფლანგიდან ან სტატიკური შეტევის დროს მეორე ფორვარდად საჯარიმოში ოსიმენის გვერდიგვერდ. და დასარტყმელი დაარტყას ხშირად როცა სპალეტის დირექტივით ხელსაყრელი პოზიციიდან მაინც პასს აკეთებდა. მე გულწრფელად მჯერა რუდი გარსიას მენტორობით ხვიჩა გაცილებით უკეთესი იქნება როგორც სტატისტიკის ასევე მისი როგორც ფეხბურთელის გაუმჯობესების მხრივ.
გელა
ათიანზე უნდა გადავიდეს და იდეალური იქნება
Levani
კარგია თავიდანვე სპალეტივით რო არ დაიგინა "გუნდი,გუნდიო"
სოსო
ჩემპიონატის მეორე ნახევარში,ხვიჩაზე პასი არ მიდიოდა,ან თუ მიდიოდა,მხოლოდ მაშინ,როცა სამი კაცის გალიაში იმყოფებოდა და ყველა სივრცე ჩაკეტილი ჰქონდა.ნახევარდაცვა ვეღარ ჰქაჩავდა და მიღებულ სივრცეებს ვერ იყენებდა.რა თქმა უნდა გარსია ამაზე იმუშავებს და თუ ნახევარდაცვა უფრო აქტიური იქნება,მეტოქე იძულებული გახდება,მათკენ გადაიტანოს ყურადღება,ხვიჩა კი,სივრცეებს აითვისებს და ძველებურად სახიფათო გახდება.ერთია,რომ გაზაფხულისაკენ,თვითონ ხვიჩასაც გაუფუჭდა დარტყმების სიზუსტე...რა თქმა უნდა აქ,გადაღლილობის ფაქტორიც მოქმედებდა და იმედი ვიქონიოთ,შემოდგომისათვის,უკვე დასვენებული ხვიჩა, ძველებურად თამაშზე და გოლებზე, მგელივით მშიერი გამოვა მოედანზე!
ვვვ
და ხვიჩა რა "ამას" გააკეთებს? ილოცებს, რომ პასებით მოამარაგონ?

ძალიან მალე ხვიჩა უკვე შეუერთდება გუნდს და დაიწყებს ვარჯიშს. შარშან დეტალებში მახსოვს მისი ყველა ვარჯიში, იუთუბზე ლაივშიც ვუყურებდი როცა დრო მქონდა. მერე საუკეთესო მომენტები გადმოჰქონდათ ქართულ საიტებს და დებდნენ. ისიც მახსოვს, ერის ნაწილი როგორ ღიზიანდებოდა, ვარჯიშზე თუ კაცი მოატყუა, ვარჯიშზე თუ გოლი გაიტანა დიდი ამბავი რას შეგვაღონეთო. მერე ამხანაგურები რომ დაიწყო ყველა თამაშზე გაიტანა და აბა სერია რომ დაიწყება იქ რას იზამს ,თორე ამხანაგურები დიდი არაფერიო. მერე სერია ა ში პირველივე თამაშზე რომ გაიტანა ვერონასთან და მონცასთან, ეგენი არაა დიდი გუნდები აბა დიდ გუნდებთან ვნახოთო, ლაციოს რომ გაუტანა აბა ჩემპიონთა ლიგაზე რას იზამსო, ლიგაზე ლივერპული 4:1 რომ დაამარცხა ახლა სანაკრებოები უწევს და მთავარია იქ რას იზამსო, მერე სანაკრებოებზე ორივე თამაშში მაკედონიას და გიბრალტარს რონ გაუტანა დაველოდოთ სეზონს, წინასწარ არ გვინდა აჟიოტაჟიო, მერე ტრავმა მიიღო ცოტა ხნით და გაჩუმდნენ... იანვარში სეზონი რომ განხლდა ინტერთან პირველი თამაში წააგო ნაპოლიმ და წამოვიდა ისევ, ხომ გითხარით დიდ გუნდებთან ვერაფერს იზამსო.. მერე იუვენტუსს სასწაულები ჩაუტარა და ქართველმა იუვენტუსის ფანებმა აგინეს. მერე ისევ უმაგრესი თამაშები დადო, დაბადების დღეზე გოლი გაიტანა კრემონეზესთან, მერე სასუოლოს, ატალანტას სასწაული გოლები გაუტანა და ამასობაში მარტის ბოლო რომ მოვიდა, კი აღმოჩნდა რომ სკუდეტო მოგებული ჰქონდა. მერე იყო უგოლო თამაშები, რომლებზეც ხარისხი იგივე იყო რაც აქამდე მაგრამ გოლი პირადად მას არ გაუტანია, ეს საკმარისი აღმოჩნდა უცოდინარი ხალხისთვის, როგორც ბრბოს ტალღა ისე რომ აზვირთებულიყო მის წინააღმდეგ და რათქმაუნდა ბოლო წერტილი ახალგაზრდულ ნაკრებში არ თამაში. ახლა ვუყურებ ახალგაზრდა ფეხბურთელის არდა გულერის ვარჯიშებს რეალში და რამდენ ფინტსაც გააკეთებს და კაცს მოატყუებს იმდენს ანიუსებენ, არსად მინახავს თურქები წერდნენ, ნუ მოგვაბეზრეთ თავიო, დიდი ამბავი თუ ფინტებს აკეთებს ვარჯიშზეო, თუ მაგარია ბარსას გაუტანოსო. მსგავსი არაფერი მესმის, უპირობოდ უჭერენ მხარს. მხარდაჭერა მარტო ის კი არაა, აღტყინებული ჩახვიდე იტალიაში პიცის საჭმელად და აემ ფრომ ჯორჯია იძახო, მერე კვარას დააყვედრო შენს საგულშემატკივროდ დავდიოდიო... გულშემატკივრობა ისაა, როცა ყველანაირ სიტუაციაში შენს საყვარელ ფეხბურთელს მხარს უჭერ. ყველა ქვეყანამ ისწავლა საქართველოს გარდა. ახლა ვარჯიშების ვიდეოებს ისევ თუ დადებენ და ისევ თუ გაგაღიზიანებთ ხვიჩას თამაში, ჩემი რჩევა იქნება დაბლოკოთ ყველაფერი და რაც მოგწონთ იმას მიაწვეთ, ვიდრე აქ ილანძღოთ.
ILIA
მგონი, ეს კაცი კარგად იწყებს. )
zura222
აა ძმაო კაციიიი აგაშენა ღმერთმააა ლამის მთელი ეცროპა უკიჟინებდა სპალეტის რომ ხვიაუფრო კარგად და ეფექტურად გამოიყენეო და ის კი დურაკულად აგრძელებდა რეზულტატზე თამაშს და იმედი მაქვს ამ კაცის ხელში კვარას გაცილებით ხშირად მოამარაგებენ პასებით და კვლავ შედეგიანი კი არა გაცილებით შედეგიანი იქნება და სანახაობაც მოიმატებს !
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ნაპოლიდან" დათხოვნილ რუდი გარსიას სამწვრთნელო საქმიანობის სანაკრებო დონეზე გაგრძელების ვარიანტი გამოუჩნდა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"ნაპოლიდან" გათავისუფლებული მწვრთნელი ბელგიის ნაკრებს ჩაიბარებს
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"ამ სიახლემ შოკში ჩამაგდო" - რუდი გარსია
"როდესაც "კვარას" ვცვლიდი და უკმაყოფილებას გამოხატავდა, არავინ მიცავდა, დე ლაურენტისი? ფეხბურთის საერთოდ არაფერი ესმის" - გარსიამ "პარტენოპეიში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
"ფანტასტიური ფეხბურთელია... ხვიჩას ამის გასაანალიზებლად დრო სჭირდებოდა" - რუდი გარსიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გარსიამ მადრიდში ჩააკითხა - კურტუა ბელგიის ნაკრებში დაბრუნდა