საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა დაასრულა. კოტე ტუღუშის, დავით ნოზაძისა და ქაქუცა აბაიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა საბოლოოდ მე-14 ადგილი დაიკავა. საუკეთესო სამეულში მოხვდა და A დივიზიონის საგზური მოიპოვა ტურნირზე ჩვენს ჯგუფში მყოფმა უკრაინამ, რომელმაც მე-3 ადგილისთვის მატჩში კიდევ ერთი თანაჯგუფელი შვედეთი დაამარცხა. ფინალში კი ჩეხეთმა ტურნირის მასპინძელი ჩრდილოეთი მაკედონია დაამარცხა. შესაბამისად, 2024 წელს A დივიზიონში ჩეხეთი, ჩრდილოეთი მაკედონია და უკრაინა ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ბოლო მატჩი ლატვიასთან გამართა. წინა დღეს ჩვენმა გუნდმა ირლანდიას 92:67 (სტატისტიკა) სძლია და მე-13 ადგილისთვის მატჩში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ლატვიასთან მატჩი ბალტიისპირელთა 6-ქულიანი გამარჯვებით – 99:93 (სტატისტიკა) დასრულდა, თუმცა ჩვენი გუნდი ბოლო პერიოდის წინ 26-ქულიან დეფიციტში იყო და მატჩის ბედიც, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ჩანდა. საქართველოს ნაკრებმა ყველაფერი გააკეთა და მეტოქეს ბოლო ათწუთეულში 20-ქულით აჯობა, თუმცა საბოლოო წარმატებას ეს მონდომება არ ეყო.

ჩვენს გუნდში 20 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ბაქარი ბერეკაშვილი. 15-15 ქულა სერგი ნინუამ და გიორგი სულაბერიძემ მოიპოვეს.

ბოლო თამაშებში მონაწილეობა არ მიუღია ლუკა ლიკლიკაძეს, რომელიც ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული და ილიას ზუროსის გუნდს 21 ივლისიდან იტალიაში, შეკრებაზე მიჰყვება. მან 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ტრავმა მიიღო, რომელიც, საბედნიეროდ, სერიოზული არ აღმოჩნდა, თუმცა მას შემდეგ, რაც 20-წლამდელები ჯგუფიდან ვერ გავიდნენ, 9-16 ადგილებისთვის მატჩებში ლიკლიკაძეს პრევენციის მიზნით არ უთამაშია.

საქართველოს ნაკრები თბილისში 17 ივლისს, საღამოს დაბრუნდება.

GBF

სოსო
რამდენი წლისაა ეს ბავშვი?უკვე რამდენი ხანია წერთ!ან, მხოლოდ იქ თამაშობენ კალათბურთს?სხვაგან ითამაშოს.თუ ნიჭიერია,თავს მაინც გამოავლენს.ისე,მხოლოდ სიმაღლე,კალათბურთის კარგად სათამაშოდ,საკმარისი არ არის.არც მაინცდამაინც ნაკრებში აყვანაა აუცილებელი.კლუბშიც თუ დაინახეს ნიჭიერი და მაღალი ბიჭი,აუცილებლად გამოიყენებენ!
დონ ჩიჩო
ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ეს უკვე კარგად ხანია გრძელდება, თუ არ მიეხედა უარეს დღეში ჩავვარდებით. მიმხედავიც არავინაა, ფედერაციაში ტკბებიან რომ B ლიგაში მე14 ადგილი დავიკავეთ, ჟურნალისტები გატრუნულები არიან, ტკბილი ლუკმის დაკარგვა არ უნდათ.
თენგაბი
მე-14 ადგილი ბ ლიგაში? დარჩა ქვემოთ ვინმე? ჩვენი სახელოვანი კალათბურთელები ალბათ საფლავში გადატრიალდებიან. სამწუხაროდ, კალათბურთის ფედერაცია პოლიტიკურ დანამატად, უფრო სწორად ხორცმეტად და უმაქნისთა ბუდედ იქცა. სამარცხვინო ლაქა ქართულ ყოფიერებაში.
გოგა
ძან ცუდი თაობა მოდის
მომო
გამოსავალი არის მეორე ფედერაციის შექმნა და მეორე დატოვებული და უყურადღებო პერსპექტიული ბავშვების ნაკრები და ვნახოთ ვინ მოიგებს...გამოსავალი ეს არის.ამათზე ბევრად უკეთესი ბავშვები დატოვეს. უნდა ვთქვა წინა წელსაც ეს ბავშვები იყვნენ და რა შედეგი წელს რა განვითარება ვნახეთ უარესი ამ ბავშვების.
Gia
Gamosavali ufaso skolebia!!!!
გოგა
ეს შედეგი მოიტანა ნეპოტიზმა, როცა არ არის სამართლიანი არჩევა ასაკობრივ ნაკრებში და როცა მწვრთნელსაც არ აინტერესებს შედეგი, იმიტომ რომ იცის, რომ ფედერაცია არ მოსთხოვს პასუხს სამწუხაროდ კალათბურთში ვისაც სიტყვა ეთქმის, ისინიც ჩუმად არიან ევროპაში 20 წლამდე ნაკრები 30-ე ადგილას რომ იქნება, რა აქვთ საერთოდ სათქმელი
ბექას აბდულაისგან
რა თქმა უნდა კალათბურთელების შვილები და მათი მეგობრის შვილები გაიზრდებიან ...სხვა ბავშვებზე არც კი განიხილავ.209სმ სიმაღლის ბავშვი ზის სახლში ზაზა ფაჩულიას აკადეემის გამო...არბათ იმიტომ რომ სხვა ბავშვი არ ჩაჯდეს ნაკრებში და მარტო მაჰათმა შვილება ითამაშონ
აბდულაი
ფაჩულიას აკადემიამ 208სმ სიმაღლის ბავშვი გააფუჭა...და ახლა ზის სახლში არ ავარჯიშებდნენ და არ მოამზადეს
სოსო
მაგათ,ჩვენზე უკეთესად იციან,ბავშვთა კალათბურთის მდგომარეობა.ჰო და ეტყობა ბ ჯგუფში მე-14 ადგილის დაკავება,დიდ გამარჯვებად მიაჩნიათ!სხვა რა გზა გვაქვს?ჩვენც ასე უნდა ჩავთვალოთ!ვაშა,ვაშა და კიდევ ვაშა!
alexandre
საზიზღრობაა, B ლიგა მე-14 ადგილი, ანუ რამდენი გვისწრებს. 16 A დივიზიონის, 13 B დივიზიონის. 29 ქვეყანა. ქორქიები, საკანდელიძეები, სხიერელები, უგრეხელიძეები, რომ გრემიტობდნენ მსოფლიოში, ევროპაში ნამდვილად 29 ქვეყანა არ თამაშობდა კალათბურთს. სირცხვილი...
ბექა
ძალიან ბუნდოვანია საქართველოში კალათბურთის მომავალი,ერთადერთი ფაჩულიას შვილების იმედი მაქვს!!!
Irakli
სამწუხაროდ რასაც თვალს ვადევნებ ყველა ასაკობრივი ნაკრებების შედეგები ასეთი დაბალი არასდროს ყოფილა. თან სულ უფრო უარესდება. რაღაც არის მოსაფიქრებელი და გასაკეთებელი. ბიჭებს კი მომავლში წარმატებას ვუსურვებ!
იბერია
კაი ბიჭრბი ხართ მარა ცოტა საჯარიმოების პროცენტზე მეტი მუშაობაა საჭირო ნამეტნავად მოვიკოჭლებთ
ეეე
რაზე მეცინა იცით ფედერაცია საკუთარ გვერდზე ულოცავს გუნდს მე14 ადგილს.Dდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ
ვაი კალათბურთო
საიდან საით მიაქანებენ კალათბურთს
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია