ევროტურნირებზე ქართული კლუბების გამოსვლა ბოლო წლებში ერთმანეთს ჰგავს. თუკი რომელიმე გუნდისგან მოლოდინი არსებობს, მალევე გვიცრუვდება, ამ დროს კი გამოჩნდება ერთი, რომელიც ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე უფრო შორს მიდის, ვიდრე წარმოვიდგენდით. წარუმატებლობის მიზეზებზე ბევრი ვწერეთ და განსაკუთრებულის დამატება გაგვიჭირდება, გორის "დილას" წარმატება კი გარკვეულ კანონზომიერებას ეფუძნება...

ანდრეი დემჩენკოს გუნდი პირველივე სეზონიდან თანამედროვედ თამაშს ცდილობდა, ევროტურნირებზე კი, გამოცდილებასთან ერთად, გარკვეული უნარები აკლდებოდათ. ასე წააგეს დიდი ანგარიშით სლოვაკურ "ჟილინასთან", თუმცა ბევრი სასიამოვნო ეპიზოდი გვახსოვს და ეს არ ყოფილა ისეთი უფანტაზიო, სწორხაზოვანი და უბრძოლველი მატჩი, როგორიც სხვა გუნდებისგან გვინახავს. განცდა, რომ უკრაინელ მწვრთნელთან ერთად გორელები ერთხელ უფრო მეტს შეძლებდნენ, სულ არსებობდა.

უკრაინელი სპეციალისტის მთავარი სიძლიერე პრაგმატულობაში ან ანგარიშის შენარჩუნებაში არაა, "დილას" შეტევა უყვარს და ყველა რგოლში მაქსიმალურად სწრაფად თამაშობს. ანდრეის მოადგილე ამ გუნდის ერთ-ერთი მთავარი სახე, ირაკლი მოდებაძეა. გორულ კლუბს არ აქვს აკადემია, უჭირს შეინარჩუნოს ის ფეხბურთელები, რომლებიც თავს გამოიჩენენ და შემადგენლობის სიღრმეც არ არსებობს. ამის მიუხედავად, ისინი მოლოდინებს აჭარბებენ.

მათი მთავარი სიძლიერე გუნდურობაშია, თუმცა რამდენიმე მოთამაშეს მაინც გამოვარჩევთ. როგორც "დუნაიკა სტრედასთან", ასევე "ვორსკლასთან" ცენტრალურმა მცველმა თორნიკე ძოწენიძემ პასის მაღალი კულტურა გვაჩვენა და ბარბადოსელ ტიერი გეილის ორჯერ გაატანინა. ქართველი უკანახაზელების თამაშს ამ კომპონენტში მუდმივად ვაკვირდებით და არათუ შედეგიანი, ჩვეულებრივი პასებით შეტევების წამოწყება უჭირთ და ბურთს უმეტესად, ერთმანეთში ათამაშებენ. 23 წლის ძოწენიძე თბილისის "დინამოს" წევრი იყო. გვესმის თბილისელთა აკადემიის სიძლიერე, კონკურენცია, თუმცა ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მათი აღზრდილი სხვა კლუბში თავს უკეთ რომ წარმოაჩენს. დარწმუნებული ვართ, ძოწენიძის სხვადასხვა საფეხბურთო უნარის დახვეწაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი დემჩენკოს აქვს.

"დილაში" საკმაოდ ცოტა ქართველი თამაშობს. ერთ-ერთმა ასეთმა, 22 წლის ოთარ ფარულავამ გაიტანა. ის "გაგრადან" გვახსოვს. მარჯვენაფლანგელ რევაზ ჩიტეიშვილს "ჩიხურასთან" ერთად დიდი ევროპული გამოცდილება აქვს მიღებული. რაც შეეხებათ ლეგიონერებს, გორში მათი შერჩევა აშკარად კარგად იციან. გეილი უკვე ვახსენეთ, თავისი კლასის გამოვლენა და გატანა ნიკოლა კოვტალიუკმაც იცის. წლებია, ბრაზილიელი ალეფ სანტოსი გუნდის ერთ-ერთი საკვანძო წევრია... ნახევარდაცვაში გამორჩეული ნიკა გაგნიძეა, რომელმაც 21-წლამდელთა ნაკრებში გამოსვლითა და ემოციებით თავი ყველას დაამახსოვრა.

გორის "დილა" ახალ გამოწვევაზე უნდა გადაერთოს, კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსულ "აპოელს" შეხვდება, სადაც ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია თამაშობენ. ფავორიტი ისევ მოწინააღმდეგე იქნება, ეს კი "დილას" არათუ აშინებს, იქნებ უფრო კომფორტულ ვითრებაშიც ამყოფებს. გორი ამ კატეგორიის თამაშებს ვეღარ უმასპინძლებს და მატჩი თბილისში ჩატარდება. შუალედებში დემჩენკოს გუნდი ბათუმისა და თბილისის "დინამოებს" უნდა დაუპირისპირდეს. "აპოელის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ასე სანატრელ ჯგუფურ ეტაპამდე მხოლოდ ერთი მეტოქე დაგვაკავშირებს. გორელები ამასთან ახლოს ერთხელ უკვე ევროპა ლიგაზე იყვნენ, სადაც პლეი-ოფამდე მიაღწიეს.

სუპერ
https://www.facebook.com/PetroxGeorgia/posts/pfbid0KRpQSoCYWLQRyCJy7LBRLuiUarJU8tQF3iJQKfVYW4V4eny9QYv5q1rPRjMGr3Bgl
odala-ს
თქვენ სად წაიკითხეთ, რომ ჟურნალისტები ან გულშემატკივრები ამბობენ, ლიგა მოვიგეთო. საუბარი აშკარად იმაზეა, დილადან სხვაზე ცოტას რომ ველოდით და ამ ნაქებ დინამოებს აჯობა. ბოლო წლებში რაც ხდება, ორი ეტაპი წარმატებაა კიდე, რას ვიზამთ
lasha
ეგრე ჯიგრიანად ითამაშეთ და სავსე სტადიონი ჩვენზე იქნება
odala
გუნდმა 2 ეტაპი გადალახა და უკვე წარმატებაზე ლაპარაკობენ ეს ჭურნალისტები. თქვენ პრობლემის ნაწილი ხართ თუ სათავე არა.
or_tra_kva
ფრედ.. თუმცა, შემდეგ ტაპზე გასვლის ქულაც არსებობს.. ნებისმიერ შემთვევაში, ტყუილად ნერვიულობ - უფარჩაკეს დონეზეა ტორპედოც და ზოგადად ქართული ფეხბურთიც - რეიტინგიც შესაბამისია - არაფერი ეშველება, სანამ ფიფია და ქვეყნის სხვა გამყიდველები, სპეციალურად აფუჭებენ საქმეს, ხოლო მთავრობა მასზე დიდი ბიძიების მონაა..
ბექა
ფრედ ჩაითვლება
აჩი
დილას ბრაზილიელ ფეხბურთელებს გამოვყოფდი. ალეფ სანტოსი არის ტვინი, თამაშს კითხულობს, პასებს სწორად ანაწილებს მოკლედ გუნდს დირიჟორობს, ტყუილად არუკეთია გაგნიძეს არყოფნაში საკაპიტნე. ბოლო წლებში სულ მაგარი მარცხენა მცველები ყავდა დილას მაგრამ ვანდერსონ სილვასნაირი სრულყოფილი არყოლია. ასევე ჟან ვიქტორი ცალკე აღნიშნივნის ღირსია, ყველა თამაშში სულს და გულს დებს რამდენს ბრძოლობს ყოჩაღ მას. დანარჩენი ლეგიონერებიც კარგები ყავს განსაკუთრებით შემტევები და კი ვხედავთ შედეგს.
dato
პენალტებს არ ენიჭება ქულა, შესაბამისად რა შედეგითაც დამთავრდება ძირიტადი დრო ის ქულა მიენიჭება გუნდს.
ქ. გ.
ხვიჩა Girona-ს წინააღმდეგ. კარგი ვიდეო. https://www.youtube.com/watch?v=xNC66SyD9Cg
სოსო
ორი წრის გავლით,დილა,ჩვენი მასშტაბით საკმაოდ დიდ საპრიზო თანხას მიიღებს და ეს საშუალებას მისცემს,ერთი-ორი დაახლოებით ამ ბიჭების კლასის ფეხბურთელებით შეივსოს,ძალიან მოკლე სათადარიგოთა სკამი.ეს კი,დილას,ძალიან მაგრად გამოადგება,მომავალი წლისათვის,ევროტურნირზე და წელსვე,საქართველოს ჩემპიონატში.თუ რა თქმა უნდა იჩქარეს და წელსვე გაიძლიერეს,შემადგენლობა. ვინც დანამდვილებით იცის,გთხოვთ მიპასუხოთ:უეფას კოეფიციენტების ცხრილში,ქუთაისის ტორპედოს,ფრედ დამთავრებული მატჩის შემ,დეგ,პენალტების სერიაში გამარჯვებით დამთავრებული მატჩი,მაინც ფრედ ჩაეთვლება თუ გამარჯვებად?ზოგადად ფრე,0,5 ქულით ფასდება,გამარჯვება-1 ქულით,აი პენალტების სერიაზე კი,არაფერი წერია!
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
დემჩენკოს ბათუმის "დინამოში" თანამემამულე მეკარის გადაყვანა სურს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
დემჩენკო ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი აღარ არის
"ეს ასპექტები წყვილში შანსებს ათანაბრებს... ზამთარში ტრანსფერებზე კარგად ვერ ვიმუშავეთ" - რა თქვა დემჩენკომ "ლუდოგორეცთან" მატჩის წინ [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
შედარებები... კვარაცხელია თუ მუდრიკი, მიქაუტაძე VS დოვბიკი და მამარდაშვილი თუ ტრუბინი... სანიოლის წარმატების საიდუმლო, საქართველოს ნაკრების ანალიზი და პროგნოზი - ინტერვიუ ანდრეი დემჩენკოსთან
ბათუმელთა მწვრთნელი ქართული კლუბების წარუმატებლობას ფსიქოლოგიურად ხსნის - აუტსაიდერად უკეთ ვთამაშობთ...
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ დემჩენკოს აზერბაიჯანული გუნდი ჩააბარეს