ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მატჩის დღე! ევროტურნირებზე შემორჩენილი "დილა" ქართველების წინააღმდეგ, მცირე რესურსი და თანამედროვე ფეხბურთის მოლოდინი

მატჩის დღე! ევროტურნირებზე შემორჩენილი "დილა" ქართველების წინააღმდეგ, მცირე რესურსი და თანამედროვე ფეხბურთის მოლოდინი

ქართული კლუბის ევროტურნირებზე გამოსვლა აგვისტოშიც გრძელდება და ბოლო წლებიდან გამომდინარე, უკვე ეს ფაქტიც სასიამოვნოა. გორის "დილა" კიდევ ერთხელ არ იქნება ფავორიტი, ამჯერად კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, თუმცა დაუმარცხებელი მეტოქე კვლავ არ ჰყავს და ანდრეი დემჩენკოს გუნდი კვიპროსის "აპოელის" დაჯაბნასაც ეცდება - დღეს, 10 აგვისტოს, 21:00 საათზე, "დინამო არენაზე". დიდი ინტერესიდან გამომდინარე გეტყვით, რომ პირდაპირ რეპორტაჟს "პირველი არხი" შემოგვთაგაზებს. განმეორებითი მატჩი ერთ კვირაში შედგება.

გორული კლუბი განსხვავებულ ვითარებაშია, აქამდე საკუთარ მოედანზე განმეორებით შეხვედრას ატარებდა, თანაც, გორში, ახლა კი, სტადიონის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, თბილისში ითამაშებენ. აქ უპირატესობა ის შეიძლება იყოს, რომ მატჩს უფრო მეტი გულშემატკივარი დაესწროს. კვიპროსულ სიცხეში რთულ თამაშზე გვსმენია, თუმცა ახლა საქართველოს დედაქალაქშიც არანაკლები ტემპერატურაა. ვისთვის იქნება ეს უკეთესი, გამოჩნდება.

ანდრეი დემჩენკოს დიდი ალტერნატივა არ გააჩნია. ამის მიუხედავად, გუნდი ძალებს კარგად ანაწილებს. "დილა" თანამედროვე ფეხბურთის თამაშს ცდილობს - ბურთის სწრაფად მოძრაობით, პრესინგით, არაორდინარული გადაწყვეტილებებით... ცენტრალური მცველი ზურაბ თევზაძე დისკვალიფიცირებულია, მის ადგილს კი კონგოელი რამარიკ ეტოუ დაიკავებს. სხვა მხრივ, ცვლილებებს არ ველით. ისევ ბევრი იქნება დამოკიდებული ბარბადოსელი ტიერი გეილის სისხარტესა და შედეგიან თამაშზე. მას ცენტრალური მცველი თორნიკე ძოწენიძე გრძელი პასებით ამარაგებს. მიკოლა კოვტალიუკმა გატანა კარგად იცის, ალეფ სანტოსი კი თამაშის ტემპს მშვენივრად აკონტროლებს... თუკი გორელთა სათადარიგოთა სკამზე ვისაუბრებთ, აქ ორი გამოცდილი ფეხბურთელია - მიშიკო სარდალიშვილი და სერგო კუხიანიძე.

ქართველი ფეხბურთელები "აპოელისთვის" მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ, გიორგი ქვილითაიამ გასულ სეზონში 8 გოლი გაიტანა; 4 შედეგიანი დარტყმის ავტორი ცენტრალური მცველი ლაშა დვალიც იყო. ორივემ გაუტანა სერბულ "ვოივოდინას" და მომდევნო ეტაპზე გასვლაში დიდი როლი შეასრულეს. დვალის მეწყვილე ვეტერანი ესპანელი, 36 წლის ხოსე კრესპოა. ასე რომ, "დილას", სწრაფი შემტევების ხარჯზე, უპირატესობის შექმნა შეუძლია. შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ ამ გუნდში მურთაზ დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილიც ასპარეზობდნენ.

თუკი გორული კლუბი საშინაო არენაზე უკეთესია, ნიქოზიელებს ევროტურნირებზე ბოლო დროს სტუმრად თამაში უჭირთ. დიდი ხანი არაა გასული, რაც კვიპროსულ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე სერიოზული წარმატება ჰქონდა, მეოთხედფინალში ითამაშეს. თავის მხრივ, ათი წლის წინ "დილა" ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან ორჯერ ძალიან ახლოს იყო. წყვილში გამარჯვებული ბელგიურ "გენტს" დაუპირისპირდება, რადგან მათ პირველ მატჩში პოლონური "პოგონი" (5:0) გაანადგურეს. მოგეხსენებათ, გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიელთა წევრია და ამჟამად "უოტფორში" იჯარით იმყოფება.

შეხვედრას ლუქსემბურგელი არბიტრი საბოტიჩი განსჯის, რომელიც მკაცრი მსაჯია და წითელი ბარათის გამოყენებასაც კი არ ერიდება.

• დავით 67

უი მხოლოდ 11 დისლაიქი დამისვეს ფეხბურთის პროფესორებმა?

• ჰაალანი!

ერთი ადგილის თამაშშ შეეშვით! ტორპედო არა კვახი! სამარცხვინო

• ქომაგი გივის

თუ არ ჯობია და თუ ფორმაშია მიუხედავად სკამის ხეხვისა, მამარდაში დიდი ფული რატომ უნდა გადაიხადონ-მეთქი. ლუნინის შემცვლელს უფრო იაფადაც იყიდიან. მაგრამ რომელი ჯობია ჩემი და შენი გადასაწყვეტი არ არის. სად ნახე ბოლოს ლუნინი?

• ქომაგი

კარგი იქნებოდა. თუმცა ამბობენ, მთელ სეზონს კი არა, მის პირველ ნახევარს (იანვარ-თებერვლამდე) გააცდენსო და მანამდე არცთუ ურიგო შემცვლელი ჰყავს - უკრაინელი ანდრეი ლუნინი. თუმცა ამასაც რომ რამე დაემართოს, მეორე გუნდის 21 წლის კიპერის იმედად რჩება და ამიტომ წესით უნდა იყიდონ ვინმე და რამდენად ძვირფას შენაძენს დაგეგმავენ, ეგაა აქ საქმე (ანუ პირველ მეკარეს შეიძენენ, თუ ლუნინის სათადარიგოს). მამარდა მეკარისთვის ცოტა არ ღირს და თუ მაგდენი დახარჯეს, უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ მას იყიდიან.

• 111

მართლა გუბერნია ხარ, რაიცი შენ დამოუკიდებელი საქართველოს დროინდელი გუნდები, რომლის თამაში გახსოვს აბა?

• 111

შენ თუ ტორპედოს გამწარება გინდა იცი ხო რა უნდა ქნა?

• გივი

რა გინდა ამით თქვა მამარდა ლუნინს სჯობია?

• დავითი

ისე შენ რა გითხრა!ეს ის შემთხვევაა როცა სურვილი არ ემთხვევა რეალობას

• საქართველოს მტრებს სიკვდილი!

როგორც არ უნდა დამთავრდეს დილას ორმატჩიანი დუელი, დილას და ტორპედოს ფეხბურბელთელებს დიდი მადლობა ბრძოლისთვის და თავდადებისთვის. ქუთაისელებს ცალკე მადლობა ყაზახეთში შემოტრიალებული მატჩისთვის, დილას გულმხურვალე მხარდაჭერა გულშემატკივრებისგან დღევანდელ მატჩში. სამწუხაროდ, ისევ საწყის ეტაპზე ეთიშებიან შეჯიბრს ჩვენი გუნდები. წლები გადის და არაფერი იცვლება, გარდა ჩვენი საკლუბო ევროპული რეიტინგის შემცირებისა

• ქ. გ.

მამარდაშვილი რეალში გადავა. რეალის მეკარე Courtois სერიოზული ტრავმის გამო 2023/2024 სეზონში ვერ ითამაშებს.

• mamuka09ze

დილა წინა თამაშებშიც არ იყო ფავორიტი, მაგრამ გაიმარჯვეს. საქმეს სწორად უდგებიან, სწორად თამაშობენ, ინდომებენ. სხვა რაა საჭირო, რომ აფასებდე გუნდს. მე ვგულშემატკივრობ დილას! წინ, დილა! წინ, საქართველო!

• დავით 67

ვფიქრობ დილა ორი მატჩის ჯამში ვერ მოუგებს აპოელს, მაგრამ გუნდი თამაშობს, იბრძვის, მკვდარ დინამოელებს არ ჰგვანან, არ დადიან მოედანზე. და ამიტომ ღირსია გასცდეს ამ ბარიერს.

• დავით 67

ვფიქრობ დილა ორი მატჩის ჯამში ვერ მოუგებს აპოელს, მაგრამ გუნდი თამაშობს, იბრძვის, მკვდარ დინამოელებს არ ჰგვანან, არ დადიან მოედანზე. და ამიტომ ღირსია გასცდეს ამ ბარიერს.

• Dilaio

შენ დედიკოსთან

• კომბლე

შენ გვარად სააკაშვილი ხო არ ხარ, იმიტომ რო სახელით და აზროვნებით წააგავ

• ბეჟანი

ამის დაწერას საერთოდ რომ არ დაგეწერა აჯობებდა!

• სოსო

გორის დილა ყოველთვის გამოირჩევა თავისი მებრძოლი ხასიათით და ყველაზე შემტევი თამაშით.გუნდმა ყოველთვის იცის,რა უნდა და როგორ უნდა გააკეთოს.ერთი ეგაა,რომ ძალიან შეზღუდული რესურსებით,ყოველთვის არ ჰკმარა ძალები.არა მგონია,აპოელი წინა გუნდებზე ბევრით ძლიერი იყოს,ასე რომ გორელებს,მათთან გამარჯვების შანსიც აქვთ და საამისოდ,ყველაფერს გააკეთებენ.გორელებო,დღეს მთელი ფეხბურთის გულშემატკივარი საქართველო,თქვენი მხარდამჭერია და გისურვებთ ამ ეტაპის წარმატებით გადალახვას.წარმატებები!

• WWW

ისე დინამო და ტორპედო არ არის რუსული სიტყვები, უბრალოდ რუსებს მეტი ფანტაზია არ ეყოთ და ქარხანასთან ან ომთან ასოცირებულ სახელებს არქმევდნენ, ტრაქტორს და ა.შ. დილას კი იდეაში სტალინის ლექსის სახელი ქვია ( მაგ დროს მთლად სტალინი არ იყო მაგრამ სისხლისმსმელები ერთ დღეში არ ხდებიან, თავიდანვე მიდიან მაგისკენ ). ასე რომ მაინც ამ საბჭოთა წარსულზე ვტრიალებთ, ჯობია ცოტა ქართულიც გავურიოთ შიგადაშიგ, მაინც დამოუკიდებელი ქვეყანა გვქვია ქაღალდზე. დილას კი წარმატება და ჩვენი გახარება

• kaka

არც ერტი არარი აქ ვინც წერტ ფეხბურტის აზრზე სადც გაცურავს ნახავტ

• zaz197

ვაჰმე...ბარსელონაში და რეალში დათვალე რამდენი ესპანელი ფეხბურთელია? სიტის რამდენი ინგლისელი ყავს? ვერ გადიან ხომ, ეტაპებს?

• მიშა

დილაში 11-დან რვა მოთამაშე ქართველი არაა, ასე რომ საერთოდ რომ ვერ გავიდნენ შემდეგ წრეში აჯობებს...

• ლაზი აზნაური არზნევ მუსკია-ს

სასწაულს რატომ ამბობთ? ყოველთვის იწერება, მომდევნო მეტოქე ვინაა, აქამდეც ასე იყო და ვიცოდით ქართველებს რომ ვხვდებოდით და გენტი ჩაკვეტაძის გუნდი როა, ამის დაწერით რა დაშავდა? ადგილის შევსება ისაა, არაფრისმთქმელი სტატისტიკით რომ გვაბრუნებენ

• კოლუმბი

სადა ბანაობს და სადაც უნდა. დაიწყო ლიახვიდან და გააგრძელებს ხმელთაშუა ზღვაში.

• DD

დღეს, დილამ უნდა ასახელოს საქართველო, გაუმარჯოს ამ ღირსეულ გუნდს!!! ნუთუ ბოღმიანებმა არ შეგიძლიათ, თავი შეიკავოთ არაფრის მთქმელი კომენტარისაგან, ამდენი შური, ბოღმა წარმოუდგენელია, მერე გვინდა რომ კარგად იყოს ქვეყნის საქმე, არ იქნება მასე!

• პლეხანოველი

ბატონო აზნაურო, ამით ავტორი გვეუბნება, რომ ვიცი ჩაკვე სად არისო! = ლაი - ლაი, ბლა - ბლა = სივრცე შეივსო.

• DD

გაუმარჯოს დილას!!! ის აუცილებლად იტყვის, თავის ღირსეულ სიტყვას ამ ევრო ტურნირზე და მინდა რომ ეს ყველას გაუხარდეს!ჩემი ქალაქის გუნდი საერთოდ არ არის უმაღლეს ლიგაში, მაგრამ ვუგულშემატკივროთ ღირსეულ გუნდს,რომელიც იცავს ქვეყნის სახელს!!!

• kaka

ეეეეეეეეეეე გორი გორი სადა ბანაობ

• ლაზი აზნაური არზნევ მუსკია

გორს წარმატებები!გგულზსემატკივრობთ სამეგრელოდან! პ.ს ჟურნალისტო რამდენ არასაჭირო ინფორმაციას წერ, ერთ პატარა სტატიაში. " გენტს" დაუპირისპირდება,რომელშიც ჯერ კიდევ არის ჩაკვეტაძის,რომელიც ეხლა "უოტფროდშია " .. ან სტატიის შინაარსის,რომელ კონტექსტში ჯდება ეს თქმული?

• Mr.Kostaia

რასაც ვუყურე,ქართული გუნდებიდან გამართული ფეხბურთი ამ გუნდმა ითამაშა,ამიტომაც წარმატებას ვუსურვებ დილას,დაეძლიოს ეს ბარიერიც და მომავალიც,ღმერთმა სულ გამარჯვებული გატაროთ ბიჭებო

• pepe

დგეს გორი მეცოდება ვერ გაუმკლავდება 1000 ლარი

• dato

გორი მართლაც საუკეტთEსო ფეხბურთს თამაშობს საქართველOში, მკვდარ დინამოებს არგავს. ხომ შეიძლებოდა ეს თამაში მესზ=ხზე ყოფილიყო? თან სტადიონიც დილას ფერშია. დინამოზე მაინც მხოლოდ 1 იარუსის ბილეთებია გაყიდვაში. ასევე, აქ იყო კომენტარი და მართალც არ შეიძელბა ტორპედოს ქუთაისი ერქვცას და ბათუმის დინამოს მხოლოდ ბათუმი? რა არის ეს საბჭოთა და რუსული სახელები.

• რაბუ

მიდით ბიჭებო კომფორტული ანგარიშით უნდა წახვიდეთ კვიპროსში. წარმატებები

• გიორგი ჯანიკაშვილი

გორის ,,დილა,,წარმატებით ცდილობსი ქართულ ფეხბურთს ძველ დიდება შეახსენოს.თამაშის ლაღი სტილი მოწმობს,რომ გუნდი ბევრს მუშაობს ცალკეული ხაზების ურთიერთკავშირების დახვეწაზე და ცდილობს ეს მაღალ ტემპში გააკეთოს.ვერცერთი სხვა ქართული გუნდი ამას ვერ ახერხებს.წინ ბიჭებო

• beqa

ისე მართლა ტორპედო რო გქვია ძაან ტეხავს ტორპედოთი ციხეში... დაირქვი რა ქუთაისი მსოფლიო გაგიცნობს

• Soso

რა გახდა ამ მოედნების გაკეთება დილა მაგის ხარჯზე გავიდა გამოდის დღესაც გასვლას თამაშობს

• qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos

საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე შედარებით ძლიერი გუნდები დილას ყავს გამოყრილი . რაც არ უნდა მოხდეს დხეს გაუმარჯოს ამ გუნდს ქართული სახელი აქვთ და არა რუსული ასო ლოგოზე და ტორპედო და ათასნაირი სოფლურ-კომუნისტური სახელები არ ქვიათ მერე რო აბოლებენ ხალხს და ქართულ გუნდათ რო მოაქვთ თავი. დილა არის ნამუსი საქართველოს ევროთასებზე . არანაირი სენცაცია ამაში არაა რო დილა დარჩა მარტო. ისტორიას რო გადახედო დილას გამოცდილება უკვე დაუგროვდა და არ კანკალებენ ასეთ გუნდებთან როგორც სოფლური რუსული დინამოები. ასე რომ არ გამიკვირდება და ამის შანსი დიდია რო აპოელი გამოაგდონ მაგრამ დხეს რატომხაც 0-0 მგონია და გასვლაზე დილა მოუგებს. წარმატებები ხირსეულ ქართულ გუნდს სადაც 2 დანიური გუნდი გამოყარეს ხაიდუკ სპლიტი და ანორთორისი იქ აპოელსაც დაახევენ ბურთს თავზე ისე თუ ითამაშეს როგორც 1-2 ეტპაზე.

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა

დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...