საქართველოს ეროვნული გუნდის მორიგ მატჩებამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება. ვილი სანიოლის ფეხბურთელები 8 სექტემბერს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებენ, 12-ში კი ნორვეგიას ესტუმრებიან. დაახლოებით ორ კვირაში შემადგენლობა ცნობილი უნდა იყოს. შესაბამისად, მთავარი მწვრთნელი უკვე აქტიურად აკვირდება, როგორი შეიძლება იყოს მისი სია და რა სიახლეების შეტანაა შესაძლებელი.

ბოლო მატჩები წარუმატებელი იყო, შოტლანდიაში (0:2) დავმარცხდით, თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებთან კი მძიმე (2:1) გამარჯვება მოვიპოვეთ. თუკი სანიოლის ტაქტიკა მანამდე ამართლებდა, უმეტესად მეტოქეებისთვის სივრცეების დათმობითა და კონტრშეტევების ხარჯზე საკმაოდ დიდი წაუგებელი სერია გვქონდა, "ერთა ლიგის" ჯგუფური ეტაპი დავძლიეთ, ბოლო დროს გუნდში მრავალფეროვნებისა და საკადრო გადახალისების საჭიროება დგას. წარმატება მხოლოდ ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

3 მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 4 ქულა აქვს და ლიდერ შოტლანდიას 8 ქულით ჩამორჩება. 4 შეხვედრიდან ამდენივე ქულა აქვს ნორვეგიის ნაკრებს, ესპანელებს ორი მატჩიდან - სამი. რამდენად შეგვიძლია, ამ ვითარებაში მეორე ადგილისთვის ვიბრძოლოთ, რთული სათქმელია, რადგან ფაქტობრივად, ესპანეთის ნაკრებისთვის გვიწევს კონკურენციის გაწევა...

მეკარე

გიორგი მამარდაშვილი რომ ნაკრების ძირითადი კიპერია, ვიცით, თუმცა აქ კიდევ ორი პოზიციაა. გამოცდილი გიორგი ლორია ჯერჯერობით გუნდში რჩება, მაგრამ ფრანგ სპეციალისტს იქნებ სურს, განაცხადში ის კიპერები ჰყავდეს, რომლებზედაც აქცენტს მომავალში გააკეთებს.

ლუკა გუგეშაშვილი სიაში აუცილებლად იქნება. "ყარაბაღში" მეკარეების როტაცია ხდება, ქართველმა კიპერმა კი აზერბაიჯანის ჩემპიონატის მეორე ტურში ითამაშა. ალტერნატივები ეროვნული ლიგიდანაც არის, ისინი, ვისაც სანაკრებო გამოცდილება უკვე აქვს, თუნდაც "სამგურალის" სასტარტოში წარმატებით დაბრუნებული ლევან შოვნაძე.

დაცვა

საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზში რადიკალური ცვლილებების დროა, მით უმეტეს, თუკი აქცენტს უფრო მეტად ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფსა (სადაც "ერთა ლიგიდან" გავედით) და მომავალზე ვფიქრობთ. ახალგაზრდულმა ევროპირველობამაც დაამტკიცა, რომ საბა საზონოვს ნამდვილად შეუძლია, ეროვნულის სასტარტოში იყოს და ვეტერანების, კაშიასა და კვირკველიას ღირსეული შემცვლელი გახდეს. რამაზ სვანაძის გუნდში სხვა უკანახაზელებიც მოგვეწონა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ივა გელაშვილი ტრავმირებულია, ზოგიერთ მათგანს კი მომავალ შესარჩევში თამაშის უფლება აქვს, სადაც 6 სექტემბერს გიბრალტარს ვუმასპინძლებთ, 12-ში კი მოლდოვას ვესტუმრებით.

დავით ხოჭოლავა ახლა არ თამაშობს და ნაკრებს ვერ დაეხმარება. ჯერჯერობით ცოტა დრო ეძლევა ოთარ კაკაბაძეს, პოლონეთის ჩემპიონატში კი 4 ტური გავიდა. ირაკლი აზაროვი ბოლო ტურში "ცრვენა ზვეზდას" განაცხადშიც არ იყო; აშშ-ში არ დაუწყია საბა ლობჟანიძეს. საინტერესოა, ირანში მოთამაშე გიორგი გველესიანს ამჯერადაც თუ მიიწვევენ. სიაში უნდა იყოს ლაშა დვალიც.

სასიამოვნოა გიორგი გოჩოლეიშვილის კარგ ფორმაში ყოფნა; იქნებ სერბეთში სასურველი კონდიციები დაიბრუნოს გურამ გიორბელიძემ. მწვრთნელი აქ გიორგი წიტაიშვილსაც განიხილავს. რაც შეეხება ალტერნატივებს ეროვნული ლიგიდან, მართალია, 21-წლამდელთა ნაკრებში დრო არ მიუღიათ, თუმცა "საბურთალოს" კაპანაძისა და ჯინჯოლავას სახით საინტერესო ფლანგელები ჰყავს.

ნახევარდაცვა

დასამალი არავისთვისაა, რომ მთავარი ალტერნატივების ძიება საყრდენ ზონაშია. კვეკვესკირი "ლეხის" სასტარტოში, ფაქტობრივად, აღარ თამაშობს. აბურჯანიამ თურქეთში მშვენიერი საგოლე პასი შეასრულა, თუმცა მისი ბოლო სანაკრებო მატჩები წარუმატებელი იყო. ლუკა გაგნიძეს ნამდვილად შეუძლია ჩვენ შუა ხაზს ახალი ელემენტები შესძინოს, ის ბურთით კარგად მოქმედებს და თამამ გადაწყვეტილებებს იღებს. თუკი ოთარ კიტეიშვილს ტრავმა აღარ შეაწუხებს, მისი როლი საქართველოს ნაკრებში დიდია. სანიოლს უფრო მეტი დაფიქრება მოუწევს გიორგი ჩაკვეტაძის ფუნქციებზე. თბილისის "დინამოს" ცუდი ევროსეზონის მიუხედავად, ანზორ მექვაბიშვილს აქვს რესურსი, ნახევარდაცვაში ჩაშლის ფუნქციებით დაკავდეს.

ავსტრიაში წასული სანდრო ალთუნაშვილი, გაბრიელ სიგუა "ბაზელიდან" - მათ სანაკრებო სიაში ველით. ესანეთის რანგით მეორე ლიგაში, "ლევანტეს" რიგებში, მატჩის საუკეთესოდ გიორგი ქოჩორაშვილი აღიარეს.

შეტევა

საქართველოს ნაკრებს შეტევაში თითქოს საკმაო რესურსი აქვს - კვარაცხელია, დავითაშვილი, მიქაუტაძე, ზივზივაძე, ქვილითაია, მაგრამ ვილი სანიოლს სიახლეები აუცილებლად დასჭირდება. ჯერჯერობით არ ვიცით, შეიცვლება თუ არა გადაწყვეტილება ვაკო ყაზაიშვილთან დაკავშირებით. გიორგი კვერნაძის იტალიურ სტარტს მოუთმენლად ველით.

თუკი ქართული კლუბების გამოსვლას შევაფასებთ, გიორგი არაბიძის მონდომება და მაღალი კლასის გამოვლენა აუცილებლად აღსანიშნავია. გიორგიმ ბოლო ტურში მშვენიერი ჯარიმა გაიტანა. ვიცით, მას საკუთარ თავზე ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო, სტაბილურობას უნდა მიაღწიოს, ჩვენი საკადრო რესურსი კი ამოუწურავი არაა და არაბიძის სიაში ყოფნაზე ადრეც დაგვიწერია.

დაველოდოთ სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებას!..

Გი
სანიოლი არაფერს არ წყვიტავს მანდ ხიზანა კალოშა და კ9ბი რასაც გადაწყვეტენ ისე იქნება სანიოლი მოგზაურობს სად ცალია სელექციისთვის .
დო მაჟორი
გიორგი გველესიანი არა მხოლოდ უნდა მიიწვიო, არამედ ერთხელ მაინც უნდა ათამაშო!
გიზოგ
თუ კი თბილისის დინამოს ცუდი სეზონი აქვს, ამის ერთერთი მთავარი მიზეზი სწორედ მისი ე. წ. კაპიტნის ბრალია, ასევე უფერულად ითამაშა ევროპირველობაზე და ახლა თქვენ მას ნაკრების მხსნელად სახავთ? ჩემთვის გასაკვირია და დანარჩენი თქვენ იცით. ბევრად უფრო აქტიური და ეფექტურია მოისწრაფიშვილი, რომელსაც რატომღაც არ ეძლევა სათანადო დრო სათამაშოდ.
erti
საზონოვი ჰაერივით გვჭირდება ნორვეგიასთან. არაბიძე ნამდვილად იმსახურებს გამოძახებას, რაც იბრძოლა ტორპედოში უნდა აუცილებლად დაუფასონ და გამოიძახონ. მაგარი მებრძოლი ხასიათი აქვს რაც ნამდვილად გვჭირდება ნაკრებში
საქართველო
ალთუნაშვილი კარგი ვარიანტი იქნებოდა
საქართველო
ალთუნაშვილი ძალიან კარგი ბიჭია
კახა
მთლიანად 21 წლამდელთა დაცვის ხაზი უნდა მოსინჯოთ მარტო საზანოვი ვერაფერს შეცვლის. საყრდენი და ხვიჩას უიღბლობა კიდე უფრო მეტი თავის ტკივილია კვერნაძეს მართლაც კოჭებში ეტყობა რომ ბურთთან ახლოსაა თუ თავში არ სუსტდება დიდ ფეხბურთს ითამაშებს.
zura222
არაბიძე აუცილებლად უნდა დააბრუნონ ! და კიდევ ბერიძე და მიქელთაძეც ! მერე რა თუ ნაცების მხარდამჭრერები არიან ? ეხლა პოლიტიკაღა გვაკლდა ნაკრებში ? @
სიმართლის მოყვარული
ამ ნაკრებს ზუსტად მოერგება და არსებითად გააძლიერებს ვორონეჟის "ფაკელის" ერთ-ერთი ლიდერი, ნახევარმცველი - ირაკლი კვეკვესკირი. საქართველოს მოქალაქეობა აქვს...
უვიცი
არაბიძემ რაც აჩვენა ტორპედოში საოცრად მომეწონა.
მამუკა
საყრდენების პრობლემა გვაქვს, პრინციპში მთლიანად შუა ხაზის, რომელიც უნდა იყოს დამაკავშირებელი რგოლი დაცვასა და შეტევას შორის და კიდევ ერთი პრობლემა არის ფიზიკური მდგომარეობა, თუ დააკვირდებით ჩვენ ფეხბურთელებს თავიანთ კლუბებში, უმეტესობა ან შეცვლაზე შედის მეორე ტაიმში ან კიდევ პირიქით მეორე ტაიმში ცვლიან, ანუ მთლიანად 90 წუთს არ თამაშობენ, ნაკრებში კიდევ სანიოლი 90 წუთს სთხოვს სათამაშოდ რაც როგორც თამაშიდან ჩანს ვერ შეუძლიათ
simartle
საზონოვი აუცილებელია დაცვაში ასევე გელაშვილი, კალანდაძე და ხვადაგიანიც. ფლანგებზე გოჩოლეიშვილი, აზაროვი, კაპანაძე, გიორბელიძე. შუა ხაზში არაბიძე ძალიან კარგი ფეხბურთელის მაგრამ უკან ჩამოსვლა არ უყვარს და არა მგონია გაამარლოს, ხშირად ცენტრთან მარჯვნივ დგას და ბურთს ელოდება. დვალი. შუა ხაზს გააზლიერებდა სამწუხაროდ არავი სინჯავს, ასევე ზალიან მომეეწონა ნოდარ ლომინაძე რომელიც ტან მაღალია , ბურთს კარგად ფლობს და კარგი პასები ეხერხება. თან ბევრსაჩ მოძრაობს. თავდასხმაში არჩევანი არის მაგრამ გაგუამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოოვა. კვერნაძე მალე იტყვის თავის სიტყვას თუ აკვირდებით მის იტალიაში ნათამაშებს უძლიერესი ფეხბურთელია და ჭკვიანიც, მოედანს ხედავ არაჩვეულებრივად. შიგუასაც უნდა მიეცეს ნახევარდაცვაში სათამაშო დრო და ხორხელებიც უნდა მოისინჯონ ნაკრებში. მექვაბიშვილში მე ვერ ვხედავ სანაკრებო დონის ფეხბურთელს და აბურჯანიას დიდი პატივი მაგრამ ძალიან ნელია. გაგნიძეს იქნებ მარადაშვილიც დაემატოს და ვნახოთ. მთავარია ამ სივრცეებს ნუ უთმობენ და ბურთშ ასე ადვილად ნუ აღებინებენ მეტოქეს. ეს არ არის დღევანდელი ფეხბურთი სამწუხაროდ. კარბში საჯარიმოს გარედან დარტყემბი საერთოდ არ კეთდება და დამკაში გასვლაზე თამაშობენ ყოველთვის. ამაზე აუცილებელია ყურადსღების დათმობა. ამ ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ თამაში საშუალება 21 წლიანებიდან აუცილებლად.
ტტტ
ხარაიშვილის საუკეთესო ფორმა სასაცილოა დინამოს თამაშების მერე, ბარემ მულად ომარის ნატურალიზებაც მოითხოვე.Dდდდ
ბეჟო
მე ვფიქრობ რომ არაბიძე აუცილებლად უნდა იყოს ნაკრებში!
გიორგი გელაშვილი
მოგესალმებით. ჩვენი ნაკრები ვილი სანიოლის ხელში უფრო უკეთესია ვიდრე ადრე იყო მაგრამ არის რაღაც ხარვეზები რაც აუცილებლად გამოსასწორებელია მე ვთვლი შუა ხაზი არის მოსაძებნი ვინც ჩაშლის თამაშს და ვინც ამოიტანს ბურთს. არ გვყავს ისეთი ჩამშლელი როგორიც კანკავა იყო, ფლანგებით თამაში კი კარგია მაგრამ როცა შუა ხაზს კარგავ თამაშს ყოველთვის წააგებ, სამწუხაროდ ეს კომპონენტია მისახედი და მოსაძებნი ისეთი ფეხბურთელი ვინც ჩაშლის შეტევას და ბურთსაც წმოიღებს, თორე მეკარე კარგი გვყავს დაცვაც და ფლანგები თავის თავდამსხმელებით შუა ხაზს მიხედე ვილი შუა ხაზს...
ქუთაისელს
ქვილითაია აშკარად მიქაუტაძის და ზივზივაძის შემდეგაა მოაზრებული და მესამე ფორვარდი სხვა არცაა
პასუხი "ავტორს"
დინამოს ჰეითერობაზე მართლა არ თქვათ ხმამაღლა, მთელი საქართველოა გაგიჟებული. მექვაბიშვილი რომ წერია აქ, არაა დინამოელი? ხვადაგიანი იქნება მოიაზრება ისევე ახალგაზრდულ ბაკრებში, ეროვნული სკამზე იყოს? რომან ფიფია აკომენტარებთ თუ ასე არაობიექტური ხართ, მართლა
გიორგი-ს
ნამდვილად არავის მიუნიჭებია ამ ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის დიდი ყურადღება ჩვენ გარდა,სწორი ყოფილა კვარაცხელია!!!!!გაგვიჭედეს ტვინი საფეხბურთო ექსპერტებმა,ჟურნალისტებმა,ყოფილმა ფეხბურთელებმა ძალიან მაგარი გუნდების სკაუტები ჩამოდიან საქრთველოშიო!!!!ჩვენმა ბიჭებმა მაგრად გამოიჩინეს თავი და მაგარ კლუბებში მოხვდებიანო,სად არიან ეხლა წიტაიშვილი,გაგუა,კალანდაძე,საზანოვი,გულიაშვილი,მექვაბიშვილი,ლომინაძე,მოისწრაფიშვილი???კვერნაძემ და სიგუამ საერთოდ არ ითამაშეს ახალგაზრდულში და ისინი გადავიდნენ კარგ ჩემპიონატებში!!!!ის კი არა მამარდაშვილს,მიქაუტაძეს,ლოჩოშვილს უჭირთ ნორმალურ ჩემპიონატში გადასვლა,ნუ ვიცხოვრებთ ილუზიაში!!!!!!!!!
SLR
სანამ კარგი საყრდენები არ გვეყოლება, არაფერი არ გამოვა, ბავარია რომ ბავარიაა, იმას დაერხა მას შემდეგ, რაც გორეცკამ ტრავმა მიიღო, თან კიმიხი ჰყავთ, მაგრამ მარტო ვერაფერს შვრება. კვეკვესკირი 10-დან 9-ჯერ ბურთს უკან აბრუნებს, მცველებთან, აქვს უკან სივრცე თუ არაა აქვს, არ აინტერესებს, მაშინ ბურთი ვინ უნდა ამოიტანოს ცენტრიდან? აბურჯანიაც სუსტია, როგორც შემქმნელი, არც დაცვაშია მაგარი, კიტეიშვილი სულ ტრავმირებულია. ერთი ძლიერი საყრდენი გვჭირდება, ვინც ბურთს რომ მიიღებს, დატრიალდება და ზუსტ პასს გააკეთებს წინ. ვერ ვნახეთ: როცა ლობოტკას კეტავდნენ, ნაპოლის როგორ უჭირდა? ჩვენი ფეხბურთი დღეს ასეთია: მცველი აძლევს პასს საყრდენს, საყრდენი არც იყურება წინ ისე უბრუნებს პასს მცველს, მცველი კი გრძელი პასით იშორებს ბურთს, რომელიც 10-დან 8-ჯერ დაკარგულია, ეს არაა ფეხბურთი, სანამ საყრდენი ზონა არ გვეყოლება ძლიერი, მანამ არაფერი არ გამოვა ძლიერ გუნდებთან. კვეკვესკირი და აბურჯანია С ჯგუფის დონეზე მეტს ვეღარ ქაჩავენ, ჩვენი ნაკრები ბევრად უკეთესია, ვიდრე 3-4 წლის წინ იყო, ახალი სახეები გვჭირდება. პ.ს. ხოჭოლავა რა ძალაც ყოფილა, ბოლო თამაშებში გამოჩნდა, თითქოს არ სჩანდა, ისე თამაშობდა, მაგრამ ახლა დავინახეთ, რამხელა ძალა ყოფილა.
ავტორს!!!
კალანდაძე და ხვადაგიანი არ მოიაზრებიან და ჯინჯოლავა მოიაზრება ხო? პატივისცემის მეტი არაფერი ჯინჯოლავას მიმართ მაგრამ ასე დინამოს მიმართ თქვენი საიტის ჰეითერობა სამწუხაროა. ან ნახევარდაცვაში ხარაიშვილი გეხსენებინათ მაინც, საუკეთესო ფორმაშია.... მოკლედ ძალიან მიკერძოებულები ხართ
არდიელსს
ფანტაზია ისაა, რომ ბევრი მაგარი ფეხბურთელი გვყავს. დეტალურად გავეცანი, დავფიქრდი და ფაქტობრივად, ყველა მოთამაშეა გამხილული და სანიოლი კითხულობს, როგორც ცნობილია და ჩანს ხოლმე. ეს აპრიორი კრიტიკა და ჩასაფრება გიყვართ, არაფერი რომ არ დაწერონ, სად არიან ჟურნალისტებიო
ქუთაისელი
სულ ვაპლიუსებ ანთაძის სტატიებს, ერთ-ერთი საუკეთესო ანალიტიკოსია ქართული ფეხბურთის ჟურნალისტებში. მაგრამ, რა ქვილითაია? :(
არდილეს
გვარი კი არ აკლია, უბრალოდ ეს ფანტაზიები როდემდე ვიკითხოთ? სტატიებს წერს , ძირითადი სიტყვა ან თუკია ან უნდა. კარგი რაა
gpi
რატომ ელოდით ბევრს ? კვარაცხელიას ,,ხათრით " ვის იყიდიან , ეგრე ყრიან გგონია მილიონებს ? ან კიდევ , ახალგაზრდული ჩემპიონატით ჩვენ ჩავვარდით ეიფორიაში , თორემ მუდმივად მეორე ნომრად მოთამაშე გუნდის ფეხბურთელებზე ვინ ,,გადაირეოდა" ? განმეორებით ნახეთ ეს თამაშები და დარწმუნდებით , რომ იღბალი ხილულად იჯდა ჩვენს კარზე . სადაც ცოტა გვერდით გადაჯდა , იქ გამოგვამსევრეს .ქართულ კლუბებში და ნაკრებებში წესად დამკვიდრდა მეორე ნომრად თამაში და იცით ეგ რისი ბრალია ? - თავდაუჯერებლობის და ბევრ საკითხში უცოდინარობის ( ფიზიკა , ტაქტიკა , სწორი მოძრაობა , სივრცეების , აუთვისებლობა , გამძლეობა ). ხოდა , ასეთი ,,ცოდნის მარაგით "" არავისათვის არ ვართ და არც ვიქნებით სასურველი .
zaza
ერთი რამ უნდა გაითვალისწინოს ყველამ , დღევანდელ ფეხბურთში თუ გინდა რაიმე წარმატება გქონდეს , ფეხბურთელებს უნდა შეეძლოთ 90 წუთის განმავლობაში წინ და უკან სირბილი . ანუ , სწრაფად გადასვლა შეტევაში და სწრაფადვე დაბრუნება თავის ადგილზე . ეს კი , მოითხოვს ფიზიკურ ძალას და გამძლეობას . ამ კომპონენტებში თითქმის ყველა ფეხბურთელი მოიკოჭლებს ჩვენი ნაკრებისა . დააკვირდით რას ამბობს უკლებლივ ყველა მწვრთნელი ჩვენს ლეგიონერებზე : ,, ჯერ არ არის მზად , რომ სრული 90 წუთი ითამაშოს " ?! ამ ნაკლის გამოსწორებას სჭირდება ბავშვობიდანვე სწორი ფიზიკური აღზრდა-განვითარება . როგორც ჩანს ქართულ საბავშვო სკოლებში ეს საკითხი სათანადოი დონეზე არ დაგს . არაბიძის მაგალითი როიმ ავიღოთ ( უდავოდ ნიჭიერია და პატივს ვცემ ), საშემსრუილებლო კლასი აშკარად აქვს , მაგრამ აქტიური მოძრაობა აკლია . მარტო ჯარიმის დასარტყმელად ვერ შეიყვან განაცხადში - ფეხბურთია , კალათბურთი არ არის , რომ ხშირად ცვალო . მეკარეებს რაც შეეხებათ , კუტალაძეს უნდა ,,შველა " ჩემის აზრით , თორემ ვერ გაიზრდება სკამზე ჯდომით უდავოდ ნიჭიერი ბიჭი . კვეკვესკირი , დვალი , ქვილითაია - საუკეთესო შემთხვევაში სკამზე ! არაფერს არ ვერჩი მათ , მაგრამ დღეს ასეა .
დემეტრე
არსებობს საქართველოს უნივერსალურო ენციკლოპედია და მის ლექსიკონში ამოიკითხავ "თუკი"-ს მნიშვნელობას. სანამ ვინმეს უსწორებთ გრამატიკას ჯერ თვითონ უნდა დარწმუნედე შენს ცოდნაში, თორემ ვისაც მართლა ეშლება იმაზე უარესად ჩანხართ.
გიორგი
მეგონა კვარას მერე ქართველებზე ტაციაობა იქნებოდა იტალიაში და არა მარტო,თურმე ილუზია ყოფილა მარტო კვერნაძე იყიდეს,იწერებოდა მექვაბიშვილზე და მოისწრაფიშვილზე,ეგ კი არა ლოჩოშვილსაც კი არ ყიდულობს რომელიმე სერია -ას გუნდი,რომელსაც გამოცდილება აქვს ამ ჩემპიონატის თამაშის, თან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და პრესაც კარგი ჰქონდა!!!მოკლედ არ ვარ კმაყოფილი წლევანდელი ტრანსფერებით უფრო მეტს ველოდი,არც ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა უშველა ჩვენ ფეხბურთელებს!!!!!!ზოგი უფრო უარეს გუნდში გადავიდა ვიდრე მანამდე თამაშობდა!!!
Qartveli
უსამართლო რჩევები, ფარულავა ძალიან კარგი ფეხბურთელი არის ასევე სხვა დილა გორის ქართველი ფეხბურთელები. გუგეშაშვილი ძალიან კარგი მეკარეა, ჩემი აზრით ჯობია მამარდაშვილს, ლორია ჩიკაშუა სჯობია. დვალი ჯობიასაზანოვს, ახაროვი ძალიან კარგი ფეხბურთელია და არც ტრავმირებულია. მისი ალტერნატივა ან გოჩოლეიშვილი ან გიორბელიძე უკიდურესშემთხვევაში. საყრდენი ნახევარმცველი კანკავა მაგარი იქნებოდა რომ დაებრუნებიათ. კვეკვესკირი და კანკავა დაყენებას. მაგაზე უკეთესი არაა სხვა, ფარულავა თუ კანკავა ვერა.შეტევაში ქვილითაია ვოლკოვი, ალტერნატივად კუხიანიძე და ზივზივაძე
Odala-ს
ფეხბურთზე და სწორად არასოდეს აკომენტარებთ მაგ დიდი რუსეთიდან? ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონიდან - თუკი მოგწონს, გაჩუქებ! თუკი იწვიმებს, დავრჩები.
xishnika
და კოცჰორასჰვილმა საიკეტსო სჰეფასება საიდან მიგოო როცა ფლესჰკორმა ლევანტეს ორ ფეხბურტელს დაუწერა ყველაზე დაბალი კულა და ერტი კოცჰორასჰვილი იყო?
iponi
არაბიძე შეიძლება არასტაბილურია მაგრამ ერთი დარტყმით შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა. უნდა მოინახოს მისი პოზიცია ნაკრებში. ჯარიმის დამრტყმელი არ გვყავს. რა უბედურებაა კიდე აუტის ჩამოწოდება ვერ ვისწავლეთ.
iponi
არაბიძე შეიძლება არასტაბილურია მაგრამ ერთი დარტყმით შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა. უნდა მოინახოს მისი პოზიცია ნაკრებში. ჯარიმის დამრტყმელი არ გვყავს. რა უბედურებაა კიდე აუტის ჩამოწოდება ვერ ვისწავლეთ.
kaka
0 3 3 0
odala
სტატიას უნდა ერქვას 'თუკი'. შვილო, ხვთისო, თუკი არ არის სიტყვა. ამიტომ შეგიძლია უბრალოდ 'თუ' გამოიყენო.
ზვიადი
ვინც ამინუსებთ, ვისი გვარი დაგაკლდათ?
მწვრთნელი
ლოჩოშვილი და კვერნაძეც კარგები არიან!
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
როგორი შეფასებები მიიღეს კვარაცხელიამ და მამარდაშვილმა?
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "ლივერპული" "სანდერლენდთან" წაგებას გადაურჩა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
პსჟ-ს შემტევების გატანის დროა - დემბელე სასტარტოში ბრუნდება
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სანიოლი: ექსპერიმენტები არ იქნება, მაგრამ საქმეში ყველას ნახვა საჭიროა
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
"გაცილებით დაბალ დონეზეა, ხვიჩაზე ეს ამას არ ამართლებს..." - რას წერენ პსჟ-ის ფანები კვარაცხელიას შესახებ "მონაკოსთან" მატჩის შემდეგ
"ლივერპულმა" ლონდონში "ვესტ ჰემს" სძლია - მამარდაშვილი სათადარიგო იყო
"უოტფორდმა" მდგომარეობა გამოასწორა - კლუბის ხელმძღვანელმა ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!
ჩაკვეტაძე ისევ შეცვლაზე შევიდა - "უოტფორდი" "ბირმინგემთან" დამარცხდა
საფრანგეთის თასზე ქართველების გუნდების მეტოქეები გაირკვა
მოლოდინი სრულდება - ჩაკვეტაძე "პრესტონთან" მატჩის განაცხადშია
ჩაკვეტაძემ აპრილის შემდეგ პირველად ითამაშა - "უოტფორდი" "პრესტონს" დაუზავდა
სანიოლის კაპიტულაცია
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა