საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 4 სექტემბერს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს.

ვილი სანიოლის გუნდი 8 სექტემბერს თბილისში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 12 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ნორვეგიის წინააღმდეგ ოსლოში ითამაშებს.

ვილი სანიოლის განაცხადში ორი დებიუტანტია: ესპანური "ლევანტეს" პოზიციით ნახევარმცველი, 24 წლის გიორგი ქოჩორაშვილი და "დინამო თბილისის" 22 წლის მცველი სანდრო კალანდაძე. საქართველოს ნაკრები უახლოესი ორი მატჩისთვის 23 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია („დინამო", თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), სოლომონ კვირკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, ატლანტა, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი ("ლევანტე", ვალენსია, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

მატჩების განრიგი:

8 სექტემბერი | საქართველო - ესპანეთი | 20:00

12 სექტემბერი | ნორვეგია - საქართველო | 22:45

მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

წყარო: nakrebi.ge

მწვრთნელი
კაკაბაძეც მორჩა ნაკრებში თამაშს კვეკვესკირივით!?
ნუგზარი
ნახევარდაცვაში ჩამშლელი არ გვჭირდეა?!!!!
სოსო
მექვაბიშვილიც და გაგნიძეც საყრდენ ზონაში თამაშობენ და ჯერ ცოტა ადრეა,მაგრამ იძულებულია გამოუძახოს,რადგან კვეკვესკირი-აბურჯანიას წყვილი,კატასტროფაა,ამ ბოლო ხანებში.ახალგაზრდული ტალღაზე წამოწეული ეს ბიჭები,კონკურენციისათვის მაინც გამოადგებიან ,მაგ წყვილს.ვცდილობ გაგნიძის თამაშებს ვუყურო ხოლმე და ვერც მას ვატყობ,პროგრესს.რაც რუსეთში წავიდა,ასეა,ასაკი კი,ემატება.ალბათ ამიტომაა,რომ ევროპაში გზას ვერ იკვალავს.წავიდა კანკავა და ვინც მის წასვლის აუცილებლობაზე გაჰკიოდა,მგონი ახლა მაინც ხვდებიან,რა მაგრად მიჰქარავდნენ.უსიტყვოდ წავიდა,კაპიტანი,იყოს თქვენი ნებაო და კი ვხედავთ,რა მდგომარეობაში აღმოვჩნდით.მექვაბიშვილიც და გაგნიძეც,მისი ფრთების ქვეშ უნდა დაფრთიანებულიყვნენ,ასე კი,ფალავნებს შევუგდეთ ბავშვები ეჭიდავეთო და როცა ვერ ეჭიდავებიან,ისევ მათზე ვბრაზობთ.ყველაფერს თავისი დროა აქვს და როცა ამას ვივიწყებთ,ყოველთვის ცხვირ-პირს ვიმტვრევთ.
შოთა
მამარდა.კაკაბაძე კაშია საზონოვი აზაროვი.ლობჟანიძე წიტა ჩაკვე კვარა.მიქა ბუდუ. ეს იქნება კარგი სეტევიტი გუნდი
შოთა
Mamarda.kobaxodze kashia dvali azarovi.lobjanidze citaishvili chakve kvara.miqa budu.es iqneba sauketeso sheteviti gundi
მწვრთნელი
დავით 67! აქ საქმე მოგება წაგებასთან არა გვაქვს! მაგრე, სულ საქართველოს ჩემპიონატიდან, რომ გამოეძახა არაფერიც არ მოხდებოდა! აქ ლაპარაკია ნაკრების შემადგენლობის დაყენებაზე და ტაქტიკური სქემის გამართვაზე! თუ სანიოლი უბრუნდება და მიუდგება ვაისს ნაირად საქმეს, მასაც იგივე ბედი ეწევა, როგორც მის წინა მორბედს! სანიოლმა კარგად დაიწყო, მაგრამ ეტყობა ფანტაზია დაუმთავრდა ან დაიღალა! არ გვყავს ნაკრებში შუა ხაზში ბურთის ამომტანი და ჩამჭრელი და ასეთ სიტუაციაში ამ მინდვრის მონაკვეთზე უნდა გამოსცადოს ყველა ვისაც კი სათამაშო პრაქტიკა და 100% ფიზმომზადება აქვს! აგერ გოჩოლეიშვილი მარჯვენა მცველია, მაგრამ შახტარის მწვრთნელს რომ დაჭირდა შუაშიც დააყენა! აქამდე გვყავდა კანკავა, გვილია და კვეკვესკირი! ახლა ვინა გვყავს ჩამოთვალეთ!?
otar
ალთუნაშვილი?
რაჟა
ალთუნაშვილს ტრამვა აქვს?
დავით 67
ისინი რომ გამოეძახა მიიგებდნენ? თუ დიდი ანგარიშით არ წააგებდნენ?
დავით 67
შენ იჩალიჩე რომ მატჩი ქუთაისში გადაიტანონ.) ბილეთი კი არა რძე გაძვირდა და ბილეთთან რა გინდა? ფიქსირბული ფასი?
semi
არც ლოჩოშვილი და არც არაბიძე არ იმსახურებდა გამოძახებას, ბრმები ხართ ხალხო? ნებისმიერი მცველი ჯობია ვინც გამოძახებულია, ვის მაგივრად უნდა გამოეძახებინა ან ერთი ან მეორე? ლოჩოშვილი დამფრთხალი ლოქოსავით ატრიალებს კისერს როცა მოედანზე შემოუშვეს. არც ორიენტაციის უნარი აქ არც პოზიციურად თამაშობს სწორად, სუფთა მაგუაიერია.
დავით 67
რა ამბავი კომენტარებია. ეს კარგია, რადგან ბევრია ადამიანია დაინტერესებული ნაკრების წარმატებით, მაგრამ ქვეცნობიერად ყველამ ვიცით რომ გუნდს ჰყავს 1,5 ფეხბურთელი. კვარაცხელია 1 და 0,5 მიქაუტაძე. დანარჩენი ვინც არ უნდა გამოიძახო ყველა ერთია. ჯერ ვერ ჩამოყალიბდა ნაკრები საშუალო დონეზე. იმ აზრს ვეთანხმები რომ მარტო სანიოლი არ წყვიტავს ნაკრებში ვინ უნდა ითამაშოს. კალაძე კობიაშვილი და ხიზანიშვილი არიან ფეხბურთის მამები. უნდა იყო ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელი რომ ზემოთჩამოთვლილმა ხალხმა ხმა ვერ ამოიღონ. ხვიჩას მაგალითად იგნორს ვერ გაუკეთებენ სულ რომ ყოველდღე აგინოს ქოცობაა. ესეთი დონის კიდევ არ გვყავს არავინ
las
გეთანხმები. ფულის სიყვარულს ამ ჩინოვნიკებს ვერ გადააჩვევ, შუბლზე ძარღვი აქვს გადამსკდარი. მაგრამ ხო არსებობს რაღაც ზღვარი, უნამუსობისაც. ნაკრები არის ის ადგილი სადაც სამშობლოს ღირსება უნდა დაიცვა და აქაც ფულის შოვნას რო ცდილობ აი ესაა სირცხვილი
ტყუილად
კამათობთ მეგობრებო! სამწუხაროდ ჩვენ ჯერ არ გვყავს ისეთი დაბალანსებული ნაკრები,რომ ესპანეთს და ნორვეგიას(ხაზს ვუსვამ გასვლაზე!)მოვუგოთ!აი ჩვენ რომ ისეთი დონის დაცვა(განსაკუთრებით ფლანგები) და ნახევარდაცვა გვყავდეს,როგორიც მეკარე და შემტევები გყვავს,ტოლსწორად დავუდგებოდით ორივე მეტოქეს! ახლა კი,ახლაც სავსებით შესაძლებელია მოვუგოთ რომელიმე მათგანს,ან სულაც ორივეს,მაგრამ ეს უფრო ცალკეული გამონათება იქნება,ისეთი,როგორიც არაერთი გვქონია სხვადასხვა პერიოდში!და მაინც,წინ ბიჭებო და წინ საქართველო!
Გი
ხო და თანაშემწედ ჭიაბრიშვილი ..ვაი შენ პატრონს
ქომაგი
აქ წერენ, რომ ლორჩოშვილი იმსახურებდა გამოძახებას. ჩემი აზრით, იმსახურებდა კი არა, სირცხვილია არგამოძახება! არცერთი გამოძახებული მცველი მას არ ჯობს და ეს დინამოები ვინმეს სერია ბე-ს დონისა ჰგონია? თავდასხმაში თუ მოგვყავს კარლსრუეს ფეხბურთელი, სერია ბე რითაა ჩვენი დასაწუნი?! ფეხბურთი და მექრთამეობა მოსულა, მაგრამ ფეხბურთი, მექრთამეობა და კარგი შედეგი - არავითარ შემთხვევაში!
Truth
ამობობენ არ არისო მთლად კაი ხასიათების არაბიძე
qomagi
ra dros kashia da kverkveliaa kaifobt)))tipebi ise daberdnen vegar mozraoben.mamuchashvili,mekvabishvili da kalandadze super varskvlavebi gkavt,ar dagekargot)))ramdeni uzodinaria kartul fexburtshi,ara mgonia amat gamozaxebas sanioli tkvetdes!!! kvekveskirs rom ar dauzaxet mainz migtevaa...kochorashvils rom dauzaxet momtons.lochoshvili, gvelesiani,flamarioni,giorbelidze,arabidze eseni ufro imsaxurebdnen gamozaxebas!!!
გოგა
ორჯერ გადაგვირჩა ესპანეთი თბილიში, აი მესამედ ვერ გადაგვირჩება:) 6 ქულა გვინდა.
როკო
სამწუხაროდ ძალიან პოლიტიზირებულია ქართული ფეხბურთი (ეს ქოციო...ის ნაციო) ამოვიდა ყელში უკვე. ერთი კი ფაქტია მექრთამე კალაძის საძმოსთან თუ არახარ ახლოს (არამარტო ფებურთში) საქართველოში არანაირი შანსი არაგაქ.
ssge
ჩემი აზრით გეგუძაძე უნდანდანიშნონ ნაკრებში
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
სამწუხაროდ, საქართველოში ნაკრების შემადგენლობას მხოლოდ მთავარი მწვრთნელი არ ირჩევს. არ იკითხოთ ეხლა, აბა, კიდევ ვინ ერევა მის საქმეებშიო.
ეიგონ ტარგარიანი
გველესიანი ერთხელ გამოიძახა,ხალხი გააჩუმეს და აღარ დაუძახეს,ეგრე უქნეს მიქელთაძესაც,ხოდა ეს არის ქართული ფენმენი. აგერ არაბამ ისაუბრა,წინა დღეს სასტარტოში ვიყავი და მერე განაცხადიდან ამომაგდესო,ხოდა ვერ გავიგე და კითხვის გამო მომიძულესო.იქეთ,ლადო ბურდულმა თქვა,ჯოკრის თამაშის გამო ორი კაცი დაგვსაჯესო,ხოდა ორი დაინდეს,რადგან ვიღაცის ახლობლები იყვნენო. ლოჩოშვილიც არ ჩანს განაცხადში და ასე გვინდა გაფრენა? მერე წააგებენ და დაიწყება ასეო,ისეო,იგრეო და აგრეო,ხოდა აგერ გეუბნებით,ორივე თამაშს გაასხავენ და ალალი იქნება. უთავმოყვარეო ერის უთავმოყვარეო გუნდი არის ეს. დიახ,ჩვენ ვართ უთავმოყვარეო ერი,რატომ? ჩამოხსენით ეგ უკრაინის დროშები პროფილის სურათებიდან თქვე სულით ხორცამდე მოღალატეებო. ვინ არ იცით,ქართველი მოკლეს უკრაინაში ცოლის ღირსების დაცვისთვის. პ.ს. მარადიშვილი რო არ გამოიძახა გამიკვირდა,კიდევ დარჩენილა რაღაც წმინდა ამ ქვეყანაში.
მერაბი
დიდად სამწუხაროდ,ბილწი პოლიტიკური მოტივები მომატებულია კომენტარებში.პოლიტიკურ მოუმწიფებლობასა და ზომბირებულ,სულელურ მიკერძოება-უვიცობაზე მეტყველებს ეს,სხვა არაფერზე.თუკი ძალგვიძს,ვწეროთ სპორტზე,სპორტულ ასპექტებზე და სხვათა პატრიოტობის ხარისხის მიკერძოებულ შეფასებებს შევეშვათ.ნუ წავბილწავთ ამ მშვენიერ სპორტულ საიტს აშკარად გამოხატული სიავით...
მდაა
ფეხბურთელთა ნორმალური თაობა მოდის ნელ-ნელა ( ცოტა-ცოტა კარგი ტრანსფერებიც იჩარხება) მაგრამ რათ გინდა მწვრთნელი გვყავს ….ეეეეეეეე !!!!ჯერ და 4-5 კაცი არ გამოიძახა თან დაცვაში რომელი სჯობს ამ მცველებიდან ლოჩოშვილს ან გველესიანს, ალთუნაშვილი არ ვიცი( და მე ბოდიში) მაგრამ არაბიძეზე უკეთესი ვინ ყავს ნაკრებში ნეტავ… არავის ნაკრებში არ ეხერხება არც კუთხურის ჩაწოდება და არც ჯარიმის დარტყმა ( ოკ პენალტი ჯორჯიმ იცის მაგრამ ეს ….ეები კვარას დაარტყმევინებენ და ეძიეთ მერე ბეღურები ვერც თვითონ მიხვდა არც ვინმემ უთხრა რომ არაა ეგ მისი საქმე )და ეს ყველაფერი მაგრად ეხერხება არაბიძეს რაც დაამტკიცა ადრე ნაკრებშიც …თან ტიპს შეუძლია მარჯვენა ფლანგზე ზურიკო შეცვალოს ან ცენტრში ჩაკვე …მაგრამ ჩვენი ვილიკო არ აპირებს ჩაკვეს დაყენებას იმიტომ რომ ითამაშებს 8-9 ( მეკარე მცველ-ჩამშლელებით) დაცვითი ფეხბურთელებით და იძულებით დააყენებს ორ შემტევს კვარას და ჯორჯის …( ა ხომ თუ კვარა ჩამოვიდა ნაკრებში რა ვი ეგებ ვერ მოასწრო დასვენება)…მაგრამ ერთი პლიუსი ვნახე შემადგენლობაში პოლონეთია ვარსკვლავიც გამორჩა სლოვაკეთის და ახალგამოცხობილი თურქეთისაც რომ გამორჩენოდა მაგარი იქნებოდაა…ვუყუროთ ისევ უკან პასებს და ეგაა რაა…ჩვენი ნაკრები დაამსგავსა რაღაც უმსგავსო გიბრიდს …შეადუღა უკან ტრაქტორის რამა შუაში რაღაც “უაზიკის ან ნივას შუაწელი” და წინ კი იძულებულია ფერარის ცხვირი მიადუღოს …ნუთუ ვერავინ ვერ ხვდება ( ეს ვიცით უკვე რაც ….ეა ) ფედერაციაში რომ ორი შემტევით თამაშებს ვერ მოიგებ …და მაგ …..მიცინს სვანაძე ჯობს ბევრად ესეც კარგი სვარკაა მაგრამ ვილიკის ბევრად სჯობს ….ისე ის დემჩენკო დაენიშნათ ჯობდა ის უკრაინელია და ასე თუ ისე დაუმუღამა ქართულ ფეხბურთს და ქართველ ფეხბურთელებს სწორ ტაქტიკას სათამაშო დისციპლინას და ბრძოლის უნარიანობას მაინც შემატებდა ნაკრებს !!!! ახლა მაქვს კითხვა ყველასთან …რა ფეხბურთს ანუ რა ტაქტიკით ათამაშებს ეგ სანიოლი ჩვენ ნაკრებს …?!?!?! აქვე დავამატებ რომ მაგარი იღბალა იყო ერთა ლიგაზე კვარას გამოჩენით არც მანამდის და არც მერე ნორმალურ გუნდთან დადებით შედეგს ვერ მიაღწია და ვერც მიაღწევს ეს ჯგუფი ჩასვარა ..ერთა ლიგის ნახევერფინალში ეგებ გაუმართლოს მაგრამ ფინალს ჩააფლავებს …და შემდგომ ერთა ლიგაზე უკვე არ იქნებიან გაპარტახებული ბულგარეთი და მაკედონია …ასე რომ მომავალ წლებში 10 თამაშიდან 8-ს წაგვაგებინებს თან ამასობაში თაობა ჩაივლის ასე რომ მოაშორეთ ეგ ვითომ მწვრთნელი ….!!!
კინგი
ჩემი აზრით ლოჩოშვილი იმსახურებს ნაკრებში გამოძახებას
გელა უმზეური თოღლი შიშაგი
ამაზეა ნათქვამი არტალა და ტარტალაო არცერთია წარტალაო
akilo
gionat გეთანხმები, არაბიძე ან ალთუნასვილიდან ერთერთი გამასაძახებელი იყო თუ ორივე არა. გაგნიძე-მექვაბიშვილი ამ ტეაპზე ახალგაზრდულს თუ გააძლიერებენ
კაზინო ამბასადორის მენეჯერი
მთელი მაგათი ბანდა აქ ჩვენთან თამაშობს და კარგ ფულსაც აგებენ ყოველდღე
ჯიჯი
ლევან კუტალია იმსახურებდა ერთხელ მაინც გამოძახებას
გიზოგ
ფლამირიონი მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატის დონეს აკმაყოფილებს.
გიზოგ
გეთანხმებით, სამივე ფეხბურთელზე, განსაკუთრებით კი მექვაბიშვილზე.
gionat
10 წლის წინ ეს გამოძახება-არგამოძახების სიტუაცია სანატრელი გვქონდა, მაშინ არ გვყავდა ამდენი ამდენი მეტნაკლებად კარგი ფეხბურთელი. ასევე გასაგებია, რომ ეს შემაგდენლობაც რეზინის არაა და ვერ გაიწელება, მაგრამ საინტერესია არაბიძე, ალთუნაშვილიდან რატომ ვერმოხვდა ერთ-ერთი მაინც ან ლოჩიშვილს რატომ არ დაუძახეს. გველესიანის და გადრანის იმედი რომ გქავს რარეზერვოდ კარგია, მაგრამ ამ ეტაპზე ნაკლებად საკამათო (ჩემი აზრით ორივე ნორმალურად ითამაშებს თუ საქმეს დაჭირდა). კითხვის ნიშნები მაქვს ძირითადად სამ ფეხბურთელზე - გაგნიძეზე, რომელიც ვერ ხვდება არც ისე ძლიერი მოსკოვის დინამოს ძირითად შემაგდენლობაში, მექვაბიშვილზე და კალანდაძეზე, რომელთა გუნდიც მალტის უსუსტეს გუნდთან ფაქტიურად უშანსოდ გამოვარდა. რა ლოგიკაა მათ გამოძახდბაში?!
LL
სანამ ჩაწყობა და ქართულ ჯიგრული პონტი არ მოისპობა, არც ქვეყანას და არც ნაკრებს არაფერი ეშველება. ნაცნობობით და არაპროფესიონალიზმით შეუძლებელია რაიმე შედეგი დადო, მაგრამ ვიყოთ რეალისტები, ამ რუსეთის შნირების ხელში რა უნდა მოისპოს?! ჭაობშია მთელი ქვეყანა
ირაკლი
საქართველოს ნაკრების რეალური მწვრთელი არის ნეპოტიზმის ბუდე ფეხბურთის ფედერაცია და ხიზანიშვილი, უნიჭო ფეხბურთელი, ჯერ მარტო მაგის მოედანზე გაწოლილზე თავით კუთხურზე მოგერიებული ბურთი რად ღირს. ჰოდა ამათ ხელში დადებითი შედეგი დაიდება, ვინმეს გჯერათ?
აბა რა
აბა რა!!! ეგენი დაცვაში და არაბიძე თავდასხმაში, გეუბნები ესპანელებს ბურთს დავახევთ თავზე.
აფსუს
აფსუუსს, გამოიძახე ლოჩოშვილი,გველესეანი, ალთუნაშვილი და რაც მთავრია არაბიძე. მოუგე ესპანეთს და ნორვეგიას. გადი მერე ევროპაზე, იქაც მოიგე. ვინ გიშლის? მაგრამ არა, სპეციალურად არ იძახებენ, რომ წავაგოთ და ევროპაში არ ვითამაშოთ. ფუი, თქვე რუსეთუმეებო.
Basti
სადაა მარგველაშვილი,სადაა ტაბიძე???ამ ორი ცენტრალური,გაუვალი მცველის გარეშე აბა რა ნაკრებია?დაჩაგრეს ბიჭები,სირცხვილი თქვენ.
სოსო
ცუდია არაბიძე რომ არ გამოიძახა... შეიძლებოდა გამიძახება თუნდაც თამაშის შესაძლებლობა არ მისცემოდა, ნაკრების წევრებთან იქნებოდა და ამ ახალგაზრდა ნიჭიერი ბიჭისთვის ფსიქოლოგიურად დიდი მუხტი იქნებოდა
ბათუმელი ექსპერტი
გაგუა რატომ არ გამოიძახა? და იქნებ ფლამარიონის ამბავი მოგვეგვარებინა უეფაში!? გამოადგება ნაკრებს დარწმუნებული ვარ, თუნდაც კონკურენციის გაზრდის ამბავში და ისედაც კარგი ფორვარდია, გამოცდილი, ტექნიკური და გამტანი.
სოსო
ცუდია არაბიძე რომ არ გამოიძახა... შეიძლებოდა გამიძახება თუნდაც თამაშის შესაძლებლობა არ მისცემოდა, ნაკრების წევრებთან იქნებოდა და ამ ახალგაზრდა ნიჭიერი ბიჭისთვის ფსიქოლოგიურად დიდი მუხტი იქნებოდა
ბათუმელი ექსპერტი
ლუკა გაგნიძე ძირითადისთვის თუ არ გამოიძახა ჯობდა ახალგაზრდულში ეთამაშა, იქნებ დააღწიოს თავი რუსეთებს და მოსკოვის დინამოებს!?
კირკიტა
დვალიშვილი იყო ადრე მასე და იმის ადგილი დაიკავა
კირკიტა
გველესიანს რას ერჩიან?!
100%
სანიოლი ვერ ხატავს, გასაგებია. უკვე გვყავს ფეხბურთელები, ვისი იმედიც უნდა გვქონდეს, მაგრამ ვინ წამოვა ჩვენთან, ვისაც დასამტკიცებლად აქვს რაღაც, მხოლოდ ის. გვარდიოლა და კლოპი, აქ ფული რომ მისცე )) ჯერ მაინც არ წამოვლენ.
100%
ყველას თავისი ხედვა და სქემა აქვს. მე მაპატიოს ყველამ, დელ-პიერო და რობერტო ბაჯოს ფეხბურთი უფრო მომწონდა ვიდრე კრიშტიანო რონალდოსი. წინასწარ ვერ იტყვი, ვერაფერს.
Master
სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით უნამუსო უნდა იყო ადამიანი ლოჩოშვილი,არაბიძე და ალთუნაშვილი არ გამოიძახო და ამასობაში დვალი,ანზორა და ვიღაც გაგნიძე გამოიძახო,გაგნიძეს შოტლანდიის მერე არ უთამაშია თავის კლუბში ვილი თუ ზურაბ,ვერ ხედავთ????
დონ დიეგო
კაიაა სარკაზმი
Master
მექვაბიშვილი და ლუკა გაგნიძე კომედიურ ჟანრშიც ვეღარ ჯდება უკვე.ორივეს როგორმე გაყიდვაა საჭირო ალბათ,თორემ არანაირი ლოგიკა არ არსებიბს ამ ორის და თუნდაც იგივე წიტაიშვილის გამოძახების.გველესიანს გაეღადავენ ალბათ იმ ერთი ვითომ გამოძახებით.ლოჩოშვილს ვერ იტანენ რატომღაც,დვალი კი არსად დაეკარგებათ არასდროს.აშკარაა არასწორი გზით მიდის სამწვრთნელი შტაბი(ან ფედეარაცია)მექვაბიშვილი და გაგნიძე მართლა ღადაობაა,
კარგით რა
თქვენ მართლა გჯერათ რომ სანიოლი იძახებს ფეხბურთელებს? ვინ კითხავს რამეს სანიოლს? და საერთოდ, როგორ უნდა მოამზადო ნაკრები 4 დღეში? ზოგიერთი ალბათ 5 -ში ჩამოვა შეკრებაზე. შეთამაშსება იქნება 0. იქნება რა თქმა უნდა ძალიან ბევრი პასი უკან. თუ ვინმე ინდივიდუალურად გაიბრწყინებს და მორჩა, სულ ეგ არი ამ ნაკრების *პრასვეტი*. კომბინაციებზე და დამუშავებულ სქემებზე ლაპარაკიც ზედმეტია. მოუწევს ამას და ზუროსს სავსე ჯიბით(სამწუხაროდ ხალხის ფულით) დამშვიდობება. ნუ, როგორც ხდება ხოლმე.....
მწარე
იყო არაბიძე უცხოეთში, მაგრამ ვერ ივარგა.
დონ დიეგო
ჩემი აზრით სანიოლი არაფერი მწვრთნელია,ნელ-ნელა გამოჩდნენ კარგი ფეხბურთელების თაობა,თუ ევროპის ჩემპიონატის საგზური არ დაიდო შესარჩევი/ერთა ლიგა,აუცილებლად უნდა გაუშვანონ და მოიყვანონ ვინმე კვალიფიციური,თორემ ბიჭები უკვე კარგ კლუბებში ნაწილდებიან და ცოდოები არიან ამ თამადა კაცის ხელში....თეთრი და შავი ამ 2 თამაშში გამოჩნდება,თუმცა წინა ორმაც კარგად გამოკვეთა პრობლემები და მწვრთნელის უცოდინრობა....ფედერაცია შენ კიდე შეეშვი მწვრთნელის საქმიანობაში ჩარევას და ქოცი/ნაცით გარჩევას ეს ჩვენი ნაკრებია გულშემატკივრების...ალთუნაშვილი > მამუჩაშვილზე ლოჩოშვილი > კვირკველიზე არაბიძე > აბურჯანიაზე წიტაიშვილი უკომენტაროდ გული მწყდება ამ ბიჭის რეგრესზე,ჩვენს დოღლიგასაც ვეღარ ქაჩავს
მერაბი
არაბიძე ფანტასტიკური მონაცემების ბიჭია.სამწუხაროა,რომ მიზეზთა გამო როგორც შეეძლო ისე ვერ გაშალა ფრთები.ახლა კი,ასე თუ გააგრძელა,ცოტაც და სულ მალე შეუცვლელი მოთამაშე გახდება ნაკრებისა.ასე იქნება ეს,წყალი რომ არ გაუვა,ისე!!!
გიორგი-ს
რომელი, ნურსულთან ნაზარბაევი? მაგან ბუცები უკვე გაიზადა და მარილზე გავიდა. ჯვარი აქაურობას.
Las
ამ თბ. დინამომ საქვეყნოდ თავი მოგვჭრა და საცსეა ნაკრები ამ უკასო უნიჭოებით
კახა ქ.
გველესიანამა საშინლად ითამაშა ის ორი თამაში და ალბათ იმიტომ არ გამოუძახეს
კახა ქ.
ისე ნაკრებში ერთი ფეხბურთელი არაა, ჯარიმის დარტყმა რომ შეეძლოს. არა მარტო ამიტომ, იმსახურებს არაბიძე დღესდღეობით ნაკრებში თამაშს. ზოგ-ზოგიერთებს, ნაღდად ჯობია ამ ეტაპზე.(თავს შეიკავეს გვარების დასახელებისგან.ბევრი თვითონ მიხვდება)
გრიშა ონიანი
სოსო ჯუღაშვილი და ვლადიმერ ულიანოვი რატომ არ გამოიძახე ფედერაციავ? კობიაშვილო, ძალიან ცუდად ასრულებ კრემლის ინსტრუქციებს!
თენგო
არაბიძეს ჩაკვესავით ბევრი ოფლი აქვს ჯერ დასაღვრელი რეაბილიტაცია ასე ადვილი არ არის!
გიორგი
და კიდევ ის მაგარი ბიჭი, ყაზახეთში რომ თამაშობს, მცველი. გვარს ვერ ვიხსენებ, ბოდიში მასთან.
ემიგრანტი
ბურდულის ინტერვიუს ვინც უყურეთ რომ ამბობს ფურცელზე დაწერილი მიქონდათ ნაკრების ტოპ.კიულერთან ვინ უნდა გამოეძახა ნაკრებში ასე ხდებ აახლაც სავარაუდოდ , არაბიძეს არ გამოიძახებენ ნაკრებში სანამ ევროპაში არ წავა კარგ გუნდში მაშინაც იძულებით გამოიძახებენ ეს გადაწყვეტილი ამბავია სანამ კობი პრეზიდენტი იქმება მანამდე კოფლიქტი ქონდათ თუ რა ეგ ნაკლებად საინტერესოა ნაკრები არის ქვეყნის და არა ვინმეს საკუთრება ვინც კარგ ფორმაშია ის უნდა გამოიძახონ ნაკრებში....
დავიდუსი
სტალინი კაი ხანია გამოძახებულია!!!
დააT
არაბიძის არ გამოძახება არის დაუნახაობა და არასწორი საქციელი. როდემდე მოვიგებთ ცუდი თამაშით და კლასის ხარჯზე? ნუთუ ასე ბრმები ხართ, რომ არაბიძის თამაში ვერ შეამჩნიეთ?
ბადრი ჯაფარიძე
აიაქსი - ამსტერდამი და საფრანგეთიო... ფრანგებმა დაიპყრეს ამსტერდამი?
გია
არაბიძეს რა ნამუსით არ იძახებს სანიოლი, ეს ბიჭი უკვე "დაღვინდა" და გუნდურად თამაშობს. ეს მუხრუჭი აბურჯანია კიდე როდემდე უნდა გამოიძახოს. ერთი სიტყვით თუ ფედერაციაში "ვინმე" გყავს ნაკრებში მაინც მოხვდები, არ აქვს მნიშვნელობა ფეხბურთს როგორ თამაშობ. ჟურნალისტებო ხმა ამოიღეთ თქვენ ბევრი რამ შეგიძლიათ შეცვალოთ სასიკეთოდ.
ვენეციის კომისია
1. ჩამშლელებში გვიჭირს და ალთუნაშვილს გამოვიძახებდი, მითუმეტეს გუნდიდან საუკეთესო შეფასება მიიღო ბოლო მატჩში... 2. არაბიძეს გამოვიძახებდი, იმიტომ კი არა რომ მარჯვენა შემტევად დავითაშვილს ან ლობჟანიძეს ჯობია, არამედ იმიტომ რომ ჩვენს ჩემპიონატს ვცეთ მეტი პატივი, თან ინდომებს კაცი და აშკარად მომატებულიც აქვს, სტიმული იქნებოდა... 3. ლოჩოშვილსაც გამოვიძახებდი, ვერზილაა და ნორვეგიელებთან გამოგვადგებოდა ჭიდაობისას და ჩვენი საჯარიმოდან მაღალი ბურთების გამოტანისას...
ვერგავიგე
თქვენ მართლა გჯერათ, რომ ქართული ფეხბურთის წარუმატებლობის მიზეზი არაბიძის, გადრანის, ლოჩოშვილის და ა.შ. გამოუძეხებლობაა? რაც არაბიძეს შანსები ქონდა ნაკრებში, ლოჩოშვილიც იყო-რა ქნეს რო? ერთბაშად კრამიტებს რაკარუკი არ აუყენონ.
მე
ალთუნაშვილს რატო არ იძახებს, კაცმა მისვლისთანავე ძირითადში დაიმკვიდრა ადგილი და სიმბოლურშიც მოხვდა, მეტი რა უნდა ქნას? აბურჯანიას და მამუჩაშვილს ვერაფერში რო ვერ იყენებს რატო ვერ ხვდება?! არაბიძეს აუცილებლად უნდა მისცეს შანსი, დინამოში რომ იყოს იქნებოდა ნაკრებშიც!
geo
გადრანი აკტობეს ფეხბურტელი?
KQ
არაბიძეს რას ერჩიან ვერ გავიგე, სამწვრთნელო შტაბიდან ინგლისური ყველამ იცით და თქვენ თუ ვერ ხედავთ, სტივ კინს მაინც კითხეთ, როგორ ფორმაშია ეს ბიჭი!!! (ხიზან, შოტლანდია ხუთი თითივით იცი და კინიც გეცოდინება!) ან ლოჩოშვილს რატომ აიგნორებენ, ნორვეგიელ ათლეტებს ეგეთი ძალისმიერი ცენტრალური მცველი თუ დაუდგება. ფიქრის დრო გაქვთ, იფიქრეთ და აგვიხსენით გულშემატკივრებს!!!
კახა
გელაშვილს,გადრანს,გველესიანს,ლოჩოშვილს რას ერჩით?! როდის უნდა დამთავრდეს ეს არასწორად შერჩევა ნაკრების. კაი რა უკვე ძაან მაბრაზებთ.იგივე ხდება კალათბურთის ნაკრებშიც და რაგბის ნაკრებშიც ტოვებენ გარეთ უკეთესს რაგბისტებს

გაგნიძეს იძახებთ და ალთუნაშვილს არაა??არც თავის მოსკოვის გუნდში ათამაშებენ და არც ნაკრებში თამაშით წყვიტავს ვარსკვლავებს!!!საშინლად ითამაშა ახალგაზრდულ ჩემპიონატზე
მწარე
მე არ მჯერა, რომ არაბიძე თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს. არ მჯერა ლოჩოშვილისაც. გველესიანი და ახალგამოძახებულები არ ვიცი, მაგრამ არც მეიმედება. ჩემი აზრით ვინც გინდა გამოიძახე, და ვინც გინდა დანიშნე ტრენერად, ამ ორი თამაშიდან ორივეს წააგებ.
ფიდელ კასტრო
სტალინს ტრავმა აქვს, რატომ არ გამოიძახეს?
ვვვ
გველესიანი რატომ არ არის?
სიმართლე
არც კაშია და არც დვალი არ შეესაბამება ნაკრების დონეს, ლოშოშვილს უსამართლოდ ექცევა ნაკრების ხელმძღვანელობა, დავიჯერო სათადარიგოობააინც არ ეკუთვნის?
llcl
ეს კაშია და კვირკველია სირბილი როცა შეეძლოთ მაშინაც უამრავ შეცდომებს უშვებდნენ და რას გადაეკიდეთ, უკვე ვეღარც დარბიან, კაპიტანი კვარა და ვიცე-კაპიტანი მამარდა, გურამი ბაია პატარაიასთან! ან ეს მამუჩაშვილის სარგებელი უნახავს ვინმეს? ლოშოშვილს რას ერჩით? ის გადრანიც კარგი ბიჭია და ივა გელაშვილიც. ნუ საყრდენი ზონა კვლავ პრობლემაა და ვცადოთ ეს ქოჩორაშვილი, არაბიძეც იმსახურებს მგონი შანს, არა მგონია ბოლო 20 წუთი რომ შემოვიდეს რამე გააფუჭოს, ჯარომას მაინც შეასრულებს
semi
როდის უნდა ამოიღოთ ხმა ჟურნალისტებმა იმ უსამართლობასა და განუკითხაბაზე რაც ქართულ ფეხბურთში ხდება? იგივე ადგილები რაც წინა მატჩზე 20-25 ლარი ღირდა, 50 ლარი ღირს ეხლა გეკითხებით როგორ ჩამოვიდე ქუთაისიდან 2 ბავშვით და 150 ლარი გადავიხადო ბილეთში? ან ეს ჩუმად რომ გაყიდა 15 000 ბილეთი ისე რომ კაციშვილმა არ იცოდა და შემთხვევით გახდა ცნობილი ეს სამართლიანია? სად არის კობიაშვილი რომელ ტელევიზიას აძლევს ინტერვიუს? ან ეს ჯურნალისტები სხვადსხვა ტელევიზიებში რომ იწვევთ ფედერაციის ხალხს რატომ არ უსვავთ ამ კითხვებს?
მეზღვაური
მამუჩაშვილი ნაკრების თილისმაა?აბა რატომ იძახებენ სისტემატიურად ნაკრებში და მინიმუმ 1 კაცის ადგილს რატომ იკავებს განაცხადში?
kicha
სად არი არაბიძე, ლოჩო და გველესიანი? არ მოსულა ხიზან ასე ძმაო...
ირაკლი
ალთუნაშვილს რას ერჩით??
gigi
არაბიძე რომელიმე დინამოელი რო იყოს აუცილებლად გამოიძახებდენ
ქათველ ქომაგი
არაბიძის იგნორირება სირცხვილია ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო ქართველ გულშემატკივარს არ ჩემს პატივს . კაცი შეიჩერებელია და ყველა ხედავს რამხელა ტალანტი და გაუქმების ფეღბურთელია არ გაიტეხო გიო გული
გ.შ.
არაბიძეზე დამწყდა გული, დაელაპარაკეთ მაინც რომ ყურადღების ქვეშ გყავთ , და აკვორდებით მოს პროგრესს, გთხოვთ, არც ჩემი ძმაკაცია და არც ჩემი ბიძაშვილია, არ ვიცნობ საერთოდ
ფირუზა
თენგიზ სულაქველიძე? სულ ცოტათია უფროსი კაშიაზე. რაღა დროს კაშიაა?
გიორგი
არაბიძე???
ჯარჯი
არასწორი შედარებაა, სხვადსხვა პოზიციებზე თამაშობენ.
მწვრთნელი
ორთავე თამაშს ჩააგდებს სანიოლი! აგერ ნახავთ! გადრანი, ლოჩოშვილი და გველესიანი არ გამოიძახა! კაშია, კვირკველია და დვალი ვერც ესპანეთის და ვერც ნორვეგიის თავდამსხმელებს ვერ გაუმკლავდებიან შუა ხაზის გარეშე, მითუმეტეს შუა ხაზში ჩამჭრელი არავინ არ გვყავს! მარტო აბურჯანიას და გაგნიძეს იმედი, თუ აქვს ძალიან ცდება სანიოლი! შუა ხაზი ისევ დაიჩაგრება და დამცველებზეც იმოქმედებს ეს ყველაფერი! ბურთი საერთოდ ვინ უნდა ამოიტანოს ვერ გავიგე!? მექვაბიშვილმა? ჩამჭრელი და ამომტანი არა გვყვას ნაკრებში და დროა ან გადრანი ან გველესიანი გადაეწია შუა ხაზის ცენტრში ისევ ადრინდელი სქემის გამოყენებას! ადრე მახსოვს მალხაზ ასათიანი გადაწიაეს მასე და კაცი ათამაშდა ნაკრებში!

ლოჩოშვილს მერამდენედ აიგნორებენ, ვერ არის კარგად 3ს ხალხი
Givi
ლოჩოშვილი და ალთუნაშვილი არა? ნუ არ ვიცი რა კრიტერიუმებით ხვდება ზოგი ნაკრებში გვარებს არ დავაკონკრეტებ...
პელიდი
პოზიტივით რომ დავიწყოთ, ქოჩორაშვილის და კალანდაძის გამოძახება კარგია. კვეკვესკირის სიაში არ ყოფნაც. ახლა ცუდზე, არაბიძე უნდა ყოფილიყო, ვის ადგილზე რომ იკითხოთ, მაგალითად წიტაიშვილის მაგივრად, საქართველოს ჩემპიონატშიც ჩანს ვინ უკეთესია ამ ეტაპზე. ლოჩოშვილს რატომ არ ენდობა სანიოლი კი ვერ ვხვდები, კვერკველიას,რომელიც ჩანს, რომ ვეღარ დარბის არ ჯობია?
ტოტტი
თუ ვინმე ეროვნული ლიგიდან უნდა გამოიძახოთ პირველ რიგში არაბიძეააააა . არაბიძე რო დინამოელი იყოს ხო გამოიძახებდით
გიგა
აიი მამუჩაშვილი და აბურჯანია იმსახურებენ გამოძახებას და ფორმაში მყოფი არაბიძე არა ხო.
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?