"ლაციოსთან" ნამატჩევს DAZN-თან კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა რუდი გარსიამ გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლის მიზეზიც განმარტა:

"პირველი ტაიმი უნდა მოგვეგო, ამას ვიმსახურებდით. თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ, მეტოქემ კი პირველივე შესაძლებლობა გამოიყენა. მეორე ტაიმი გაცილებით უარესად ჩავატარეთ. ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა. "ლაციო" შეტევაში ძლიერია, კონტრიერიშებზე დაგვიჭირეს. არც გაგვიმართლა, თან აგრესიულები ვერ ვიყავით. ბოლოს ჟეზუსს და ლინდსტრემს მართებდათ გატანა. მარცხი უნდა მივიღოთ. ახლა სანაკრებო პაუზაა, შემდეგ შვიდმატჩიანი მარათონი გველის და მოგებით უნდა დავიწყოთ.

რატომ შევცვალე "კვარა"? შეხვედრა შესანიშნავად დაიწყო, მერე გამოითიშა,

რამდენიმეჯერ დაკარგა ბურთი. ამ სეზონში 90 წუთი არ ჰქონდა ჩატარებული, ჯერ 100%-ით მზად არაა. ეს დაგეგმილი გვქონდა. მას თამაშამდე ველაპარაკე და ჩვენ დროის შეზღუდული რაოდენობა მივეცით. მიხარია, რომ ასეთი ფეხბურთელი მყავს, რადგან ჩანდა, რომ სიტუაციის შეცვლა შეუძლია. დებიუტში გატანასთან ახლოს იყო, მაგრამ არ გაუმართლა, როდესაც მის მიერ დარტყმული ბურთი მარუშიჩს მოხვდა".

ნიკა
ერთი სეზონის ფეხბურთელია ? თუ სერია - A მაღლა დგას ?
ნოე
ციციკორე, არც სახელი მომწონს შენი და არც კომენტარები, მაგრამ ერთში უნდა დაგეთანხმო - ხვიჩას ასაკის ბიჭისთვის ძნელია გაუმკლავდეს იმ აჟიოტაჟს, რომელიც მის გარშემოა ატეხილი. დარწმუნებული ვარ, ხვიჩა ყველა დაბრკოლებას გადალახავს და ძააააალიან მაგარი ფეხბურთელი იქნება.
ძველი გულშემატკივარი
"ბებერი მელაკუდა" კი არა, "ბებერი ჩიტი"
ბესო
100 %
Charley - ს
რას ამბობ კაცო, რა " კვარას აგენტმა თადარიგი აქედანვე დაიჭიროს?" სასწრაფოდ უნდა მოიშოროს ეგ აგენტი, მაგან გაყიდა მამელუქად
გიორგის
და რამდენად შეუძლია ამ ფიზიკურ კონდიციებში მყოფ ხვიჩას ყველა კუთხურისა და ყველა ჯარიმის შესრულება?!... იქნებ, კი არ ართმევს, ზოგავს?!... ჩვენ მარიო რუიც შევიძულეთ - ხვიჩას აიგნორებსო (არადა, ამას მკაცრად სპალეტის მითითებით აკეთებდა), მაგრამ გაიხსენეთ, როცა ახალბედა ხვიჩა მეტოქის მცველებთან წაკინკლავდა, პორტუგალიელი პირველი აისვეტა მის წინ და არავის დააჩაგვრინა, ამას კი ხვიჩასთან პიროვნული კონფლიქტის შემთხვევაში, უბრალოდ, არ გააკეთებდა... საერთოდაც, არასწორი მიდგომა მგონია, რომ ხვიჩასთვის სჯობს ზელენსკის წასვლა - ხვიჩა არც მბაპეა ( ნუ, ჯერ ხომ არ არის), რომ შემადგენლობა შეუთანხმონ და არც რონალდუ, რომ მის გამო არაბეთიდან გამოგდებული გარსია ახლა იტალიიდან გააგდონ... რაც მთავარია, ხვიჩა არ არის ( საბედნიეროდ) ის პიროვნება, რომ გუნდში ინტრიგების ხლართვა და ფეხბურთის თამაში ერთმანეთს შეუთავსოს და მოდით, ნუ წავაქეზებთ... იმ პირობით, რომ თუკი ნაპოლის თამაშის ხვიჩაზე აწყობამ მოუწია, ის პრობლემა, რაზეც ვსაუბრობთ, ავტომატურად უნდა მოგვარდეს...
სოსო
მალხაზ ასათიანს აქვს ნაამბობი,ინტერვიუში:ქუთაისში,ტრავმამოუშუშებელი,მაინც გავედიო, სავარჯიშოდ და დავით ყიფიანმა,თავის ოთახში დამიძახაო.აიწია თურმე დათომ შარვლის ტოტი და უჩვენა მალხაზს,ფეხზე ჩაშავებული და ჩავარდნილი ადგილი.აი ამას ხომ ხედავ,ეს იმის ბრალია,რომ ტრავმამოუშუშებელმა, ისევ ვარჯიში გავაგრძელეო.ვახტანგ ქორიძე,სსრკ ნაკრების კანდიდატად დაასახელეს და ისე უნდოდა თამაში,რომ ფეხისტკივილი და შესიება დამალა.შედეგად,ვეღარც ნაკრებში ითამაშა და უკვე ვეღარც დინამოში.არა და ძალიან მაგარი ბიჭი იყო,ნამდვილი მეომარი.მთელ სულს და გულს,თამაშს რომ აძლევდა.კიდევ ერთი წელი,ლანჩხუთში ითამაშა და გაანება თავი, თამაშს.როგორ გგონია,ნაპოლიში სულელები მუშაობენ?თუ ხვიჩას მეტი არ შეუძლია და არც ვარჯიშობს,გაჰყიდიდნენ და თვითონ მაგრად იხეირებდნენ,მყიდველი კი,მაგრად გადახტებოდა.არ გაყიდეს,არ გაუშვეს და ამდენ ხანს აცდიან,რომ შარშანდელი და შარშანწინდელი სეზონის გადატვირთვის გამო,ბიჭი არ გადაიწვას და თანდათან ჩადგეს ფორმაში.არ არის შენი პოსტი ხვიჩას გულშემატკივრის პოსტი.არც საერთოდ ფეხბურთის გულშემატკივრის პოსტია.ბოდიში,მაგრამ ეს,სეირის მაყურებლის პოსტია,რომელსაც იმწუთიერი გართობა უნდა და სხვა,არც არაფერი აინტერესებს.ამ საიტზე,ძალიან ბევრი წერს ისეთი,ვინც უკვე სამი წელია,ჩასაფრებულები არიან და სულმოუთქმელად ელიან,ხვიჩას როგორმე ფეხი გადაუბრუნდეს და მერე გამარჯვებულის პოზაში ლანძღონ,აი,ჩვენ როგორი მართლები ვიყავითო.არ ვფიქრობ,რომ შენც მათ რიგებში ხარ,მაგრამ არასწორად კი ფიქრობ.იტალიაში რამდენადაც ვიცი,ორი სეზონი ზედიზედ,არავინ გამხდარა იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი.არც პირველივე სეზონში გამხდარა,საუკეთესო ფეხბურთელად ვინმე,ხვიჩას გარდა და ეს რეკორდია.ასე რომ ხვიჩამ და ზოგადად ნაპოლიმ,ზედიზედ მეორედ რომ ვერ ითამაშოს იგივე დონეზე,აქ გასაოცარი არაფერი იქნება.ნაპოლი ხომ ის გუნდი არ არის,რომელსაც განუსაზღვრელი ფინანსური შესაძლებლობები აქვს,საჩემპიონო სეზონის შემდეგ,გუნდში ახალი სისხლი შეუშვას,თამაში განაახლოს,ახალი ფეხბურთელები მოიყვანოს და განახლებული შემადგენლობით,კვლავ ჩემპიონი გახდეს.ასეთი გრანდები,იტალიაში,სხვები არიან და ამ სეზონში,ისინი,ყველაფერს გააკეთებენ ჩემპიონობის მოსაპოვებლად.ისინი საგრძნობლად გაძლიერდნენ,ნაპოლიმ კი,კიმ მინ ჯე ვერ შეინარჩუნა და ვერც მისი ღირსეული შეცვლელი იპოვა.ეს არც იყო მოსალოდნელი,რადგან იტალიის საუკეთესო მცველი სრულფასოვანი შეცვლა რომ შესძლოს,თვითონ უნდა იყოს,იტალიის საუკეთესო მცველი.კიმის დანაკლისის აუნაზღაურებლობა,ამ თამაშმაც ცხადად დაადასტურა,როგორც დაცვაში,ისე შეტევაში.მწვრთნელი შეეცდება არსებული რესურსებით,გუნდის საუკეთესო თამაშის მოდელს მიაგნოს,მაგრამ ამას დრო სჭირდება და ეს საუკეთესოც,რამდენად საკმარისი იქნება,ჩემპიონობის შენარჩუნებისათვის,ძალიან დიდ კითხვებს აჩენს.არ არის ეს,საჩემპიონო კონტინგენტი და ვნახოთ,მერე რა იქნება.ამ სეზონში,სამეულში მოხვედრაც დიდებული შედეგი იქნება,გუნდისათვის და რაც უკეთესი იქნება შედეგი,რა თქმა უნდა მით უკეთესი.სპალეტი სპრინტში მოთამაშე მაპოლის ჰქმნიდა,ყოველ წელს,რომელსაც ძალები არ ჰყოფნიდა,სეზონის ბოლომდე,შარშან მსოფლოს ჩემპიონატმა საშუალება მისცათ,საკმარისი ქულათა სხვაობა მიეღოთ,სეზონის დასაწყისში,მაგრამ წელს,სეზონი მარათონულია და ახალი მწვრთნელიც,ალბათ უფრო სტაიერული შეჯიბრებისათვის ამზადებს გუნდს.ვერ ვიტყვით,რომ ძალიან წარმატებულად დაიწყო,მაგრამ სეზონი გრძელია და ვერავინ იტყვის,რომელი ტაქტიკა გაამართლებს.თუმცა ხვიჩას ფორმაში შესვლის ფორსირებას არ ცდილობენ და ეს უკვე კარგია.
გადასარევი გიორგი
ყველაფერში გეთანხმებით ერთი რამის გარდა, ზელინსკი კვარას უშლის ხელს რითიც შეუძლია.. ეჭვიანობს. ეს ჩანს თუ დააკვირდებით, პასებს უგვიანებს, ყველა ჯარიმას ართმევს, ყველა კუთხურს. არადა ხვიჩას ეხლა სჭირდება თავის უკეთ დამკვიდრება,კარიმების შესრულების დაწყება, რადგან ამას სიმშვიდე მოაქვს გუნდშიც, ასე კი ჩანს რომ ვიღაცეები რაღაცეებში ჯინში უდგანან და ზელინსკის წასვლა მხოლოდ პლიუსი იქნებოდა ხვიჩაათვისაც და ამკტომ მგონია რომ ნაპოლოსთვისაც. გარსია კი ძალიან სულელი მწვრთნელი ყოფილა, რაც გუშინ გააკეთა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, იდიოტიზმი, თან უდიდესი
დათო
ნეაპოლში კვარამ მაქსიმუმი დადო წინა სეზონში. წინსვლისთვის კლუბი უნდა გამოიცვალოს
Charley
ანგისა, ზელენსკი, რაჰმანი, ჟესუსი, ოლივერა, როცა გუნდს ყავს წამყვან მოთამაშეებად და ეს მოყვარული ტრენერი მწვრთნელად იმ გუნდისგან ჩემპიონობაზე კი არა ოთხეულისთვის ბრძოლაზე ამბიციაც კი სასაცილო მგონია. კვარა აშკარად წუწურაქის დირექტივით როტაციაში მოახვედრა, თან აშკარად ვერ იყენებს სათანადოდ გუნდის ყველაზე იდეინ ფეხბურთელს. ბურთი ნახევარმცველებს შემტევებამდე სწრაფად ვერ მიაქვთ, ცენტრი მოშლილია ვერც პრესინგს ვეღარ თამაშობენ (მხოლოდ 30 წუთი) და უკვე ვეებერთელა სივრცეები უჩნდებად ბურთის დაკარგვის შემდეგ რასაც ნორმალური მეტოქე საფუძვლიანად უვსებს და დგება ის შედეგედი რაც ასეთ ვითარებაში უნდა დადგეს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ნაპოლის მაქსიმუმი წელს მეოთხე ადგილი მგონია. და ვფიქრობ დროა კვარას აგენტმა თადარიგი აქედანვე დაიჭიროს და ყველა ღირებული ოფერი განიხილოს გრანდიდან, და მომდევნო სეზონში კვარა ამ გუნდს საბოლოოდ მოაცილოს. კლუბი რეგრესის გზას დაადგა ეს თვალნათლივ ჩანს რაც ისევ კვარას ფასისა და რეპუტაციისთვის იქნება ცუდი თუ ის ისევ ამ გუნდში დარჩება კიდევ რამდენიმე სეზონი. ნაპოლის მაქსიმუმი წინა წლის სკუდეტო იყო ლიმონი უკვე გამოწურა დელაურენტისმა, ღირებული შევსება კი საერთოდ არ აღირსა გუნდს და როგორც ჩანს არც მომავალში აპირებს ამის გაკეთებას ეს ბებერი მელაკუდა.
ხუტას
როგორც შარშან ჰყავდით მთელი წელი დადუმებული წელსაც ისე იქნებით. თქვენნაირი ბრბო არ იმსახურებდა ხვიჩასნაირი ვარსკვლავი ამ ორღობეში დაბადებულიყო მაგრამ ნორმალური და ადეკვატური გულშემატკივარი უფრო მეტნი ვართ, ვინც ყველა სიტუაციაში მხარს დავუჭერთ. ზუსტად ჩვენნაირების გამო არ დანებდება ხვიჩა. აბა თქვენნაირი ჩასაფრებული მოძულეებისთვის რომ ეყურებინა კი დაამთავრებდა კარიერას. აი საერთოდ რომ აღარ ითამაშოს ფეხბურთი დღეის მერე ხვიჩამ, მაინც ლეგენდად დარჩება ნაპოლისთვის და მსოფლიო ფეხბურთის ახალგაზრდა ვარსკვლავად. თქვენ რომელ ჭაობში იქნებით იმას გააჩნია. ვინმე ნიჭიერი ბავშვი ამოირჩიეთ აქედანვე და იმაზე გადადით მაგ სიძულვილით. აა თუ ამორჩევა გეზარებათ, მსოფლიო რომ აღიარებს მერე მიაქცევთ ყურადღებას. პასუხის ღირსიც არ ხართ. ხვიჩა ყურადღებას არასოდეს მიაქცევს თქვენნაირ ბოროტებს მაგრამ ჩემნაირი გულშემატკივარი არასდროს გაგიტარებთ ამას. არ მოგცემთ იმის დამცირების უფლებას ვინც გვიყვარს. ხვიჩას უკან ათასობით ბავშვი დგას, ვისაც მოტივაციას უკლავთ მისი კუმისის ლანძღვით. მერე იტირეთ რატომ არავის უნდა ამ ქვეყანაში ყოფნაო. ზუსტად თქვენნაირების გამო არუნდათ და არ მოუნდებათ. ასაკოვანი თუ ხართ და ძველი თამაშები გახსოვთ, საინტერესოა ყიფიანს და გუცაევსაც ასე ლანძღავდით თამაშის წაგების მერე? თუმცა მაშინ ქვეყანა არ გვქონდა და მნიშვნელობა ექნებოდა რუსეთსი როგორ მოიქცეოდით. დღეს სხვა ხალხი და სხვა თაობა ვართ აქ, ვინც ვაფასებთ ჩვენს ფეხბურთელებს და მხარში ვუდგავართ. თუ არ მოგწონთ გაატარეთ, შეგვეშვით და გვაცადეთ მხარდაჭერა. სხვაგან აფრქვიეთ საკუთარი შხამი და იქვე ჩაიხრჩეთ!
გეგი
და ვინც გამოიყვანე მის მაგივრად უკეთესი რა ქნა?არა ძმაო ეს რუდი გარსია ძალიან არ მოწომნს რა ვქნა.
ვოოტ
ლაციოს არ მოუგია ნაპოლისთვის - გამოცდილმა სარიმ პირწმინდად დაჯაბნა მკითხავი გარსია... მაურიციო სარი საკუთარზე ნაკლებად როდი იცნობს ნაპოლის ფეხბურთელებს და მათ შესაძლებლობებს, რუდი გარსიას კი , თუ აცალეს, ერთი სეზონი მაინც არ ეყოფა საამისოდ... გარსიას მცდელობა, რომ რაც კვარას და ზელინსკის იშვიათად გამოსდიოდათ, შესაძლოა, მარიო რუის და რასპადორის გამოსვლოდათ, სწორედ ამაზე მეტყველებს. ნაპოლის შეცვლებმა ვერაფერი მოუტანეს, სამაგიეროდ, ლაციოს არათუ წნეხი მოეხსნა, პირდაპირ ფრთები გამოესხა და რომ არა მსაჯები და ვარ-ები, დიდი ანგარიშითაც უნდა მოეგო... ნაპოლის ძალიან მძიმე სეზონი ელის და ეს მთლიანად დი ლაურენტისის სინდისზეა - შარშანდელი ნაპოლი იყო სპალეტისა და ჯუნტოლის რამდენიმეწლიანი მძიმე, მაგრამ წარმატებული შრომის შედეგი და ორივე იმას შეეწირა, რომ დასუსტების ნაცვლად გუნდის გაძლიერება სურდათ და ლიგისთვის მებრძოლი გრანდის ჩამოყალიბების ამბიცია გაუჩნდათ... ამბიციები, რაღათქმაუნდა, კინოპროდიუსერსაც აქვს, მაგრამ რაც უნდა მორთო და მოკაზმო, ბაბუცა პატარაია ანჯელინა ჯოლად ვერ გარდაიქმნება - უკვე ფაქტია, რომ ვინც ნაპოლიმ იყიდა, ჯერ ვერავინ გამოადგა და ვინც გაყიდა, ყველა მწარედ დააკლდა, კიმზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ლოსანოც კი დააკლდა, რადგან პოლიტანო საუკეთესო ფორმაშიც კი ვერასდროს ქაჩავდა ორივე ტაიმს... ზელენსკისაც სიამოვნებით ყიდდა, მაგრამ თავად პოლონელმა იუკადრისა არაბეთი ( რესპექტ) და აღმოჩნდა, რომ ამ ეტაპზე ისიც გვარიანად შეუცვლელი მოთამაშე ყოფილა. ნუ, კიმი საერთოდ ცალკე თემაა - გარდა იმისა, რომ მთლიანად დაცვის ხაზს კრავდა, მისი საიმედო თამაში ანგისას და ლობოტკას შეტევებში თამამად ჩართვის საშუალებას აძლევდა, ახლა კი ეს ფუფუნება აღარ აქვთ და აღარცერთი ჰგავს თავის თავს, დი ლორენცოც კი ( ამ შემთხვევაში თავი ორივე მნიშვნელობით იგულისხმება დ.დ.)... საერთოდაც, როცა მიუნხენის ბავარია ფეხბურთელს გევაჭრება, უნდა იცოდე, რომ ის ბევრად უფრო მეტი ღირს და თუ საბოლოოდ გადაწყვიტა შენგან ვინმეს ყიდვა, აუცილებლად წაგებული რჩები, - ვეჭვობ, ლაურამ ეს ჩვენზე უკეთაც უნდა იცოდეს, მაგრამ სასწრაფოდ მიაყიდა მსოფლიოს თუ არა, სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, რომელსაც, ჩვენი ხვიჩასი არ იყოს, იტალიურ ფეხბურთში ადაპტაციისთვის წუთები დასჭირდა, მის შემცვლელს კი, ვგონებ, იაპონია გადაიფიქრა და სულაც ამაზონიის ჯუნგლებში დაეძებს... მძიმე სურათია კია, თუმცა ნაპოლის და ხვიჩას კიდევ ექნებათ გამონათებები - უფრო მეტად სასუოლო-ფროზინონეს დონეებთან და ნაკლებად მაურიციო სარის დარი მწვრთნელების გაწვრთნილ გუნდებთან. ძნელი წარმოსადგენია, რომ გარსიამ ტაქტიკური დუელები მოუგოს პიოლის, ინძაგის, მოურინიოს ან თუნდაც ალეგრის. უნდა წავიდეს თუ არა ხვიჩა?!.. ახლა ნამდვილად ვერსად წავა, სხვა რომ არაფერი, საკუთარ ოცნებას - რეალს ხომ ვერ გაექცევა და რეალთან იმ ორი თამაშის შემდეგ, ანუ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მოვითვალოთ წიწილები...
gito
ბურთი დაკარგაო ეგ თითიდან გამოწვოილი მიზეზია, უნდოდა შეეცვალა რასპადორით და დარწმუნებული ვარ რასპადორი უფრო ევასება
xuta
კი, განსაკუთრებით მსოფლიო ახალგაზრდულზე ისახელა თავი, როცა დაისვენა. მავანი ამართლებდა კიდეც, დასვენება აუცილებელი იყოო. ასე თუ იღლება, მაშინ არ ივარჯიშოს, რა, იქ ნაკლები დატვირთვაა. სადაც კი საშუალება მიეცემა, ფეხბურთელი ყველგან უნდა თამაშობდეს. ქება, თუნდაც დამსახურებული, რომ კიტრის ფასია, კიდევ ერთხელ დამტკიცდა. დროა, გაიგოთ კიტრებმა! ახლა იქორწინებს და იქ აწუწუნდებით, მოიქანცა და იმიტომ ვერ თამაშობსო! მალე - უკვე ასაკშია და ვერ თამაშობსო! აპატიეთ, აპატიეთ ყველა შეცდომა თუ გადაცდომა. უკვე აღარ კეთდება საქართველოდან სპეციალური რეისები, რადგან გარანტირებული არავინაა, ათამაშებენ საერთოდ თუ არა! უკვე აღარ გაჰყვირის სტადიონი ხვიჩას სახელს .... ვინც დამაბრალებს, რომ რომელიმე თქვენგანზე ნაკლები გულშემატკივარი ვარ ხვიჩასი ... დამიჯერეთ, ჯანსაღი კრიტიკა და ზოგჯერ მკაცრი საყვედურიც - აუცილებელია. ნათქვამი ძირითადად სპორტის ვაი-სპეციალისტებს ეხება, თორემ გულშემატკივარს საყვედურს რავა ვკადრებ.
ციციკორე
ჯადო კი არა, პროვინციული ისტერიკების ბრალია. არიქა, ნეაპოლში ჩარტერები, საპატრიარქოში ვიზიტები, მარადონასთან დატოლებები. ხვიჩამ სილაღე უნდა დაიბრუნოს. ესაა მისი მთავარი იარაღი. ამიტომ დავწერე, გამოლოცვა ჭირდებათქო. რაც ნაკლებ ყურადღებას მიაქცევს აქაურ სიგიჟეებს, მით უკეთესი მისთვის.
ციციკორე
ჟორაჯან, ჯადო არაფერ შუაშია. მოსვენება ჭირდება მაგ ბიჭს. მისი მთავარი იარაღი, იმდენად არც სისწრაფეა და არც ტექნიკა. სილაღე იყო მისი კოზირი. ამ პროვინციულმა აურზაურმა აწყინა. მთელი ეს კროკო ეარვეისი და ჩარტერები, საპატრიარქოში ვიზიტები და ზღვარგადასული აჟიოტაჟი. არ ვარგა ეგრე. მაგაზე დავწერე, გამოლოცვა ჭირდებათქო.
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა".
რატომ შეცვალა და ბიჭი დაიღალა.დაიხალა და დაისვენოს ეხლა.მე კი არ მინდა ბუნების კანონია ასეთი.
NAPOLI!
გუშინდელი თამაში ასკარად მიუთითებს გარსიას სისუსტეზე და მის შეცდომებზე, თუ ცივი გონებით შევხედავთ და გავაანალიზებთ, კვარას (არა იმიტომ რომ ქართველია და გვიყვარს) შეცვლა მაშინ როდესაც თამაშის გადარჩენა გჭირდება და საშუალო დონის ფეხბურთელით ცვლი, გამოუსწორებელი შეცდომაა! რასპადორი არც გრანდია და არც ვარსკვლავი, ვერც ოსიმენმა ვერ გამოიჩინა თავი და გამოჩნდა აშკარად რომ თუ მას არ მიაწოდე "დაღეჭილი" ჩვეულებრივი ფორვარდია! უდიდესი შეცდომა იყო კიმის გაშვება გუნდიდან რაც აურელიოს და სპალეტის დაპირისპირება გამოიწვია და გუნდისთვის კატასტროფიდ დასრულდა, კიმიც წავიდა და სპალეტიც!!!! მოკლედ კვარამ უნდა იფიქროს გუნდის შეცვლაზე, თორემ გარსიას შეცდომები მასაც "ჩაითრევს"!!
ჟორა
ციციკორე, შენ მართალია მაგას ხუმრობით ამბობ, მაგრამ გამოლოცვა კვარას კი არა შენც გიშველის. გამოლოცვას დიდი ძალა აქვს. მე კი ვფიქრობ მაგ ბიჭს ავის მქნელებმა ჯადო გაუკეთეს და გამოლოცვაა ჯადოს წამალი. არ თქვა ახლა ჯადო არ არსებობსო.
Givi
კვარა ეწირება ნაწილის უნიათო თამაშს, უნდა გადასულიყო სადმე თორემ ნაპოლი წელს ვერაფერს მოიგებს...ისე ოსიმენი როგორი იყო გუშინ კვარაზე რომ ლაპარაკობენ? ამას არ გაუმართლა თორემ შექმნა მაინც მომენტები.
ციციკორე
გამოლოცვა ჭირდება მაგ ბიჭსთქო-დავწერე და არ მიჯერებთ :) იმის მერე გოლი ვერ გაიტანა-მეექვსე თვე გადის.
ამათი ტყუილების ვის ჯერა
რატომ შეცვალა და ასე ქონდათ დაგეგმილი ადრეც ბევრჯერ გააკეთეს გუნდი აგებდა და კვარაც ჩაუხსნიათ ოსი ოსიმენიც , როცა წინასწარ გაწერილი ანგარიშია ტყუილად აღარ არბენინებენ ფეხბურთელებს.ტოტალიზატორია ფეხბურთი აღარარის
Fff
მერე აცადე ერთი ორი შეცდომა.. სპალეტი რომ აცდიდა იმიტომ გაჰქონდა მერე
რუსთავი
მცველები რომ შემოიყვანე 55 წუთზე იგებდი ხუთით ნოლს თუ რაიყო ეგ, რა იდიოტური შეცვლები გააკეთა მაგიტომაც აირია გუნდი.
გადასარევი გიორგი
სრული იდიოტობა ჰქენ. ხვიჩას რომ კაცი გაიყვანს ამ თამაშში
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
"კონტემ "ნაპოლიში" ეს შეცვალა... კვარაცხელია და სხვა ლიდერები ძველ მწვრთნელთან ასე იქცეოდნენ..." - Arenapoli "პარტენოპეის" ახალ დამრიგებელზე
"მილანის" მორიგი პრობლემა - მენიოს დისკვალიფიკაცია მისცეს
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელი - "ნაპოლის" იანვარში უარი ძაკანიმაც უთხრა
"ატალანტა" წაგებას გადაურჩა - დღეს "ნაპოლის" შეუძლია დაეწიოს
პენისის პროთეზის ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელში - "ლაციომ" კლუბის სიმბოლოს არწივის გამშვებ ადამიანთან თანამშრომლობა სასწრაფოდ შეწყვიტა
გარსიამ მადრიდში ჩააკითხა - კურტუა ბელგიის ნაკრებში დაბრუნდა
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
"ნაპოლიდან" დათხოვნილ რუდი გარსიას სამწვრთნელო საქმიანობის სანაკრებო დონეზე გაგრძელების ვარიანტი გამოუჩნდა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ნაპოლიდან" გათავისუფლებული მწვრთნელი ბელგიის ნაკრებს ჩაიბარებს
"ამ სიახლემ შოკში ჩამაგდო" - რუდი გარსია
"როდესაც "კვარას" ვცვლიდი და უკმაყოფილებას გამოხატავდა, არავინ მიცავდა, დე ლაურენტისი? ფეხბურთის საერთოდ არაფერი ესმის" - გარსიამ "პარტენოპეიში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
"ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე - "ინტერს" გალიდერების შანსი მიეცა [VIDEO]
ევროპაში გატარებული 18 წლის შემდეგ ფერნანდო მუსლერა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე დაბრუნდა
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს