საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 4 სექტემბერს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოესი ორი მატჩისთვის მოსამზადებლად თბილისში შეიკრიბა. ესპანეთისა და ნორვეგიის წინააღმდეგ ეროვნული ნაკრების განაცხადში 23 ფეხბურთელია. საწვრთნელი შეკრების პირველ დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ჩვენმა გუნდმა 16 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა.

მეკარე: გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი

დაცვა: სოლომონ კვირკველია ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, სანდრო კალანდაძე.

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი. ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი აბურჯანია, გიორგი წიტაიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე.

ლეგიონერები, რომლებმაც საკლუბო მატჩები კვირას გამართეს, ეროვნულ გუნდს 5 სექტემბერს შეუერთდებიან.

საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა ესპანეთისა და ნორვეგიის წინააღმდეგ

მეკარე: გიორგი ლორია („დინამო", თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), სოლომონ კვირკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი („ტორინო“, ტურინი, იტალია)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, ატლანტა, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი ("ლევანტე", ვალენსია, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

მატჩების განრიგი

8 სექტემბერი | საქართველო - ესპანეთი | 20:00

12 სექტემბერი | ნორვეგია - საქართველო | 22:45

nakrebi.ge

ასაკს ცემენ პატივს
ჰაჰა
მიდით ბიჭებო, ნუ გეშინიათ. წინასწარ ვიცით, რომ წაგება იქნება ტრენერის ბრალი. იმიტომ რომ არაბიძე, ლოჩოშვილი და სხვანი არ გამოიძახა. აი რომ გამოეძახა, მაშინ იტყოდნენ, პეტრიაშვილი, პავლიაშვილი და სხვანი რატომ არ გამოიძახაო.
robert22
ზუსტად იცი ზუმბულ? :)))
Skeleton
პირველად გვყავს საქართველოში ისეთი ნაკრები, რომლის წევრებიც ბავშვებს უყვართ. ჩემს ბავშვობაში სულ ინიესტა, კასილასი, ბუფონი, რამოსი და უცხოელი ვარსკვლავები გვიყვარდა. აგდებულად ვუყურებდით ჩვენს ნაკრებს და ზუსტად ვიცოდით ყველა თამაშს წააგებდნე. ერთ-ერთი მიზეზი ეგეც იყო წაგების. გულშემატკივრის დამოკიდებულება. როგორც ჩვენ დავიკიდეთ, იმათმაც ისე დაგვიკიდეს. გერმანია-საქართველოს თამაშზე გერმანიის დროშით რომ მიხვალ ქართველი, მერე მოდი და ნუ გაქვს რაა პრეტენზია, რომ შენი ნაკრები შენნაირი გულშემატკივრისთვის შედეგს დადებს და იბრძოლებს. მიუხედავად იმისა, რომ ახლაც არ ვართ ძლიერები და ესპანეთის დონის ნაკრებთან მოგების არ გვჯერა, მაინც ჩვენი ნაკრები გვიყვარს და ის მაინც ვიცით, თამაშზე ესპანეთის დროშებით არ მივიდეთ. ცოტათი გავიზარდეთ და მოგვემატა გულშემატკივრის კულტურა. ვიდეო ვნახე, სადაც მამარდაშვილს ეხუტებიან პატარა ბავშვები და ტირიან, ასევე ხვიჩაზეც უამრავი მსგავსი ვიდეო მაქვს ნანახი. ვისაც ამ ფეხბურთელების ლაფში ამოსვრა და ლანძღვა მოგინდებათ, ის პატარები გაიხსენეთ, ვისთვისაც კუმირები არიან ეგ ბიჭები და ჩათვალეთ ამით იმ ბავშვება ტკენთ გულს. წინა თაობა სულ იმის გახსენებაში იყო, როგორ მოიგო 40 წლის წინ თბილისის დინამომ თასი და ახალგაზრდებსაც მობეზრებული ჰქონდათ ეგ ძველი ამბები, ამიტომ ფეხბურთის სიყვარული ყველამ რეალით, ბარსათი, ბაიერნით და ასე შემდეგ დიდი გუნდებით დავიწყეთ. ახლა ისეთი ბავშვები წამოვიდნენ, ვისთვისაც ცა და დედამიწა სხვაობა აღარაა ჩვენს ფეხბურთელებს და იმათ ფეხბურთელებს შორის. ჩვენც გვყავს მსოფლიო დონის მეკარე, მსოფლიო დონის ფეხბურთელი.. არ არის საკმარისი და ერთი და ორი კაცი ვერ დაგვადებინებს შედეგს მაგრამ მთავარია მხარდაჭერის სწავლა. ეს ყველაზე რთულია. წაგების მერე განსაკუთრებით. გამომიცდია მეც, როგორც ვფიქრობდი ადრე ნაკრებზე მაგრამ არ იყო ეგ ჯანსაღი დამოკიდებულება. ყველაფერი ჯაჭვურად კავშირშია ერთმანეთთან... 44 წელი არაფერი ჰქონდა ესპანეთს მოგებული როცა 2008 ში ევროპის ჩემპიონატი მოიგო, მერე კი მიაყოლა ერთმანეთს ტიტულები. ეს მაგალითისთვის უბრალოდ.
beqa
ყველა თამაში თუ მოვიგეთ შანსი გვაქ ცოტა :)))
ზუმბული
იტყუება ხალხო 12 წლის ბავშვია
მწარე
პატივს ვცემ თქვენ აზრზს. არაბიძესაც პატივს ვცემ, მაგრამ ვთვლი რომ მოძველებულ ფეხბურთს თამაშობს. ესეთი ფეხბურთი ჩემს ბავშვობაში იყო. არც სხვები თამაშობენ თანამედროვე ფეხბურთს. ასე, რომ ნაკრებში შეიძლება იმსახურებს თამაშს, რადგან ნაკრების ფეხბურთელებიც გასულ საუკუნის ფეხბურთს თამაშობენ.
ჟორა გაბრიჭიძე
ვიწყებთ იმ შესარჩევს, საიდანაც გამსვლელი გუნდები უკვე შერჩეულია. არადა ამისთვის დავკარგეთ ახალგაზრდულთა ევროპაზე ღირსეული გამოსვლისა და ოლიმპიადის საგზურის კარგი შანსი.
Las
თქვით ერთხელ კაცური სიტყვა დაამარცხეთ პირინეელი იბერიელები. მგონი იმსახურებს ქართველი გულშემატკივარი ამას :)
გიგა
25 კაციც არ არის გამოძახებული და ერთი არაბიძის დამატება რას დაგვაკლებდა?
ლევან
ლოჩოშვილმა წინა თამაშებში აშკარა შეცდომები დაუშვა (კვიპროსთან 11 მეტრიანი აიკიდა და კიდევ სხვა...), ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ეგ იყო რატომაც არ გამოიძახეს.
Robert22
ვააა სბორნაია გრუზიი შეიკრიბა წარმატებები ბიჭებო გავგახარეთ ერი. ავლაბარში მაგრად გბალეშიკობთ ელი.
Გი
ფედერაციის სასტავს არ ევასება არაბიძე...
გულშემატკივარი
წარმატებები ჩვენს ნაკრებს!!! ღმერთი თქვენსკენ❤️
სოსო
კონკურენტებიც ძლიერები ჰყავს,მაგრამ თუ ასეთი ტემპით გააგრძელა მატება,მომდევნო შეკრებაზე,აუცილებლად დაუძახებენ.ეჭვი არ მეპარება,რომ აუცილებლად კიდევ ითამაშებს,ნაკრებში და უცხოეთშიც წავა.ეს უკვე სულ სხვა მენტალიტეტის არაბიძეა და ძალიან მიხარია,ფეხზე წამოდგომა რომ შესძლო.
გოგა
მიდით ბიჭებო იქნებ გაგვახაროთ
davids
ლოჩოშვილის გარდა ვერ ხედავ დანაკლისს?
მწრთვნელი
ლორია დინამოში ჭიაბრიშვილის წასვლის მერე ზამენაზეც არ ზის და ნაკრებში ალბათ მამარდაშვილის და გუგეშაშვილის დამრიგებლად მიიწვიეს!
David
უკაცრავსდ მაგრამ ლოჩოშვილი სადაა?
ტტტ
ხოხ ვინ გააჩერებს ამათ?
ბაჩო
ადრინდელთან შედარებით რომ გადახედავ გაგიხარდება ისეთ კლუბებში არიან ბიჭები და თან უმეტესობა ძირითადის ფეხბურთელია! ალბათ ცოტახანში საშვალო ევროპულ ნაკრებათ უნდა ჩამოვყალიბდეთ...
გ.შ.
არაბიძეზე დამწყდა გული, აშკარად უსამართლობის განცდა მეუფლება... იმედია შემდეგზე გამასწორებენ
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება