ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე საქართველოს ნაკრების ესპანეთთან განადგურებას "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა და გულშემატკივრების თანადგომას გაუსვა ხაზი:

"მხოლოდ გულშემატკივრის რეაქციაც საკმარისია ჩვენი ნაკრების მძიმე მარცხის შემდეგ იმისთვის, რომ იმედი და თავდაჯერება არ დავკარგოთ. "დინამო არენაზე" მწარე და მტკივნეულ წაგებასთან ერთად, პირველად ვნახე ამ რაოდენობის გულშემატკივრის გულწრფელი მხარდაჭერა, რომელიც თავის ტაშს და სიყვარულს არ აკავშირებს წაგებასთან ან ნებისმიერ სხვა შედეგთან. რომ ვიხსენებ, ამ კუთხით რა გამოგვივლია წლების მანძილზე, როგორ მოქმედებდა არარეალური მოლოდინები და განწყობები შედეგებზე, ვფიქრობ, წარმოუდგენლად წინ წავედით. ქომაგები ბოლო წუთამდე ამხნევებდნენ ნაკრებს და ყველაზე თვალშისაცემი იყო, როცა ფეხბურთელებმა მინდორი ტაშის ფონზე დატოვეს.

განსაკუთრებით ახალი თაობის გულშემატკივარი დაეწია ახალი თაობის წარმატებულ ფეხბურთელებს და სპორტსმენებს. ამიტომ წარმოუდგენელია, ამ ემოციამ და ერთიანობამ წარმატებამდე არ მიგვიყვანოს. ოჯახს და საყვარელ ნაკრებს არ ვირჩევთ. კი, ორივეზე გავბრაზებულვართ, იუმორიც ჩვენი საქმეა და მწარე სიტყვაც კარგად გვეხერხება, მაგრამ ამ ყველაფერმა მთავარი მიზანი არ უნდა დაგვავიწყოს. შედეგს არც ოსლოში ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ იმ დარტყმას, რაც მივიღეთ, ვერ დავივიწყებთ, თუ ხასიათს არ გამოვავლენთ. ჩვენთვის, გულშემატკივრისთვის, მხოლოდ ამის დანახვაც საკმარისი იქნება.

P.S. ისე ვიქცევით სტადიონზე, დიდებიც და პატარებიც, მხოლოდ ამიტომ უნდა მოგვცენ ის სტატუსი, რაზეც ამდენს გვალოდინებენ".

ქომაგი
დარწმუნებული ვარ შენზე ათასჯერ დიდი ექსპერტია და მაგ ნაწილში შოთას აზრი სადაო არაა. აი მეორე ნაწილში კი გეთანხმები
ქომაგი
ან ერის სახელით ვინ მოგცა ლაპარაკის უფლება ან რას ჭორაობ?
შარი
ეს ხო გვყავს რა ექსპერტი, ყველგან გამოკვეხებული. სლავაუკრაინოვიჩი :):)
ერი
შოთა გეყოფა ხალხის დაბოლება და ფედერაციის ფარული პიარი! გულშემატკივარს არ გვეშლება არაფერი! გადადგეს კორუმპირებული და ნათესავ-ახლობლებით დაკომპლექტებული ფედერაცია და წაიყოლეთ სანიოლი! ნახეთ რა უცებ დალაგდება და მოგვარდება ყველაფერი!
zura222
"სიმართლე" მალე თქვენ წახვალთ ერთი ადგილის მოთამაშე ლიბერასტებო ! და მერე მართლა ამოისუნთქებს თავისუფლად სააქართველო !
zura222
ესეც მაგარი გველია ვინც არ იცნობას DD
Martali
ვერ ვიგებ რატო გვაქვს არარეალური მოლოდინები რომელ ბევრ ნაკრებს ყავს იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი ან ესპანეთის საუკეთესო მეკარე ან საფრანგეთის თუნდაც მეორე ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი.. თუ ლუქსემბურგმა ისწავლა მოგება თუ კოსოვომ ისწავლა პასები ესეიგი რაღაც ჩვენ გვაქვს პრობლემა ხო? შოთის მესმის ფეხბურთელებს ამხნევებს მაგრამ სიმართლე გვჭირდება ეხლა რომ შეიცვალოს ფედერაციაც და მიდგომებიც
gogi
კი, არა დემოკრატია, გაურკვეველი ელიტების მმართველობა და აზიაა-რუსეთია ჩვენი გადარჩენის საწინდარი ...:(
Odala
გინება არანაირად არ მოსულა. გეთანხმები. მაგრამ რატომ არ უნდა ვაკრიტიკო. კაპიტანი რომ ლიდერი უნდა იყოს და არ არის, ამის თქმა დანაშაულია? ეგრე ვფიქრობ და თუ არც მიიღებენ.
ivan
კიდე დედაშვილობიაზეა ეს საწყალი ფეხბურთი. მიდი შოთი გოგლი-მოგლი აუდღვიბე, მამა ენაცვალოს ბიჭებს. კალათბურთია თუ რაგბი, რაც აქვთ იმას დებენ. ფეხბურთში რაც ხდება კიდევ შენნარირების ბრალია, შემოგევლე შენა
ვითომ გულშემატკივარს
რა ნახეთ შოთის ნათქვამში საქილიკო?!!! მადლობა ღმერთს ყველამ დავინახეთ ნამდვილი გულშემატკივარი რომელიც ამხნევებდა ნაკრწბს ამ წაგების მერე და ეს ხალხი თქვენზე გაცილებით მეტია. თქვენ კი დაგვენახეთ ერთი რა სფეროს წარმოადგენთ, დარწმუნებული ვარ ყოველ დღე უარესი ანგარიშით აგებთ თქვენს საქმეში ევროპელებთან, არც სწავლა გიცდიათ, არც პატრიოტისმი გაქვთ, არც ნამუსი!!! გულ შემატკივარი რას ნიშნავს თუ გაგიაზრებიათ?! გული თუ არ შეგტკივა და ელოდები როდის მოიგებენ რომ ფოტოები აზიაროთ სოც. ქსელებში მასე არავის არ ჭირდებით. საერთოდ დაახვიეთ ამ სოციუმიდან და თქვენი თავები აკრიტიკეთ!!! ამ სპორტილ მედიასაც ეხება ეს სიტყვები კვაზიმოდო კაკაურიძედან დაწყებული ამ საიტის მარგალიტებით დამთავრებული. არასწორი ხალხი ხართ და მოგეკითხებათ აუცილებლად!!!
magari
სამარცხვინო კომენტარია. რაც აქ კრიტიკა იდებოდა ნაკრების დასახმარებლად, იმის 1 მეათასედს ვერ მიხვდება შენი შოთა. დაუნახავები თუა ვინმე, პირველ რიგში თქვენ
zustad
100% , როგორ მიხარია თქვენც რომ ამჩნევთ და კიდევ ბევრი ხალხი, რომ ხვდება ამას
ქუთაისელი
"არარეალური მოლოდინებიო" - ეს არის საშინელი ფრაზა! ანუ, მაშინ როდესაც გულშემატკივარი თამაშზე დადიოდა, და იმედი ჰქონდა რომ ევროპაზე ან მსოფლიოზე გავიდოდნენ, ეს იყო ტურმე "არარეალური მოლოდინები"? ეს არის უარყოფითი თვითრწმენა, რომელიც ხასიათში ჰქონდა შოთას თაობას გამჯდარი. ეს არის წაგებულის მენტალიტეტი, რომელიც არ არის ჩვენი ნამდვილი ქართული მენტალიტეტი, თორემ ვერ მოვაღწევდით აქამდე ცოცხლები. ამ მეტასტაზების აღმოფხვრას სჭირდება დიდი შრომა, სითამამე, გამბედაობა, თვითრწმენა, რომ ჩვენ შეგვიძლია, დიახ, შეგვიძლია გამარჯვება ნებისმიერ გუნდთან! ვინც თვლის რომ "არარეალური მოლოდინი" არის საქართველოს გამარჯვება, საერთოდ ნუ უყურებს თამაშებს, არათუ ნაკრებას უნდა გაეკაროს! და კიდე ვიღაც ამბობდა "შოთი ნაკრების მწვრთნელადო" - ასეთი მწვრთნელი რას გამოგვადგება, ნაკრებს რომ ეტყვის, "ახლა მაინც ვერ მოიგებთ, არარეალური მოლოდინები ნუ გექნებათო"...
aburjga
ევროპა, დემოკრატია, ევროპელობა ეს არის ქართველი ერის ასიმილაცია და სიკვდილი! ვინც მაგას ვერ მიმხვდარხართ ბრმები და ყრუნი ხართ!
თამაზი
აბსოლუტურად ვეთანხმები შოთის. ახლობელს ცხოვრებაში რაიმე შეცდომა რომ მოუვიდეს, ან რაიმე საქმე არ გამოუვიდეს, ამის გამო ვაგინებთ და ხელს ვკრავთ? რა თქმა უნდა, არა! ხოდა ასეა სპორტშიც საერთოდ და ამ შემთხვევაშიც ასე უნდა იყოს - მათ თანადგომა და გამხნევება სჭირდებათ!
შოთაა
ევროპა სინათლეა ევროპა ბედნიერება შოთა ნამდვილი ევროპელია
ლაშა
ასეთი წაგება ნამდვილად მტკივნეულია, მაგრამ მარცხთან ღირსეული გამკლავებაა საჭირო. ახლო წარსულში, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, სულაც ბრაზილია დამარცხდა გერმანიასთან მსგავსი ანგარიშით. ასე რომ გაანალიზებით და დასკვნების სწორი გამოტანით სიტუაციიდან გამოსვლა შესაძლებელია, მაგრამ ფეხბურთს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება, თუნდაც ხორვატიის თუ არა, სერბეთის დონეზე გასასვლელად!
გიორგი
არველაძე საფეხბურთო სინდიკატის წევრია. ფედერაციის ტყავს არ დახევს.
odala
ესეც რა კომენტარებს აკეთებს, აგეტირება. დავალება რომ უნდა შეასრულოს იცის, მაგრამ ფეხბურთთან როგორ დააკავშიროს ვეღარ მოიფიქრა, ჭკუა აღარ ეყო. თურქეთს ისე შეუძვრება თვალს არ დაახამხამებს. გაივსო აგენტებით ქვეყანა.
Skeleton
ახლა რომ უწერენ შოთა მოდი და გვიშველეო, თქვა მაგ კაცმა ერთხელ და სამუდამოდ გარკვევით, რომ არ მოვა ნაკრების მწვრთნელად არასდროს, რადგან აქვს მწარე გამოცდილება გულშემატკივართან, რომელიც გულშემატკივრობის აზრზე არ არის და გინების მეტი არაფერი იცის. ამიტომ არასოდეს მოვა მწვრთნელად რაცარუნდა მოხდეს. რომ ვიძახი ნუ წერთ საშინელ კომენტარებს და გამხნევება თუ არ შეგიძლიათ უბრალოდ გაჩუმდითთქო, რადგან ანალიზის უნარი თქვენ არ გაქვთ და ისეთი კრიტიკის დადება არ შეგიძლიათ, რითაც ნაკრებს დაეხმარებითთქო, იმიტომ ვიძახი, რომ არველაძისნაირი პროფესიონალი ადამიანები იკარგებიან მერე და თავის რესურსს აღარ ახმარენ იმ საქმეს, რომელიც იციან. ბავშვებს მოტივაცია ეკარგებათ ამდენი ლანძღვა-გინებით და საბოლოოდ იმას მიიღებთ, არავის მოუნდება ამ ქვეყანაში ფეხბურთის თამაში. ვისაც ფეხბურთი ესმის, იმას ამ სფეროში ჩართვა აღარ მოუნდება. გავა დრო და ხვიჩაც იტყვის, რა სიბინძურეც აქვს მიღებული აქაური გულშემატკივრისგან თან სრულიად უსამართლოდ. არველაძეს ფეხბურთელობის დროს კი არ უთქვამს ეგ, მერე თქვა, გვიან. ასე რომ დაუკვირდით სიტყვებს. თქვენ ვერანაირი გინებით საქმეს ვერ აკეთებთ, არც კომპეტენცია გაგაჩნიათ ამ სფეროში და არც განათლება. ერთადერთი რაც გევალებათ არის მხარდაჭერა, თუ ეგეც არ შეგიძლიათ, არაფრად ვარგხართ არც საჭირო ხართ, რადგან 99% ისეთ კრიტიკას ვერასდროს დაწერთ, რითაც გუნდს დაეხმარებით. ამ ბიჭებს კიდე სულ ტელეფონი უჭირავთ ხელში და კითხულობენ აქ დაწერილ თქვენს სიბრძნეებს. სად ვართ მართლა.
დავით
აბა რა! არველაძის მოსმენას, არ სჯობს თქვენ მოგისმინოთ?! :) ))) ისე, ჩვენ, გაუნათლებლებს, ბარემ იმასაც თუ გვეტყვით, რა თქვა ამ კაცმა არასწორი რამაც თქვენი აღშოთება გამოიწვია, დიდ პატივს დაგვდებთ! :) )))
beqa
მინდა ნაკრების მწვრთნელად მაგრამ წააგებს და დაუწყებთ დედის გინებას...
1
ვალერი კვარაცხელია ხარ?
სიმართლე
ვალერი შენთვის არ იყო ეგ დაწერილუ მაინც ვერაფერს მიხვდები, ილერთადერთ იმის იმედი მაქვს რომ მალე წახვალთ
მაი ერთი
ეს გვყავს კაცი, რომელიც სწორ მხარეს დგას, ზოგიერთი პრორუსი ბიუჯეტზე მომჯდარი ვირთხისაგან განსხვავებით.
გურულო
რაო ვარელი?შოთამ არ იცის ფეხბურთი და ვინც არ უნდა იყო,შენ იცი?
ირაკლი
ვეთანხმები თოთის! 3-4 წელიც და გამართული და საკმაოდ ანგარიშგასაწევი გუნდი ჩამოყალიბდება. მე მჯერა ჩვენი ბიჭების! ისინი აუცილებლად იტყვიან თავიანთ სიტყვას დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. თავები ასეიეთ და ბოლომდეეე… წარმატებები
Გიო
რას ერჩი რა გინდა?
ნათია
ეს ბლეფი სტატუსი მაინც ჩასვა რაა,ფეხბურთელმა ფეხბურთზე უნდა ინაპარაკო,რაც არ იცი , რას მიედ-მოედები.
ვალერი
ეს ხო გვყავს რა ექსპერტი ,ყველგან გამოკვეხებული. სლავაუკრაინოვიჩი
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება