გილიათისებური მოთამაშეები, ვისაც შესაძლოა ახალ ზელანდიაში, მსოფლიოს უდიდეს სარაგბო ფორუმზე თამაშმა მოუწიოს
ლეგენდარულ ახალზელანდიელ მორაგბეს ჯონა ლომუს ზუსტად შვიდი წლის წინათ, 2004 წლის 29 ივლისს მძიმე ოპერაციის გადატანა მოუწია. მას თირკმელი გადაუნერგეს. ლომუ, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 63 კეპი აქვს მოხვეჭილი, დღემე რჩება მსოფლიო რაგბიში ერთ-ერთ გამორჩეულად პოპულარულ და პატივსაცემ ფიგურად.

ყველაზე მეტად რაგბის ქომაგებსა და სპეციალიტებს 1995 წლის მსოფლიოს თასზე ინგლისის ნაკრებთან მატჩში მის მიერ გატანილი ლელო ახსოვთ, როცა ლომუმ გზად რამდენიმე ინგლისელი გადათელა.

ოპერაციის შემდეგ ლომუმ რაგბიში დაბრუნება სცადა. 2006 წელს ის ინგლისში გამოჩნდა და 2007 წლის მსოფლიოს თასისთვის ემზადებოდა, თუმცა ჯანმრთელობამ მაინც ხელი შეუშალა და საფრანგეთში ნაკრებთან ერთად გამგზავრება ვერ შეძლო.

ამჯერად კარს 2011 წლის მსოფლიო თასია მომდგარი და გვინდა მისებრ გილიათისებური მოთამაშეები გავიხსენოთ, ვისაც შესაძლოა ახალ ზელანდიაში, მსოფლიოს უდიდეს სარაგბო ფორუმზე თამაშმა მოუწიოს.

მეთ ბანაჰანი (ინგლისი)

ის ყოფილი მეორეხაზელია, რომელიც ამჟამად გარემარბად თამაშობს და, ადვილი შესაძლებელია, ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა მარტინ ჯონსონმა ახალ ზელანდიაში წამსვლელთა 30-კაციან განაცხადში შეიყვანოს.

მიუხედავად იმისა, რომ ბანაჰანი მაღალია, ის საკმაოდ სწრაფი, მობილური და შეტევისას უაღრესად სახიფათოა. კარიერის დასაწყისში, როცა ის ჯერ კიდევ მეორეხაზელი იყო, ვინც მასში გარემარბის კარგი მონაცემები დაინახა ბრაიან ეშტონი იყო. ისინი "ნორსჰემთონის" შემადგენლობაში ფლანგებიდან შიშის ზარს სცემდნენ მეტოქეებს.

ბანაჰანის დებიუტი ინგლისის ნაკრებში 2009 წლის ივნისის ტესტებზე არგენტინის ნაკრებთან მატჩში შედგა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღემდე წარმატებით გრძელდება.

ნემანი ნადოლო (ფიჯი)

196 სანტიმეტრი სიმაღლისა და 123 კილოგრამი წონის ნემანი ნადოლო კუნძულელებისთვის დამახასიათებელი უცნაურობებით გამოირჩევა. მან წლეულს ინგლისური "ექსეტერის" შემადგენლობაში მხოლოდ ხუთი მატჩი ითამაშა, თუმცა მაინც დიდი გავლენა მოახდინა როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.

ინგლისიდან ავტრალიაში დაბრუნებულ ნადოლოს მანქანის მართვა 18 თვით აუკრძალეს, რადგან საჭესთან ნასვამი იჯდა. მსგავსი ინცინდენტი მას ინგლისშიც შეემთხვა, რისთვისაც 5 ათასი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმეს.

ნადალოს იმედი აქვს, რომ ახალ ზელანდიაში ფიჯის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშებს. რატომაც არა, ახალხან "ოლ ბელქსთან" გამართულ ტესტ მატჩში ის შესანიშნავად გამოიყურებოდა.

ნაპოლიონი ნალაგა (ფიჯი)

"მფრინავ ფიჯელს" ყოველთვის მოიხსენიებენ როგორც მომავალ ლომუს. ფრანგილ კლუბში, დავით ზირაქაშვილის "კლერმონში" მას ფანსტასტიკური შედეგი აქვს ნაჩვენები. ნალაგამ 90 მატჩში 61 ლელო გაიტანა. 2010 წელს კი ის საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს.

ნალაგასთვის წლევანდელი სეზონი უაღრესად ცუდად წარიმართა, მის ცხოვრებაში მოხდარი ტრაგიკული ამბების გამო. საფრანგეთიდან შინ დაბრუნებულმა ნაპოლიონიმ ცოლი მოიყვანა, რომელიც მალე ავტოკატასტროფაში მოჰყვა. "მფრინავ ფიჯელს" ღრმა დეპრესია დაეუფლა. ჩაგდებული სეზონის მიუხედავად, ნალაგა ფიჯის ნაკრების მწვრთნელმა მაინც შეიყვანა გუნდის გაფართოებულ, 35-კაციან შემადგენლობაში და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის მშვენება იქნება.

ალესანა ტუილაგი (სამოა)

ის ერთ-ერთია ექვსი სამოელი მორაგბე ძმებიდან. ტუილაგების გვარი მსოფლიო რაგბიში ოქროს ასოებით იწერება და ეს უწინარესად ალესანას დამსახურებაა. ის არის მონსტრი, საშინელება, ქარიშხალი და ყველანაირი ტაიფუნი, რაც კი ბუნებაში არსებობს. ტუილაგი გადაუჭრელ პრობლემებს უქმნის მეტოქეებს, რაც მათში უძილო ღამეებს იწვევს.

ახალხან ალესანამ შესანიშნავად ითამაშა ავსტრალიის ნაკრებთან მატჩში, რომელშიც სამოელებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. "ლესტერ ტაიგერსის" ქომაგები თავს ბედნიერად უნდა გრძნობდნენ, რადგან ის მომავალ სეზონს თავის ძამასთან, მანუსთან ერთად, სწორედ ამ გუნდში გაატარებს.

რუპენი კაუკაუ (ფიჯი)

ის მსოფლიოს რაგბის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული პერსონაჟია. კაუკაუ სწორედ ის მორაგბეა, რომლიც ჯონა ლომუს თამაშის დეტალების ჩვენებას ახერხებდა.

თუმცა მისი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე, ისევ თვითონ არის. კაუკაუ დისციპლინას არად დაგიდევთ და მუდამ ზედმეტი წონის პრობლემა აწუხებს.

რუპენი საერთაშორისო ასპარეზე პირველდა ფიჯის შვიდკაცა რაგბის ნაკრებში გამოჩნდა. მერე ზე რაგბის გათამაშებაში "ბლუზის" შემადგენლობაში 13 მატჩში 15 ლელო გაიტანა. 2003 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ კი ფრანგულ "აჟენში" გადაბარგდა და 108 თამაშში 65 ლელო მიითვალა. მათი უმრავლესობა სარაგბო შედევრი იყო.

ყოველივე ამის მიუხედავად ბევრი ამტკიცებს, რომ კაუკაუს არასდროს ესმოდა რა დიდი პოტენციალის მატარებელი მორაგბეა. მას თავისუფლად შეეძლო ყოფილიყო ჯონა ლომუზე არანაკლებ პოპულარული. მაგრამ მრავალი პრობლემის გამო ეს ვერ შეძლო. ჯერ ფიჯის რაგბის მამებთან სერიოზული კონფლიქტი მოუვიდა, რის გამოც მას ერთწლიანი დსიკვალიფიკაცია მისცეს, მერე 2006 წელს "აჟენში" თამაშისას ტროპიკული ვირუსი შეეყარა და ავადმყოფობის გამო კიდევ ექვსი თვე გაუცდა. 2008 წელს კი დოპინგ კონტროლისას მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინეს და სამთვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, რის შემდეგაც მან "აჟენი" დატოვა.

მისი კარიერა არც ინგლისურ "ლესტერ ტაიგერზში" აეწყო, საიდანაც ისევ "აჟენში" გადავიდა და 2010 წელს გუნდს ელიტურ, პირველ დივიზიონში დაბრუნებაში მიეხმარა. კაუკაუ არც ამის შემდეგ დაოკდა და რაგბის დროებით ისევ ჩამოშორდა. წლეულს ზამთარში ის ფრანგული რაგბის გრანდმა, "ტულუზმა" აიყვანა, როგორც სამედიცინო ჯოკერი და არც შემცდარა. ტულუზელთა გაჩემპიონებაში რუპენი კაუკაუმ ლომის წილი დაიდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის