იტალიის ჩემპიონი „ნაპოლი“ ამ სეზონში საკუთარ თავს აღარ ჰგავს, სადღაც გაქრა მისი შემართება, ნახევარდაცვა დაცვისგან გათიშულია, დაცვა კიმ მინ ჯეს გარეშე დასუსტებული, შეტევა არაეფექტური და შედეგიც სახეზეა. მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ შეატყო რა სიტუაციას, დაღლილობის მომიზეზებით სამუშაო დატოვა და მალე ქვეყნის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში. გუნდს ისეთი პირი უჩანს, სპალეტის მემკვიდრე რუდი გარსია კი არა, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მართავს და ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას თავად იღებს.

დე ლაურენტისი გასული სეზონის ტრიუმფატორებს ხვიჩა კვარაცხელიას, რომელსაც თვით დიეგო მარადონას ადარებდნენ და ვიქტორ ოსიმენს კონტრაქტის გაუმჯობესებული პირობებით გახანგრძლივებას დაჰპირდა, მაგრამ ჯერ სიტყვა არ შეასრულა - როდესაც უპატივცემულოდ გეპყრობიან, ბუნებრივია ეს საპასუხო, ადეკვატურ რეაქციას იწვევს. კვარაცხელია აღარაა ძველებურად ბრძოლისუნარიანი, ოსიმენიც აღარ იკლავს მოედანზე თავს. შესაძლოა, ამას განზრახ არ აკეთებს, მაგრამ, ალბათ, ენთუზიაზმი გაუნელდა. ამიტომ იტალიურ მედიაში მათთან მიმართებაში ხშირად აღინიშნება, რომ პრობლემა Rinnovo-შია (ხელშეკრულების განახლებაში). ამ დროს „ნაპოლის“ წარმატება მნიშვნელოვანწილად სწორედ ამ ორ ფეხბურთელზეა დამოკიდებული.

„ჯენოასთან“ მატჩის დასასრულს ხვიჩას ალესიო ძერბინით შეცვლა რაღაც პროვოკაციული გახლდათ, ხოლო ქართველის პასუხი ყველასთვის მოულოდნელი“ - „კორიერე დელო სპორტი“ ხაზს უსვამს, რომ ერთი წლის განმავლობაში ქართველისგან ეს პირველი პროტესტი იყო, ზედმეტი არასოდეს არაფერი უთქვამს და მომხდარი ფაქტი კარგად არ აღიქმება. დაახლოებით იგივეს წერს calcionapoli24: „კვარაცხელიას ჟესტი სასოამოვნოთა კატეგორიას არ განეკუთვნებოდა. გარსიას გადაწყვეტილება საკამათოა, თუმცა სახალხოდ მსგავსი რეაგირებაც არაა კარგი“.

ამავე თემას განავრცობს „გაძეტა დელო სპორტი: „ბევრმა ვერც გაიგო, რა გააკეთა გარსიამ კვარაცხელიას ძერბინით შეცვლით. „კვარა“ ხომ საჩემპიონო ტიტულის ერთ-ერთი სიმბოლოა და რბილად რომ ვთქვათ, რის შეცვლა შეეძლო ძერბინის?

CalcioMercato აღნიშნავს, რომ კვარაცხელიას უკვე 182 დღეა გოლი არ გაუტანია, გარსიას ხელმძღვანელობით სეზონის სტარტი მთლად დადებითი არ გამოუვიდა, „ჯენოასთან“ მცირედით გაიბრწყინა, თავის საუკეთესო თამაშამდე ბევრი უკლია და ესაა მისი ჟესტი გარსიასადმი და განახლებისადმი: „ვინც გადამწყვეტი მნიშვნელობისა უნდა ყოფილიყო, ეს ვერ მოახერხა, მაგრამ არსებობს ტექნიკური ასპექტები და გარსიასადმი დამოკიდებულება. „ლაციოსთან“ „კვარას“ შეცვლის (ზოგიერთი თვალსაზრისით გასაგებიც იყო) შემდეგ, მისი „ჯენოასთან“ შეხვედრის დასასრულს მოედნიდან გაყვანა რაღაც მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან ნეაპოლელები გამარჯვების მოსაპოვებლად იბრძოდნენ და ამ დროს საკვანძო მოთამაშეს გასვლა მოუწია. თვითონ ფეხბურთელიც გაკვირვებული დარჩა და ჟესტებით ჰკითხა: „რატომ? რას აკეთებ?“

გარსიას გადაწყვეტილება საკმაოდ უცნაურად მოჩანდა, რამეთუ ხვიჩა ძერბინიმ შეცვალა, რომელიც როგორც წესი, მატჩში გარდატეხის შემტანი არაა. განახლება - თუ მოედანზე „ნაპოლისა“ და კვარაცხელიასთვის საქმეები არცთუ კარგად მიდის, მოედანს მიღმა დე ლაურენტისი თავს მშვიდად გრძნობს, რადგან ქართველთან კლუბს კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული. რა თქმა უნდა, არსებობს მოლოდინი, რომ კორექტირება შეიძლება გასული სუპერსეზონიდან გამომდინარე მოხდეს. ამჟამად „კვარას“ სეზონური გასამრჯელო მხოლოდ 1.3 მილიონი ევროა და მისი გაზრდის სურვილი არსებობს. „ნაპოლისთვის“ ეს პრიორიტეტული არაა, მაგრამ არაა გამორიცხული, მალე რამე შეიცვალოს. სეზონი გრძელია, მას ძალუძს მთავარი გმირი გახდეს და გარსია მოედანზე თავის აუცილებლობაში დაარწმუნოს. თუ ეს მართლაც საჭიროებას წარმოადგენს“.

ჟურნალისტმა უმბერტო კიარელომ Campania Sport-ის ეთერში რუდი გარსია გააკრიტიკა: „თუ რუდი გარსიას სურს ნეაპოლში ტიპიური ფრანგული ქედმაღლობა გადმონერგოს, ის ძალიან ცდება. უნდა აგვიხსნას, რა აზრი ჰქონდა კვარაცხელიას შეცვლას? კოჭლობითაც და ცალი ფეხითაც რომ თამაშობდეს ქართველი, ალესიოს მისთვის ჩანთის მიტანის გარდა მეტი არაფერი შეუძლია... ვის ჯიბრზე აკეთებს მწვრთნელი ამას? ჩენ დავუბრუნდით ოსიმენის გუნდში პირველ პერიოდს და იმდენად, რომ უსარგებლო გახდა. „კვარას“ კარგ გრძელ პასს ვერ უკეთებენ... ეს „ნაპოლის“ ორ საუკეთესო ფეხბურთელს ეხება და ეს უნდა აგვიხსნას.

რთულ ქალაქში შიშის ქვეშ ვიმყოფებით, არ ვიცით, რა მოხდება, საკუთარი მოვალეობის იმაზე უკეთ შესრულებას ვცდილობთ, ვიდრე სადმე სხვაგან. მე არასოდეს არ მინდოდა ნეაპოლის დატოვება, რამეთუ ამ ქალაქს უფრო მაღალი ღირებულებები გააჩნია. გარსია, შენ ან გეყოფა გამბედაობა აქ იცხოვრო, ან ჩვენთვის არ ხარ შექმნილი“.

კვარაცხელიასა და ოსიმენის შესახებ კიდევ მრავალი გამოცემისა და ჟურნალისტის გამონათქვამის მოყვანაა შესაძლებელი, თუმცა ძირითადად ყველა ზემოთ აღნიშნულ პოზიციას იზიარებს. იტალიური მედია ხვიჩას ბოლო მატჩებს დადებითად არ აფასებს, ანალიტიკური სპორტული საიტები პირიქით, რადგან ისინი ფეხბურთელების მიერ შესრულებული სამუშაოს მაჩვენებლებით ხელმძღვანელობენ. საკითხში საკვანძო გუნდის ლიდერებისთვის ანაზღაურების მომატებაა, რასაც, სავარაუდოდ, დე ლაურენტისი არ დაუშვებს, ვინაიდან ეს პრეცენდენტი და სიგნალი იქნება სხვებისთვის, რომ მათაც მოითხოვონ ჯამაგირის გაზრდა. დრო კი არ ითმენს, სერია A-ში უხეირო სტარტის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაც იწყება, პრობლემა სასწრაფოდ მოსაგვარებელია და თუ რაიმე არ შეიცვალა, „ნაპოლი“ საბოლოოდ ისეთივე საშუალო დონის გუნდი გახდება, როგორიც 2022/23-ის სეზონმდე, ანუ ხვიჩა კვარაცხელიას მისვლამდე იყო.

სერგი
ამაზე რეალური არაფერი გამიგია ამ ციებ-ცხელებაში ნაპოლის შესახებ
zura222
ხალხო რა გინდათ თვითონაც კმაყოფილია ხელფასით და ოჯახიც და აგენტიც -ამას წინათ რომ გამოვიდნენ ჯუღელი და მამამისი და ლაურენტისი რომ აქეს ადიდეს და მადლობები უხადეს და ალბათ ლაურენტისმა იფიქრა რა კაი კაცი ვყოფილვარო და ზურგი გაისიუნჯა ფრთები ხომ არ ამომდისო DD ფილმ"დაკარგულ სამოთხეში" რომაა არისტო ღორს რო მოკლავს და რომ ეჩხუბებიან და ის რომ პასუხობს--პატრონს უხარია და თქვენ ვინ გკითხავთოო DD
skaro
შესაძლოა ლაურა ქეშსუხდის კვარას აგენტს და ოჯახს იმ ხელფასზე კიდევ ზევიდან რომ გაჩერდნენ, რადგან თუ ერთი კონტრაქტის შიგნით ხელფასის მომატების პრეცენდენტი შეიქმნა მერე სხვებიც მოინდომებენ და იმათ უკვე სხვა მასშტაბები აქვთ ჩვენნაირი კრახაბორ-პროლეტარები არ არიან და მერე უკვე გაიწეწება ლაურა და მაგას რო თავი აარიდოს არ არის გამორიცხული ჯუღელის საშუალებით ქეშაც უხდიდევს ხელფასის ზევიდან, ყოველ შემთხვევაში მგონი ამ აზრს არსებობის უფლება აქვს.
Ზაზა
მიდი გაისეირნე, შენნაირი ჩასაფრებული თარსებით, რომ არის სავსე ქვეყანა, იმიტომაც ვართ ტრ...ში!
ძერბინი
შარშან, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვების შემდეგ, ლაურენტისმა უეფა გააკრიტიკა. მეოთხედფინალში მილანთან ორივე თამაშზე აღმოსავლეთ ევროპელი მსაჯები, რუმინელი და პოლონელი დაუნიშნეს. მსაჯების ამ კატეგორიას უეფა იქ უშვებს, სადაც სასურველი შედეგი სჭირდებათ. ასე დასაჯა უეფამ ხეპრე, ძუნწი და ხარბი ლაურენტისი, რომელიც საბოლოოდ ნაპოლის დაღუპავს. თუ არაფერი შეიცვლება, ჩემპიონატზე ხუთეულში მოხვედრა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფიდან გასვლა გაუჭირდება.
სოსო
მხოლოდ კვარას კი არა,გაჩემპიონების შემდეგ,არავის მოუმატა ხელფასი,ჰოდა ისინიც აღარ იკლავენ თავს.იტალიის ჩემპიონატი, ის ჩემპიონატი არ არის,სადაც მოტივაცის გარეშეც იბრძოლებ ჩემპიონობისათვის.პირველ ტურებში ოსიმენი მაინც ცდილობდა,რადგან ხელფასის მომატებას იყვნენ შეპირებულები,მაგრამ ჯერ არ გაყიდეს,მერე კი,ისიც გადააგდეს და ახლა, ისიც დასეირნობს.დე ლავრენტისი,მოთაღლითო ტიპია და ვირეშმაკულად მოქმედებს,მაგრამ მგონი გააბეს.ყველა დაზარალდება,მაგრამ ფეხბურთელები მასთან მართლები არიან და უკან არ დაიხევენ!ნაპოლის ფანები ყველაფერს კარგად ხვდებიან,აქაური "პატრიოტებისაგან" განსხვავებით,თუმცა ესენიც კარგად ხვდებიან,მაგრამ არ აწყობთ,გაიგონ.
Erling Haaland
ადამიანს რაც ეკუთვნის იმაზე ათჯერ ნაკლებს უხდიან და კიდე უკვირთ რატო ვერ თამაშობსო ასეთი რამე თუ გამეგოს:DDD მსოფლიოს ყველა წერტილიდან უყურებს ხალხი და მის ყველა თამაშზე უზარმაზარი მოლოდინია, შესაბამისად ფსიქოლოგიური წნეხიც ამდენი. ცდილობენ რაღაც დონეზე მონის ფსიქოლოგია გამოუმუშავონ ადამიანს, რომ რასაც ეტყვიან იმაზე მეტი ვერც მოითხოვოს და ვერც გაბედოს. ამიტომ გაიწელება ოსის და კვარას კონტრაქტის თემები საკმაოდ, შესაბამისად ნაპოლის კრიზისიც. ჯამში 10 მილიონი უნდა მოაკლოს მაქსიმუმ შემოთავაზებულზე ზედ დამატებული ბიუჯეტს. ამას წელავს ადამიანი და სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძლება 30 მილიონად ისეთი ვიღაც მოიყვანოს, რომელმაც შეიძლება საერთოდ ვერ გაამართლოს. დესპოტია ეს კაცი ხელებში უნდა ყავდეს ორივე, მაგრამ ის ავიწყდება, რომ ამასობაში უპატივცემულობას ამჩნევს ეს ხალხი და მოტივაცია უვარდებათ შედეგიც სახეზე იქნება
თამაზი ცომია
მითქვამსო ისე იძახი თითქოს რამე ისეთს წარმოდგენ,რომ აპრიორი უნდა გავითვალისწინოთ..."ლომი" ხარ ფეოლა.........ვაი შენს და შენნაირების პატრონს !
Georgia
მითქვამს და გავიმეორებ, ერთი სეზონის ფეხბურთელია ... ბევრი იყო ეგეთი, გაიბრწყინა, არიქა ბიჯო ეს რა ქნაო, და ჩაქრა ისე, რომ კაცს არ ახსოვს დღეს ... რომ დააწიეს ზურგში, მარადონა და პელე ხარო, არის ერთი სეზონი მაგ დონის იარლიყისთვის საკმარისი?! თუა, აგერ ნახავთ, რაც იქნება აწი ...
ქართველიშვილი
დავიტნერესტი კახა კალაძის ხელფასით მილანში ყოფნის დროს და გამიკვირდა იმხელა სხვაობაა მის ჯამაგირსა და ხვიჩას ჯამაგირს შორის. პირველი 3 სეზონი წელიწადში 3.2 მილიონ ევროს იღებდა პლუს ბონუსები შემდეგი 7 წელი კი 4.2 მილიონს წელიწადში. ჰაი დედასა :)))) თან რა წლებში? 2001-2010 წლებში როცა ამხელა თანხებში არ იყედბოდნენ ფეხბურთელები შეიხები არ იყვნენ ჯერ გარეულები ამ სპორტში.| ხო სანამ ჯუღელის სასტავი თავს დამესხმება რა შენი საქმეა კვარას ფული კვარას ფული არ უყვარს ისიც ბევრია რასაც იღებსო არა ბატონო ნამდვილად მართლები ხართ ისემც უქნია სულ უფასოთ ეთამაშოს და ნაპოლის ბაზაზე ეკვებოს მის და მის ოჯახს კაცო ეს ისე დავწერე უბრალოდ რომ რავი კალაძეს პოზიცია დონე გაქანება რა იყო რამდენს იღებდა და სად ხვიჩასი და რა სასაცილო ჯამაგირი აქვს თან სად ის წლები სად ეს. მოკლედ სულ წამრატებები ჯიგრებო ხო კიდევის დინამოდან გადავიდაო ახლა ამასაც დაწერთ უკვე ლიგაზე ქონდა კალას ნათამაშები და სუპერი იყოოო იმედია არ სიგიჟეს არ დაწერთ.
რობი
თუ არ გადახედავს ლაურენტისი ქონტრაქტებს ხვიჩა ვიქტორა და პეტრე ჩააგდებენ სეზონს და მართალიც იქნებიან! გაიხსენეთ შარშანდელი ლეაო სეზონის დასაწყისში მანამდე არ ათამაშდა სანამ ახალი გაუმჯობესებული კონტრაქტი არ მიიღო!
გ.შ.
ჟორა გაბრიჭიძე
ლავრენტის არ ესმის, რომ უძნელესია 10 მილიონიანი ფეხბურთელი 100 მილიონიანი გახდეს, რაც შეეხება 100 მილიონიანიდან მილიონზე ჩამოხვიდე, 3-4 თამაშის ჩაგდებაა საკმარისი. თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ, იტალიის პირველ ნომერ ფეხბურთელად დაგასახელეს და იტალიის მეათიათასე ფეხბურთელის ხელფასი გაქვს, ანუ ხვიჩა ათჯერ უკეთ თამაშობს, ვიდრე ასეთ ხელფასიან ფეხბურთელს მოეთხოვება.
გიორგი 11
გარსია აფერისტია?
Gia
Xvicha unda datovo napoli.motivacia dakarguli gaq,imito ro sasacilo xelfasze dznelia italiis nomeri pirvelma fexburtelma ifrinos.im beber melas yvela gaeqceva da garsias tan ertad be bdivizionshi amoyofs tavs.
ლადო
კი, შენი აზრები მიისაკუთრა იტალიურმა პრესამ.
კახა
ეჰ ხვიჩას რო კარგი და პრინციპული აგენტი ყოლოდა, და მამამისი არ გაეგიჟებინა ჯუღელს, 1.3 კი არა მინიმუმ 7 ან 8 მილიონი უნდა დაენიშნათ. სერია A ა. საუკეთესო ფეხბურთელზე ვსაუბრობთ. ეს იცით რას ნიშნავს როცა კალაძეს ტურის ნაკრებში შეიყვანდნენ ხოლმე მთელ ქვეყანას გვიხაროდა 11 საუკეთესოში მოხვდაო და ხვიჩა არათუ ტურის სეზონის საუკეთესო გახდა და მისი გოლი ატალანტასთან მგონი ყველა დროის საუკეთესოებში შევიდა. ვანბასტენიდან დაწყებული კაპელომდე დამთავრებული ყველა გადარია და რა ხდება ამ დროს ისევ1.3 მლ. აქ ხელფასი და მოატყუეს ხელფასს მოგიმატებთო. ხვიჩას ადგილას მაგ ტყუილისთვის საერთოთ არ გავიდოდი მინდორზე, ეგაა იტალიაში ყველაზე ძუნწი და ღორი ადამიანი და მაგისთანა ჯიგრულათ არც ერთი ვარსკვლავი არ წამოსულა ლაურენტისი კი არა აფერელესტია.. წარმატებები ხვიჩა, კარგო ადამიანო, იქნებ ოდესმე პირადათაც გაგიცნო
დავითი
იანვარში წასასვლელად წესით ლიგაზე კარგად ითამაშებს ორივე. თუ არადა ე.ი. მხოლოდ განწყობის ამბავი არაა
რონი
მთელ გუნდს მაგარი კიდია კვარა თავის მწვრთნელიანად და კვარაც დამანდრაჟებული თამაშობს.... აგერ როდრიგომ გუშინ იყო არ იყო დასარტყმელი ყველა კუთხიდან კარში ურტყავდა მაგრამ არავის არაფერი უთქვია რატო დაარტყიო.. ეს თუ ააცელს ან ვერ გამოუვა ფინტი ეგრევე წირვას უყვანენ.. თანაგუნდელები არ იმჩნევენ აიგნორებენ... ოსიმენმაც არ გაუკეთა პასი როცა გასაკეთებელი იყო.. ხვიჩას ისედაც მოკლებული აქვს და კიდე ეგ დამატებული პრობლემები უკვე ყვირის....
NAPOLI !
მაგარი სტატიაა, ზუსტად ასახავს იმპრობლემას რაზეც მეც ვსაუბრობდი!!
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"კონტემ "ნაპოლიში" ეს შეცვალა... კვარაცხელია და სხვა ლიდერები ძველ მწვრთნელთან ასე იქცეოდნენ..." - Arenapoli "პარტენოპეის" ახალ დამრიგებელზე
[VIDEO] აი, ასე სცემენ თურქეთში პატივს ოსიმენს - ნიგერიელმა ქომაგების ამ ქმედებისას ცრემლები ვერ შეიკავა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"ვიცოდი, რომ "იუვენტუსი" ჩვენს ცხოვრებას კოშმარად გადააქცევდა
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"იუვენტუსის" კარში გატანილი გოლი მის გამო არ აღვნიშნე" - ოსიმენის დასაფასებელი ჟესტი
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
ეს ნაცნობი დე ლაურენტისია - აურელიო კონტეს ემშვიდობება, თანაც უფასოდ
"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა
გარსიამ მადრიდში ჩააკითხა - კურტუა ბელგიის ნაკრებში დაბრუნდა
"ნაპოლიდან" დათხოვნილ რუდი გარსიას სამწვრთნელო საქმიანობის სანაკრებო დონეზე გაგრძელების ვარიანტი გამოუჩნდა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"ნაპოლიდან" გათავისუფლებული მწვრთნელი ბელგიის ნაკრებს ჩაიბარებს
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
"ამ სიახლემ შოკში ჩამაგდო" - რუდი გარსია
"როდესაც "კვარას" ვცვლიდი და უკმაყოფილებას გამოხატავდა, არავინ მიცავდა, დე ლაურენტისი? ფეხბურთის საერთოდ არაფერი ესმის" - გარსიამ "პარტენოპეიში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
სად ითამაშებს ხვიჩა - ცვლილებები წინა მატჩის ენდშპილის გათვალისწინებით
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
32 მილიონად ნაყიდს 80 მილიონად გაყიდის - დე ლაურენტისმა შეიძლება მაკტომინეის ტრანსფერით გვარიანად იხეიროს