ეროვნული ლიგის 21-ე ტურში ბათუმის "დინამომ" გასვლაზე "დილა" 3:1 დაამარცხა. მატჩის წინ კი უსიამოვნო ინციდენტს ჰქონდა ადგილი, როდესაც გორელთა ყოფილი მწვრთნელის ანდრეი დემჩენკოს მისამართით დოლარის კუპიურები გადაყარეს.

შეხვედრის შემდეგ უკრაინელმა სპეციალისტმა ამ ფაქტის შესახებ Geo Team-თან ისაუბრა:

"მინდა, გორის "დილაში" პატარა ბიჭ გიორგი ჯოხაძეს (კლუბის დირექტორი) მოკითხვა გადავცე, რათა მან არ მოახერხოს მცდარი წარმოდგენების მოხვევა "დილას" გულშემატკივრებზე.

ასეთი საქციელი, რასაც ჩემს შესახებ მიცემული ინტერვიუები და დოლარების სროლა ჰქვია, მხოლოდ მას ამცირებს და მინდა ვუთხრა, რომ ნუ ეშვება ასეთ დაბალ დონეზე, შეინარჩუნოს კაცობა.

იყავი კაცი, მე "დილასთვის" ამ 3 წელში ბევრი გავაკეთე. "დილა" გავხადე ტოპ კლუბი, რომელიც ყველა გუნდთან მაგრად იბრძოდა.

უკანასკნელ 1,5 წელში მათ 2 მილიონი ევროს ინვესტიცია მოვუტანე. მე აქედან არ გავქცეულვარ, ვისარგებლე ჩემი უფლებით, რომელიც ეხებოდა იმას, რომ ევროტურნირების შემდეგ, თუ ნორმალურ წინადადებას მივიღებდი გუნდიდან, რომელიც უფრო მაღალ მიზნებს ისახავდა, წასვლა შემეძლებოდა.

მინდა მოვიკითხო გიორგი ჯოხაძე, რომელმაც დაწერა, რომ 10 000 ევრო შემომთავაზეს და სინამდვილეში ეს თანხა 8000 იყო. ის ატყუებს გულშემატკივრებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მე გავიქეცი.

მე აქ გავიზარდე და გადავიზარდე "დილას" მოთხოვნებისთვის, მეტი მსურდა. გადავედი ბათუმში, რადგან მათ კონტრაქტში უწერიათ, რომ მხოლოდ პირველ ადგილზე უნდა გავიდე.

მინდა მოგმართოთ, რომ დარჩეთ კაცებად და დააფასეთ ის ადამიანები, ვინც აქ შედეგს წლების განმავლობაში ხურდების სანაცვლოდ აკეთებდა.

შემოთავაზება მივიღე და კონტრაქტში მქონდა პუნქტი, რომ წასვლა 25 000 ევროს სანაცვლოდ შემეძლო და ეს შესაძლებლობა გამოვიყენე, არ მინდა ხალხი მოტყუვდეს, რომ ფულის გამო წავედი. სინამდვილეში ეს გადაწყვეტილება მეტი ამბიციის და განვითარების გამო მივიღე. მათ დიდი ფული მოვუტანე და უბრალოდ მადლობა უნდა თქვან, რასაც აკეთებენ კი კაცური არ არის", - თქვა დემჩენკომ.

გორელი
უკრაინელები ვაჟკაცობას ბრძოლის ველზე ამტკიცებენ! ზოგი აქ ტლიკინით გაუფრთხილდით გორელებო უკრაინელებს თქვენ მეკარეს და ბომბარდირს
ნიკა
ბათუმის დინამოში ეცოდინებათ როგორი კონტრაქტი უნდა დაუდონ მწვრთნელი იქნება თუ ფეხბურთელი. თქვენც ისწავლეთ აწი რომ ვიღაცის დაფიცებაზე არ იყოთ ხოლმე))))))
ზორბეგ
მართალი ჩანს ეგ კაცი...
გიორგი
დემჩენკოს საქციელი არც მე მომეწონა, მაგრამ სალანძღავი მაგი კი არ არის, არმედ ბათუმის მეპატრონე ბერიძე!!! რომელიც დაძვრება ყველა ქართული გუნდის უკან და გადაიბირებს ხოლმე ფეხბურთელებს და მწვრთნებს!!!
სიდებილე
რამნიშვნელობა აქვს ერს..ყველას ყავს კაიც და ცუდიც და ეგეთი წარმოდგენა ძალიან სამწუხაროა
suxumchanin
ჯერ ერის ლაბძღვა თუა კაცობა, მაგრამ შენისთანამ რა იცი კაცობის და აზრიც არა აქვს აგიხსნას ვინმემ, მაინც ვერ გაიგებ
Levani
დოლარების სროლა თუ შეურაცხყოფაა მე მესროლეთ,აბაროტს არ ვიძლევი,ჩემზე გადმოანთხიეთ თუ მაგ ფორმით ვინმესთან ანგარიშის გასწორება მოგივათ თავში. ისე ლარებშიც და ევროებზეც თანახმა ვარ.
DUVAIO
რა შუაშია ეროვნება? არაკაცს ეროვნება არ აქვს
Nick
უბრალოდ წასვლაზე არაა, 17 დღის წინ რომ ამბობდა და იფიცებიდა სხვა ქართულ გუნდში არ ვიმუშავებო, მის გარშეკი ეწყობოდა ყველაფერი და მერე ჩუმად დაიწყო ლაპარაკი ბათუმთან ზუსტად ამაზეა ლაპარაკი. წინა მწვრთნელიც არ იყო ნაკლები, ნემსაძემაც გაიყვანა გუნდი კონფერენს ლიგაზე და წავიდა როცა სეზონუ მორჩა, თბილისის დინამოში და ამაზე არავის ჰქობია პრეტენზუა, რადგან არც რამე დაპირება მოუცია და არც შუა სეზონში დატოვა
jordan beli
უკრაინელი რო კაცობაზე დაიწყებს ლაპარაკს და თან ქართველზე...უკრაინელი და კაცობა ისევეა როგორც გოჭი და ტურნიკი!!!
სოსო
თუ დასავლურ ფილმებს დავუჯერებთ,არ შეიძლება ბიზნესის და მეგობრობის ერთმანეთში არევა,რადგან ამას ცუდი შედეგები მოაქვს.თუ დემჩენკო კანონიერად წავიდა,მაშინ სასაყვედურო არაფერი აქვთ,წავიდა იქ,სადაც მისთვის უკეთესი იყო,ხოლო თუ კონტრაქტის პირობები დაარღვია,მაშინ არბიტრაჟი უნდა გადაწყდეს,პრეტენზიები.არც დემჩენკო მოსულა გორში,ქალაქის სილამაზისათვის და არც გორს მოუყვანია,ის,მისი ლამაზი თვალების გამო.ასე რომ საყვედურები,ორივე მხრიდან,ცოტა უადგილო მგონია.წავიდა?დაშორდი ცივილიზებულად,რომ მეორედ კიდევ მიგესვლებოდეს.ჩხუბსა და წყენას,ყოველთვის ეს სჯობია.სამწუხაროდ ჩვენ,ყოველთვის დიდი მოლოდინები გვაქვს ხოლმე და ამიტომაცაა,ასე მწარედ რომ ვიმტვრევთ ცხვირს.
ზურაბ
დილა გახადა ტოპ კლუბი? ტოპ კლუბი რეალი არ არის?
ასა
დემჩენკომ არ იცის ალბათ რო დილა ამის მოსვლამდეც გადიოდა ევრო თასებზე და დილა ერთადერთი ქართული გუნდია რომელსაც ზედიზედ ორჯერ ევროპა ლიგის ფლეი ოფი აქვს ნათამაშები, და როცა დილაში დაინიშნა მაშინაც კონფერენს ლიგაზე იყო გუნდი გასული. და კიდევ კომენტარებს რო წერთ ჰაერზე და რო წერთ დემჩენკო მაღალი დონის მწვრთნელიაო, ვინ გახადა მაღალი დონის მწვრთნელი? ალალად თქვით დემჩენკო როგორც მწვრთნელი ვინმეს გაგებული გქონდათ საერთოდ?დ.დ.
დ
დემჩენკო მართალია, თუ არ გჯერად ჩაცუცქულებმა ვიბაზროთ, ქურდულშიც მართალი იქნება.
სიმართლე
აქ დემჩენკოს წასვლა არ წასვლაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია იმაზე თუ როგორ წავიდა. როცა იძახი რო არ აპირებ წასვლას და ყველაფერი გაწერილია და დაგეგმილია შენ გარშემო, 3 აგვისტოს ყველას რო ეუბნები სტადიონის ფოიეში რო არცერთი ქართული გუნდის წინადადებას არ განიხილავ და რო იძახი რო გუნდთან დაკავშირებით დიდი გეგმები გაქვს, გენდობიან და ჯერავთ შენი სამ დღეში ჩუმად არ უნდა დაიწყო მოლაპარაკება კონკურენტ გუნდთან და ის გუნდი სადაც მუშაობ კედელთან არ უნდა მიაყენო და ყველაფერი თავდაყირა არ უნდა დაუყენო. ელემენტარული პატივისცემის ამბავია. და ეს მაშინ როცა არავინ არ იყავი, მოგიყვანეს და იმად გაქციეს ვინც დღეს ხარ. ხო არსებობს კონტრაქტის გარდა ადამიანობა? დემჩენკოს გორში უბრალოდ აღმერთებდნენ და ამაში ნებისმიერი გორელი დამეთანხმება. ომის დაწყების დროს მთელი ქალაქი რო კლუბის ოფისში მიდიოდა და ანდრეის დახმარებას სთავაზობდა მაშინ ხო იფიცებოდა და იძახდა რო გორი ჩემი სახლია და ესეთ სიყვარულს სხვაგან ვერ ვნახავო? ან რო იძახის კაპიკებზე ვმუშაობდიო და შემოსავალი მოვუტანეო გუნდსო იმ შემოსავლის პროცენტში რო იჯდა კონტრაქტით იმას რატო არ იძახის? ან 6000 დოლარს მოგებულ თამაშებზე პრემიებს ეძახის კაპიკებს? დემჩენკოს ხელფასი ხო ყველამ იცოდა გორში. ეხლა გახდა ამბიციური? ბათუმს რო გეგუჩა არ გაეშვა ეხლაც ხო დილაში იქნებოდა სიყვარულის ფიცებით. ისე არ არის როგორც თვითონ ლაპარაკობს. დარწმუნებული ვარ იგივეს გაუკეთებს ბათუმის დინამოსაც დნიპროში რო გაეპარებათ.
ქართველი
გორდი არა ადმინ გორი. გორდი მაღალ-მთიანი სოფელია ხონის რაიონში სხვათაშორის ძალიან ლამაზი
დიმო
მართალია ეს კაცი.
ლაშა
ასეა. დემჩენკო მაღალი დონის სპეციალისტია და მას დაფასება უნდოდა შესაბამისი. მან ყველაფერი გააკეთა დილასთვის და მას ჰქონდა უფლება კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები შეესრულებინა და შეასრულა კიდეც!
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
მიზანი ძირითად დროში გამარჯვებაა - დღეს ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი მატჩია
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ხვიჩა საქართველოსთვის ერთდროულად მთავარი უპირატესობა და პოტენციურად მოწყლვადი მხარეა?" - დემჩენკომ კითხვას აბსოლუტური სიმართლე უწოდა
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
წავიდა თუ არა გუნდიდან დემჩენკო - "იბერია 1999"-მა ინფორმაციას ოფიციალური განცხადებით უპასუხა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ქართველებისთვის კარგად ნაცნობი დემჩენკო აზერბაიჯანული გუნდიდან დაითხოვეს
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია