თურქეთში 23 სექტემბერს, შუადღისას ჩასულმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა პირველი ვარჯიში ბელეკის „გლორია არენაზე“ საღამოს გამართა. ლექსო ლაფანაშვილმა და მისმა ასისტენტმა ნიკა მსხალაიამ გუნდი მსუბუქად, ზედმეტი დატვირთვის გარეშე ავარჯიშეს. ძირითადი დრო სროლებს და ფიზმომზადების მწვრთნელის, ივიკო ერგემლიძის მოთელვით ვარჯიშებს დაეთმო, რომლის მიზანიც ნამგზავრი კალათბურთელების რელაქსაცია და კონდიციების აღდგენა, ტონუსში მოყვანა იყო.

ბელეკში ფიბას ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის – ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირი იმართება, რომლის ფარგლებშიც 24 გუნდი ჯგუფურ ეტაპზე დარჩენილი 3 საგზურისთვის იბრძვის. 24 მონაწილე 3 ნაწილადაა გაყოფილი და თითოეულის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის საგზურს მიიღებს.

თსუ არის ჩემპიონთა ბადეში, რომელშიც ასევე 7 ქვეყნის ჩემპიონი მოხვდა: ბენფიკა (პორტუგალია), ლევიცე (სლოვაკეთი), აეკ ლარნაკა (კვიპროსი), კალევ-კრამო (ესტონეთი), ბაკენ ბიარსი (დანია), პეჟა (კოსოვო) და ნორჩეპინგ დოლფინსი (შვედეთი). ამ 8 ქვეყნის ჩემპიონიდან 1 მიიღებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს. დარჩენილი 2 საგზური სხვა, არაჩემპიონ გუნდებში გათამაშდება და მათი თამაშებიც ბელეკში 25 სექტემბრიდან 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. საკვალიფიკაციო ტურნირი მთლიანად ოლიმპიური სისტემით ტარდება.

ჩემპიონთა ბადის 8 გუნდი მეოთხედფინალშია დაწყვილებული, სადაც თსუ-ს პირველ მეტოქედ გასულ ივნისს ჟენევაში გამართულმა წილისყრამ "ბენფიკა" არგუნა. პორტუგალიური გუნდის ძლევის შემთხვევაში თსუ ნახევარფინალში გავა, სადაც სლოვაკეთის "ლევიცესა" და კვიპროსულ "ლარნაკას" შორის გამარჯვებულს შეხვდება. მთლიანობაში თსუ-ს 3 მატჩის (1/4, 1/2, ფინალი) მოგება სჭირდება, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური რომ მოიპოვოს. მარცხის შემთხვევაში თსუ გადაინაცვლებს ფიბა-ევროპის თასზე, სადაც 8 აგვისტოს მიუნხენში გამართულმა წილისყრამ ჯგუფში მეტოქეებად ძალიან ძლიერი გუნდები – ფრანგული „შოლე“, იტალიური „ვარეზე“ და გერმანული „გოტინგენი“ არგუნა. აღნიშნულ ტურნირში თამაშები ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება და ჯგუფური ეტაპი (6 მატჩი) 2023 წლის ბოლომდე დასრულდება.

თსუ-მ გუნდში ცვლილებები განახორციელა. წინა სეზონის შემადგენლობიდან მხოლოდ 2 კალათბურთელი – გიორგი ცინცაძე და ნოდარ გოგოძე დარჩა. გუნდში მოვიდა ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი ტურძილაძე და ნაკრების კანდიდატი – ალექსანდრე ფევაძე. უნივერსიტეტელებმა 4 ლეგიონერთან ერთად დაიმატეს: ლევან მასხულია და ნიკა ჩეჩელაშვილი, ასევე 2 ახალგაზრდა – გიორგი კოპაძე და სანდრო მგელაძე. ლეგიონერებიდან ყველაზე გამოცდილია მეტ ჯონსონი, რომელიც გასულ სეზონში პორტუგალიურ „მადეირაში“ თამაშობდა. ასევე - საბერძნეთის უმაღლესლიგელ „იონიკოსში“ მოთამაშე ლენელ ჰენრი. თსუ-ს ჰყავს გასულ წლებში „ბათუმში“ მოთამაშე სერბი ნიკოლა ვუიოვიჩი და ამერიკის სტუდენტურ ლიგაში, აპალაჩისუნივერსიტეტელი ტაირი ბოიკინი.

თსუ „გლორია არენაზე“ მორიგ ვარჯიშს კვირა საღამოს გამართავს და ამავე მოედანზე 25 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე, პორტუგალიურ „ბენფიკას“ დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია ფიბას ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელდება.

GBF.GE

fani
შემომაქვს წინადადება, თსუ-მ თავისი ნებით უარი თქვას ფიბა-ევროპის თასზე მონაწილეობაზე, აქაოდა ფინანსები აღარ გვაქვსო. სხვა შემთხვევაში, უარესი ანგარიშები დაფიქსირდება ვიდრე ბენფიკასთან მოხდა. მოკლედ, როგორც იმ სიმღერაშია: "ჯერ გაიზარდეეე, ნორჩი ხარ პატარავ..."
სიმართლე
ბავშვი ჯერ არ დაბადებულა და აბრაამს არქმევენო - ასე გამოუვიდათ ამათ. ჯერ გუნდი შექმენი, ცოტა მაინც შეათამაშე და მერე გადი ევროთასებზე. ასე რომ არცხვენ და აფარჩაკებ საქართველოს სახელს, ნუთუ არ უნდა დაფიქრდე ხარ თუ არა მზად ამ დონეზე სათამაშოდ?!
დიმა
მე მგონი ისე წავაგეთ, რომ საქართველოში ამ ამბავს დამალავენ, როგორც ჩრდილო კორეაში.
ტტტ
სამარცხვინოთ გაპარჩაკდებიან. ნუთუ არ შეიძლება სანიკიძემ თხოვოს ვინმე მთავრობასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს და ერთი მაგარი გუნდი მაინც გაკეთდეს?
Giga
ძალიან დიდია ძალთა თანაფარდობა, მაგრამ წარმატებები თსუს!
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
თასის გათამაშების ფინალში თსუ-მ "ივერიონი" დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა