საქართველოს ნაკრების შემადგენლობის გამოცხადების წინ მთავარი მწვრთნელის ინტერვიუს უფრო დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ვიდრე სანაკრებო სიას. ესპანეთის ნაკრებთან განადგურების შემდეგ ნირწამხდარი ვილი სანიოლი ფილოსოფოსობის "იშტაზე" მოსულა და "ჯვაროსნებში" არსებულ ცუდ პერიოდს ევოლუციის ეტაპებს უკავშირებს. საქართველოს ნაკრებში პრობლემები მარტიდან მოყოლებული საგრძნობი გახდა და მას შესაბამისი რეაქცია მაშინვე კი არ მოჰყვა, სხვადასხვა გარე ფაქტორს დაბრალდა. სანამ ყველაფერს ნიღაბი საბოლოოდ არ ჩამოეხსნა, მანამდე გამოფხიზლება არ მომხდარა. სექტემბრის მატჩების შემდეგ ჩვენ პასუხისმგებლობებზე დავწერეთ, მათ შორის, მთავარი მწვრთნელის და ახალს ვერაფერს ვიტყვით. რადგანაც ვილი სანიოლის წასვლა/გაშვების ამბავი ამ ეტაპზე პერსპექტივაში არ ჩანს, მაშინ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა უნდა მოხდეს შესარჩევის დასკვნით ნაწილსა და ყაზახეთის ნაკრებთან სავარაუდო მარტის პლეი-ოფში...

სანიოლმა თქვა, რომ ბევრი ცვლილება იქნება, თუმცა ისე ჩანს, მას მკაფიოდ აქვს განსაზღვრული, გარკვეულ პოზიციებზე მომავალშიც გამოცდილებს ენდოს, მიუხედავად მათი ახლანდელი სათამაშო დონისა. ველით, რომ ამ ორ მატჩში დიდ დროს მიიღებს ივა გელაშვილი, მაგრამ ცენტრალური დაცვის ხაზის გადახალისების გზა რამდენად გაგრძელდება, არავინ იცის. ერთხელაც გავიმეორებთ, ვეტერანებს არაფერს ვუკარგავთ, უბრალოდ კაშიასა და კვირკველიას საუკეთესო დრო წარსულს ჩაბარდა, ცვლილებების თამამად განხორციელებაა საჭირო. შესაძლოა, სანაკრებო მატჩებამდე ითამაშოს, ამის მიუხედავად, განაცხადში არაა საბა საზონოვი, რომელსაც გასულ თვეში უცნაურად ცოტა დრო მიეცა. სხვა სიახლეს, თუნდაც გიორგი გველესიანისთვის რეალური შანსის მიცემას, ტაილანდის დონის მეტოქესთანაც, აღარც ველოდით.

ქართულ სპორტულ სამყაროში კი დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა ზოგჯერ პერსპექტიული ფეხბურთელის გამოსაფხიზლებლად არმიწვევა იქნებ სწორი გადაწყვეტილებაც იყოს. აქ საუბარი არაა იმაზე, რომ სხვას მასზე უარესი თამაში ჰქონდა და ის სიაშია. გიორგი გოჩოლეიშვილს დიდი მომავალი აქვს, ის ქართულ ფეხბურთში კარგად შემოიჭრა, თუმცა ახლა კარგი პერიოდი ნამდვილად არ აქვს, წინა შეხვედრების შემდეგ ამაზე დეტალურად ვიმსჯელეთ. რადგანაც სანიოლის რეპუტაცია და ნდობა უკვე დაბალია, ეს უფლებას არ გვაძლევს, მისი ყველა გადაწყვეტილება ჩანასახშივე დავიწუნოთ. აქ ხომ ვინმესთვის სანაკრებო კარის დახურვაზე არ ვსაუბრობთ. "გოჩო" დაცვასა და შეტევაში ერთნაირად ძლიერი აუცილებლად დაბრუნდება და ნაკრებში თავის სიტყვას იტყვის. აქვე აღვნიშნავთ, რომ "შახტარში" მისი თანაგუნდელი ირაკლი აზაროვი მშვენიერ ფორმაშია. შემადგენლობას თუ შევხედავთ, მარჯვენა ფლანგზე სანიოლს ალბათ ვლადიმერ მამუჩაშვილი წარმოუდგენია. ის ნორვეგიასთან დაცვით ფაზაში კარგი იყო, მაგრამ კვიპროსის ნაკრებთან ხომ შეტევა უნდა ვცადოთ და აქ რამდენად შესაფერისი ვარიანტი იქნება?! რაც შეეხება გიორგი წიტაიშვილს, ის სანაკრებო სიაში ცუდ ფორმაშიც გვინახავს და საკვირველია, ახლა რომ არაა, თანაც ფლამარიონის არყოფნაში, გუნდში მარცხენა ფლანგიდან, სადაც ნაკრებში იყენებენ, კარგი გოლი გაიტანა.

ლუკა გაგნიძე მოსკოვის "დინამოში" არ თამაშობს, რაც ძალიან სამწუხაროა და ის ახლა 21-წლამდელთა სიაშია. ამ ბიჭს დიდი პერსპექტივები აქვს. სანიოლმა კანკავას წასვლით დასუსტება არ აღიარა, თუმცა მანაც იცის, მოედნის ცენტრში ბევრი ცვლილება რომ სჭირდება. ვივარაუდოთ, რომ ქოჩორაშვილთან ერთად, დიდი დრო სიგუასაც მიეცემა. ამჟამად ნაკრებში აბურჯანია არაა, თუმცა თითქმის უთამაშებელი კვეკვესკირია. ფრანგი მთავარი მწვრთნელი ერთგვარად ცდილობს, ვეტერანებს დაანახოს, რომ მათ ბოლომდე დავიწყებას არ აპირებს, არადა, სწორება მარტსა და მომავალზე უნდა გვქონდეს. მინდვრის შუაში აშკარად ბევრი ვარიანტია. აქვე არიან ალთუნაშვილი და მექვაბიშვილიც. გვარებზე მეტად მნიშვნელოვანია, თუ სანიოლი რა სიახლეებს შეიტანს თამაშში და ტაქტიკურ სქემას, რომელიც უკვე ამოწურული ჩანს, როგორ გაამდიდრებს. ისიც კარგად ვიცით, რომ უახლოესი მეტოქეები საზომად არ გამოგვადგებიან!..

როცა სიახლეზე ვსაუბრობთ, ეს შეიძლება გიორგი არაბიძისთვის შანსის მიცემა ყოფილიყო. ვიცით, რომ ის ვლადიმირ ვაისის მწვრთნელობისას შეკრებიდან დაითხოვეს, საქმე ინციდენტთან გვქონდა. თუ ის სიაში ამის გამო ვერ ხვდება, ესეც უნდა ვიცოდეთ, ანუ, თუ ეს ერთგვარი დისკვალიფიკაციის ვადაა; ხოლო თუ მწვრთნელის არჩევანი ასეთია, ეს სხვა ანალიზის საფუძველს იძლევა. ნაკრებში არიან ფეხბურთელები, რომელთაც გამოცდილება არ დაეწუნებათ, თუმცა პერსპექტივის თვალსაზრისით, თუკი ამაზე ვაგებთ მატჩებს, მეტი ცვლილება იყო შესაძლებელი. ლევან შენგელიას სათამაშო დროის პრობლემა ნამდვილად არ აქვს, მისი გუნდი კი საკმაოდ სუსტია. სავარაუდოდ, მას რომელიმე ფლანგს მთლიანად ჩააბარებენ და ამ პოზიციაზე მოსინჯავენ. "დილას" წევრმა ნიკა გაგნიძემ ახალგაზრდულ ნაკრებში თავი კარგად დაგვამახსოვრა და იმედია, 22 წლის ნახევარმცველი ოდესმე შანსს ეროვნულშიც მიიღებს...

წინა ხაზში რთული მდგომარეობაა, საქართველოს ნაკრების ფორვარდებს, გოლს ვინ ჩივის, სათამაშო დროის პრობლემა აქვთ. მწვრთნელს მხოლოდ მაგ საზომით რომ განესაზღვრა, სიაში არც გიორგი მიქაუტაძე უნდა ყოფილიყო, რომლის თავსაც საოცრება ხდება. იქნებ სანაკრებო დროის მიცემით და გოლებით მისი ხასიათი გამოკეთდეს. წინა ხაზზე ახალი სახის გამოჩენა სასურველი იქნებოდა, საქმეს ხომ სამომავლო პრიზმაში ვუყურებთ, მაგრამ არის კი ვინმე ასეთი?! - ლევან კუტალიამ კვლავ გააკეთა განცხადება, რომ სომხეთის ჩემპიონატში გოლების მიუხედავად, შანსს ვერ იღებს.

გიორგი ჩაკვეტაძე, ოთარ კიტეიშვილი, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია ახლა კარგ ფორმაში არიან და მიუხედავად იმისა, ჯგუფიდან გასვლის შანსებზე ვეღარ ვსაუბრობთ და ამხანაგურშიც სუსტი მეტოქე გვყავს, მათი მეშვეობით გულშემატკივრებმა კარგი საფეხბურთო ეპიზოდები უნდა მიიღონ. ჩვენებურების უმრავლესობას ხვიჩა კვარაცხელიას ხილვა მხოლოდ შინაურ არენებზე შეუძლია. როგორც ჩანს, პატარა ტევადობის "მიხეილ მესხის" გათვალისწინებით, ბილეთის ფასები საკმაოდ მაღალია და ამის შესახებ ქომაგები წუხილს გამოთქვამენ. ჩვენი მიზანი ისაა, ამ არასასურველ პერიოდში გულშემატკივრებმა ის მუხტი არ დაკარგონ, რაც ბოლო წლებში მიიღეს და ეს მათი დასწრების რაოდენობაზე არ აისახოს. მათ დამატებითი მიზეზები არ უნდა ჰქონდეთ, სტადიონზე წასვლა დაეზაროთ.

დაველოდოთ შეხვედრებს, რომლებიც ჩვენი საერთო დონის შესახებ ბევრს ვერაფერს გვეტყვის, თუმცა, იმედია, "ერთა ლიგიდან" ბოძებულ პლეი-ოფს სათანადოდ მომზადებული და შეცდომების გათვალისწინებით შევხვდებით!..

რონი
ბურკინა ფასოში რომ დავინიშნო მწვრთნელად და მყავდეს 2 ლეგიონერი მბაპე ჰალანდი.. რამდენიმე თამაშს ხომ მოვიგებ? ესეიგი მთლად ცუდი მწვრთნელი არ ვიქნები ხოო?? კვარამ ათრია მთელი ნაკრები როცა ფორმაში იყო ინდივიდუალურად იტანა გოლები და მოგებები სანიოლს დაეწერა... გუნდური კომბინაციით გავიდა გოლი? რამე დამუშავებული ააქვთ? ერთი ჯარიმის დამრტყმელი ყაავთ? ერთი წესიერი კუთხურის ჩამწოდებელი ყაავთ? თუ ყაავთ ბოლოს გოლი როდის გავიტანეთ კუთხურიდან? წადი სანიომ მოშორდი მაგას მართლა პაპუასები ვგონივართ
ამო
კაშია რომ ვარ, კვირკველია რომ ვარ და ვხედავ რომ ის აღარა ვარ რაც ვიყავ და მწვრთნელი ამას არ ითვალისწინებს, მაშინ ნაკრების ინტერესიდან გამომდინარე გავაკეთებ განცხადებას ნაკრებიდან წასვლის შესახებ, ხომ გააკეთა ეს კანკავამ, მაინც და მაინც მაყურებელმა უნდა გისტვინოს?
gpi
ქვილითაია და დვალიშვილი კიდევ )) რა ქვილითაია შე კაი ადამიანო , გვარი ხო არ გეშლება ?
simartle
შანიოლი რომ საშუალოზე დაბალი მწვრთნელია უკვა დაამტკიცა და ნაკრებში მსოვლამდეც ვერა აჩვენა რა. ამას გარდა ქვე ყანაა ანუ ბანანის რესპუბლიკა სამწყხაროდ საქაქრთველო და სანამ ილგარქები და კგბ-ს აგენტები არ გადაშენდებიან მანან ფეხბურთსაც და სხვა სპორტსაც არა ეშველება რა. სანიოლი მარტო იმაზეა გასაროზგი და გასაგდები რომ 21 წლამდე ჩემპიონატზე საქართველოშიც არ იყო. NაკრებშI ერთი და იმავე ხალხს ეზახიან რომელითა უმეტესობა გასაშვებია და სხვებისათვის გზა დასათმობი. მადლობა კაშიას, აბურჯანიას, კვეკვესკირს... გეყოფათ უნდა მიხვდნენ რომ ვერ არიან დონეზე კარფგა ხანია. ამას გარდა სანილმა მოთამაშეებს რწმენა
QT
რა სიახლეების გარეშე ? ალთუნაშვილი, სიგუა, გელაშვილი, ქოჩორაშვილი, ანუ ეს არაა სიახლე ? რაღაც დოზით ლოჩოშვილიც სიახლეა. საზონოვიც იქნებოდა რომ არა ტრავმა. წერთ არაბიძე რატომ არ არისო, თქვენ ის ხალხი არ ხართ ეროვნულ ლიგას ყველაზე დაბალ დონედ რომ მოიხსენიებთ ? და მაშინ რატომ უნდა იყოს ამ ლიგიდან შემტევი ფეხბურთელი, როცა ევროპაში მოთამაშეები ავსებენ მაგ ადგილებს, თორე ისე გაუმარჯოს ღმერთმა არაბიძეს ? მოკლედ, 23-25 კაციან სიაში ყოველთვის იქნება ისე, რომ ვიღაც ვერ მოხვდება და ვიღაცას არ მოეწონება შემადგენლობა და სულ იქნება ეს დავა. ამ სიას ახალ ვინც აკლია, საზონოვია, დანარჩენი ბიჭები მოუმატებენ მჯერა, უკეთეს ლიგებში და გუნდებში გადავლენ და მათაც ექნებათ შანსი მოირგონ ეროვნული ნაკრების მაისური. რა ბოიკოტი, რის ბოიკოტი, ვინც მაგ აზრზე ხართ დარჩით სახლში, ჩვენ კი მივალთ და ჩვენ ნაკრებს დავუდგებით გვერდში , გავამხნევებთ და ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას ეხლაც და მერეც 2024-ის გაზაფხულზე უფრო დიდს და დიადს.
კახა
ამ ქართველ ფულის ტომრებიდან როგორ აცერთი არ არი ფეხბურთის ნამდვილი მოყვარული ორი გუნდია საჭირო ერთი დასავლეთშ და მეორე დინამო და ამ ორი გუნდის სერიოზული გაზლიერებით ანუ ნორმალური კვალიფიცირებული მწვრთნელი( სანიოლივით დამწყები და გამოუცდელი კიარა) ასევე კარგი ლეგიონერები დღესვე რომ გინდათ გამდიდრება ასე არ გამოვა კლუბი ააშენეთ და შედეგსაც მიიღებთ თან შთამომავლობას სახელს და დაფასებას დაუტოვებთ იქ ვინ ჯანდაბ გაგატნევთ ან რაში გამოგადგებათ..
Burton
გოჩოლეიშვილი იმსახურებდა ამ "პაუზას". კოშმარული შეხვედრები ჰქონდა. განსაკუთრებით ესპანეთთან. ერთ-ერთი გოლის დროს ძალიან კარგად გამოჩნდა კამერაში როგორ გაატარა ესპანელი შემტევი და არც გაჰკიდებია. ძალიან სუსტია დაცვაში და თუ მაგ პოზიციაზე თამაშს აპირებს, მაგ კომპონენტში უნდა მოუმატოს. ისე, არც შეტევაში ბრწყინავს, პასის გაკეთება/ბურთის ჩაწოდება არ იცის. აზროვნებაშიც უჭირს. კონტრშეტევაზე ჩაკვეტაძის 1 შეხებით პასის შემდეგ მარცხენა ფლანგე კარგი მომენტი გვქონდა, 1 პასი იყო გასაკეთებელი და უაზროდ შეიკავა ბურთი და დაკარგა, არადა გასატანი მომენტი იყო... შენგელიას დიდი ხანია შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია და თუ ცაცია შემტევი გვინდოდა, ალბათ, არაბიძე უფრო იმსახურებდა. ვოლკოვის ნაცვლად კი ქვილითაია (ოღონდ არა ძირითადში, სკამზე). საყრდენად იმედია ალთუნაშვილს მიეცემა შანსი. საქართველოშიც კარგი იყო და ავსტრიაშიც არ დაკარგულა. ძირითადში თამაშობს და სიმბოლურებშიც ხვდება. მეორე საყრდენად სიგუაც საინტერესო იქნებოდა. გაგნიძე არაა ფორმაში და კლუბი უნდა შეიცვალოს თუ რამე უნდა.
თემო
ესაა ფალოსოფოსი და არაფერი კავშირი არ აქვს სამწვრთნელო ფილოსოფიასთან..ფეხბურთელი უდაოდ დიდი ტალანტის იყო.სამწვრთნელო საქმის არაფერი გაეგება .ან არ ეკითხებიან არაფერს
რუსთავი
საღი აზრის ადამიანი მიხვდება რომ რაც არ უნდა ვიხტუნაოთ და ვიპროგრესულოთ, პოლიტიკა და სპორტი მაინც ვერ ემიჯნება ერთმანეთს, პირდაპირ თუ ირიბად მაინც ითითხნებიან ერთმანეთში. ეხლანდელი ფედერაცია და მთავრობა რომ ერთი გუნდია სულელიც მიხვდება და რომ სანამ ეს მთავრობაა, ფედერაციაც მყარად იქნება მიუხედავად ხალხის აზრისა (რომელი აზრიც ფეხზე კიდიათ). დარწმუნებული ვარ სულ რომ ბოიკოტი გამოვუცხადოთ და სტადიონზე არ მივიდეთ, სულ არ შეიმჩნევენ და ფეხზე დაიკიდებენ მაგ ფაქტსაც, აბა ხალხის აზრი რომ ადარდებდეთ, ერთხელ მაინც სადმე კომენტარს გააკეთებდა კობიაშვილი, სად არის საერთოდ ცოცხალია? არ ვიცი სალობიეს სულ უფრო და უფრო ვემსგავსებით.
xishnika
arwavidet stadionze aravin gamoucxadot boikoti federacias. ukve nametania es yvelaferi.am taobidan shedegis dadeba sheidzleba da eseni marxaven am shedegs.
თედო
შექმნილია, ერთი კი არა რამდენიმე. ფედერაციის საფეხბურთო აკადემია, 4 ბაზა აქვს. ძალიან კარგი პირობებია. ფედერაციის ამ ხელმძღვანელობის პირობებში უამრავი საქმე კეთდება, შედეგიც მალე მოყვება დარწმუნებული ვარ
BOSS
გაგვაგებინოს ვინმემ რა ხდება! საზონოვი გველესიანი გოჩოლეიშვილი გაგნიძე…კითხეთ ფეხბურთის ფედერაციას და სანიოლს ჟურნალისტებო კონკრეტული განმარტებები გააკეთონ,ნუ გეშინიათ!!
ველი მორიგ სიურპრიზს
ბოტსვანასთან ან ნაურუსთან როდის გვექნება ამხანაგურები? ტაილანდზე ძვირი ჯდება მაგათი ჩამოყვანა?))))))))
ჟორა
ქართველები ძალიან ნიჭიერები და ძალიან ზარმაცები ვართ. სანამდე ნიჭიერება ქაჩავს ძლიერები არიან, მაგრამ საქმეში შრომა რომ ჩაერთვება, მერე გვერხევა. ხვიჩა ბევრს შრომობდა და შრომობსო, შედეგიც სახეზეა. ქინქლაძე ზარმაცობდა და მესის კალიბრის ფეხბურთელი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მესამე-მეოთხე ასეულში იქნება.
xalxi
როგორც იქნა დაიწერა სიმსრთლე და არა პიარი სანიოლის. ავტორს ეს შეიძლება სამსახურის დაკარგვადაც დაუჯდეს მაგრამ ყოველთვის მადლობელი ვიქნებით
დევდარიანი
აუ,ნერვები მეშლება,არ შემიძლია რომ არ დავწერო. ხალხნო,გამაგებინეთ,რა შუაშია სანიოლი? 24/7 სულ მწვრთნელის ბრალია, ან მსაჯის ბრალია,ან კიდევ წვიმას ვაბრალებთ ხოლმე,(ერთხელ მახსოვს, დინამო და ლოკომოტივი შეადარეს და ქარს დააბრალეს)
რაბუ
ხო ყველაზე ნიჭიერები ვართ აბა რა , დამოუკიდებლობიდან დღემდე ვერსად ვერ გავედით ეგ კი არა ბოლო ადგილებზე დავასრულეთ შესარჩევები, საკლუბო ფეხბურთი კიდე უარესი და სამარცხვინო. რეალურად შეხედეთ სადაც ვართ და მორჩით ამ ბაქიბუქობას. ფიფას რეიტინგი ასახავს რამდენად ნიჭიერებიც ვართ მინიმუმ 80 ქვეყანაა ჩვენზე "ნიჭიერი"
QT
საზონოვო თუ ითაშებს იუვესთან და ტრავმა არ ექნება დარწმუნებული ვარ გამოიძახებენ, არანაირი პრობლემა.
ლექხო
ქართული ფეხბურთის გადასარჩენად ერთადერთი გზა არსებობს საქართველოს ყველა ქალაქში უნდა შეიქმნას უფასო საფეხბურთო სკოლები თბილისში სულ ცოტა ორი მაინც სადაც მიიღებიან განსაკუთრებულად ნიჭიერი გამორჩეული ბავშვები ამ სკოლებში ყველაფერი ერთჯერადი კვების ჩათვლით უფასო უნდა იყოს ბავშვებისათვის კარგი ვარიანტი იქნება თუ ყველა სკოლაში უფროს მწვრთნელებად მოვიწვევთ ბავშვთა ფეხბურთში მცოდნე კადრებს აუცილებელი იქნება ამ სკოლების ჩემპიონატების ჩატარება. ამაში დავხარჯოთ ის ფული რომელიც ღმერთმა იცის სად და ვის ჯიბეში ილექება. თუ ამას შევძლებთ ხუთი ათ წელიწადში რადიკალურად შეიცვლება სიტუაცია. ნაკრებსაც ეშველება გუნდებსაც და ყველას ჩვენც
ლექხო
არაფერი არ ეშველება ჩვენს ნაკრებს ამ სანიოლის და ხიზანას ხელში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ გასაშვებად თანაც სასწრაფოდ დრო არ ითმენს მარტიც მალე მოვა
გიორგი
"ადრე ჩვენი ნაკრებები უფრო სტაბილურები იყვნენ ბიჭები...". ჟორა, რომელი ქვეყნიდან ხარ? ბრაზილიიდან?
გიორგი
ქართული ფეხბურთის მომავალი დამოკიდებულია ფედერეციის გაწმენდაზე. ეს თუ არ მოხდა, არაფერი ეშველება ჩვენს ნაკრებს. ფედერაციის გაწმენდა ზემოდან პოლიტიკურად შეუძლებელი ამბავია. ხოლო ქვემოდან ამისთვის აუცილებელია ხალხმა გამოხატოს პროტესტი. მიტინგი არაეფექტურია, რადგან გულშემატკივრებს დაარბევენ და ნაცობას დააბრალებენ. გაცილებით ეფექტური იქნება ნაკრების თამაშების ბოიკოტი. გასაგებია, რომ ხვიჩას ნახვა ჩვენს მოედანზე ყველას გვინდა, მაგრამ ქართული ფეხბურთის წარმატებისთვის აუცილებელია, რომ ეს სიამოვნება მოვიკლოთ და სტადიონზე არ წავიდეთ. ეს ბოიკოტი უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ კობიაშვილ-ხიზანიშვილის მაფია არ მოშორდება ქართულ ფეხბურთს. სანიოლი უბრალო მარიონეტია და ამათ გაჰყვება.
ჟორა გაბრიჭიძე
ფეხბურთის გუნდის შეფასება ორი ძირითადი კრიტერიუმით უნდა მოხდეს: შედეგით და თამაშის ხარისხით, როცა არცერთი არ გივარგა, ეს კატასტროფაა, როცა ერთ-ერთი მაინც გაქვს, იმედია რაღაც გეშველება. პირადად დღეს ჩვენს ნაკრებში ვერცერთს ვერ ვხედავ. ალბათ არ შეიძლება მწვრთნელმა ორი წლის მანძილზე გუნდში 50-60 ფეხბურთელი გამოცადოს. ეს მის კვალიფიკაციაზე მეტყველებს. ალბათ არ შეიძლება 2-3 გატანილი გოლისა და საკუთარ გუნდში 5-6 ძირითადში თამაში ფეხბურთელის ნაკრებში გამოძახების საბაბი გახდეს. ფეხბურთელმა ერთი წელი მაინც უნდა ითამაშოს საკუთარ გუნდში მაღალ დონეზე, რომ ნაკრების მაისური ჩააცვა. გახსოვთ ალბათ ადრე ჩვენი ნაკრებები, უფრო სტაბილურები იყვნენ ბიჭები და ნაკრების მაისურს რომ ჩაიცვავდნენ დიდხანს აღარ იხდიდენ. ანუ გვჭირდება ნაკრების ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობა.
საჩინო
რა თქმა უნდა სანიოლის არჩევანი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.განსაკუთრებით გოჩალეიშვილზე მწყდება გული.ბიჭი აშკარად ნიჭიერია და აქვს ყველა მონაცემი მაღალ დონეზე ასვლის.მას ახლა არ უდგას კარგი დროება,მაგრამ სწორედ ახლა ჭირდება გვერში დგომა და თანადგომა.ერთიც არის...მის დღევანდელ მდგომარეობაში სწორედაც რომ სანიოლს მიუძღვის ბრალი.ესპანეთთან ბიჭი დაიჩაგრა არასწორად მიცემული დავალების და არასწორი ფუნქციის გამო.მას მუდმივად უწევდა წინააღმდეგობის გაწევა რიცხვით უმეტეს მაღალი კლასის მეტოქეებისათვის.ბუნებრივია რომ უთანასწორო პირობებში მან სასწაულები ვერ მოახდინა და მისდგნენ და ვისაც არ ეზარებოდა აკრიტიკეს და აკრიტიკეს რეალური ვითარების გათვალისწინების გარეშე.ეს ყველაფერი უარყოფითად აისახა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და კლუბშიც აერია საქმეები.ახლა სჭირდება მას მხარდაჭერა რათა გადალახოს დეპრესიული პერიოდი და გააგრძელოს აღმასვლა.მე პირადად კვარაცხელიას შემდეგ გოჩალეიშვილი მიმაჩნია ყველაზე ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელად.ჩვენი მხურვალე თანადგომა მას.
ქ. გ.
ნებისმიერ უცხოელ მწვრთნელს მიაჩნია, რომ თუ ჩვენი ნაკრები ლატვიას და ესტონიას მოუგებს, მწვრთნელის მუშაობა დადებითად უნდა შეფასდეს. ნორმალურმა ქართველმა ადამიანმა იცის, რომ არც ერთი ერი არ არის ჩვენზე ნიჭიერი, და ამიტომ მსოფლიოს ჩემკიონატის მოგებას ელოდება. მწვრთნელი უნდა იყოს ქართველი!
გიორგი
Monsieur Sagnol est une merde
ლაშა
მართალი ხარ ასპროცენრიანი. მეც მაგას ვიძახი სულ, ბრაზილიასა და არგენტინაში უფასო აკადემიებმა გაქაჩა რონალდინო, რივალდო, მარადონა, პელე, გარინჩა და სხვები. აგერ ვატო არველაძე და მისი მსგავსი უამრავია, აღზრდილი აიაქსის თუ მილანის აკადემიებში და შედეგი 0! თარიბში უნდა ჩაიდოს ინვესტიცია და დღეს რა ხდება?! ოღონდ ფული გადაიხადოს მშობელმა და სულ არ აინტერესებს მწვრთნელს მისი მომავალი. მერე ეტყვის 20 000 დადე, გინდში დასარჩენადო. აი ასეა და შედეგი კი გვინდა… ვერ იქნება შედეგი, ვერა.
გუსანი
ჩვენი ფეხბურთელების დონე სამწუხაროდ დაბალია, პირველ რიგში ფიზიკის და კონცენტრაციის გამო, აქ ხშირად ჟღერდება ცალკეული ფეხბურთელების გვარები, რომლებიც თითქოს გამოირჩევიან თავიანთ გუნდებში, ჩვენს და სხვა ქვეყნის ლიგებში, დამერწმუნეთ არაფრით ჯობიან უკევე გამოძახებულებს, ის რომ იქ გოლები გააქვთ და თითქოს კარგად თამაშობენ აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს ნაკრების დონეზე თამაშისთვის, მე ყურადღებით ვაკვირდი მათაც და მაგ. ჩვენი პენსიონერების თამაშებს, გადახვევა/გადმოხვევით: მხოლოდ გამოცდილების ხარჯზე რაღაც ეპიზოდებში გამოირჩევიან, თორემ შეცდომებს იგივენაირად უშვებენ, ცალსახად იკვეთება პრობლემა-რატომაც ვერ იმკვიდრებენ ადგილს ჩვენი ბიჭები უცხოურ ლიგებში- დაბალი ფიზიკური კონდიციები და გამძლეობა, ითიშებიან სათამაშო რიტმიდან, კარგავენ კონცენტრაციას, ვერ კითხულობენ სათამაშო ეპიზოდებს, აკლიათ განსწავლულობა, რის გამოც ვერ თამაშობენ დასწრებაზე და ართმევებშიც სუსტები არიან. ნაკლებად მაგრამ მოსამატებელი აქვს ამ კუთხით ჩვენს კუმირსაც, თუ უნდა მაღალ დონეზე სტაბილურად ითამაშოს, ძალზე პასიურია უბურთოდ, იგივე ოსიმენი, მასზე პატარებიც ბელინგემი , მუსიალა, იამალი და ა.შ. კიდევ ბევრი, ფიზიკით და გამძლეობითაც უფრო გამოირჩევიან, თორემ ნიჭით არავისზე ნაკლები არ არის....წინსვლა თუ გვინდა უნდა შეიქმნას უფასო საფეხბურთო აკადემიები სკაუტებმა უნდა მოიარონ საქართველო, რამდენიმე უცხოელი სპეციალისტი ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებით დავიქირაოდ და შედეგის იქნება, ისე წყლის ნაყვაა....
Რაგბის ფანი
სანიოლს ერთადერთი ამოცანა აქვს: _ წასვლამდე რამდენად შეაძულებს თავს ქართველებს?
მირო
მსოფლიო ვარსკვლავები არ გვყავს,მაგრამ რაც გვყავს იმის გამოყებებაც შეიძლება უფრო ეფექტურად,ოღობდ გამოცდილი მწვრთნელის ხელში.სანიოლი ეხლა სწავლობს მწვრთნელობას და სწავლობს ჩვენს ნაკრებზე,აქ დაშვებულ შეცდომებზე. რ ა ტ ო მ ?????ესწავლა სხვაგან,ჩვენ რატომ გავხდით ამ ექსპერიმენტის მონაწილე?მშვენიერი ფეხბურთელები გვყავს, ახალი თაობა,ამ ბავშვებს თუ სწორ მიმართულებას მისცემ,თავს არ დაზოგავენ,გვასიამოვნებენ ბევრჯერ. სანიოლის უთავბოლო ექსპერიმენტებმა დააბნია გუნდი.ის თვითონაც დაბნეული ჩანს ყველა თამაშში.
გუსანი
100% გეთანხმებით, არ გვაქვს საფეხბურთო წინსვლის პროგრამა. მოფიქრება თუ არ შეუძლიათ გადაიღონ მაგ. ბელგიისგან ან სხვებისგან.
goga
ტაილანდთან სათამაშოდ კვეკვესკირს, რომ იწვევს რას ეწევა ამისთანას?
შულაია
გოჩოლეიშვილის, მიქაუტაძის, დავითაშვილის,ჭანკვეტაძის აზაროვის და მათ შორის კვარას ფორმაში შესვლა არ შესვლა არაფერ შუაშია,რადგანაც გაწიე გამოწიე სულ ეგ არის მაგათი დონე რასაც აჩვენებენ,ხვიჩას გარდა ყველა საშუალოსთან მიახლოვებული კვალიფიკაცისაა მეტ-ნაკლებათ. ამიტომაც ევრო გრანდებზე რომ არაფერი ვთქვათ საშუალო დონის კლუბებში უკვე იკარგებიან და იშვიათად თუ გამოანათებენ. შედეგად ნაკრები რეიტინგში მე-80-აა და პრინციპული თამაშების მოგრბა არ შეუძლიათ გადამწყვეტ მომენტში-პირველი ან მეორე კალათის გუნდებთან. ხვიჩას რაც შეეხება ის მთელი თავით მაღლა დგას მათზე და სერია-ა-ს ერთი კარგი ფეხბურთელია და არა მოვლენა ან ვასკვლავი, რომელსაც მარტო შეეძლოს- მესივით უთავოს გუნდს და შედეგი დადოს, ეს მისია მას შეეძლო ახალგაზრდულ ევროზე ეკისრა,მაგრამ ეს სხვა თემააა......
რუსთავი
პარლამენტიდან ფედერაციის მართვა არსად გამიგია, მარტო ჩვენ ვიტანთ ამდენს, ნუთუ ფედერაციაში იმდენად ცოტა საქმეა რომ პარლამენტის სხდომებს ესწრება? პირად სარგებელზე აქვთ აწყობილი ყველაფერი ასე რომ მოემზადეთ: ,,ვილი წავა და ხიზანა მოვა,, ან ვინმე ვინც მხოლოდ ფულის გამო მოვა და დაუთმობს გადაწყვეტილებებს ფედერქციას.
გია_544
სანიოლს არ ესმის ქართველი გულშემატკივარის ტკივილი და არა აქვს ჩვენი (გულშემატკივარის) ნდობა! წავიდეს და წაიყვანოს კვირკველია! სადმე ბაზაზე აგორაონ ბურთი ვეტერანებმა და მაგისმა შტაბმა სფფ ხალხთან ერთად... დავიცვათ ქვეყნის ნაკრები ამ ხარახურა ხალხისგან! გია_544
ამაშია საქმე
არა გვყავს მაღალი კლასის ფეხბურთელები და გვარდიოლაც ვერ გვიშველის.როდესაც მოსკოვოს დინამოს სათადარგო მოთამაშის იმედზე ხარ რაზე უნდა ილაპარაკო.სანამ ბავშვთა ფეხბურთი უფასო არ გახდება რათა ღარიბი ოჯახის ბავშვებმა შეძლონ თამაში მანამდე სულ ასეთ დღეში ვიქნებით.პარლამენტში 50 მილიონერი დეპუტატი გვყავს,მათ გარდა კიდევ სხვები ბოლობოლო მილიარდელიც რა გახდა თბილისში,ქუთაისში, სამეგრელოში და სხვა რამდენიმე უფასო ბავშვთა საფეხბურთო სკოლების შენახვა.
დავითი
1. სანიოლს არაფრისთვის მიუხწევია როგორც მწვრთნელს!!! 2. ნორმალური უცხოელი მწვრთნელი თანაშემწედ არ დაისვას ფედერაციის დანიშნულს ,მითუმეტეს ძალად ქართველ მწვრთნელს "ხიზანიშვილისნაირს"!!! 3. სადაც ამ ყველაფერს ითვალისწინებენ შედეგიც აქვთ!! თუნდაც ალბანეთის ნაკრები თამაშითაც გვჯობია და შედეგებითაც,მიუხედავად იმისა რო მათი ფეხბურთელები ციდან ვარსკვლავებს ვერ წყვეტენ ...
ზვიადი
ყველაზე მეტად გოჩოლეიშვილის შეფასება მომეწონა. ყველა გვერდმა პანიკა ატეხა. ხალხო, სხვა ათასი პრობლემაა ნაკრებშიზ,ამაზე რატო გადაგაქვთ ყურადღება, შევა ფორმაში და ითამაშებს
kicha
არანაირი ობიქტური კრიტერიუმი შემადგენლობის შერჩევისას. მხოლოდ პირადი, სუბიექტური გადაწყვეტილებები. ასე არ შენდება ნაკრები და არ იდება შედეგები. ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელს არ იძახებ და რაგაც საოცარ გადაწყვეტიებებს იღებ, ასე არ შეიძლება. ეს ნაკრები ეროვნულია და არა ხიზანური,იაშკური და კობიშკური. ასეთი თაობის და შანსის განიავება პირადი სარგებელის მოტანის გამო ღალატია.
las
მე სკეპტიკურად ვუყურებ პლეიოფის მატჩებს. ვილი სანიოლს არც იმდენი ტვინი აქვს, არც გამოცდილება , არც დრო და არც სურვილი, რომ ნაკრებში რაიმე შეცვალოს. ფაქტია ნაკრები მიდის რეგრესისკენ. და საჭიროა ახალი მოთამაშეები , ახალი სახეები. პარადოქსია პრობლემა იყო სულ რომ არ გვყავდა ტოპ ლიგებში მოთამაშეები, დღეს გვყავს და მათ სანიოლი არ განიხილავს არათუ ძირითადის მოთამაშეებად , საერთოდ ნაკრებში გამოძახების ღირსად. არჩეული აქვს გზა. ეყრდნობა ისევ პენსიონერებს და მატ იმედზეა. ერთადერთი ხსნა ხოჭოლავა გამოჯამრთელდეს როგრომე ყაზახეთამდე. თორემ კაშია კვერველიას დუეტი რასაც წარმოადგენს კი ვნახეტ ესპანეთთან.
ნუკრი
ფედერაციამ მოაგვაროს პრობლემები ცხადაძესთან,გაუშვას სანიოლი და ცხადაძე დანიშნოს მწვრთნელად.კობიაშვილი ფედერაციის პრეზიდენტის გარდა ყველაფერია:დეპუტატი,პრარაბი,ივენთ მენეჯერი,პრეზიდენტობისთვის ინტელექტი არ ყოფნის,ხოდა წავიდეს.
ქუთაისელი
მე არ მივდივარ ნაკრების თამაშებზე, არ ღირს იმ სიამოვნებად, რა ფასსაც ადებენ ბილეთებს. ესპანეთის მერე საერთოდ ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ.
კახა
მართალს ამბობ ძმაო
ქ. გ.
სანიოლი გასაგდებია. ინტერვიუსთან დაკავშირებით მის დასაცავად შემიძლია ვთქვა, რომ თარჯიმანმა ბევრი შეცდომა დაუშვა. დაბალი ხარისხის თარგმანის გამო ინტერვიუმ კიდევ უფრო ცუდი შთაბეჭდილება დატოვა.
Givi
მეტოქეების და ფაქტიურად არაფრის მომცემი თამაშების გათვალისწინებით, სანიოლი უფრო თამამი უნდა ყოფილიყო და ჩემი აზრით სიაში აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ არაბიძე,ღუდუშაური,გველესიანი, გადრანი,შერგელაშვილიც შეიძლებოდა, წიტაიშვილი,საზონოვზე იუვესთან აქვთ იმედი შაბათს იქნებ ითამაშოსო და რატომ არ არის გამოძახებული?
ლაშა
გადრანი, გველესიანი დაბრძენებული მცველები არიან, რომლებიც იგნორში არიან უკვე მეტამდენედ! სომხეთში მოთამაშე ფორვარდი არავის გაახსენდა, რომელიც ფორმაშია. ამ ელემენტარულს გულშემატკივარზე უკეთ უცხოელი მწვრთნელი თუ არა, წართველი ასისტენტი მაინც უნდა ხვდებოდეს. სწორი მიდგომით უკეთესი შედეგი შესაძლებელი იქნებოდა…
მწვრთნელი
სანიოლს ფედერაციისგამ მთლიანი კარტბლანში აქვს და რატომ არ უნდა "იბლატავოს"!? ესპანეთთან 7-1-ის და ნორვეგიასთან 2-1 ის შემდეგ, მგონი "პრემიაც" გამოუწერა ფედერაციამ! ღვთისავარ ძალიან გთხოვ გააკეთე ერთი კარგი სტატია ფედერაციაზე და გამოააშკარავე მათი კორუფციული მიდგომა ყველა საკითხთან! ერთი კრინტიც არ დაუძრავს ფედერაციას სექტემბრის თამაშებზე და ბოდიშიც არავის მოუხდია გულშემატკივრისთვი, რომელმაც გაავსო ესპანეთთან დინამოს სტადიონი! ეხლა დაითვალონ რამდენი მივა მესხზე ტაილანდთან და კვიპროსთან!
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი
ამას ხვიჩასგან ვერ წარმოიდგენდა - "რუბინის" ყოფილი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია