<p>საქართველოს რაგბის კავშირმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა თანამდეობა დატოვა.</p><p>"საქართველოს რაგბის კავშირი უარყოფს სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის გადადგომის შესახებ.</p><p>საქართველოს ნაკრები დღეს დაბრუნდა მსოფლიო თასიდან და რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა, გამგეობის და სამწვრთნელო შტაბის ჩართულობით, უახლოეს დღეებში დაიწყებს ტურნირის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ანალიზს, მათი მიზეზისა და საპასუხო ნაბიჯების განსასაზღვრად.</p><p>ეს პროცესი უახლოეს პერიოდში დასრულდება და შედეგებიც დაუყოვნებლიც გასაჯაროვდება.", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.</p><p>საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამოსვლა დაასრულა. ბოლო მატჩი ქართველმა მორაგბეებმა უელსთან 19:43 წააგეს. მანამდე წააგეს ავსტრალიასთან - 15:35, ფიჯისთან - 12:17. პორტუგალიასთან მატჩი ფრედ დასრულდა - 18:18.</p><p>საფრანგეთში გამართული მატჩების შემდეგ საქართველოს ნაკრები რაგბის მსოფლიო რეიტინგში მე-14 პოზიციაზე დაქვეითდა. მსოფლიო თასის დაწყებამდე ქართველი მორაგბეები მე-11 ადგილს იკავებდნენ.</p><p><br></p>
Fani-ს
გეთანხმები, თავის თავს არავინ გადააყენებს. მაგრამ, ვინც ტყემალაძე დასვა, მასვე შეუძლია მისი გადაყენება. ბოლობოლო ხომ უნდა უნდოდეს, რომ მის მიერ ჩადებულ ფულს კარგი შედეგი რომ მოყვეს?
fani
სცენარი კი მშვენიერი დაწერე და მეც ვიზიარებ გორგოძის მეთაურობას და მისი მხრიდან გამგეობის დაკომპლექტებას, მაგრამ როგორ წარმოგიდგენია ეს პროცესი? ახლანდელი გამგეობა სადაც კობახიძის მამაა გამოჭიმული, თავის თავს გადააყენებს თუ თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს?! თუ ის პრარაბი ტყემალაძე იტყვის, არ ვივარგე პრეზიდენტად და გადამირჩიეთო?!
:))))
რათქმაუნდა ჯახზე მეტია და ეგეც გამოაჩინეს, წუნს და აშკარა სიცარიელეებს ხო არ ჩამოვთვლით ყოველ ჯერზე, მაგრამ ლანძღვა და დაუნახავობა... პორტუგალიამ ყველაფეეი დადო ამ ერთი ჩემპიონატისთვის, მათთვის ცხოვრების ტურნირი იყო, ვერ გამოდგება მთლად მაგალითად. მაგრამ გინდაც ის რომ მათ ჯერაც არ ვუგებთ დამაჯერებლად ან გინდაც მათგან ვერაფერი ვისწავლეთ (ფიზმომზადებით და უნარებით გვაჯობეს მგონი) აქამდე ჩვენი დიდი ძველი ნაკლია.
გიორგი
თევზი თავიდან ყარს. გამოსავალი იქნება, თუკი გორგოძეს დაითანხმებენ ფედერაციის თავკაცობაზე.მასვე უნდა ანდონ ფედერაციის შემადგენლობა, მაღალი დონის მწვრთნელის მოძიება და ა.შ. არც ერთი პარლამენტარ-მორაგბე და მათი ოჯახის წევრები ახლოს არ უნდა გააკარო რაგბს. სხვა შემთხვევაში რაგბი ევროპაშიც კი გადავალთ 3-4 ადგილზე.
სიმართლე-ს
ანუ, ამართლებ აბუს, რომელმაც ნაკრების დასჯა მოითხოვა, მხოლოდ იმიტომ, რომ მას პრეზიდენტობა აახიეს? ქართული რაგბის ქომაგი ნაკრებს უნდა სჯიდეს?
simartle
იჩივლა იმის გამო რომ არჩეული პრეზიდენტი შტრუმით მოხსნეს და არაკანონიერად მოიშორეს. აბუ იყო რომელმაც ამათი ფულის მოპარვა ფედერაციიდან და გაპრავება დააფიქსირა ნიჟარაძის პერიოდიდან რაც სვანაძეს ბრალდებოდა.
: )))))))
რაგბი მარტო ჯახებზე არ არის დამოკიდებული. მას ყველა ფიზიკური მონაცემების მქონე ადამიანი ითამაშებს, მთავარია მისი შესაძლებლობები გამოიყენოს მწვრთნელმა. თუ კარგად დააკვირდებით, პორტუგალიამ ყველა თამაში ძირითადის მოთამაშეების ბოლომდე გამოყენებით ითამაშა და ფორმის პიკს ფიჯისთან მიაღწია. ჩვენ კიდევ საერთოდ მზად არ აღმოვჩნდით , რაც შედეგშიც აისახა - მაისაშვილი იწევდა ფავორიტს დავამარცხებთო და პორტუგალიასთან მოვიტეხეთ კისერი. ის, რომ მომენტებს ვერ ვიყენებთ, არა, მაგრამ ასეთი ჯახირით დასრულებულ მსოფლიოზე სამწვრთნელო შტაბია პასუხისმგებელი
გიორგი
პირველ რიგში უნდა მორჩეს "რაგბის ოჯახის" ძახილი და პროცესები გახდეს გულშემატკივრისთვის გამჭვირვალე. ასეა ირლანდიასა თუ საფრანგეში.
გიორგი
ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ტყემალას ალტერნატივა აბუა. აბუმ თავი მაშინ გაიყიდა, როცა მსოფლიო რაგბში იჩივლა ნაკრებს დისკვალიფიკაცია მიეცითო. მხოლოდ ფულის გულისთვის ხოცავენ ერთმანეთს.
გიორგი
აბუც იგივეა, თუ უარესი არ. ნაკრებს უჩივლა მსოფლიო რაგბში და თანაშებიდან დისკვალიფიკაცია მოითხოვა.
გიორგი
ფუ,რა უთავმოყვარეოა.
გიორგი
გეთანხმები, მაგრამ რაგბის მოყვარული ხალხი სად ნახე? არ მითხრა "რაგბის ოჯახი" და აბუ-ო. ამან მსოფლიო რაგბში იჩივლა ნაკრები დაასანქცირეთო.
ანდრი
იტალია/უელსი დაამარცხა ნაკრებმა და ამავე დროს გაშალაშინებული თამაში ერთა თასზეც არ უთამაშია, მუდამ ცალი ტაიმი და იგივე შეცდომები. ამ დროს სრკ სიჩუმით და პროპაგანდისტული ტყემლით შემოიფარგლა ურთიერთობაში. არ მგონია მარტო მაისაშვილი იყოს პასუხისმგებელი, ღვაწლიც უნდა დავუფასოთ და შეარცხყოფისგან თავი შევიკავოთ. მიუხედავად ყველაფრისა ნაკრებმა ბოლო წუთამდე შეძლო მუხტის შენარჩუნევა და ისე ცუდადაც არ უთამაშია რიგორც გავლანძღეთ, ნაგარი ჯახები გადაიტანეს და არ მსაჯებს დაუკლიათ ბრმა თვალი ჩვენს მიმართ.
გიორგი
ჰო, რაგბშიც მაფიაა.
Lou
ვინ წასულა თავისით ბოლო 10 წელია, ეს რო წავიდეს
დავითი
თუ დატოვეს. ხალხი აღარ უნდა მივიდეს სტადიონზე.
მერაბი
მაისაშვილი დიდი ხანია გასაშვები იყო, და არა მარტო ეგ. პორტუგალიასთანაც ცოტა გვაკლდა წასაგებად. სხვა რა უნდა იყოს არგუმენტი, შესაცვლელია მწვრთნელთა შტაბი. ფედერაციაში თავის თავსაც შეხედონ კრიტიკულად, პასუხისმგებლობა აიღონ.
!!!
ძაან მარტივი ამბავია. ამათ მაისაშვილის წასვლა შემოაგდეს, აბა რა რეაქცია ექნება ტვინგამორეცხილ მასასო, ჭამს თუ არაო. შემდეგ ჩვენი რეაქციის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას. რა, რამეს უზამ თუ, ბევრ მართლა ტვინგამორეცხილს ის ვერ გაურკვევია რუსეთი მტერია თუ მოყვარე და საერთოდ რაზე უნდა ელაპარაკო. რა, უარესი არ ქნა კობიაშვილმა, ჯერ ევროპის შესარჩევის ფინალი წაგვაგებინეს და ახლა ეს კვერცხი სანიოლი დაგვასვეს თავს. ჰოდა გიხაროდენ, მიიღეს გადაწყვეტილება, არაო, არ წასულაო. თვალებში გვიყურებენ, სულში გვაფურთხებენ და გვეუბნებიან სულ 1 ადგილზე მკიდიხართ გულშემატკივრებიო. აი ეს არის სიმართლე.
123
მარტო ნაკრებიდან კი არა შავი ლომიდანაც უნდა წავიდეს, არც შქვ ლომშია სწორი სელექცია უკეთესი ბიჭების არჩევა შეიძლება. პ.ს. მადლობა ბიჭებს თავდადებული თამაშისთვის და ბრძოლისთვის
გიგი
ის ბრძოლის ჟინი რაც ქართულ რაგბს ნაკრების წინა თაობებიდან მოსდევს არ უნდა გაქრეს. ეს ფასეულობაა რომელიც გამარჯვების წყურვილს ამძაფრებს და გარჯვებისთვის თავს არავის დააზოგინებს. საფრთხილო საქმეა კრიტიკა მაგრამ, როცა ხედავ მწყემსებს ცხვარი ერეკება ძნელია თვალის დახიჭვა. რა დროს რა იყოს არ ვამბობ მარა მსოფლიომდე რაც იყო იმის ფონზე ეს რეგრესია.
სიმონ ოქრომჭედლიშვილი
ნუ აჯანჯლებთ, გაუშვით ეს კაცი დროზე, ხალხს ნერვებს ნუ მოუშლით, თორემ მერე მარტო ამის წასვლა არ იკმარებს!
:D
რისი ანალიზი უნდა გააკეთოს? ამდენი ხანი მწვრთნელია და სულ იმას გაიძახის , მეტოქემ წნეხში მოგვაქცია და ვერ გამოვედითო. შეიძლება მალე ქეცბაიასავით ისიც თქვას, ხომ არ დავბადავ ამ მოთამაშეებს ან თურმე მაგარი ვყოფილვარო.
Idki
რა კომენტარი უნდა გააკეთო ამ საიტზე? არ აქვეყნებენ პოსტებს, სადაც მწვრთნელს, ან რაგბის ფედერაციას აკრიკიტებენ. მხოლოდ ნაწილს აქვეყნებთ, თავი რომ არ შეირცხვინოთ მთლად
გიორგი
ეგ რომ ცრუ ინფორმაცია იქნებოდა ჩემთვის ცხადი იყო, მაისაშვილი მაგის გამკეთებელი არ არის, ასე მგონია.
ბესო
რაგბის მოყვარულებო, პატრიოტებო! ქართული რაგბი ამათ ხელში (ტყემელაძე - მაისაშვილი) უფსკრულისკენ მიექანება და დროა ვიმოქმედოთ!! მარტო კომენტარების წერით ვერაფერი შეიცვლება! office@rugby.ge ეს არის ფედერაციის მაილი. მოდით ყველამ პირდაპირ მივწეროთ ჩვენი აზრი და მოთხოვნა! თუ არ გაითვალისწინეს და არაფერი შეიცვალა - მოვაწყოთ საპროტესტო აქცია ფედერაციასთან!! ჩვენ გვაქვს იმის პოტენციალი რომ დიდ წარმატებას მივაღწიოთ რაგბში! ჩვენ გვაქვს პოტენციალი რომ უფრო დალაგებული, ლამაზი და წარმატებული რაგბი ვითამაშოთ! ჩვენ შეგვიძლია მსოფლიოზე ჯგუფური ეტაპის გადალახვა! მაგრამ ამისთვის საჭიროა ჩვენი ჩართულობაც!
BOSS
საქმე იმაშია,რომ დაბალი კომპეტენციის ხალხი უდგას ამ საქმეს სათავეში,თორემ გვყავს საქართველოში ხალხი-საფრანგეთში უმაღლესი სარაგბო სამწვრთნელო განათლება რომ აქვთ მიღებული!ბევრი არა მარა გვყავს! უბრალოდ აქ ყველაფერი ლელოზეა დაფუძნებული(გამგები გაიგებს).ნეპოტიზმი ღუპავს ყველაფერს,თორემ რაგბში კი გვაქ იმხელა რესურსი,რომ ასეთი სამარცხვინო შედეგი აღარ დავდოთ არასოდეს
gio
მწვრთნელი თვითონ უნდა გადადგეს!
ბესო
მაისაშვილი აუცილებლად წასასვლელია, ისევე როგორც მთელი რაგბის ფედერაცია (ფულის მონების ბანდა)!! ... ეს რეზულტატი ძალიან დიდი უკუსვლაა და იმედგაცრუება!! ეხლა ჩვენ უკვე ჯგუფიდან გასვლისთვის კბილებით უნდა ვიბრძოდეთ და ამის მაგივრად, ჩვენები მსოფლიო ჩემპიონატზე უბრალოდ ბავშვურ შეცდომებს უშვენებ, აუტს ვერ აწვდიან, შანსებს ვერ იყენებენ, შეტევა არ ვარგა, დაცვა დასუსტდა(არა და მახსოვს ეგ უყო ჩვენი მთავარი ძალა!), იმატა ტრავმებმა და ფიზიკურად ძლიან ცუდად არიან მომზადებულები!!.. ფაქტია, რომ ბავშვთა მომზადების სისტემა არ მუშობს სათანადოდ და მთელი სისტემაა შესაცვლელი! წადით! წადით! წადით!
გრიᲨო
ზუსტადაც არ უნდა წავიდეს! ჩემი აზრით ფრენბურთში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია ჩვენთან.
რეზო
კი, ის მდაბალი სერგო, რაგბი 15 რომიყავდა, აფციაურმა რო აგინა და რო იჩივლეს, ჩემპიონატამდე ერთი კვირით ადრე პოდკასტში უტიფრად ამტკიცებდა: რატო უნდა წაეყანა კარკაძეო, მე კარგად ვიცი საფრანგეთის ტოპ 14 იო და მონპელიეში რა უნდა ასწავლონო? შავ ლომში სისტემაა გამართული. რა უნდა უქნა ეხლა ეგეთებს?
zviads
თქვენი თანამდებობაც რომ მიგეწერათ ქვემოთ ფედერაციაში რად მუშაობთ ჯობდა.ანერვიულდა რას ნიშნავს მაგ კომენტარით ჩანს რა მენტალობის ხალხი მუშაობთ მანდ.სუფთა ლგბტ საზოგადოება ხართ
geo
მართალია ეს კაცი, მწვრთნელმა რაც იცის იმას აკეთებს(ამის მეტი არ იცის).
ანდრო
არსად არ წავა. ტყემალაძე საკუთარ შვილს ხომ არ მოჭრის თავსა?! ისე ვინ შვილია და ვინ მამა მანდ რაგბის კავშირში ისიც აშკარაა. ლელოს დომინორება ბათუ, მაისაშვილი და მომხრეები განსაზღვრავენ რაგბის პოლიტიკას დიდი ნაკრების, 20 წლამდელების, შავი ლომის თუ სხვა. ტყემალაძე ვისი კაციცაა ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ იმ არეულ სიტუაციაში, სწორედ მათ გაუკაფეს გზა პრეზიდენტობისაკენ. ამიტომ არაფერი შეიცვლებს ამას კარგად ხედავენ რაგბის კავშირში, მაგრამ ხმის ამომღები ვინაა? არც ვინმე ჟურნალისტი ამოიღებს ხმას, მხოლოდ ნეიტრალური დასკვნები, რომ რომ ვინმეს არ აწყენინონ. ჩემპიონატმა ისე ჩაიარა, რომ ამ ვითომ რაგბის მცოდნეებმა ერთი სტუდია ვერ მოაწყვეს. რაგბი ტვ რისთვის არსებობს?
Tedo
დიდი მადლობა მაისაშვილს , მაგრამ ჩემი აზრით ამოწურა ნაკრებში და უნდა წავიდეს . აუცილებლად ახალი და კომპეტენტური მწვრთნელია საჭირო სერიოზული სარაგბო ქვეყნიდან .
გელა
მე ვინ მეკითხება მაგრამ ერთი რამეა.ქართველი ქომაგებისთვის ვთამაშობთო,მათთვის ვიბრძვითო,მათი სიხარულით ვხარობთო.ხოდა თქვე დალოცვილებო რატო არ ითვალისწინებთ ქომაგების აბსოლუტური უმრავლესობის აზრს.ბლეფია ეგ ყველაფერი.ექვსი ერი კი არა რაგბი ევროპის მოგება მოგვენატრება თუ ესე წავიდა საქმე
Zviads
მიდის ნუ გეშინიათ, მიდის.. თავისი პროცედურები აქვს ამ წასვლასაც, საბჭოს უნდა წარუდგინოს ანალიზი, მერე გადადგომაზე განცხადება და იმათ უნდა განიხილონ და ასე შემდეგ..ეგრე არ არის "დავაი დასვიდანია"..რა ანერვიულდა სასტავი((
giga
წადიიიი!!!
დათო
ხოდა წავალთ უკან უკან რეგრესისკენ ...
გივი
ლომი ბიჭები არა იხვის ტოლმა, მე ვიცი მაგათი ლომობა, აქ დაწერა არ მოსულა თორემ... 4-5 კაცის გარდა...
Maximus
მარტო მაისაშვილი არაა ამ საქმეში დამნაშავე აქ ფედერაციის ბრალიც დიდია. მოკლედ აახვიონ ამათმა და რაგბი დაუბრუნონ რაგბისტებს ოღონდ კაჭარავასთანა სპორცმენ პოლიტიკოს პარლამენტარებს არა... რაგბი სამშობლოს მოყვარულ ხალხს უნდა დაუბრუნდეს და არა ფულის მონებს.რაც შეეხება მაისაშვილს ძაან რო უნდოდეს არ გადააყენებენ,ის ფედერაციის ერთგვარი ატმაზკაა და ასე იქნება სანამ ფედერაციაში იქნება ის ხალხი ვისაც შედეგი ერთ ადგილზე ჰკიდია. სხათაშორის უცხოელი მწვრთნელების მოყვანა არ ჯდება იმდენი რასაც ფედერაციის შნირები აქ წერენ, კარგად გადაამოწმონ და მერე დაწერონ სწორი ინფორმაცია...
Ვახტანგ კაპანაძე
სად წავა ქერის ორმოშია სინდისი არ აწუხებს და ნამუსი ამის კაცობაკიდე პლინტუსს ქვევითააა
!
ვიღაცამ დაწერა რაგბის მწვრთნელს არ აქვს დიდი ხელფასიო. ხო არ აქვს, არც რაგბისტებს აქვთ ფეხბურთელების დარი ხელფასი. იმიტომ რომ რაგბი ვერ არის ისეთი პოპულარული როგორც ფეხბურთი და აი ამიტომ. ალბათ არცერთ ქვეყანაში (არ ვიცი შეიძლება გამონაკლისი არსებობს) არ ექნება რაგბში ნაკრების მწვრთნელს, ფეხბურთის გუნდის მწვრთნელზე მეტი ხელფასი. ასე რომ ეგ არგუმენტი არ არის. ასეთი ცუდი შედეგი საქართველოს რაგბის გუნდს მისი განვითარების ამ სტადიაზე არ ეკუთვნოდა, სწორედ ამიტომ უნდა დატოვოს მან გუნდი. სანიოლს რამდენი აქვსო ვიღაცამ იკითხა, ხო უფრო მეტიო?! კი აქვს, მერე? სანიოლიც წასასვლელია თუ კარგი უნდათ ნაკრებისთვის
კოტე
დაინტერესებული მხარის მომხრეთა აყაყანებას მაგონებს წაკითხულ შეფასებათა უმრავლესობა. თქმა არ უნდა,ყველანი უკმაყოფილონი,გულდაკოდილნი ვართ ხარისხით,მით უფრო შედეგით,მაგრამ ლანძღვა-გინება და ყველაფრის ხაზგადასმა რას ჰგავს,რა საკადრისია? ანდა ჩვენი ბიჭების თავდადება,რა,თუნდაც ერთ სამადლობელო სიტყვასაც არ იმსახურებდა? რა,სიყვარული,ერთი ხელის მოსმით სიძულვილმა შეცვალა? არ მესმის,ვერ გამიგია ასეთი საძრახისი დამოკიდებულება....
გულშემატკივარი
ისე რამხელა სიამოვნებას უნდა იღებდეს კაცი მთელი ერი დედას გაგინებდეს და თან ამ ერის ხელფასს იღებდე...ნეტა მარტო ჩვენთან ხდება ესე თუ რა ხდება ვეღარ გავიგე
123
მწვრთნელი რა შუაშია, სხვა რამის ბრალი უნდა იყოს.
გოჩა
ამოწურა თავი ამ დანიშნულმა გუნდმა,წასვლის დროა. ეს მიზეზი აღარ მიიღება უცხოელ სპეციალისტს ბევრი ფული უნდა. თუ არ ვცდები ჩვენი ბიჭები საფრანგეთის კლუბებში მუშაობენ მწვრთნელებად და დავიწყოთ მათი მოწვევით
ა
ტიპები რა უნამუსო უსირცხვილოები არიან ბიჭოო
დათო
ანუ უარყვეს ნამუსის ქონა და აპირებენ უნამუსოდ გააგრძელონ ყველაფერი
იმერელი
რატო არ დატოვა? რამე შედეგი დადო?
ჩელენჯერი
რას ელოდება ან ეს ან ფედერაცია? წადით ბიძიკო მოშორდით ქართულ რაგბს და მთელი ცხოვრება ბოდიში უხადეთ ხალხს გუნდის ასეთი გაბანძებისათვის.
რონი
კრიშიანად ასაცმელები არიან ესენი. აბუ მოვიდეს მიხედავს ფედერაციას. უნამუსოებს რა ნამუსზე ველაპარაკებით ამათ ესმით სხვა ენა!!!!!
გიო
აქ რომ ზოგიერთი ფულზე წუწუნებს, მათ (და არა მხოლოდ) გასაგონად: ყველაზე მაღალი ხელფასი, რაც აქ მწვრთნელმა შეიძლება მოითხოვოს, არის ნახევარი მილიონი წელიწადში... მაშინ როცა ქეცბაია ორჯერ მეტს იღებდა (და კიდევ უფრო მეტს თავის შტაბთან ერთად) ფეხბურთში. ისიც იკითხეთ, რამდენს იღებს სანიოლი და რა დონის არის, კი ვიცით ობიექტურად. კარგი მწვრთნელი, რომელსაც აღზრდის კრიტერიუმების სწორად ჩამოყალიბება და ჯანსაღი სელექცია ეხელეწიფება, ბევრად მნიშვნელოვანია რაგბში! იცით რატომ განვიცადეთ ფიასკო ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელ დროს ყველაზე ხელსაყრელ ჯგუფში? 1. 4-დან 4-ვე თამაშში მცდარი ან ნაწილობრივ მცდარი სელექციის გამო. 2. 4-დან 3 თამაშში არასწორი საწყისი ტაქტიკის გამო! 3. ჩბენთვის საზიანოდ მიკერძოებული მსაჯობის გამო, იმის გამოც, რომ არა გვაქვს "შესაბამისი ავტორიტეტი"! ეს მესამე პუნქტი უსამართლოა, მაგრამ ობიექტურ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და კომპლექსურად ვიმუშავოთ ყველა საკითხზე. ძალიან არ მიყვარს ამ "არზების" წერა, მაგრამ მართლა ძალიან მწყდება გული ამ ყველაფერზე.
Idki
დღეს წავიკითხე, რომ პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გადადგა. მწვრთნელი, რომელმაც სასწაული მოახდინა გადადგა, ჩვენი ნაკრების ვითომ მწვრთნელი კი როგორ შეიძლება რომ გადადგეს?! დაუმსახურებელ და პატიოსანი ხალხის ბიუჯეტში გადარიცხულ ფულს მერე ვინღა შეჭამს?!
"კოტე"-ს
"ხოლო სინდისი ვერავის წაგლიჯეს, რადგან ასეთი რამ არა სჭირიათ ჯერაც" . კონსტარტინე გამსახურდია
simartle
გადადგეს მთელი ფედერაცია და სამწვრთნელო გუნდი. სინდისი კარგი იქნებოდა რომ ჰქონდეთ. ტყემალზე ზიხართ და ხურმას სჭამთ და ხურმა უცხო ხილია. მოიყვანეთ კვალიფიცირებული ფრანგი სამწვრთნელო გუნდი მთავარი, მწვრთნელი, უკანა ხაზის, შერკინების და ასევე ფიზიკური მომზადების. შეეშვით მაიმუნობას და ამ ნიჭიერი ახალგაზრდებისათვის კარიერის გაფუჭებას, რაც საშინელ, დაულაგებელ თამაშში გამოიხატა და და შედეგიც სახეზეა. საკმარისია დილეტანტების ამპარტავნობა... წადით!!!
კოტე
უსინდისოები და უსირცხვილოები :( ფუ
ჟორა გაბრიჭიძე
მაღალი დონის მწვრთნელები ყველა დაკავებულია, ბაზარზე ხელმოცარული მწვრთნელები არიან, ასეთები ადრე ერთი დუჟინი გვყვანდნენ მოწვეულები, მაგრამ შედეგი ასეთივე იყო. ის მაგარი მწვრთნელი მაგარ ფულს აიღებს და 4 წლის შემდეგ აღმოჩნდება, რომ რბილი ყოფილა. იყოს ჩვენი მწვრთნელი, თუ მაისაშვილი არა, სხვა. ხელფასის ფულს მაინც დავზოგავთ.
ტაშშშშშში!
„ქატო იქა, ფქვილი აქა, ჭირი იქა, ლხინი აქა“ !!!
ბრაზი
უეჭველი,დალაგდება ყველაფერი,მწვრთნელიც ღირსეული შეირჩევა და ჩვენი ლომი ბიჭები,მათ შორის უნიჭიერესი 18-20 წლამდელთა თაობა,კიდევ უამრავჯერ გაგვახარებს-გვასახელებს,გაცილებით მაღალი დონის თამაშით!ამის მტკიცედ მჯერა.
გიო
ეხლაც თუ მაღალი დონის უცხოელი მწვრთნელი არ მოიწვიეს (მათ, ვისაც შეუძლია ეს საკითხი გადაწყვიტოს), კარგა ხნით დავემშვიდობებით დიდ რაგბს საქართველოში.
კ.მარქსი ფ.ენგელსი
რაო გიჭირს სკამის დათმობა..? გეყოს კაცობა - წადი კაცურად.
კუკური
"პროცესი უახლოეს პერიოდში დასრულდება და შედეგებიც დაუყონებლიც გასაჯაროვდება.", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. საინტერესოა რა"პროცესი" და რა შედეგები უნდა გასაჯაროვდეს, როდესაც "დასრულებიდან" "დაუყოვნებლივ"? არის რამე პროცესი - სტაგნაცია - და ვინმე ხალხს რამეს ეკითხება? ყველაფერი წინასწარ არის გადაწყვეტილ-გასაჯაროვებული. ვინმე ხალხს რამეს ეკითხება?
:D
დაიწყება ისევ მაისაშვილის ნაცნობი ფრაზები - ფეხით ვერ დავარტყით, მოწინააღმდეგე წნეხში გვაქცევდა და თამაშში ვეღარ დავბრუნდით. საკმარისია ეს პამპულაობა. მადლობა გაწეული სამუშაოსთვის და ნახვამდის. არ შეუძლია მეტი ქართველ მწვრთნელს და ჰა!
გიორგი IV
მთელი რაგბის კავშირი უნდა გადადგეს შედეგიდან გამომდინარე!მარტო მონაწილეობაა?!რამე მიზანი ხო უნდა იყოს?!ბოლო ორი მსოფლიო აშკარა რეგრესია და ამას სპეციალისტობა არ უნდა რო დაინახო!სად გაქრა ჩვენი შერკინება??მაგაში ვიყავით ძლიერები და ეხლა ყველა გვათრევს!!
: )))))))
გამოვა ეხლა დიდი იოსებ ტყემალაძე სადღეგრძელოებით, რომ იტალია- უელსი დავამარცხეთ და პირადად მაისაშვილის ამ დამსახურების გამო, საჭეს ისევ მას ანდობენ. ამასაც მართლა არ ჰყოფნის ნამუსი, რომ პირდაპირ თქვას, რას აპირებს.
: )))))))
გამოვა ეხლა დიდი იოსებ ტყემალაძე სადღეგრძელოებით, რომ იტალია- უელსი დავამარცხეთ და პირადად მაისაშვილის ამ დამსახურების გამო, საჭეს ისევ მას ანდობენ. ამასაც მართლა არ ჰყოფნის ნამუსი, რომ პირდაპირ თქვას, რას აპირებს.
ბათუმელი ექსპერტი
და მერე რა, ეს სამარცხვინო შედეგი მწვრთნელის თუარა აბა ვისი ბრალია? რეალურად შეიძლებოდა ფიჯის და პორტუგალიის დამარცხება და არც ავსტრალიის დამარცხება იქნებოდა დიდი მოულოდნელობა! მწვრთნელის ბრალია და უნდა გადადგეს თუ ნამუსი აქვს!
კახა
უფ, კიდევ კარგი, ვიფიქრე დავიღუპეთ მეთქი
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
მოდრიჩი ორშაბათს "მილანთან" კონტრაქტს გააფორმებს
ფედერაციის ახალი სამედიცინო პროექტი: თანამედროვე დეფიბრილატორი ყველა საკალათბურთო მატჩზე
"ბარსელონას" შეტევის გაძლიერების ერთი ვარიანტიღა დარჩა, "იუნაიტედმა" რაშფორდის ფასი დაასახელა
"ჩელსი" ნიკოლას ჯექსონში 100 მილიონ ევროს ითხოვს
U16 გოგონათა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა
20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან
ლოჩოშვილი "ნიურნბერგის" ფეხბურთელია - ის კლოზეს სანიოლმა დადებითად დაუხასიათა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
[PHOTOS] 11 წლით უმცროსი რუსი მოდელი - ვინ არის ალექსის სანჩესის ახალი სიყვარული
"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
ფინანსური რესურსები აქვთ და მიქაუტაძის დამატება სურთ - ქართველი "რომას" შემდეგ იტალიაში კიდევ ერთ გუნდს დაუკავშირეს
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
დე ლაურენტისი კონტეს პირობას უსრულებს - "ნაპოლი" ამ ზაფხულს ბევრი ფეხბურთელით გაძლიერდება
"ოქროს ბურთი" წელს ამ ფეხბურთელმა უნდა მოიგოს" - ლუის ენრიკემ თავისი ფავორიტი დაასახელა
გოჩოლეიშვილმა "შახტარში" გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა
დე ლაურენტისი ოსიმენის ტრანსფერზე გაჯიუტდა - არავითარი "განვადება", 75 მილიონი ახლავე და დაუყოვნებლივ
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ