საქართველოსთან ამხანაგური მატჩის წინ ტაილანდის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჰოლკინგმა და ფეხბურთელმა ბორდინ ფალამ კომენტარი გააკეთეს.

ალექსანდრ ჰოლკინგი: "გვიხარია აქ ყოფნა, ამ დონის ნაკრებთან თამაში. საქართველო დიდი საფეხბურთო ტრადიციების ქვეყანაა. გერმანიაში ვთამაშობდი და უშუალოდ მინახავს ქართველების თამაში, მათ შორის, ლევან კობიაშვილის - გელზერკირხენის "შალკეში". უკვე 11 წელია, ტაილანდში ვცხოვრობ. ამ პერიოდში აქაური ფეხბურთი ძალიან სწრაფად განვითარდა და სწორ გზაზეა. გვყავს ბევრი ახალგაზრდა და ტექნიკური ფეხბურთელი. აზიაში კარგი შედეგები ძლიერ ნაკრებებთანაც გვქონდა. ჩვენი საბოლოო მიზანი და ოცნება მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია, ამას ვცდილობთ და ამაზე ვფიქრობთ.

ხვიჩას საკმაოდ რთული გვარი აქვს, თუმცა ძალიან კარგი ფეხბურთელია. მისი შედარება ბრაზილიელებთან შესაძლებელია, ისეთი ტექნიკური ელემენტებიც აქვს, როგორც ნეიმარს. მას უკვე დიდი მიღწევები გააჩნია და ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის მოტივაციაა. კვარაცხელიას წინააღდმდეგ თამაში ჩვენთვის გამოწვევაა.

დახვედრით და მასპინძლობით კმაყოფილი ვარ. ტაილანდელებისთვის ცოტა ცივა, ჩემთვის, როგორც ბრაზილიელისთვის კი, იდეალური ტემპერატურაა. რა თქმა უნდა, ბევრი რამ მეტოქეზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ საკმაოდ მკაფიო ტაქტიკა გვაქვს, მაღალ პრესინგს, შეტევასა და ბურთის შენარჩუნებას ვცდილობთ. ამხანაგურ მატჩში მთავარი შედეგი არაა".

ბორდინ ფალა: "ხვალინდელი თამაში მთელი გუნდისთვის გამოცდა იქნება. საქართველო უფრო მაღლა დგას, მაგრამ წინააღმდეგობას გავუწევთ და იმედია, სასურველ შედეგს მივაღწევთ. შემტევ ფეხბურთზე ვართ ორიენტირებულნი, თუმცა ვნახოთ, რთულ მეტოქესთან რა დავალებებს მივიღებთ."

ეეე
სად კინაღამ გავიდა კოსოვო წინა შესარჩევიდან? ჩვენ კოსოვოზე მაღალი ადგილი დავიკავეთ, აქ კი წავაგეთ, მარა იქ რომ მოუგეთ 2-1 დაგავიწყდა?
გოგი
ნუ გეშინია, თუ თქვენ პრესინგს ითამაშებთ, ქართველები ვერ გადავლენ თქვენს ნახევარზე, არ იციან გადასვლა
გიორგი პირველს
კოსოვოს შეხვდნენ კიდეც მსოფლიოს შესარჩევზე (ბათუმში ეთამაშნენ 2021 წელს) და წააგეს 0:1 პ.ს. კოსოვო და ტაილანდი რა შედარია, კოსოვოს ფეხბურთელები ძლიერ გუნდებში თამაშობენ, ლამის გავიდნენ კიდეც წინა შესარჩევიდან.
ilar10N YouTube
ღმერთო ჩემო ...
დათოს
სიცილი მერე ნახე შენ ამათთან თუ წავაგეთ.დდდდ
გიორგიპირველი
კოსოვოს რო შეხვედროდნენ, მაგალითად, იგივეს დაწერდი?
Ზაზა
ტაილანდური კრივი - მუაიტაი შესანიშნავია! მაგრამ ფეხბურთი?!
დათო
შემდეგი სპარინგი ანტარქტიდის ნაკრებთან ჩანიშნეთ! მეტი ეგზოტიკა რაღა გინდათ - პინგვინები გამოვლენ მოედანზე და ეგებ მაგათ მაინც მოვუგოთ (ეჰ სასაცილოა ეს ყველაფერი, სატირალი რომ არ იყოს...)
"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
ტაილანდელთა მწვრთნელი: ასეთ შედეგს არ ველოდი - ამას გაკვეთილად მივიღებთ
ვილი სანიოლი: კვარაცხელიასთან რამდენიმე ეპიზოდი განვიხილე, მეტს არ დავაკონკრეტებ - კვიპროსთან დილემა მაქვს
"გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა და მომავალში დაგვეხმარება" - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს
"ტაილანდელები ქართველებზე უკეთეს ფორმაში არიან და თავიანთი შეტევითი უნარების გამოყენებას შეძლებენ" - უცხოური მედიის პრევიუ
ტაილანდის ნაკრები "ბარსელონას" ტიკი-ტაკას ბრწყინვალედ ასრულებს [VIDEO]