ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ტაილანდი 8:0 დაამარცხა და ისტორიაში რეკორდული ანგარიშით გაიმარჯვა.

მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შეუტიეს და სამი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ დავითაშვილმა შორიდან ლამაზი გოლი გაიტანა. ცოტა ხანში კუთხურიდან ჩაკვეტაძის ჩაწოდებულ ბურთს ლოჩოშვილმა სტუმართა კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. 24-ე წუთზე მცველისა და მეკარის შეცდომას მიქაუტაძის გოლი მოჰყვა. გამოჩნდა, რომ მეტოქე ჩვენს გუნდზე აშკარად დაბალი კლასის იყო, წინააღმდეგობას ვერ უწევდა, საკუთარ კარს იყო მიჯაჭვული, კიდევ რამდენიმე გოლს გადაურჩა, თუმცა მიქაუტაძემ მერე ჰეთ-თრიკი შეასრულა, დავითაშვილმა - დუბლი და პირველი ტაიმი 6:0 დასრულდა.

სახალისო ფეხბურთი შესვენების შემდეგაც გაგრძელდა. მიქაუტაძემ თავის მიერ მოპოვებული პენალტი გამოიყენა და პოკერი მიითვალა - პირველი „ჯვაროსნების“ ისტორიაში. შემდეგ შეცვლაზე შესულმა კვარაცხელიამ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 15 ოქტომბერს, ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე, სახლში კვიპროსთან გამართავს.

თბილისი. „მიხეილ მესხი“

საქართველო - ტაილანდი 8:0

გოლები: 1:0 დავითაშვილი (9), 2:0 ლოჩოშვილი (12), 3:0 მიქაუტაძე (24), 4:0 მიქაუტაძე (34), 5:0 მიქაუტაძე (41), 6:0 დავითაშვილი (44), 7:0 მიქაუტაძე (57, პენ), 8:0 კვარაცხელია (67)

საქართველო: ლორია, კვირკველია, ლოჩოშვილი, გელაშვილი, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი (ალთუნაშვილი 46), შენგელია (აზაროვი 74), ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე (სიგუა 58), დავითაშვილი (ზივზივაძე 46), მიქაუტაძე (კვარაცხელია 58)

ტაილანდთან მატჩის დღე! ლორია და სიგუა დაიწყებენ - რამდენი დრო მიეცემა კვარაცხელიას?

ზურაბ სუხაშვილი
თქვე დალოცვილებო, რო დაადებთ თავს და ხან ესპანეთს ხვდებით ხან იტალიას ან გერმანიას, მერე მოდიხართ ყურებჩამოყრილი ტირილით, ეს როგორ წავაგეთო, ასე არ ჯობია შეხვდით ტაილანდს, ჯიბუტის, კუალა-ლუმპურს, რუანდას, კონგოს, ბენინს და კიდევ რამდენი ქვეყანაა ჩვენს გულებს რომ გაახარებს.
თენგაბი
ჯარში ერთ ნაწილში ჩუქჩასთან ვმსახურობდა, არ მოყავდათ თურმე და საკავშირო თავდაცვის მინისტრს მისწერა, სავალდებულო სამსახურში წამიყვანეთო. ამ სიბერეში ფეისბუკზე მომძებნა, ხანდახან მესენჯერში მეხმიანება. კოოპერატივის თავმჯდომარე ყოფილა, ვორკუტაში და რაიონული თასი მოუგიათ, ფეხბურთის გუნდი ჩამოუყალიბებიათ. შემდეგ წელს კუზბასში მიდიან რეგიონულ თასზე. ხომ არ მოვიწვიოთ ამხანაგურზე ნაკრებთან?
დაღლილი ვირი
სულ ასე გახარებული მენახეთ ჩემო ქართველებო.
ლონდონი
წარმოვიდგინოთ: BATUMI 17 ოქტომბერი-აჭარბეთის სადიონი,საქრთველო-შვედეთი,თამაშობენ :კვერნაძე,გაგნიძე,გორდეზიანი,მამარდაშვილი,დავითაშვილი სიგუა,კვარაცხელია....და კიდევ და კიდევ ,ძალა იქნება თუ არა?და არა მარტო შვედეთს,ნიდელანდებსაც ვეთამაშებოდით თანასწორად! და რატომ უნდა წარმოვიდგინოთ,ასეც უნდა იყოს,ნორმალურად მოაზროვნეთა სტაფის წყვეტისას,თუ ?გადაიღლებიან ბიჭები და ვერ გაუძლებენ ამ ერთი ზედმეტი თამაშით,დატვირთვას,თუ კი,მაშინ დიდ სპორტში,არა ესაქმებათ რა,. ამგვარად მოაზროვნე სპორტსმენებს,თუ ვაი ბიზნესმენებს?,მით უმეტეს,ქვეყნის პატრიოტებს!ქართული ფეხბურთი კი ევრო 25ზე გავიდოდა,წინ წაიწევდა
ბმბ
დამავიწყდა, რომ დამეწერა: სადა ხართ ახლა მიქაუტაძეს მაგინებელი უბადრუკები, არ დამიწყოთ ახლა, რომ ტაილანდს გაუტანაო და რა მოხდაო. ვისაც ესმის ფეხბურთი მიხვდება, რომ ყველა გოლი უმაღლესი ოსტატობის შედეგი იყო. პენალტიც კი დიდოსტატურად დაარტყა.
ბმბ
შენგელიას რა უნდა ნაკრებში, თუ მართლა ვიღაც არ კარნახობს სანიოლს, ვის დაუძახოს?! გველესიანს არ აღირსეს ნაკრებში ერთი თამაშიც კი, ამ დროს შენგელიამ რით დაიმსახურა ძირითადში თამაში მართლა ვერ ვიგებ?!
ზ.მ.
სფფ,!სანამ დროა გამოასწორეთ შეცდომები,ჩვიდმეტ ოქტომბერს მაინც ათამაშეთ ახალგაზრდულ ეროვნულ ნაკრებში,ახალგაზრდა ბიჭები შვდეთან,ეროვნულ ნაკრებში სათადარიგოს სკამს რომ "ხეხავენ",სანიოლთან,სვანაძეც რომ გაჩუმებულია,კვერნაძე და გორდეზიანი ცოტანია დადებითი შედეგების მისაღწევად,ერთი და იგივე ბედოვლათობას ნუ იმეორებთ ისრაელთან ,ესპანეთთან ,ნორვეისთან,ყველა ასაკობრივ ნაკრებებში წაგებული მატჩებისს შემდეგ რომ ხდება,ქართულ ფეხბურთში,სადაა პროფესიონალიზმი,,ქაღალდზე,თეორიაში?
ცოფიანი სპილო
შეცვალეთ რგოლი, ეგ რა არის, ორი მატჩის კომენტარი ერთადაა, ცალკე ის დაღლილი ვირი ბლუყუნებს, ცალკე ცნობილაძის ხმა ახალგაზრდულის მატჩიდან, გადაამოწმეთ მაინც, რას დებთ, სერიოზული საიტი მეგონეთ, ეს რა დომხალია
მ.ზ.
ნებისმიერი მოგება კარგია,მაგრამ როდესაც ეროვნული ნაკრების ამხანაგურ მატჩში "ეგზოტიკურ" გუნდთან თამაშისას,ეროვნული ახალგაზრდული ნაკრების ორი მესამედი ფეხბურთელებისათამაშობს ამ ამხანაგურს ან სულაც საYადარიგო სკამზე გიზის მატჩის ბოლომდე ,კვერნაძის და ... გარდა და პარალელურად ახალგაზრდული ნაკრები თამაშობს ოფიციალურ ,ჯგუფიდან გასვლის მატჩს,გადამწყვეტს,ნიდერლანდებთან,რა დაერქმევა ამგვარ "მოღვაწეობას",საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისას,ჰოლანდიურად თუ ვიტყვით: "ხუი მორგენ" ფედერაციის "პროფესიონალებო",ხომ?,მთავარს რომ ვერ არჩევენ,ამხანაგურისგან!
დიმა
აი ეს საშინელი კომენტატორები? "საზოგადოებრივი ალოოო!! გინდ მოიგე გინდ წააგე მაინც უდიდესი ნეგატივი.
Vato
თამაშზე რა გითხრა, მაგრამ ჩვენების ვარცხნილობა სულ სხვაა, განსაკუთრებით ქოჩორა და ჟორჟი პრიალებენ.
ასეა
იაშვილი სრის ყველაზე დიდი კორუფვიონერი ფედერაციაში და დაიწყო კიდევაც გამოძიება მსგაზე
ემი
რა კვიპროსზე წინ არის ესეთი სისულელეევი საიდან მოგაქვთ სირიამ მოუგო ტაილანდს
ქ. გ.
25 წუთიანი ვიდეო https://youtu.be/GUihrRrGKtc?si=9pDUy9vREn1KDj4y
დიეგო
ხნობისათვის ამ ნაკრებს სირიის ნაკრებმა მოუგო და თქვენ წარმოიდგინეთ რა დონის ნაკრებია საერთოდ არ ვიცოდი სირიას თუ ნაკრები ყავდა. მომავალ ჯერზე ავღანეთი ან პალესტინა აირჩიეთ მეტოქეთ და შეიძლება 20.0 მოუგოთ
4444
დაშტერება მიდის ხალხის მსუბუქად რო ვთქვათ, როგორც ყველა სფეროში. რა ტაილანდი, რა ფეხბურთი და ბაქიბუქი და რეკორდები, კაი რა. სანამ გაუვათ სულ ესე იქნება
goga
იჯეჯილეს კომენტატორებმა და სტადიონზე მისულმა მაყურებელმაც მოიოხა გული. აწი ესკიმოსებთან დაგეგმოს ფედერაციამ ამხანაგური და ვიხაროთ სრულიად ერმა, ვიყოთ ასე ეიფორიაში. რაც შეეხება რეალობას - ორი საათით ადრე ბათუმში.
Soso
ჩვენს ფეხბურთელებს რომ ჭკუა ჰქონოდათ მოიგებდნენ 2 -0 ან 3-0 და ყველა კმაყოფილი ვიქნებოდით. ახლა ყველა ლანძღავს ეს რა სოფლის გუნდს მოუგესო
ბესო
რა დონეზე დავეცით, ტაილანდთან მოგება გვიხარია!!.. მეათეკლასელი სკოლის ეზოში მესამეკლასელს რომ გალახავს და თავდაჯერებულობას იმაღლებს, აი ეს უკვე ლუზერების სიმპტომია!!! თავმოყვარეობა ნული...
ჩემი აზრით
ტაილანდი მდიდარი ქვეყანაა და ფედერაციამ ორი კაპიკი გააკეთა რომ დათანხმდა მათთან თამაშს.სხვა აზრს ვერ ვხედავ.
Sani
ღადაობ თუ მართლა ეგრე თვლი?
ურო
ახლა მიანმარს, მალდივის კუნძულებს და ბანგლადეშს ვეთამაშოთ, კიდევ რეკრდები და სოფელიც აშენდება
დათო
გულგრილად მივუდექით :)))
ქ. გ.
ესტონეთი ტაილანდს ასეთი ანგარიშით ვერ მოუგებს. შეიძლება საერთოდ ვერ მოუგოს.
გულშემატკივარი
შეგვძლებია თურმე. ყოჩაღ ბიჭებო! ერთი გამაგებინა ამ ესპანეთთან რა გვემართება ხოლმე. ეტყობა ესპანეთის ნაკრებს სერიოზულად არ აღვიქვამთ.
Platon
ბევრი კითხულობს, რა მოგვცა ამ თამაშმაო. ჩემი აზრით კარგად გამოჩნდა ვის რა შეუძლია ამ მომენტში. მაგალითად: ხვიჩას, ჯობია ჩაკვეტაძე ათამაშო კვიპროსთან - გაცილებით მოტივირებულია. ისე ხვიჩას ვენაცვალე მაგრად ვაფასებ, რაც მაგან ქართული ფეხბურთისთვის გააკეთა და კიდევ ბევრს გააკეთებს.
rigiti
ესპანეთთან წაგებული 1-7 გავაბათილეთ, ყოჩაღ სანიოლ როგორ სწრაფად გამოასწორე სიტუაცია. ბრავო ფედერაცია, ქართული ფეხბურთი საიმედო ხელშია!!!!!!!! ინადადება შემომაქვს შემდეგი მატჩი ფიჯისთან მოვაწყოთ, თან რაგბიში წაგებაზე რევანშიც ავუღოთ ( 11 ფეხბურთელს მაინც ვერ მოაგროვებენ და რაგბისტებს დაიმატებენ)
ციციკორე
ჯერ იმ "გულშემატკივრის" თავში ჩამახედა, ამ მატჩზე დასასწრებად რომ მივიდა და მერე მეორე, ფეხბურთელებსაც თავმოყვარეობა უნდა ჰქონდეთ და ხმა ამოიღონ. რას ჰგავს ეს სპარინგ პარტნიორები?! რა მონღოლეთი და ტაილანდი?! მარტო ჩვენ კი არა, თქვენც დაგცინით ფედერაცია ასეთი მეტოქეების შერჩევით. სან-მარინო ან ანდორა მაინც შეერჩიათ. ან საზმაუს კომენტატორები რა დღეში იყვნენ? :) არა ძმაო, ამაზე დიდი პროვინციალიზმი და გოიმობა არ არსებობს.
ავᲗო
ნუ აი ძალიან უნიჭო სპექტაკლი, სამარცხვინო ტელე-კომენტატორებიანად."პრიჩოსკები" კი აქვთ რადიოზე დაყუნებული
მწვრთნელი
სანიოლ შენ თუ არ გადადგები მაშინ გადადგეს კალაძე მაინც! დაიღალა ხალხი ამ უბადრუკი ფეხბურთის ყურებით! სიგუას კიდევ ახალგაზრდული არ გამოუვლია ნორმალურად და ნაკრებში ტენი! ვინმემ დაგირეკა ფედერაციიდან, თუ რაშია საქმე!? ხომ გამოსცადე გაიგე რაც არის! ტაილანდის მეკარემ 13 თუ 14 სეივი გააკეთა და ასეთ დროს ტაილანდს ორი 100% - იანი მომენტი ჰქონდათ ჩვენ კართან! ამას რით ახსნი!? მწვრთნელის ხელი საერთოდ არ ეტყობა ნაკრებს, თუ გინდ 20 - 0 მოიგე! მითამაშეები ისე თამაშობენ როგორც გაუხარდებათ და შენ კიდევ დავალებებს ასრულებდენო! შენგელია კიდევ მარცხენა ფეხით თამაშობს და რამ დაგაყენებინა მარცხენა ფლანგზე და ამ დროს ლობჟანიძე თამაშობს მის ადგილზე მარჯვნივ! რა მიზნით ჩამოიყვანე ლობჟანიძე ამხელა გზაზე!? ფინალის საგზური წდება ამ თამაშებში, თუ რა ხდება!? არ ხარ შენ ნამდვილი მწვრთნელი! აფერისტი ხარ და მეტი არაფერი! ვაისი მეგონ გლახა და შენ უარესი გამოდექი!
7777
,,გამოჩნდა, რომ მეტოქე ჩვენს გუნდზე აშკარად დაბალი კლასის იყო, წინააღმდეგობას ვერ უწევდა, საკუთარ კარს იყო მიჯაჭვული,'' ეს ფრაზა მომეწონა, აი ასე ვართ ჩვენ ესპანეთთან და მსგავს გუნდებთან, არადა რეალური ძალა ძლიერთან ჩანს. ასეტ გუნდთან თამაშს რა აზრი აქვს გარდა იმისა რო ვითომ ხასიათი გამოიკეთო კი ბატონო 8 გაიტანეს ერთი იმდენი მეკარეს რო მოარტყეს ახლოდან ეს რა იყო? შანსი რამდენიც გექნება მაქსიმალურად უნდა გამოიყენო ანგარიშს არა აქვს მნიშვნელობა.
dd
არა, თქვენ ქალ-კაცები ან კაც-ქალები უნდა ნახოთ როგორები ჰყავთ. ისე კაცმა არ იცის ვის ვეთამაშებოდით :)
დათო
ახალგაზრდულად გამოიყურებიან უბრალოდ ტაილანდელები და ბოქსი უფრო ეხერხებათ, ტაილანდური :)))
დათო
კი, რეალმაც ჩაწყობილად მოიგო 3 ჩემპიონთა თასი ზედიზედ, რონალდოს ფული ჰქონდა აღებული 98 წლის ფინალში და ა.შ. ვაშა კი არა და ვაი ზოგიერთოს თავს. რათ უნდოდა ამას ჩაწყობა? მეხანძრე-მაშველების გუნდიც გადაარღვევდა ამათ...
Gio
ჩაწყობილი თამაში, ვაშაა კობიაშვილო!
Status quo
რამ გადაგრიათ, ტაილანდის ნაკრებთან გამარჯვებამ?მეათეკლასელების გუნდს რომ ჰგავდნენ? ვაი თქვენს (ჩვენს) პატრონს.
ავჭალიდან
როგორი ეკონომიკაც და ინფრასტრუქტურაც გვაქვს ზუსტად. მისი ლერევანტური ნაკრები გვყავს.
დავით 67
ვინ ჭანკვეტაძე? ნინელი?
RaVaneli
ტაილანდთან 1:0 რო დაგვიწეროს ფიფამ და დანარჩენი 7 გოლი სხვა გუნდებთან რო ჩაგვითვალონ სადაც დაგვჭირდება არ შეიძლება? ზედმეტობა გვაქვს და გამოვიყენოთ სადმე.
ფენ
მოგებული მწვრთნელი და ფედერაცია....კიდევ ერთი თვალებში ნაცრის შეყრა...როდემდე
მურთო
რაა ყოჩააღ ნაკრებსს და რაა ეს რა ნაკრები გვყავს??? ხალხოო დაბრმავდიით თუ რა ხდება??? მონღოლეთთან და ტაილანთად მაგრები ვართ და გვიხარია ხოო? მაგათ დღევანდელი ფარერებიც მიუგებენ ისეთ ფორმაში არიან!!! მაგიტომაც მიდის ნაკრები წინ, მსგავს ჩოილარ ნაკრებებს რომ ვეთამაშებით ამხანაგურად!!! ვინ გაიზრდება ასეთ მეტოქესთან თამაშით? ან ვინ ისწავლის რამე ახალს??? პასუხი მარტივია, არავინ!!! და აქ კიდე ქება-დიდება მიდის: ეს რა ნაკრები გვყავსო!!! არაფერი ნაკრები არ გვყავს და კარგად გამოჩნდება კიდე შემდეგ თამაშებში და მერე კიდე მარტში, გაქვთ რამის იმედი ამ ნაკრებით??? ჩანიშნონ შემდეგი ამხანაგურები: ტრინიდადი და ტობაგო, სოლომონის კუნძულები, ტანზანია, ბურკინა ფასო და ვეთამაშოთ, მოვიგოთ , გავიხაროთ და მაგრად წაადგებად მერე ეგ თამაშები. თურმე რა მაგარი ნაკრები გვყავსო!!! როცა ნაკრები კარგია კი უნდა შეაქო და როცა არაფრად ვარგა ეგაც უნდა თქვა. ტაილანდებთან და მონღოლებთან მოგების მერე რომ ცამდე აგყავთ მაგიტომაც უგებენ მერე შედარებით ძლიერ ნაკრებებს
დავით 67
ვიღაცამ დაწერა ვინც სტადიონზე იყო, მოღალატეები არიანო. ასე კატეგორიულად არ განვსჯი არავის, მაგრამ ის მცირე ჯგუფი ვინც იყო იქ.რა უხაროდათ ასეთი,რომ სიხარულისგან გაჰკიოდნენ, როცა თვითონ ფეხბურთელებს მეორე გოლის შემდეგ აღარ უხაროდათ გოლები. გეგონება ამ თამაშით და ამ ანგარიშით ვინმეს კიდევ მოუგებენ.ევროპული გუნდები მყავს მხედველობაში რა თქმა უნდა. გიბრალტარს და სანმარინოსაც ვერ მოუგებენ ასე. ქეცბაია იმუქრება საქართველო ესპანეთი არააო და რაღაცას მივაღწევთო. მასაც ისევ ჩვენგან უნდა წაიღოს ქულები თუ ქულა. დიდი ალბათობით ამ ეტაპის დასრულების შემდეგ გადააყენებენ ქეცბაიას,განსხვავებით სანიოლისგან.
Geo
ზეიმი კი არა უნდა გვემალებოდნენ ეგენი საერთოდ ნორმალური მწვრთნელი და ფედერაცია რომ გვყავდეს
vigac
შენ რომელი დევდარიანი ხარ ერთი თუ ძმა ხარ
მეგრელი
აუ გავიგუდე, საღოლ)))

ამხანაგუებს რომ მონღოლეთთან და ტაილანდთან გამართავ, იმიტომ რომ სტატისტიკაში ჩაიწერო მოგებები, ამიტომ არ ეშველება ჩვენს გუნდს. მაგათ ჩამოყვანას შეეკრიბათ ეროვნული ჩემპიონატიდან ნაკრებში ვინც ვერ ხვდება და მაღთან ეთამაშათ, ფულსაც დაზოგავდნენ და აზრიც ექნებოდა. ახლა რა მისცა ამან ან გუნდს და ან მწვრთნელს, რა დაინახა და შეაფასა ამ თამაშით?
Gio
სასწაულ ფორმაში ვართ
დავით
შენ ქალები უნდა ნახო, რა მაგრები არიან)
რუსთავი
მიუხედავად იმისა რომ მეგონა ვიღაც Plaistation თამაშობდა სულ ადვილზე, მაინც ვერანაირი ტაქტიკა და ხელწერა ვერ ვნახე ნაკრების. პრობლემაც ეგაა არანაირი ხელწერა არ გვაქვს, ქეცბაიასაც, ცხადაძესაც შუშაკსაც კი ქონდა თავისი ხელწერა. სანიოლს სხვა გზა არაქვს აქედანაც რომ წარუმატებლად წავიდეს კატასტროფაა მისთვის არსად არ გაამართლა, ამიტომ იწყვეტს შუბლის ძარღვს. ჩვენს ფედერაციასაც არ სცალია პარლამენტში კანონებს ამტკიცებენ.
დავით 67
ხვიჩა-ს! ტაილანდის ალბათ)
თბილისელი
სანიოლ მიქაუტაძე როგორ გაიყვანე, შეგშურდა მისი გოლებიიი?????????? სანამ იყო 7 გოლი გავიტანეთ მაგარი ჟილკიანია, 4 მაგან გაიტანა და კიდევ გაიყვანე მაგის მერე 1 საცოდავი გოლი ძლივს გავიტანეთ ისაც გაუმართლა კვარას
დავიდუსი
გასაგებია რომ ტაილანდი ესპანეთი არა, მაგრამ კვიპროსზე წინ არის ფიფას რეიტინგში? უმეტეს კომენტარის არ მესმის, ბევრს გავიტანთ,მაინც ვაგინებთ,ბევრს გაუშვებთ მაინც ვაგინებთ? მე დღეს უბრალოდ სიამოვნება მივიღე და გამიხარდა ჩვენი ბიჭების გამარჯვება! გეყოფათ ტრენერობა,გაიხარეთ გამარჯვებით!
ირაკლი
კომენტარის დანარჩენი ნაწილი რა პონტში გამიქრეთ?
მალხაზ ჯობავა
ნაურუსთან არ გვექნება, მაგათმა აფხაზეთი აღიარეს.
ელიასი
ტაილანდის ამ გუნდს ესპანეთის ქალთა ნაკრები 9-0-ს მოუგებდა.
ანაგელი
საღოლ მამუ , პლეხანოვს გაუმარჯოს
ხვიჩა
რისი გამყიდველები,ხილ-ბოსტნეულის თუ ეგრევე სამშობლოსი?
ვანჩოპე
ეს კარგი იყო. შემოგევლე ძმა
ირაკლი
ბევრ განხილვას არ დავიწყებ, თუმცა ერთი რამ მაინც მაკვირვებს. ეს ტაილანდი ისედაც სუსტი ნაკრებია და ამ ტუტუ ბრაზილიელმა მეორე სასტავი რატო ჩამოიყვანა
ჰაჰა
თქვენ ეტყობა ირონია არ იცუთ, რას ნიშნავს.
პროგრამისტი
კვარაცხელია მილანთან ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩზე რომ დააპროგრამეს მარცხენა ფრთიდან უნდა მოატყუოო და დაარტყაო იმის მერე მასე თამაშობს. აშკარად გადატვირთვა სჭირდება.ისე თამაშობდა მეგონა კიდევ იმ მატჩში იყო.
კაი ერთი
ფეხბურთზე წარმოდგენა გაქვს საერთოდ? იცი რა არის ტაილანდის ნაკრები? ხოდა ნუ წერ იმაზე, რაზეც წარმოდგენა არ გაქვს.
ბესო შიოშვილი
და 14 საგოლე მომენტს - განიავება!
გია
ჩაკვე მაგარი კლასნია, თან ფიზიკაშიც მომატებული აქვს აშკარად.
ირაკლი ქუთაისელი
ისე სულ ამ კლასის გუნდებს რომ ვეთამაშოთ?
ხო არ გძმარავს
პლეხანოველებისგან რა გინდა? მეტი შედარების მოფიქრებას ვერ გაწვდი?
ფიჯიც
ფიჯიც იქნება ტონგაც და სამოაც!
Levani
ტაილანდელი კაცები პირველად ვნახე DDD

აზიის ჩემპიონატში რომ ვითამაშოთ საერთოდ არ შეიძლება ??????????????
G.LA
დევდარიანს სანიოლი გადაყენებამდე თვითონ უნდა წასულიყო თავმოყვარეობა რომ ქონოდა. არც თვითონ წავიდა და არც არავინ გადააყენებდა, ეგეც ვიცოდი და დავწერე კიდევაც. სანიოლს გადააყენებენ პლეი ოფების შემდეგ თუ მაგ დროს არ უმთავრდება კონტრაქტი. აი მაშნ კი თქვენაირებმა და ფედერაციამ გაგვეცით პასუხი ფიასკოს გამო, რომელიც ძალიან მწარე იქნება. ეს კი ტოლფასი იქნება იმ შანსისა რასაც ევროპაზე წასვლის დაკარგვას ნიშნავს. ამ 8-0 უბრალო ამხანაგურების ისტორია დაწერა და მეტი არაფერი, ისიც ტაილანდთან.
გლახუნა
-ახლა ბრუნეისთან მოაწყვეთ შეხვედრები და გავაუმჯობესებთ რეკორდებს,მერე ჩინეთი, ვიეტნამი,ინდონეზია,ბანგლადეშიც...მაინც იქეთ- რუსეთი- აზიისაკენ მიყავთ საქართველო ,აბა დასავლეთი ,,გარყვნილია,, ამიტომ შექმნეს წარმატებული სახელ-ები და მათთან რა გვინდა-ო და... სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოების ნაკრებებთან მაინც მოაწყვეთ ამხანაგურები (?!)
რა მაფიაა?
არ ვიცი სარკაზმით წერ თუ მართლა, მარა მწვრთნელი ერთი მწიკვი აზრი ვერ დავინახე ამ თამაშში, ნახევრად "იგროკები" მთლად ბავშვს რო მოუგებენ და თან ფაფხურობს ყველა და ყველას გოლის გატანა უნდა ან ტრიპაჩობა რაღაცა ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა მე პირადად
შაკო
მართლა ლექხო ხარ და ჭანკვეტაძე არ დაგეკარგოს კიდე არასად :)
დავითი
ვინც სტადიონზე იყავით, ყველა გამყიდველები ხართ!
ეგ არის
დაჩაგრული კაცი პატარა ბავშვებს რომ დაუწყებს ჩაგვრას,ესპანეთთან წაგების მერე ეგრე გამოდის!
გულშემატკივარი
ბატონო სამუშია ჯერ ერთი რომ ჩვენი კვარა უკვე ვარსკვლავია!!! იმედია ახსნა-განმარტება არ ჭირდება რატომაც!!! მერე მეორე ხვიჩა თამაშობს ულამაზეს ფეხბურთს,რომელიც ხელოვნებამდე აჰყავს!!! ის ვერ იქნება “გამანადგურებელი”როგორც თქვენ აღნიშნეთ,ამასთანავე ხვიჩა არ არის თავდამსხმელი და ის რასაც თქვენ ითხოვთ მისგან სულაც არ მოეთხოვება!!! დაანებეთ ამ ბიჭს ხალხო თავი!!! გვაცადეთ მისი თამაშით სიამოვნების მიღება!!! წარმატებები კვარას და ჩვენს ნაკრებს❤️ P.ს. ტაილანდი ესპანეთის მონათესავე ერია და ჩვენებმა “აბაროტი” აუღეს:)))
პელე
ლოლ შეადარე შენც რა. სად ერეკლე და სად ......
ზურაბ
რომის პაპი ატარებს ხოლმე ბერების თამაშებს, მათთანაც რომ გვეცადა
დევდარიანი
აბა, ეხლა სანიოლი არ არის გადასაყენებელი? ეხლა რატომ აღარ წერთ,სანიოლი შესაცვლელიაო? ეხლა ვისი ბრალია ეს მოგება? მწვრთნელის რაიმე წვლილი არის ამ მოგებაში?
გიორგი
სად ნახეთ ეს ტაილანდი.ტაილანდური მუაი ტაი კი გამიგია ,მოტობურთიც გამიგია ,მარა მომკალი და ფეხბურთი დღესაც არ გამიგია.ისე კვარაცხელიას არანაირი ჟინი აღარ ეტყობა თამაშით სიამოვნების.
ქართველი.
4-4-2 ტაქტიკით უნდა გააგრძელოს ნაკრებმა თამაში სხვა შემთხვევაში ჩაკვე ვერ ჯდება.. წინ კვარა მიქაუტაძე. უკან კიტე დავითაშვილო ჩაკვე და ერთი ვინმე ჩამშლელი..დაცვაში გოჩოლეიშვილი საზონოვი ხოჭოლავა და აზაროვი. კარში მამარდა.
ვასო
კვარა უკვე ვარსკვლავია, თან ღირსეული კაცი
კახა
რავი ძმობილო არ მინდა დაგეთანხმო მაგრამ, პირადად მე მაგრად მომითხარა ნერვები, რა პასები აკეთა? რანაირად ურტყა მეკარეს? თითქოს მართლაც რაღაც მკიდია რას ტიპაჟს ტოვებს. იმაშიც გეთანხმები დუბლი მგონი რაც ნაპოლიშია, ერთხელ შეასრულა მხოლოდ და ერთიც ნაკრებში აქვს შესრულები. ჰეტრიკი საერთოდ არცერთხელ. კი, ვიცი ბევრი ფიქრობს რა კვარა თავდასხმელია? რატო სთხოვ? კი არაა თავდამსხმელი, მაგრამ შემტევია თუ უნდა დაამახსოვრდეს ხალხს უნდა იყოს მგელზე მგელი მაგრამ ........
რონი
გოლეადორი ან ხარ ან არა.... მაურინიომ შეუკიკინა აზარს ყველაფერი გაქვს ტექნიკა სისწრაფე და რატო რონალდოსავით არ იტან აუარებელ გოლებსო და მაგაზე ამუშავებდა მაგრამ... კაი ტექნიკა სისწრაფე და ამბები არაა დაკმარისი რომ იყო გოლეადორი. ხვიჩაც ასეა არაა ეს ბიჭი გოლეადორი უნდა გაიაზროს და იფიქროს გუნდურად... მიქაუტაძე ნამდვილი გოლეადორია.
zaza
ნაკრებმა 8-0 მოიგო და კიდევ კვარას ვაკრიტიკებთ? კარგია ზედმეტი მოძრაობები რომ არ გააკეთა, ესეთ თამაშებში ფეხბურთელი თავსაც უნდა გაუფრთხილდეს, აბა გამწარებული მცველმა შეიძლება ტრავმა მოგაყენოს, თან როცა დაბალი დონის არის. კვარას და ნაკრებს მთავარი თამაში კვიპროსთან ელის და იქ უნდა შევაფასოთ მისი თამაში და არა მოგებულ თამაშში, სადაც ფეხბურთელები პუბლიკაზე თამაშობდნენ. კვარას ბუდუსთვის უნდოდა რომ გაეტანებინა გოლი ესეც ფაქტია. ამ თამაშზე ვერაფერს ვიტყვი იმდენად დაბალი დონის ნაკრები იყო რომ რა არის სათქმელი, გამიხარდა მიქაუტაძეს გოლები და ძველი ჩაკვე.
Givi
მიქაუტაძის შედეგიანი თამაში ძალიან გამიხარდა, აი აიაქსის მწვრთნელს კი გული გაუსკდებოდა:)) ჩაკვე არ უნდა შეეცვალა გოლს აუცილებლად შეაგდებდა, მომატებული აქვს აშკარად.
ლექხო
უამრავი ხარვეზი იყო ჩვენს თამაშში. გამონათება იყო ჭანკვეტაძე, ქოჩორაშვილი და დავითაშვილის თამაში. სანიოლმა არანაირი გავლენა არ იქონია გუნდის თამაშზე. იყო მხოლოდ ინდივიდუალური გამოვლინებები კონკრეტული ფეხბურთელების. სანიოლი უნდა წავიდეს. ჭე კლასის გუნდთან ასეთი მოგება ბევრს არაფერს ნიშნავს, სანიოლი უნდა წავიდეს სასწრაფოთ
ბუხუტი
ნაურუსთან მალე გვექნება თამაში?
ბოკინიო
სასომხეთში ზეიმია. ვიკიპედიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვების გრაფაში,აწი მათ ნაცვლად ტაილანდი გვეწერება:)))
Footbol
შოტლანდიას რომ პირველ ტაიმში 6 ბურთი გაეტანა, ალბათ 12- 0 დაასრულებდნენ. ჩვენებს არააქვთ ჟინი და მიზანი, რისთვის ჭირდებათ გოლები ?
a a
ძაან თავშიც ნუ აგვივარდება, ესპანეთთან ჩვენ ვიყავით ტაილანდი.
სანდრო
ase mgonia kvara shecvales sxva pirovnebir, masti saertod agar darbis, agar ibrzvis sad aris jini sad aris siyvaruli burtis pexburtis, kali da puli kargia magram, magis garda upro mnishvnelovani ragaceebic aris mindorze da cxovrebashi!!!
ჰაჰა
აბა, ესპანეთტან რა დსგემართათ?
გოგა
პროფესორი ხარ, ძლიერი ხარ ფსიქოლოგიაში:)
გიორგი
სანიოლი ტაილანდს ამოქაჩავდა მონღოლეთის დონეზე. იქ წავიდეს.
გელა
მოგება და რეკორდები კარგია,მაგრამ მე ის მაინტერესებს სამწვრთნელო შტაბმა რა დაინახა ამ თამაშით და რა დასკვნა უნდა გააკეთოს.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
რა თამაში იყო ვაუ ვაუ ვაუ. ამ თამაშის მერე არც კი ხირს იმ ესპანეთის და შოტლანდიის თამაშის ყურება იმ ჭ კლასების.
Las
ასეა თუ ისე 8 გოლს გატანა უნდა :)
ჯორჯო ბიძია
მონღოლეთი, ტაილანდი, ავღანეთი, სეიშელის კუნძულები.. ნუთუ ეს სიმართლეა??
სამუშია
ძალიან მიყვარს კვარა მაგრამ აი რაღაცნაირი უფხო ტიპაჟია ცივსისხლიანი არაა და მორჩა რა თუნდაც დააკვირდთ ბოლოს დუბლი როდის შეასრულა? ალბათ 5 წლის წინ ერთ გოლს გაიტანს კმაყოფილია ნებდება ეშვება ეცოდება მოწინააღმდეგე სათანადოთ აღარ თვლის თუ რაც გინდათ დაარქვით მაგრამ უფხოა და მორჩა რა ასეთი კი ვერასდროს გახდება სუპერ სტარი! თუნდაც მესი ხომ როგორც ფიზიკურად ისევე შინაგანად რომ შეხედავ თბილი ბუნჩულა საყვარელი ტიპაჟია ხო? მაგრამ არა ჟილკა ცივი სისხლი აქვს იმ პატარა სხეულშიც იმ ვითომ შველივით მეტყველ სახესაც ტყუილად შეყავს ხალხი შეცდომაში კვარას მესის კი არ ვადრი მე არა მე მის ხასიათს ვუსვამ ხაზს ერთი სიტყვით საერთოდ ვერ მ,ივიღე სიამოვნება რატო? საბოოლოოდ დავრწმუნდი კვარა ვარსკვლავი ვერასდროს გახდება რადგან უბრალოდ ტიპაჟია მასეთი არ აქვს მისწრაფება არაა ფსიხი დაგეშილი გოლზე განადგურებაზე!
L.T
დიდი მადლობა ბიჭებს! კარგი თამაში გამოვიდა! ისე, შემეცოდა იმათი მეკარე 14 სეივი ქონდა!
მამუკა
კარგია დიდი ანგარიშით გამარჯვება,კარგ განწყობას შეიქმნის გუნდი. ისე, ცოდვა გამხელილი სჯობია და ამ ტაილანდს პლეხანოველი მარფინისტების ნაკრებიც დიდი ანგარიშით მოუგებდა.
gia
უფრო სუსტი მეტოქე ვერ იპოვეს? ეხლა ისევ დაიწყება - ქართული ფეხბურთის 'აღმავლობაზე" ზღაპრები
ნოდო
გამიხარდეს თუ მეწყინოს 8 გოლი 3 კაცზე რო ნაწილდება? მონღოლეთთან თამაშის მერეც გადარეულები ვიყავით მარა რა შედეგი? არასაფეხბურტო ქვეყანასთან მითუმეტეს აზიაში როა ზედმეტად ნუ გედევირევით ჩვენ ხო ესეთი მომენტები პირიქით გვნებს
ფეოლა
გაგიჭირდებოდათ!
რატი
ბრიტანელი ბიომასა საიტი, sports mole მონიშნეთ, რომლის სტატიაც ამ საიტზე გამოქვეყნდა. საქართველო - ტაილანდი 0:2 არა? )))))
ალექს
ორი უეჭველი გოლი უნდა გაეტანა ტაილანდს, ორი! ამ მასაჟისტებთან რომ ასე ითამაშებს დაცვა მერე ესპანეთის მსგავს გუნდებთან ამოტენვა არ უნდა გვიკვირდეს.
ჯელა
ამ საღამოდან ტაილანდური მასაზი გაძვირდება:D
გურულო
მაგრად ვინერვიულე.
მწვრთნელი
შემდეგი ამხანაგური ფიჯისთან დავგეგმოთ! ფიჯიმ რაგბში მოგვიგო და ფეხბურთში მაინც ვუპასუხოთ!
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?