გასულ სეზონის ფინალისტმა რუსთავმა სუპერლიგის მორიგი გათამაშება ღირებული გამარჯვებით დაიწყო. ყველა მოგებას თავისი ფასი აქვს, თუმცა როცა მეტქედ რამდენიმე დღის წინ დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებული გუნდი გყავს, რომელიც რეალურად ძლიერი შემადგენლობითა და ამბიციით გეწვია, გამარჯვებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რუსთავი საკმაოდ კარგი გუნდია და არაერთ საშინაო თამაშსაც მოიგებს, თუმცა ქუთაისელთა წინააღმდეგ სადებიუტო დაპირისპირებაში გამარჯვებ სულ სხვა მუხტისა და ბიძგის მატარებელია.

რუსთავმა დუდუ დადიანის მემორიალზე ორივე მატჩი წააგო – ზესტაფონი მარგვეთთან და გურჯაანის დელტასთან, თუმცა ანატოლი ბოისას გაწვრთნილ გუნდს შეეტყო, რომ სუპერლიგაში საკმაოდ ამბიციური იქნებოდა. ქვემოქართლელებს რიგიანი 4 ამერიკელი ლეგიონერი ჰყავს, გუნდში არიან რუსთაველები და 2 გამრჯე ახალგაზრდა გასული სეზონის შემადგენლობიდან – ლუკა ბულაშვილი და ლევან ბაბილოძე. გუნდს დიდი მხარდაჭერა აქვს თანაქალაქელების და დღეს დაწყებულ სუპერლიგაში ნებისმიერი მეტოქისთვის კონკურენტუნარიანი იქნება.

ქუთაისი ბოლო პერიოდში გატყდა, მანამდე კი კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდა. პირველ პერიოდში წინ იყო, ხოლო ტაიმის 2 ქულით წაგების შემდეგ, მესამე პერიოდში 5 ქულით დაწინაურება მოახერხა. რუსთავმა თამაში ზუსტი სამქულიანებითა და მწყობრი დაცვით მოახერხა. მესამე პერიოდში ლიდერობა დაიბრუნა და ბოლო ათწუთეულში მეტოქე უშანსოდ დატოვა. სეთ მაქსველი ფარქვეშ მეტოქეებს ვერ ჯაბნიდა, თუმცა პერიმეტრზე რუსთაველთა დომინირება აშკარა იყო – ჯორდან ჰენდერსონი და დემარი კინგი სამიანებსაც შედეგიანად აგდებდნენ და სწრაფი შეტევებიც ემარჯვებოდათ, რომელსაც ხშირ შემთხვევაში კარგ გაგრძელებას უძებნიდნენ და რუსთავიც ხეირობდა.

მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე რუსთავის უპირატესობამ 15 ქულას მიაღწია და შეხვედრის ბედიც გაირკვა. კოტე ტუღუში არაერთხელ შეეცადა, თამაშის სცენარი სათავისოდ შეეცვალა, მაგრამ რუსთაველთა სტაბილური თამაშმა ამის საშუალება არ მისცა. საბოლოოდ რუსთავმა 103:86 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და აქტივში პირველი 2 ქულა ჩაიწერა.

ქვემოქართლელთა გუნდში საუკეთესო შედეგი ლუკა ბულაშვილმა და კორდან ჰენდერსონმა გაიზიარეს. პირველმა 16 ქულა, 7 პასი და 4 მოხსნა მიითვალა, მეორემ – 24 ქულა და 2-2 მოხსნა-პასი. 6 სამიანი და 23 ქულა მიითვალა დემარი კინგმა, სეთ მაქსველის ანგარიშზე 13 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. ქუთაისელთაგან 23 ქულითა და 20 მოხსნით საუკეთესო იყო მარქუს გილსონი. 16 ქულა და 7 მოხსნა გიორგი კორსანტიამ მოაგროვა, 10-10 ქულა დავით ლომიძემ და მიხეილ ბერიშვილმა გაიფორმეს.

სუპერლიგის პირველი ტურის 1 მატჩი გადადებულია. თსუ, რომელიც 18 ოქტომბერს გერმანიაში, ფიბა ევროპის თასის სადებიუტო მატჩს ატარებს, სუპერლიგაში დაგეგმილ მატჩს გორის ივერიონთან არ ჩაატარებს. ეს შეხვედრა 15 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, თუმცა დეკემბრის ბოლოს ჩატარდება.

GBF

suares
oe mazgach romelia ert cliani proekti rustavi tavis 32 cliani istoriit tu kutaisi 13 clianit? dinamo rom gapshxuilda visi bralia mere-MFLOBELIS,xoda miakitxe da daudw proekti ganvitarebis mas
ზუროსი
სუპერლიგიდან გავარდა მერე ა ლიგიდან გავარდა. გუნდი დაიშალა ახლა მოუწევს ა ლიგის მოგება
Maximus
ხოდა ჩემო მიხაელ ამის თქმა დაწერა მინდოდა. სირცხვილი არაა თბილისის დინამო მეორე ლიგაში იყვეს და ეს ერთ წლიანი პროექტები კი აქ და რა სახელიც ნახა ევრო თასზე ერთ ერთმა კი ნახავდი ცოტა ხნის უკან...
მიხაელ
გავარდნილია მეორე ლიგაში როგორც მახსოვს
Maximus
და თბილისის დინამო სად არის??? რამე დააშავენ თუ რა ხდება???
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა