საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თსუ, რომელიც ქართული გუნდებისთვის 5-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ევროასპარეზზე, გერმანიაში გაემგზავრა. ჰანოვერიდან 100 კილომეტრით დაცილებული მყუდრო, საუნივერსიტეტო ქალაქი გიოტინგენი საკალათბურთოდაც საკმაოდ აქტიურია და ბუნდესლიგაში საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი ჰყავს, რომელიც ფიბა-ევროპის თასზე ასპარეზობს.

თსუ ფიბა-ევროპის თასზე ფიბას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოდან მოხვდა. ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა საკვალიფიკაციო ბარიერი ვერ დაძლია და დებულების თანახმად, ფიბა-ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლა. თავის მხრივ, ამ ტურნირსაც ჰქონდა საკვალიფიკაციო ეტაპი, თუმცა ჩემპიონთა ლიგიდან გადმოსული გუნდები პირდაპირ ჯგუფში მოხვდნენ.

4-გუნდიან ჯგუფში გერმანულ "გიოტინგენთან" ერთად თსუ-ს მეტოქედ იტალიური "ვარეზე" და კვიპროსული "კერავნოსი" ჰყავს. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდი გერმანიაში პირველი ტურის სათამაშოდ შესუსტებული შემადგენლობით ჩამოვიდა. გუნდს ვერ გამოჰყვა ეროვნული ნაკრების რეკორდსმენი (216 მატჩი) გიორგი ცინცაძე, რომელსაც დუდუ დადიანის ნახევარფინალში ნატკენი ნეკნი აწუხებს.

თსუ-ელებმა დაიმატეს ამერიკელი ფორვარდი კამერონ კრენსტონი, რომელიც უნივერსიტეტელებს გერმანიაში ახლავს, თუმცა, სავარაუდოდ, თამაშში მონაწილეობას არ მიიღებს. მიზეზი ისაა, რომ კრენსტონმა ბოლო 4 დღიდან 3 მგზავრობაში გაატარა და თსუ-ს გერმანიაში გამომგზავრების წინა ღამეს შეუერთდა და გუნდთან პირველ ვარჯიშს გიოტინგენში ჩაატარებს.

თსუ გერმანიაში 10 კალათბურთელით ჩავიდა:

ნიკა ჩეჩელაშვილი, ტაირი ბოიკინი, ნოდარ გოგოძე, კახა ჯინჭარაძე, გიორგი კოპაძე, გიორგი ტურძილაძე, ალექსანდრე მგელაძე, კამერონ კრენსტონი, ალექსანდრე ფევაძე, ნიკოლა ვუიოვიჩი.

ლაფანაშვილის გუნდი გერმანიაში 17 ოქტომბერს, გამთენიისას გაემგზავრა და ქალაქ ჰანოვერში დილის 11:00 საათზე ჩაფრინდა, საიდანაც ავტობუსით საათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ გიოტინგენში ჩავიდა და სასტუმრო Am Papenberg-ში დაბინავდა. თსუ პირველ ვარჯიშს დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე იმ დარბაზში გამართავს, სადაც ხვალ "გიოტინგენს" დაუპირისპირდება.

შეხვედრა თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

GBF.GE

ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
წარმატებები ძმებო!
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
თსუ-მ "კერავნოსს" 17 ქულა გაუბათილა, მაგრამ ბოლო წუთებზე ბრძოლაში დამარცხდა
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ანდრონიკაშვილის 20 და ჯინჭარაძის 18 ქულა - თსუ "ვარეზესთან" დამარცხდა
თსუ კვიპროსში "კერავნოსთან" დამარცხდა
თასის გათამაშების ფინალში თსუ-მ "ივერიონი" დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა