ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ბენფიკასთან" 62:122 დამარცხების შემდეგ თსუ-მ ასპარეზობა ფიბა-ევროპის თასზე გაგრძელა და ბევრი არ ელოდა, თუ გერმანიის ბუნდესლიგის "გოტინგენს" გასვლაზე მედგარ წინააღმდეგობას გაუწევდა.

თსუ-მ პირველი მეოთხედი 20:12 მოიგო, მეორე 13:28 წააგო, დიდი შესვენების შემდეგ თბილისელებმა კარგი დაცვის ხარჯზე სხვაობის შემცირება დაიწყეს და მატჩის დასრულებამდე ორწუთ-ნახევრით ადრე 78:75 დაწინაურდნენ კიდეც, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება (86:81) მასპინძლებს დარჩათ, რომლებსაც "სპარკასენ არენაზე" 1 900 გულშემატკივარი ქომაგობდათ.

სარგებლიანობის 24-იანი კოეფიციენტით შეხვედრაში საუკეთესო თბილისელთა ამერიკელი ლეგიონერი ტაირი ბოიკინი იყო (19 ქულა, 6 მოხსნა, 8 პასი). ალექსანდრე ფევაძემ 20 ქულა ჩააგდო, კახა ჭინჭარაძემ კი ორმაგი დუბლი მიითვალა (14 ქულა, 11 მოხსნა, 6 პასი).

მასპინძელთა რიგებში 20 ქულით ყველაზე შედეგიანი ფედორ ზუგიჩი იყო, ხოლო მისმა თანაგუნდელმა დეონდრე ბერნსმა 14 ქულა ჩააგდო.

თსუ 25 ოქტომბერს, მეორე ტურში, კვიპროსის "კერავნოსს" უმასპინძლებს, რომელიც "ვარეზესთან" 80:95 დამარცხდა.

სიმართლე
ყოჩაღ, თსუ! ძალიან ჭირდება ევროთასებზე მინიმუმ ერთი გუნდის რეგულარული თამაში ქართულ კალათბურთს, რათა ნაკრებმა ღირსეული შევსება მიიღოს. მოთამაშეებიც მუდმივად ფორმაში იქნებიან და მარტო ლეგიონერებზე (5-6 კაცზე) აღარ ვიქნებით ჩამოკიდებული. ამ თამაშს რაც შეეხება, ეს ის შემთხვევაა როცა წაგების მიუხედავად კმაყოფილი ვარ. თუმცა, მომდევნო ტურში კვიპროსელებთან მხოლოდ მოგება დამაკმაყოფილებს
Dato
ბრავო თსუ! თურმე შესაძლებელი ყოფილა მწირი ბიუჯეტით საქართველოშიც ისეთი გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება ევროპულ კლუბებთან. საღოლ, ჯიგრები ხართ.
შაკო
სისტემატიურად უნდა ითამაშონ ჩვენმა კლუბებმა ევროტურნირებზე და დონე აიწევს მაგრად.
Lolo
ნერვიულობა და პლიუს ბოლომდე არ იყვნენ დაკომპლექტებული, ჩანდა რომ მოუმზადებელი გუნდი იყო, შეუთამაშებელი.
ნოდო
ის თამაში 50 ქულიტ რო წააგეს გამოჩნდა რო პირველი თამაშის ნერვიულობის ბრალი იყო გუშინ მესამეში 10 ქულიტ აგებდნენ და მესამეშივე 1 ქულიტ წინ გავიდნენ 82-78ზე 3 ქულიანი ჩააგდეს ბოლო 10 წამი იყო დარჩენილი და თან საჯარიმოც უნდა ესროლათ და თანაბრდებოდა მარა სამწუხაროდ ააცილეს რაც წაგების მიზეზი გახდა
Jiqo
Tkven genacvalet bichebo. Vukure tamashs da wagebis miuxedavad amaki var
ნიკა
ვაა ბიჭოო ეს რა თამაში იყოო. ყოჩაღ თსუუ
Georgian
ვაა მართლა ბრავო თსუს! ბუნდესლიგის წამყვან გუნდს ვერ წარმომედგინა თუ წინააღმდეგობას გაუწევდნენ. ცოტა იღბალი და დიდ სენსაციას მოახდენდნენ.
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
თასის გათამაშების ფინალში თსუ-მ "ივერიონი" დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა