საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის, თომას ბახის განცხადებით, IOC დაუყოვნებლივ უნდა დაკავდეს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემებით, რათა მომავალში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარება უზრუნველყოფილი იყოს.

"მომავალი თამაშების მასპინძლობის მსურველებმა შესაბამისი კომისიების მეშვეობით მოხსენებები წარმოგვიდგინეს. ჩვენ მათ ვთხოვეთ, თამაშებისთვის საჭირო ობიექტების განაწილება ორი კრიტერიუმით შეეფასებინათ. პირველი - მათ უნდა გამოიყენონ მხოლოდ არსებული ან დროებითი ობიექტები;. მეორე - თოვლის საფარი შესაბამისი სპორტის სახეობებისთვის საიმედოდ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ასწლეულის შუა პერიოდამდე.

გავეცანით პირველ შედეგებს. 3 კონტინენტზე გამოკვეთილია 15 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, რომლებსაც ობიექტების 80 პროცენტი უკვე გააჩნიათ. აქედან ათს ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის გამოცდილება აქვს. 15-დან ორ ეოკ-ს ასწლეულის შუა პერიოდში არ ექნება თოვლის საიმედო საფარი. ამ ციფრებიდან აშკარა ხდება, რომ ჩვენ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მომავალი თამაშების დაგეგმვისთვის რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ.

კომისია გვთავაზობს, 2030 წლიდან ჩასატარებელი ზამთრის ოლიმპიური თამაშების ორი მასპინძელი დავასახელოთ. IOC-ის აღმასრულებელმა საბჭომ ამ იდეას მწვანე შუქი აუნთო. ამ საკითხს მუმბაიში, IOC-ის სესიაზე განვიხილავთ", – IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა თომას ბახმა.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მორჩილაძე ხორვატიული გუნდის ფეხბურთელი გახდა
"რეალის" მეკარე შეიძლება "ტოტენჰემში" გადავიდეს
"ბაიერნმა" მეკარე იჯარით "საუთჰემპტონში" გაუშვა
პედრიმ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე არასასურველი მეტოქე დაასახელა
იქნება თუ არა მსუბუქი ტრავმის შემდეგ დღეს ხვიჩა ძირითადში - ფრანგული მედიის ვარაუდი
"რეალში" რომ მეთამაშა, "ოქროს ბურთს" მოვიგებდი" - ფრანჩესკო ტოტი
[VIDEO] ზურაბ მუსელიანმა "პარალიმნის" სათასო მატჩი მოაგებინა!
[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] მექვაბიშვილის სუპერგოლი თურქულ გუნდთან სპარინგში
ტიტე კალანდაძემ ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა
"უდინეზემ" კოლუმბიელი შემტევი შეიძინა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალი 9-15 იანვარს დიღმის არენაზე ჩატარდება
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
კვარაცხელია სრული კომპლექტისთვის! - კიდევ ერთი აზიური ფინალი
1000 ქულიანთა კლუბში - გასპერინიზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია
"რეალის" დიდი დანაკლისი - მბაპე სუპერთასზეც არ იქნება
შემცვლელი მალევე იპოვნეს - "სტრასბურგს" კვლავ ინგლისელი გაწვრთნის
60 000-იან სტადიონზე ფრანგი ფანები არ იქნებიან - ქუვეითში გასამართი პსჟ "მარსელის" სუპერთასის მატჩის უცნაური დეტალები
ამჯერად მწვრთნელი არ იქნება - ერიკ ტენ ჰაგს ახალი სამსახური აქვს