გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის სამი მატჩი. "დინამო ბათუმმა" სამტრედიაში გამარჯვებით ლიდერობა გაიმყარა; "დილამ" გორში "საბურთალოს" სძლია და მესამე ადგილისთვის ბრძოლა დაიძაბა; აუტსაიდერმა "შუქურამ" კი ზუსტად ხუთთვიანი შესვენების მერე მოიგო...

სამტრედია 1:3 დინამო ბათუმი

ოთხივე გოლი საჯარიმოს გარედან დარტყმით გავიდა.

ლიდერმა "დინამო ბათუმმა" მერვედგილოსან "სამტრედიას" სტუმრად მოუგო. სამი საგოლე პასი გააკეთა მესამე წრის საუკეთესო ფეხბურთელმა პაატა ღუდუშაურმა.

მე-3 წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა მოულოდნელი დარტყმით გახსნა ანგარიში - 0:1; ტაიმის ბოლოს ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაზარდა სხვაობა... ეს ორი გოლი ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. მამუჩაშვილმა მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-12 გოლი გაიტანა: დუბლი არ შეუსრულებია, 12 მატჩში თითო-თითო.

მეორე ტაიმში ჯერ სამტრედიელმა ზვიად ნაჭყებიამ შეამცირა სხვაობა, მერე კი ბათუმელთა ნახევარმცველმა ცოტნე ფაცაციამ ჰაერში ერთ შეხებაში დარტყმით 1:3 გახადა ანგარიში.

"დინამო ბათუმი" 12-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, თუმცა მდევარ "დინამო თბილისს" ამ ტურში სათამაშო აქვს.

თელავი 0:1 შუქურა

ქობულეთის "შუქურამ" თელავში მოიგო. ეს აუტსაიდერის პირველი გამარჯვებაა 28 მაისის შემდეგ. ზუსტად 5 თვის თავზე გატეხა ნავსი.

ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაიტანა დავით მუჯირმა, რომელმაც გიორგი ჯანელიძის ჩაწოდებულს ოდნავ შეუცვალა მიმართულება. ეს მუჯირის მეცხრე გოლია სეზონში. საინტერესოა, რომ ის წლეულს სწორედ "თელავიდან" გადავიდა "შუქურაში"...

"თელავი" მეშვიდე ადგილზე რჩება.

დილა 3:0 საბურთალო

მესამე ადგილისთვის ბრძოლა დაიძაბა, რადგან "დილამ" 3:0 სძლია "საბურთალოს". ახლა მესამეზე მყოფი თბილისელები მხოლოდ ერთი ქულით უსწრებენ გორელებს, ასევე იბრძვიან "სამგურალი" და "ტორპედო": მათ ამ ტურში ჯერ სათამაშო აქვთ.

"დილამ" რამდენიმე დღის წინ სათასო მეოთხედფინალი პენალტებში წააგო "საბურთალოსთან" და ამჯერად გუნდები კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში შეხვდნენ ერთმანეთს. გორელები ონორე გომისის ახლოდან გატანილით დაწინაურდნენ, მეორე ტაიმში ჟან ვიქტორმა დამატებაზე ზუსტი დარტყმით გაზარდა სხვაობა და ბოლო წუთებზე "დილას" კაპიტანმა ნიკა გაგნიძემ გამოიყენა მეკარესთან პირისპირ გასვლა- 3:0.

erovnuliliga.ge

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ზურაბ მუსელიანი "დილას" ფეხბურთელია
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "ტორპედო" - "შუქურა" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0:1 მეშახტე. ყოჩაღი დებიუტანტის ისტორიული გამარჯვება
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ბოლოსწინა ტური: 7 გოლიც, 8 გოლიც, 9 გოლიც...
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] სტატუსის შესაფერისი ვერ გამოვიდა - "იბერიამ" გამარჯვებით დაიწყო
თავურები... "დინამო თბილისმა", "დილამ" და "ტორპედომ" მოიგეს
ნიკოლოზ მალი "დილას" ფეხბურთელია
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "შუქურა" - "სამტრედია" [LIVE]
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] "თელავმა" თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია...
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"შუქურა" მეოთხე ლიგაში დააქვეითეს - ეროვნული ლიცენზირების შედეგები
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ბათუმის "დინამოს" ქულაც ჰყოფნის, "თელავი" განწირულია...
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
"დილას" ამბები - გორელებმა 21 წლის მცველი 100 000 დოლარად გამოისყიდეს
ზეიმი! სფფ-მ "დინამო ბათუმი" დააჯილდოვა